globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 15th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио Голос Америки» (აშშ): საქართველო და ნატოს ვარშავის სამიტი

«Вестник Кавказа» (რუსეთი): ქართული ოცნება ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობაზე

«ТВ Россия-24 – Вести» (რუსეთი): პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მისი ადგილი უჩვენა

—————————

«Радио Голос Америки» (აშშ), 15 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/georgia-nato-membership/2963315.html

საქართველო და ნატოს ვარშავის სამიტი

სტატიაში განხილულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული პრობლემები (ავტორი ნესტან ჩარკვიანი).

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თვლის, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთი უნდა აიძულოს, რომ მოსკოვმა პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რასაც საქართველოსა და უკრაინის მიმართ აკეთებს. მისი თქმით, თუ ნატო სიფრთხილეს გამოავლენს და რუსეთთან დათმობა-კომპრომისებზე დათანხმდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში, ეს მოსკოვს ახალი მართლსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადასადგმელად უბიძგებს. თინა ხიდაშელმა ეს განცხადება ესტონეთში გამართული უსაფრთხოების საკითხების კონფერენციაზე გააკეთა, ევროპული ტურნეს ფარგლებში, რათა საქართველოს ნატოში ინტეგრირების მხარდამჭერთა წრე გააფართოვოს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2016 წლის ვარშავის სამიტისათვის. ამ მიზნით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბალტიისპირა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გარდა, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს უნდა ეწვიოს.

თბილისს იმედი აქვს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა ვარშავის სამიტზე „მაპ“-ს მიიღებს – ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას მიიღებს.

რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები?

„საქართველოს უნივერსიტეტის“ თანამშრომელი გიორგი მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, როცა დასავლეთს მოსკოვის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე ადექვატური მკაცრი რეაგირება არ მოუხდენია, რუსეთი გათამამდა და უკრაინაშიც თითქმის იგივე გააკეთა. „მართალია, 2014 წლის მაისში კრემლს სანქციები დაუწესდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – აღნიშნა გიორგი მჭედლიშვილმა „ამერიკის ხმის“ რუსულენოვანის სამსახურის კორესპონდენტთან საუბარში. „ბუნებრივია, პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, საგარეო პოლიტიკაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, მაგრამ იმავდროულად აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო უსაფრთხოების საინფორმაციო პროცესებში, რათა მთელმა მსოფლიომ გაიცნოს რუსული ოკუპაციის შედეგები და მისი მიუღებლობა საქართველოსათვის.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ნიკა ჩიტაძის აზრით, საქართველოს მართლაც აქვს თეორიული შანსი „მაპ“-ის მიღების საკთხში ნატოს ვარშავის სამიტზე. მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ, რუსეთის მოქმედების გამო, თავისი თვალსაზრისი შეიცვლა და საქართველოს საკითხის ბლოკირებას აღარ მოახდენს. ამავე დროს ექსპერტი ამბობს, რომ ნატოში მიღების მიზნით „მაპ“-ი ერთადერთი ინსტრუმენტი არ არის: საქართველოს შეუძლია „სამოქმედო გეგმის“ გარეშეც გაწევრიანდეს ბლოკში, თუ ყველა ქვეყანა ამ საკითხში ერთნაირ პოზციას გამოამჟღავნებს. „თუმცა, რასაკვირველია, თავის მხრივ, საქართველომაც უნდა შეასრულოს აუცილებელი მოთხოვნები დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ „რადიო ამერიკის ხმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 15 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.vestikavkaza.ru/analytics/Gruzinskaya-mechta-o-svobodnoy-torgovle-s-Evropoy.html

ქართული ოცნება ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობაზე

ერთი წელი გავიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლიდან, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს. რა შედეგები მიიღო საქართველომ?, – ასეთი კითხვაა დასმული სტატიაში და პასუხიც იქვეა: სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქარტველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყბნებში 0,4%-ით შემცირდა, იმპორტი კი 3%-ით გაიზარდა.

არადა, იყო დრო, როცა ძალიან ბევრ ქართველ პოლიტიკოსს და ბიზნესმენს იმედი ჰქონდა – ქართული ექსპორტი გაიზრდება, ქართული პროდუქცია ევროკავშირის „ოქროს ბაზარზე“ გამოჩნდებაო: „ჩვენს წინაშე 500-მილიონიანი ბაზრის კარი იღება“, – ასე ისმოდა  მაღალი ტრიბუნებიდან ევროკავშირთან ასოცირების „ისტორიულ შეთანხმებაზე“ ხელმო-წერისა და რატიფიცირების დროს.

რა უშლის ხელს დოკუმენტიში ჩადებული პირობების განხორციელებას? რატომ მცირდება ქართული ექსპორტი და რატომ უარესდება ისედაც ნეგატიური სალდო საგარეო ვაჭრობაში? მიზეზი ძალიან მარტივია: ევროკავშირის ბაზრის გახსნის იმედი თვიდანვე ტკბილი ილუზია იყო, რომლითაც თავ იმშვიდებდნენ არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ ქართველი პოლიტიკოსები და ბიზნესმენებიც, რომლებთაც არა გაეგებოდათ რა ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკაში.

ერთი შეხედვით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ყველაფერი მკაფიოდ წერია: „მხარეები აუქმებენ საბაჟო გადასახადებს და მათ აღარ დაუშვებენ არავითარ შემთხვევაში“. მაგრამ დოკუმენტში ერთი ეშმაკური შენიშვნაა: „ევროკავშირი იტოვებს უფლებას დააწესოს გადასახადი ზოგიერთი ქართული პროდუქციის მის ბაზარზე დასაშვებად“. რასაკვირველია, ამ გადასახადს „საბაჟო გადასახადი“ არ ჰქვია, მაგრამ განა ეს მის არსს ცვლის?

ახლა შევხედოთ, რომელ პროდუქტებზეა უკვე დაწესებული გადასახადი: ყურძენზე, ხილზე, ბოსტნეულზე, ცისტრუსებზე, ხორცზე, რძეზე, ყველზე… მოკლედ, ყველა იმ პროდუქტზე, რომლითაც ვაჭრობა ევრობაზარზე საქართველოს მართლაც შეუძლია. ყურადღება მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან მომენტსაც: გადასახადის შემოღება მხოლოდ ევროკავშირის პრეროგატივაა და ამაზე საქართველო კრინტსაც ვერ დაძრავს. თბილისს არ სეუძლია ანალოგიური ნაბიჯი გადადგას ევროპული პროდუქციის იმპორტის დროს.

და თუნდაც ეს ჩანაწერი რომ არ იყოს დოკუმენტში (რას ვიზამთ, როცა ევროპელი ბიუროკრატები ცდილობენ თავიანთი მწარმოებელების უფლებები დაიცვან!), ქართველი გლეხებს მაინც ვერ შეძლებენ მდიდარი ევროპული ბაზრის პრივილეგიებით სარგებლობას.

საქმე იმაშია, რომ ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი ხილ-ბოსტნეული მოწევა ბევრს არაფერს ნიშნავს: არის უამრავი რეგულაცია, რომლებიც იმ ყბადაღებული საბაჟო გადასახადის გარეშეც ძალიან უშლიან ხელს ექსპორტს. აი კლასიკური მაგალითი: ჯერ კიდევ აწ განსვენებული კახა ბენდუქიძე მიუთითებდა ხოლმე ჟურნალისტებთან საუბრის დროს „იდიოტურ ევროპულ რეგულაციებზე“, რომლის თანახმად, ერთი და იგივე ჯიშის ბოსტნეული თუ ხილის პროდუქცია ფორმით ერთნაირი უნდა იყოს: თქვენ გინახავთ პარიზის ან ბერლინის სუპერმარკეტებში სხვადასხვანაირი ფორმის კიტრი? საქართველოში კიტრი სხვადასხვა ფორმისაა, ევროპაში კი მხოლოდ ერთნაირი, სტანდარტული. როგორ მიაღწიოს ქართველმა ფერმერმა ასეთ სტანდარტს, როცა შესაბამისი ტექნოლოგია არ აქვს? და თუ ტექნოლოგიას შეიძენს, სტანდარტს მიაღწევს, მაშინ ასეთი კიტრის თვითღირებულება, ექსპორტის ხარჯების გათვალისწინებით, ოქროს ფასი დაუჯდება? მოკლედ, თუ საქონელი სტანდარტუკლი არ იქნება, მას საზღვრიდან ეგრევე უკან გამოაბრუნებენ. ანუ არსებობს რამდენიმე პრობლემა: პირველი – საქონლის უჩვეულო სახე; მეორე – ევროპული შეფუთვის ტიპი და ხარისხი; მესამე – ევროპის საცალო ვაჭრობაში დაშვების შეუძლებლობა. ევროპის სუპერმარკეტები ეჭვის თვალი უყურებენ იმ ხილს, ბოსტნეულს თუ ციტრუსებს, რომლებიც უცხო და ჯერ კიდევ უცნობი ქვეყნიდანაა მოტანილი, რომლის არსებობის შესახებაც ევროპაში მასობრივ დონეზე ჯერ კიდევ ცოტამ თუ იცის.

ევროპული სავაჭრო ქსელების მენეჯერებს და მფლობელებს დიდი ხანია ჰყავთ საიმედო მომმარაგებლები და იმპორტიორები, ისინი კარგად არიან შემოწმებულები და მომხმარებლისსაგან წუნი გამორიცხულია. სწორედ ამიტომაც ამბობენ უარს ისინი შედარებით იაფ, მაგრამ მაინც უცნობ ქართულ პროდუქციაზე. ევროპაში თუ ადამიანი პროდუქტისაგან მოიწამლება, ჩათვალე, რომ ბიზნესი დაღუპულია, წინ უამრავი პრობლემა წარმოიქმნება და ბიზნესმენს „ლაქა“ რამდენიმე თაობის განმავლობაში გაჰყვება.

ამრიგად, თუ საქართველოს თეორიულად მაინც შეუძლია ევროპულ ბაზარზე გასვლა თავისი ტრადიციული პროდუქციით, პრაქტიკულად ეს განხორციელდება მხოლოდ მრავალწლიანი შრომით ადგილობრივ რიტეილერებთან (ცალობით მოვაჭრეებთან).

აქ საუბარი არ გვაქვს ღვინოზე და მინერალურ წყალზე, რადგანაც ქართული „ქინძმარაული“ ევროპაში ვერსად ვერ გაუწევს კონკურენციას ფრანგულ „ბორდოს“, „ხოლო „ბორჯომი“ – იგივე ფრანგულ ბრენდს „ევიანს“.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველები ისწავლიან  მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებას და „ღვინო-მანდარინული“ სინდრომისაგან გათავისუფლდებიან, ხოლო ქართველი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მომავალი თაობა ევროპელებს იმაზე მოელაპარაკება, რომ მათ გადასახადი არ გადაახდევინონ კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების ბაზარზე შესატანად, გრიფით „მეიდ ინ ჯორჯია“.

«ТВ Россия-24 – Вести» (რუსეთი), 14 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.vesti.ru/doc.html?id=2664053

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მისი ადგილი უჩვენა

ანდრეი არქიპოვი

უკრაინის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, სინათლე შეიტანა ოდესის გუბერნატორის მცდელობებტან მიმართებით – გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. არსენ იაცენიუკს უკვე შეუძლია მშვიდად იყოს.

რასაკვირველია, უკრაინის პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აქვს საფუძველი, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორით უკმაყოფილო იყოს. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ბოლო დროს უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ მკვეთრი კრიტიკული კამპანია გააჩაღა და პრემიერ-მინისტრი ოლიგარქებთან გარიგება-შეთქმულებაში დაადანაშაულა. მან არაორაზროვნად გამნაცხადა: „ან გარდაიქმენი, ან მოკვდი“. იმავდროულად პრეზიდენტის საიტზე გამოჩნდა პეტიცია ოდესის გუბერნატორის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის თხოვნით, რომელმაც სწრაფად შეკრიბა 25 ათასი მხარდამჭერი. პეტრო პოროშენკო, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებული იყო პეტიცია განეხილა.

უკრაინის პრეზიდენტისაგან მოსახლეობა რეაქციას ელოდა. ინტრიგას ის ფაქტიც აძლიერებდა, რომ პრემიერ არსენ იაცენიუკის მთავრობას მართლაც დიდი ხანია აკრიტიკებენ შედეგები არქონის გამო. გარდა ამისა, იმასაც იხსენებდნენ, რომ იყო მომენტი, როცა პეტრო პოროშენკოს მისი მოხსნა სურდა და არსენ იაცენიუკი მხოლოდ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირადმა ვიზიტმა იხსნა. ანუ პრეზიდენტი გარკვეულწილად დაინტერესებულია პრემიერ-მინისტრის პოზიციების დასუსტებით. რაც შეეხება ოდესის ოლქის გუბერნატორს, მისი მხარდამჭერი განცხადებები პრეზიდენტმა ბოლო დროს არაერთხელ გააკეთა.

და აი, ორი დღის წინ პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისადმი თავისი მხარდაჭერის საზღვრები გამოკვეთა: ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენტ“-ისადმი მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი მშვენიერი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა… საქართველოშიო“. ასეთ დახასიათებას ძნელად თუ ჩათვლი დადებითად. უფრო მეტიც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას სამშობლოში როგორც მინიმუმი სასამართლო ელოდება, ხოლო ამის შემდეგ, ალბათ, საპატიმრო, აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ პოროშენკომ ახლადგამომცხვარი უკრაინელს ქება-დიდება უძღვნა – „შენ საქართველოს პრემიერ-მინისტრობა დაგმშვენდებოდაო“.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა პეტრო პოროშენკოს ხელშია, გასათვალისწინებელია, რომ ოდესის რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობა მაინც მინისტრთა კაბინეტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არ უნდა გამოირიცხოს, რომ არსენ იაცენიუკი თავის მხრივ, გაახსენებს მიხეილ სააკაშვილს ყველაფერს და მაქსიმალურად შეეცდება გუბერნატორობაში დისკომფორტი შეუქმნას.

Comments are closed