globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 16th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Ннезависмая газета» (რუსეთი), 16 იანვარი, 2014 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-01-16/7_gruzia.html

ქართველი ლეგიონერები კანონგარეშედ გამოცხადდნენ?!

უკანონო სამხედრო ფორმირებებში მონაწილეობა დასჯადი ხდება

„საქართველოს პარლამენტი მზადაა ისეთი ცვლილება შეიტანოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებიც ქვეყნის მოქალაქის დასჯას ითვალისწინებს საზღვარგარეთ მიმდინარე შეირაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობის გამო. კანონპროექტის ინიციატორია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. საკანონმდებლო ცვლილებების მიღება გამოწვეულია იმით, რომ ბოლო ხანს მოიმატა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ, რომელებიც ახლო აღმოსავლეტში და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ინიციატივა დააჩქარა საფრანგეთში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმაც, რომელმაც ჟურნალ „შარლი ებდოს“ კარიკატურისტები იმსხვერპლა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კერძოდ სირიასა და ერაყის ჩრდილოეთში, ბევრი რამ თქმულა. შეგახსენებთ, რომ მათი უმეტესობა პანკისის ხეობიდან არიან. იქ ქისტები (ეთნიკური ჩეჩნები) ცხოვრობენ. 1990-იანი წლების დასაწყისისდან ხეობა ჩეჩენ ლტოლვილთა თავშესაფარიც გახდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მშვიდობიან ლტოლვილებს პანკისში ჩეჩენი „ბოევიკებიც“ შემოჰყვნენ, რომლებიც ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალურ ძალებს ებრძოდნენ. სწოორედ იმ პერიოდში დაიწყო ხეობის მოსახლეობაში ვაჰაბიზმის – არატრადიციული ისლამის გავრცელება. ამ ჩვეულებრივად მშვიდ რეგიონში თანდათან გახშირდა დანაშაული… ცალკე თემაა პანკისში თავშეფარებული ჩეჩენ ბოევიკთა რაზმების საკითხი, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობას გაურესების მიზეზი გახდა. ოფიციალურმა თბილისმა ასე თუ ისე შეძლო სიტუაციის გაკონტროლება, თუმცა პანკისის ხეობამ მაინც ავბედითი შარავანდედი მოიპოვა.

როგორც მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, იგი პანკისის ხეობაში ჩავიდა და იქაურ უხუცესებს ესაუბრა: „მათ შემომჩივლეს, რომ პანკისელი ახალგაზრდობა უმუშევარია, ისინი იძულებულნი არიან იღბალი საზღვარგარეთ ეძებონ და ტრადიციული ისლამის ნაცვლად განსხვავებულ რელიგიურ რწმენის გავლენის ქვეშ ექცევიან“.

მინისტრის ნათქვამიდან ჩანს, რომ უხუცესებმა დახმარება ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვეს: „სახელმწიფოს უკვე აღარ შეეძლო თავლის დახუჭვა ასეთ სიტუაციაზე“, – აღნიშნა იუსტიციის უწყების ხელმძღვანელმა.

კანონპროექტის წინააღმდეგ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამოვიდნენ და კოდექსში შესატანი ცვლილებები „სამარცხვინოდ“ მიიჩნიეს: მათი აზრით, ეს ნიშნავს, რომ ის ქართველები, რომლებიც კიევის  ხელისუფლებას სეპარატიზმის დაძლევაში ეხმარებიან, დამნაშავენი არიან. თავიანთი აზრი გამოხატეს ლეგიონერებმაც: „ჩვენ უკრაინის ლეგიტიმური შეიარაღებული ძალების რიგებში ვიბრძვით და ამით განვსხვავდებით სირიაში მებრძოლებისაგან. შესაბამისად, საკითხისადმი დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო“, – განაცხადა ირაკლი ქურასბედიანმა.

დაკავშირებულია თუ არა ლეგიონერთა ასეთი განცხადება იმ დაზუსტებასთან, რომელიც მოგვიანებით თეა წულუკიანმა გააკეთა, უცნობია, მაგრამ მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონში შესატანი ცვლილება გავრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მხოლოდ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობს.

კანონპროექტის განხილვა დაემთხვა ქართულ პრესაში გავრცელებულ თამაზ ჭაღალიძის განცხადებას, რომელიც სირიაში, „ისლამური ხალიფატის“ ჯარებში იბრძვის: მან გააფრთხილა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მათ და მათი ოჯახის წინააღმდეგ რაიმე მოქმედებას განახორციელებს, საპასუხო ზომები იქნება მღებულიო.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ პუბლიკაციის ავტორი ქართული პრესის, კერძოდ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიას იმოწმებს და მოჰყავს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის ალექსი პეტრიაშვილის განცხადება: „ჩვენ ძალა ვართ და ვერანაირი შანტაჟი და მუქარები უკან ვერ დაგვახევინებს. თუ ვინმეს რაღაცის გაკეთება უნდა, გააკეთოს, ჩვენ კი სიტუაციის სესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენ აღებული კურსიდან არ გადავუხვევთ“.

«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი), 16 იანვარი, 2015 წელი

http://www.azerizv.az/news/a-17973.html

სომეხი ეპისკოპოსი აბობოქრდა…

რას უქადის საქართველოს „ჯავახეთის მხარდამჭერი ფონდი“?

ბაქოს გაზეთი „აზერბაიდჟანსკიე იზვესტია“ ეხმაურება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის ხელმძღვანელის ვაზგენ მირზახანიანის განცხადებას, რომლის თანახმად, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სომხეთს 450 ტაძარი უნდა დაუბრუნოს. „სომხური ეკლესიის ქმედება ადასტურებს სომეხთა აგრესიულ ზრახვებს საქართველოს წინააღმდეგ… სომხური ეკლესია აქტიურად მონაწილეობს ოფიციალური ერევნის პრეტენზიების განხორციელებაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის საქართველოსგან ჩამოშორებას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ნატიგ ნაზიმოღლუ).

„როგორც ჩანს, სომხური ეკლესიისათვის ცოტაა ის, რომ საქართველოში მას იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭა. ასეთივე სტატუსი აქვს ქართულ ეკლესიასაც. ქართველი ექსპერტების აზრით, სომხური ეკლესია იურიდიული პირის სტატუსს იყენებს იმისათვის, რომ დაამტკიცოს – მას საქართველოში ასობით ეკლესია „ეკუთვნის“. უკვე არის იმის სიმპტომები, რომ სომხები თავიანთი პრეტენზიების წარდგენას საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზეც აპირებენ“, – წერს გაზეთი.

სომხური ეკლესიის აგრესიული მოქმედების ფონზე სულ უფრო მეტად ისმის ხმები სომხების პრეტენზიებზე საქართველოს ისტორიული რეგიონის – სამცხე-ჯავახეთის მიმართ, რომელსაც ოფიციალური ერევანი მხარს უჭერს. სომხები ყველანაირად ცდილობენ ამ მხარის საქართველოსგან ჩამოცილებას, ამ მიზნით მუშაობენ მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ჯავახეთის მხარდამჭერი ფონდი“, რომელიც ვითომდა ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ პროგრამებს ახორციელებს, სინამდვილეში კი სეპარატიზმის პროპაგანდითაა დაკავებული. ამ ფონდის დამფუძნებელთა შორისაა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი მრჩეველი გურგენ დალიბალთაიანი, სომხური ავიაკომპანია „აიკ-ავიას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი სეირან ვანციანი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი აშოტ მელქონიანი და, რა თქმა უნდა, ვაზგენ მირზახანიანი – სომხური ეკლესიის ქართული ეპარქიის მეთაური.

„ჯავახეთის მხარდამჭერი ფონდის“ გეგმებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სომხებს განზრახული აქვთ  მისი რეგისტრირება არა მარტო საქართველოში, არამედ ფილიალების გახსნა სხვადასხვა სახელმწიფოებში – რუსეთში, არგენტინაში, საფრანგეტში, აშშ-ში, ლიბანში, ირანში… ფონდისათვის შემოწირულებები გროვდება სომხეთში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას „მოხმარდება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

Comments are closed