globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 16th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Korea Herald» (სამხრეთ კორეა): ინტერვიუ ელჩთან: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება სურს“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: „საქართველოს წევრობაზე ნატოში ვერ თანხმდებიან“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ

«The New Yorker» (აშშ): კითხვები არავის დაუსვამს // დონალდ ტრამპის ფირმა თავის უცხოელ პარტნიორებს შემოწმების გარეშე ენდო. შეცდომა თუ სტრატეგია? (ბათუმში Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ)

—————-

«The Korea Herald» (სამხრეთ კორეა), 16 აგვისტო, 2017 წელი

http://www.koreaherald.com/view.php?ud=20170815000163

ინტერვიუ ელჩთან: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება სურს“

ჯოელ ლი

(მცირე შემოკლებით)

„რუსები თითქმის ყოველდღიურად მოდიან, მრავალსაუკუნოვან ქართულ მიწაზე მავთულხლართებს ავლებენ და მას „საზღვარს“ უწოდებენ“. კორეელების მსგავსად, რომლებიც  ნახევარკუნძულის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში ცხოვრობენ, ქართველებმაც იციან, თუ როგორი სახიფათოა ამგვარ „საზღვართან“ ცხოვრება. თუმცა კორეისაგან განსხვავებით, სადაც „აკრძალული ზონა“ და გამყოფი ხაზი უკვე 70 წელია არსებობს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ორი ათეული წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ რუსი ჯარისკაცები სულ უფრო ხშირად იჭრებიან ქვეყნის სიღრმეში და მავთულხლართებს აკეთებენ.

კორეაში საქართველოს ელჩის ოთარ ბერძენიშვილის თქმით, სიტუაცია საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, ყოველდღიურად უარესდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი ჯარისკაცები კი დღისით თუ ღამით ნელ-ნელა სწევენ „საზღვარს“ საქართველოს ტერიტორიაზე, ამ ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნების მიზნით. „სიტუაცია უკონტროლოა და შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ქვეშ იყოს“, – განუცხადა ელჩმა

The Korea Herald-ის კორესპონდენტს 7 აგვისტოს, სეულში, საქართველოს საელჩოში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყების მეცხრე წლისთავზე, – „რუსების მიერ გატარებული „საზღვრის“ შედეგად მოსახლეობის სახლები და სახნავ-სათესი მიწები გაყოფილია, ოჯახებიც კი დააშორეს ერთმანეთს“. საქართველო დიდ ძალისხმევას ეწევა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით. თბილისი მოუწოდებს მოსკოვს, რომ რუსეთმა მთლიანად შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მხარეებს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, – ამბობს ელჩი.

შეთანხმების ძირითადი მომენტები: ძალის გამოყენებაზე უარის თქმა; საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა; ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა; საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს; საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  პირობების შესახებ. „რუსეთი არ ასრულებს შეთანხმების თავის წილ ვალდებულებებს. რუსეთი სკანდალურად არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს, საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს“, – აცხადებს ქართველი დიპლომატი, რომელიც სეულში დანიშვნამდე საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩის მოვალეობას ასრულებდა, მუშაობდა ელჩად ბრაზილიაში, მანამდე კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. – „მოსკოვმა ორივე რეგიონში რუსფიკაციის პროცესი დაიწყო. რუსები ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას გვარ-სახელების აფხაზურად შეცვლას და რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ. სამხრეთ ოსეთში მოსკოვმა ადგილობრივ სკოლებში ქართული ენის სწავლება აკრძალა. ეს 21-ე საუკუნის ეთნიკური წმენდააა“.

გარდა ამისა, რუსეთმა დიწყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „შთანთქმა“ სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ეგრეთ წოდებულ „ინტეგრაციულ შეთანხმებათა“ საფუძველზე. ორივე რეგიონში ძლიერდება რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა.

საქართველოსა და რუსეთს შორის ომი 2008 წლის 7-12 აგვისტოს მოხდა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების გამო. ომის შემდეგ ორივე „რესპუბლიკა“ რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა. მოსკოვისა და თბილისის პოზიციები ერთმანეთისაგან დიამტრალურად განსხვავდებიან: თბილისის მტკიცებით, მოსკოვის თავდასხმის მიზანი იყო შეეჩერებინა საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, მოსკოვის აზრით კი, რუსეთი სიტუაციაში ჩაერია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსაგან გათავისუფლების მიზნით.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მსოფლიოში მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარა. თბილისი თავის ორ რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად თვლის. ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, მსოფლიოს ყველა სხვა სახელმწიფო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილებად მიიჩნევს.

ომმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ნგრევა გამოიწვია, დაზიანდნენ შავი ზღვის ნავსადგურები აეროპორტები… განადგურდა უამრავი სახლი, სკოლა, ეკლესია, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაიღუპა ასობით მშვიდობიანი ადამიანი, 260 ათასამდე სამოქალაქო პირი კი მშობლიური ადგილებიდან გაძევებულ იქნა, ისინი იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ. ოთარ ბერძენიშვილის თქმით, ასეთი მოქმედების მიზანი სამხრეთ ოსეთში ქართული იდენტურობის გაქრობაა.

ამჟამად ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბაზებია დისლოცირებული, ისინი შორი მოქმედების რაკეტებით და არტილერიით არიან შეიარაღებულნი, რომლებიც, ალბათ, თურქეთისა და ირანისკენ არიან მიმართულნი. ყოველივე ეს მოსკოვის სტრატეგიულ გეგმებში შედის, რომლის მიზანს სამხრეთ კავკასიის გარედან გაკონტროლება წარმოადგენს.

„ომი 2008 წელს არ დაწყებულა. დაპირისპირება უფრო ადრე გაჩნდა“, – ამბობს ქართველი დიპლომატი და დასძენს, რომ მოსკოვმა ხელოვნურად წააქეზა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა ამ რეგიონების მოსახლეობას რუსული პასპორტები დაურიგა. – „ეს არის რუსული იმპერიალიზმის ტაქტიკა  „გავლენის სფეროების“ შექმნის სახით, როცა მოსკოვს იმ მეზობლების დასჯა სურს, რომლებიც მას არ ემორჩილებიან. რამდენდაც ჩვენ ერთ-ერთი წარმატებული პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ვართ, რომელიც პოლიტიკურად და ეკონომიკურად ვითარდება, სადაც დემოკრატია ფართოვდება, ჩვენი დასჯა დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის მკაცრი გართხილება უნდა ყოფილიყო. რუსეთს სურდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასუსტება და ამიტომ ხელს გვიშლიდა იმაში, რომ ჩვენ სხვებისათვის მისაბაძი გავმხდარიყავით“.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დღემდე „შავ ხვრელებად“ რჩებიან, ამიტომაც ორივე რეგიონი საერთაშორისო თანამეგობრობის [მუდმივი] ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. ორივეში ადამიანის უფლებების მდგომარეობა უარესდება, შექმნილია კონტროლის ვაკუუმი. რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის ვეტოს ადებს ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას, – ამბოსბ ელჩი.

რვა აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთს ეწვია და სეპარატიტული რეჟიმის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს აფხაზეთის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვას და მასთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. თბილისმა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაგმო და მას „ცინიკური მოქმედება“ უწოდა. იმავდროულად ნატოს წარმომადგენელმა დილან ვაითმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტ პუტინის ჩასვლა საქართველოს რეგიონ აფხაზეთში მავნე ნაბიჯია საერთაშორისო ძალისხმევისთვის, რომ გამოინახოს გზა პრობლემის მშვიდობიანი და მოლაპარაკებებზე ორიენტირებული მოგვარებისთვის… ნატო არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლის არანაირ მცდელობას“.

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თბილისში ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ. მან მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე ნატოში გაწევრიანებისაკენ სწრაფვას. მაიკ პენსმა დაგმო რუსეთის აგრესია და ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს გვირგვინებით შეამკეს თბილისთან მდებარე ძმათა სასაფლაო და ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. მათ განაცხადეს, რომ „ააშენებდნენ გაერთიანებულ, ძლიერ, აყვავებულ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, რომელიც საერთო სახლი იქნება ქართველებისთვის, ოსებისთვის და აფხაზებისთვის“.

საქართველო ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ოპერაციაშიც მონაწილეობს, რომელიც თალიბების წინააღმდეგაა მიმართული. სამშვიდობო ოპერაციაში 1600-მდე ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს, რაც ყველაზე დიდი რაოდენობაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის.

„ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს, რომ არა მხოლოდ სხვები გვეხმარებიან უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, არამედ ჩვენც აქტიურად ვიცავთ სხვების უსაფრთხოებას“, – ამბობს ელჩი. – „ჩვენ განუხრელად ვისწრაფვით ევროკავშირთან, ნატოსთან და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირებისაკენ. ჩვენი გაწევრიანება აღნიშნულ სტრუქტურებში ჩვენს უსაფრთხოებას განამტკიცებს, განავიტარებს ეკონომიკასა და გააღრმავებს დემოკრატიულ გარდაქმნებს, მიგვიყვანს ნატოსა და ევროპულ სტანდარტებამდე, ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/charles-kupchan-interview/3985983.html

ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: „საქართველოს წევრობაზე ნატოში ვერ თანხმდებიან

ანა კალანდაძე

რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე „ამერიკის ხმას“ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსი ექსპერტი და აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი (2014-2017წ.) ჩარლზ კუპჩანი ესაუბრება:

- როგორ იხსენებთ რუსეთ-საქართველოს ომს 2008 წელს, რა იყო მისი კატალიზატორი და რა ისწავლა ამ ომით საერთაშორისო საზოგადოებამ?

- ვფიქრობ, 2008 წლის ომით რუსეთმა სამხედრო ძლიერებია და ძალდატანება აჩვენა, რათა განევრცო და შეენარჩუნებინა გავლენა ე.წ. ახლო სამეზობლოზე. ეს კონკრეტული შემთხვევა კი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტ-მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის მთავრობას შორის მზარდი რიტორიკის პროდუქტი იყო. არაერთის აზრით, რუსეთი საქართველომ წააქეზა საკუთარი სამხედრო მოქმედებით და მუქარით სამხრეთ ოსეთისადმი, მაგრამ ზოგადად, ეს იყო რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ საკუთარი ძალის დემონსტრირება ე.წ. ახლო სამეზობლოს გასაკონტროლებლად. ეს ქმედება ძალიან გავს იმას, თუ რა გააკეთა მოსკოვმა უკრაინაში 2014.

- რამდენად ადეკვატური იყო საერთაშორისო რეაქცია, რომელიც ამ დაპირისპირებამ მოიტანა?

- მიმაჩნია, რომ საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო რეაქცია უფრო მოზომილი იყო რუსეთის ინტერვენციასთან შედარებით უკრაინაში. აქაც, არის მოსაზრებები, რომ აშშ-ის ან მისი არც ევროპელი მოკავშირეების რეაქცია არ ყოფილა შესატყვისი, იმდენად რამდენადაც იყო სურვილი რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსების. თუმცა ეს უკვე შეუძლებელიც კი გახადა რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში 2014-ში. ამის შემდეგ კი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების რღვევა დაიწყო.

- რა არის მოსკოვის საბოლოო მიზანი, როცა საზღვრების განუწყვეტლივ გადაადგილება ხდება საქართველოში? ეთანხმებით, თუ არა, რომ ეს მცოცავი ოკუპაციაა?

- ვფიქრობ, რომ რუსეთის ქმედება საქართველოში არის უფრო ვრცელი მასშტაბის მოქმედების ნაწილი მოსკოვის მიერ, ეს ეხება კრემლის მოქმედებებს დონბასში, ასევე დნესტრისპირეთში, სადაც კრემლი სამხედრო ძალას იყენებს ამ ქვეყნების პრო-დასავლური ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად. მე ზუსტად ვფიქრობ, რომ მოსკოვის მიერ საზღვრების გადმოწევა საქართველოში მცოცავი ოკუპაციაა, ამ ქვეყანაში ახლა 20% რუსეთის კონტროლქვეშაა.

- იყო თუ არა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე და მის მხარდამჭერ განცხადებებზე საქართველოში?

- ძნელია ითქვას რამ გადააწყვეტინა პუტინს აფხაზეთში ჩასვლა. ომის წლისთავი იყო, შესაძლოა ესეც გამხდარიყო მიზეზი. თუმცა ცხადია, რომ რასაც ბოლო თვეებია ვხედავთ-ეს უკვე ესკალაციაა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების. ცოტა ხნის წინ, კონგრესმა დიდი სხვაობით მიიღო სანქციების კანონმდებლობა რუსეთის წინააღმდეგ. მას პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. ვნახეთ, როგორ გააძევა რუსეთმა აამერიკელ დიპლომატთა დიდი შემადგენლობა მოსკოვში მდებარე საელჩოდან. სულ ბოლოს კი ვნახეთ შეჯიბრი იზიტებით-მაიკ პენსი საქართველოში, ბალკანეთში, ბალტიისპირეთში ჩავიდა, რასაც პუტინის ჩასვლა მოჰყვა აფხაზეთში. ეს ყველაფერი კი რუსეთსა და ნატოს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ვითარდება-ნატო რამდენიმე ათას დამატებით ჯარისკაცს გზავნის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, რუსეთი კი მოგვიანებით ბელორუსში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება.

- როგორ ახსნით გააქტიურებულ აშშ-საქართველოს ურთიერთობებს?

- აშშ აქტიურად უჭერდა მხარს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობიდან დაწყებული, ომის ეტაპით და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პერიოდის ჩათვლით. ასე გაგრძელდა უკრაინის ანექსიამდე, შემდეგ კი აშშ-ის ადმინისტრაციამ ახალი ყურადღება დაუთმო რუსეთის ახლო სამეზობლოს ქვეყნებთან ურთიერთობას. მჯერა, რომ როცა პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა თეთრ სახლში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მღელვარება მოედო აშშ-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი პრეზიდენტის განცხადებები იყო რუსეთთან დაახლოების, უკრაინის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვითომდა გაუქმების გამო, და აშ. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცალსახად გაცხადდა, რომ გაგრძელდებოდა ობამასდროინდელი მხარდაჭერა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის. ამასთან ვიტყვი იმასაც, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უხერხულ მდომარეობაშია: სურს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ალიანსის შიგნით ამ თემაზე კონსენსუსი არ მიღწეულა, მითუმეტეს, როცა რუსეთს ამ ქვეყნის ტერიტორიები დაკავებული აქვს. ნაწილობრივ სწორედ ამიტომ არის, რომ აქტიურად ვითარდება ურთიერთობები იქ, სადაც ეს შესაძლებელია-ნატო-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში. ამდენად, საქართველოსთან ურთიერთობებში მხარდაჭერის მყარი ქსელი არსებობს, რაც მიზნად ისახავს მისი დემოკრატიის, მისი დასავლური მისწრაფებების, და დასავლურ დემოკრატიებთან თავსებადობის ხელშეწყობას.

- თქვენს ერთერთ ბოლო სტატიაშივაშინგტონ პოსტში”, წერთ, რომ დიდი შეცდომა იქნება უკრაინისთვის ლეალური [მომაკვდინებელი] იარაღის მიწოდება? აგვიხსენით, რატომ?

- უკრაინაში ძალიან სახიფათო სიტუაცია სუფევს, რასაც მიმდინარე სისხლისღვრა ახლავს დონბასის რეგიონში-სეპარატისტების და უკრაინის ძალების დამაკავშირებელ ხაზზე. ვფიქრობ, აშშ-მ და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას ფინანსური, სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ და ასევე, ტრეინინგი უზრუნველყონ. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ლეთალური იარაღის მიწოდება კიევისთვის მდგომარეობას უფრო მეტად დაძაბავს. აქ მთავარია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთს სამხედრო უპირატესობა აქვს უკრაინასთან შედარებით, ისე როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო. კიდევ ერთი საკითხი: იარაღის მიწოდება კიევისთვის რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. ამის ნაცვლად, ჩვენ სანქციების გამკაცრება და პოლიტიკური დარეგულირების გამონახვა გვმართებს. ამასთან ერთად, ევროპაშიც არ ემხრობიან ლეთალური იარაღის კიევისთვის მიწოდებას. აშშ ევროპასთან სოლიდარული უნდა იყოს და ჩვენ გვმართებს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მყარი, ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება. ვაშინგტონის მიერ თავდაცვითი იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, შესაძლოა განხეთქილება მოჰყვეს ევროპასთან. საბოლოო ჯამში, ეს პუტინის სასარგებლოსდ იმუშავებს.

- თქვენს წიგნშინატოს ფინალური საზღვარითქვენ წერთ, რომ ისტორიული შეცდომა იქნებოდა რუსეთისკეთროვანადგანხილვა. ახლანდელ ორმხრივ ურთიერთობებს როგორ შეაფასებდით?

- ორმხრივი ურთიერთობა ახლა ძალიან გამწვავებულია. რუსეთი ვითარების მეტად ესკალაციას ახდენს. ტრამპმა კი დააკონკრეტა, რომ პუტინთან მორიგებას არ აპირებს. დღეს, ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტად არის გაუარესებული. გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს: სანამ არ მოხდება უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება, სირიაში არსებული სიტუაციის დარეგულირება-სადაც რუსეთი ირანთან და ჰეზბოლასთან ერთად ასადის რეჟიმს აქეზებს, სანამ იქ სამოქალაქო ომი არ დასრულდება და სანამ თვალს არ გავუსწორებთ ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში არსებულ დაძაბულობას-ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის ძალიან რთულად განვითარდება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/religious-freedom-in-the-world-report/3986973.html

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 199 ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების კუთხით სიტუციის ანალიზს წარმოადგენს. ანგარიშში შეერთებული შტატები, საუბრობს ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” მიერ რელიგიური უმცირესობების და ეთნიკური ჯგუფების წინააღდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე და დანაშაულებზე. სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თქმით, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ბრალი „გენოციდში… და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“ ედება.

რექს ტილერსონმა, რომელმაც ანგარიში წარადგინა, განაცხადა, რომ მსოფლიოში „რელიგიური დევნა და შეუწყნარებლობა მეტობს.“ მისი თქმით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი რელიგიური შეზღუდვების და შეუწყნარებლობის ქვეშ ცხოვრობს. ტილერსონმა ამ კუთხით შვიდი ქვეყანა გამოჰყო, რომელთა მთავრობებიც რელიგიური კუთხით მოსახლეობის უფლებებს არღვევს, ესენია: ირანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ბაჰრეინი, ჩინეთი, პაკისტანი და სუდანი. „არავინ არ უნდა იცხოვროს შიშში, ლოცულობდეს ჩუმად, ან აწყდებოდეს დისკრიმინაციას საკუთარი მრწამსის გამო“ , – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ამ კუთხით უფლებების დაცვა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია. სახელმწიფო მდივანმა საკუთარ სიტყვაში ყველაზე დიდი ყურადღება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმო.

საქართველო

საქართველოზე საუბრისას, ანგარიშში ნათქვამია, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის სრულ თავისუფლებას, სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევებას და მოქალაქეების რელიგიური მრწამსის მიუხედავად მათ თანასწორობას. თუმცა აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიები გააჩნია სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით.

ანგარიში ამბობს, რომ გასული წლის მანძილზე საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე 19 საქმე იქნა გამოძიებული, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი საუბრობენ გამოძიების ეფექტურობის ნაკლებობაზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რელიგიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს. ეს კი მთავარ პრობლემად რჩება.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ „მთავრობა შეუსაბამოდ პასუხობს რელიგიური სიძულვილით ჩადენილ ქმედებებს და ახდენს დისკრიმინაციას საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ სკოლებში.“

სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოში საუბრობენ იმაზე, რომ „არსებობს გავრცელებული საზოგადოებრივი აზრი, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და ქვეყნის კულტურული ღირებულებების წინააღმდეგ საფრთხეს წარმოადგენენ.“ სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს, რომ გასულ წელს მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით ეროვნულ მედიაში მინიმუმ 69 რელიგიური ნიშნით შეურაცხმყოფელი გამონათქვამი დაფიქსირდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩო და მისი წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს საქართველოს მთავრობის, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებთან.

«The New Yorker» (აშშ), 14 აგვისტო, 2017 წელი

https://www.newyorker.com/magazine/2017/08/21/trumps-business-of-corruption/amp

კითხვები არავის დაუსვამს

დონალდ ტრამპის ფირმა თავის უცხოელ პარტნიორებს შემოწმების გარეშე ენდო. შეცდომა თუ სტრატეგია?

საქართველოს ქალაქ ბათუმში სასტუმრო Trump Tower-ის მშენებლობა იმ ადამიანს უნდა დაეფინანსებინა, რომელიც ყაზახი ოლიგარქების წრეებს მიეკუთვნებოდა, კერძოდ, თემურ ყილიბაევს – ყახაზეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრე პიროვნებას. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტსა და მის სპეცსამსახურებს აქვთ ისეთი ინფორმაცია, რომელითაც მათ დონალდ ტრამპის დაშანტაჟება შეუძლიათ, აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ადამ დავიდსონი).

ყაზახ ბიზნესმენს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს სარეკლამო კამპანიისათვის, რომელიც საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. იგი უნდა წარდგენილიყო როგორც ბიზნესის ხელშეწყობისაკენ ორიენტირებული რეფორმატორი, დასავლელი ფინანსისტების მიზიდვის მიზნით.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2012 წლის აპრილი, როცა დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვია, მიხეილ სააკაშვილისათვის „პოლიტიკურად მოწყვლადი პერიოდი“ იყო: მისი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ პრაქტიკულად შეწყდა, ხოლო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მაგალითად,  Transparency International-მა, დაიწყეს განცხდებების კეთება, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა „ელიტური კორუფცია“. ასეთ პირობებში მხოლოდ ცოტა დასავლელი ინვესტორი ან რომელიმე ბრენდული კომპანია თუ იქნებოდა მზად კაპიტალის დასაბანდებლად საქართველოში. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოპულარობას კარგავდა, დონალდ ტრამპის ამოცანას კი მისი რეპუტაციის გადარჩენა წარმოადგენდა, – წერს The New Yorker.

გაზეთის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის განცხადებებში სასტუმროს მშენებლობის თაობაზე, ფაქტიურად არაფერი მართალი არ იყო. კერძოდ, ისიც, რომ პროექტის ბიუჯეტი 250 მილიონს კი არა, 110 მილიონ დოლარს შეადგენდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპს ფული კომპანია Silk Road Group-მა გადაუხადა, თვით ეს კომპანია B.T.A. Bank-მა დააფინანსა, რომელიც „გრანდიოზულ სკანდალში მოხვდა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით“.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2005 წელს ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ B.T.A. Bank, რომელიც იმ დროს ყაზახეთის ყველაზე მსხვილი ბანკი იყო, საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სესხს მისცემდა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით. საქართველოში ყველა კრედიტი ბანკის შვილობილი კომპანია Silk Road Group-ის მეშვეობით შედიოდა. 2009 წელს ყაზახეთის ხელისუფლებამ B.T.A. Bank-ი თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა და მისი აქტივები სამარტავად სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს გადასცა. ყოველივე ამის შემდეგ თემურ ყულიბაევი ფონდის დირექტორად დაინიშნა. მას ჰქონდა დაშვება ბანკის შიდა დოკუმენტაციასთან, ფაქტიურად მისი მფლობელი გახდა. როგორც გაზეთი წერს, თემურ ყულიბაევი, უეჭველია, ყველას იცნობს, ვინც კი ბათუმის სასტუმროს მშენებლობის პროექტში მონაწილეობდა.

როგორც ცნობილია, ბათუმში 47-სართულიანი ცათამბჯენი სასტუმროს მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2012 წელს მიიღეს, 2017 წლის იანვარში კი Trump Organization-მა და Silk Road Group-მა პროექტის შეჩერება გამოაცხადეს.

Comments are closed