globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 16th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Новое время» (სომხეთი): ვინ იქნებიან ჯავახკელი სომხების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში? // წინასაარჩევნო სიტუაცია სომხურენოვან რეგიონში დაძაბული რჩება

«Lragir» (სომხეთი): სამცხე-ჯავახეთის პრობლემების შესახებ

«France-2» (საფრანგეთი): ინტერვიუ ნიკოლა სარკოზისთან: „მე რუსეთ-საქართველოს პრობლემა ყოველგვარი სანქციების გარეშე მოვაგვარე“

———————-

«Новое время» (სომხეთი), 15 სექტემბერი, 2016 წელი

http://nv.am/politika/53133?task=view

ვინ იქნებიან ჯავახკელი სომხების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში?

წინასაარჩევნო სიტუაცია სომხურენოვან რეგიონში დაძაბული რჩება

არტემ ერკანიანი

სამი კვირის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც მომავალი ადმინისტრაციის ბედს განსაზღვრავს. შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისდუფლებას ჩვენს მეზობელ ქვეყნაში თუ საქართველოს კვლავ ახალი რყევები ელოდება? ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხთან ერთად ჩვენ გვაინტერესებს აგრეთვე სომხური წარმომადგენლობის საკითხი საქართველოს პარლამენტში: რამდენი მანდატს მიიღებს სომხური თემი და როგორი იქნება „სომხური ფრაქციის“ პერსონალური შემადგენლობა?

მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გამოაქვეყნა თავისი წინასაარჩევნო პროგრამა და დეპატატობის კანდიდატთა სრული სია – როგორც პროპორციული, ასევე მაჟორატორული სისტემით. დავიწყოთ მაჟორიტარებით.

ჯავახკში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარად კარგად ცნობილი, მაგრამ იმავდროულად ოდიოზური პიროვნება დაასახელა: ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის გუნდს ახალქალაქში დღევანდელი პარლამენტის დეპუტატი, ადგილობრივი მასშტაბის ოლიგარქი ენზელ მკოიანი წარმოადგენს. თუ მას აირჩევენ (და ამაში ეჭვი არავის ეპარება), ეს იქნება ენზელ მკოიანის უკვე მეოთხე სადეპუტატო კადენცია, რაც ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდის დამყარებას ნიშნავს. თუმცა რეკორდები ამით არ მთავრდება: ამას წინათ ქართულმა მედიამ გამოაქვეყნა 73 დეპუტატის სია, რომლებიც ყველაზე არაეფექტურად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას – ანუ არ ქმნიდნენ და არ მონაწილეობდნენ კანონპროექტების შემუშავებაში, ტრიბუნიდანაც კი არ გაუკეთებიათ განცხადება. საერთოდ კი, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ენზელ მკოიანის ტრიბუნაზე გამოჩენა უცნაური იქნებოდა – მან ხომ საქართველოს სახელმწიფო ენა არ იცის! ენზელ მკოიანი იმითაცაა საინტერესო პიროვნება, რომ მან ყველა მაართველ პარტიაში მოასწრო ყოფნა და როგორც კი ხელისუფლება იცვლებოდა, ისიც ოპერატიულად იცვლიდა ხოლმე შეფერილობას… J თვითონ განსაჯეთ: საბჭოთა პერიოდში ენზელ მკოიანი კომკავშირელი იყო, შემდეგ აქტიურად უჭერდა მხარს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილ პარტია „მოქალაქეთა კავშირს“, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ენზელ მკოიანი მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა, საიდანაც საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს. 2014 წლის ნოემბერში მან განცხადება დაწერა „ქართულ ოცნების“ წევრად მიღების თაობაზე და, ცხადია, თხოვნა დააკმაყოფილეს.

რატომ გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯავახკში სწორედ ენზელ მკოიანის მხარდაჭერა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. ფაქტია, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დეპუტატად ენზელ მკოიანის დასახელება ბევრს არ მოეწონა. როცა პრემიერი ჯავახკში ჩავიდა „ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის წარსადგენად, მმართველი პარტიის მხარდასაჭერი წინასაარჩევნო მიტინგი კინაღამ ჩაიშალა: „ოპონენტების“ ჯგუფმა მთავრობის მეთაურს მოსთხოვა განემარტა მოსახლეობისათვის, თუ რაში იყო გამოხატული კანდიდატის ღირსებები. „ოპონენტების“ ჯგუფს პარლამენტის დეპუტატი, ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი სამველ პეტროსიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ხელისუფლების მიმართ ბოლო დრომდე ლოიალურად იყო განწყობილი. „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატობის ისეთი კანდიდატი წარმოგვიდგინა, რომელსაც ახალქალაქისათვის, ჯავახკისათვის პრაქტიკულად არაფერი არ გაუკეთებია. სწორედ ეს იწვევს მოსახლეობის აღშფოთებას“, – აცხადებდა სამველ პეტროსიანი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სანამ სამველ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით კრიტიკულ ლოზუნგებს აჟღერებდა, მისი შვილი, ახალქალაქის პოლიციის გამომძიებელი ანდრანიკ პეტროსიანი მთავრობის მეთაურის გვერდით, მისი გუნდის წევრთა შორის იდგა. ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, რომ მოარული ხმების მიხედვით, სამველ პეტროსიანს გულწრფელად სჯეროდა, რომ მმართველი პარტია სწორედ მის შვილს დაასახლებდა დეპუატატობის კანდიდატად და არა ენზელ მკოიანს. როგორც ჩანს, ბოლო მომენტში სიტუაცია მისთვის არასასიამოვნოდ შეიცვალა და შედეგმაც არ დააყოვნა: ყოფილი პოლიცმეისტერი ოპოზიციაში გადაბარგდა.

სამველ პეტროსიანს განწყობა კიდევ უფრო გაუფუჭდა, როცა „ოცნების“ პროპორციულ სიაში თავისი ძველი მოწინააღმდეგის – სამველ მანუკიანის გვარი დაინახა, თანაც გამსვლელ 23-ე ნომრად. სამველ მანუკიანი ორგანიზაცია „ერთიანი ჯავახკის საერთო-სახალხო მოძრაობის“ ლოიალური ფრთის წარმომადგენელი გახლავთ, რომელიც 2005 წლის მარტში ვააგნ ჩახალიანმა ჩამოაყალიბა. როგორც ცნობილია, ვააგნ ჩახალიანი ყალბი ბრალდებით იქნა დაპატიმრებული. ამბობენ, რომ მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში სამველ პეტროსიანის ხელი ურევიაო. „ოცნების“ პროპორციული სიაში მეორე სომეხი კანდიდატი რუსლან პოღოსიანი, ამჟამინდელი პარლამენტის წევრი, რომლის მე-19 ნომერი ასევე გამსვლელად ითვლება. რუსლან პოღოსიანს ჯავახკელები ცუდად იცნობენ, რადგან მას ოთხი წლის განმავლობაში დეპუტატად ყოფნის დროს თავი არაფრით გამოუჩენია.

„ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ პარლამენტში სამი ჩვენი თანამემამულე გაიყვანოს. აი, რაც სეეხება ოპოზიციური „ნაცმოძრაობის“ სიაში მყოფ სომეხებს, მათი პერსპექტივა საკმაოდ ილუზიურია. მაგალითად, არსენ კარაპეტიანი, ნინოწმინდის პოლიციის ყოფილი უფროსი. ალბათ, იგი ბრძოლის გარეშე დატოვებს ადგილს ენზელ მკოიანის სასარგებლოდ. თანაც არსენი სიაში 31-ე ადგილზეა, რაც მის გამარჯვებას საეჭვოს ხდის. სომხები არიან „რესპუბლიკური პარტიისა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“ სიებშიც, მაგრამ არცერთს გამარჯვების შანსები არ აქვთ. თუ არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, მაშინ რაღაც შანსები შეიძლება ჰქონდეს საინიციატივო ჯგუფის მიერ წამოყენებულ დამოუკიდებელ უპარტიო კანდიდატს არტაშეს პალანჯიანს, რომელიც ოდესღაც ახალქალაქის სოციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯავახკში გამჭვირვალე არჩევნების ჩატრება პრობლემატურია: ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არასდროს გაუმარჯვნია ისეთ კანდიდატს, ვის შესახებაც ხელისუფლების სანქცია არ იყო გაცემული.

ამრიგად, საქართველოს მომავალ პარლამენტში სომხები იმდენივე იქნებიან, რამდენიც ახლანდელშია. სამი ეთნიკური სომეხი ჯავახკელი ამომრჩევლის ინტერესების დაცვას შეეცდება, ან ისე მოიქცევიან, თითქოსდა იცავენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ კიდევ სამი თვის წინ არავის სჯეროდა, რომ საქართველოს სომხები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელ წარმომადგენლობას შეინარჩუნებდა. პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობდა, რადგან ხელისუფლებამ გასულ წელს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა – საარჩევნო ოლქები გაამსხვილა, რაც, ბუნებრივია, სომხურენოვანი მოსახლეობის მქონე ოლქებსაც შეეხო და იქაური ამომრჩევლის უფლებები შელახა: მაგალითად, კანონშით დადგინდა, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის რაოდენობა 47 ათასს არ უნდა აღემატებოდესო. თავის დროზე სამმა სომეხმა კანონმდებელმა ეს შეცდომა ვერ შენიშნა და მხოლოდ მაშინ გამოერკვნენ, როცა გაიგეს, რომ ჯავახკის ორი სუმხურენოვანი საარჩევნო ოლქი ერთ ოლქად ერთიანდებაო.

საბოლოოდ, რადგანაც ახალქალაქის საარჩევნო ოლქში 47 ათასზე მეტი ამომრჩეველია, გადაწყდა, რომ „ზედმეტი“ 17 სოფლის მოსახლეობა მიბმოდა არა სომხურენოვან ნინოწმინდის საარჩევნო ოლქს, არამედ ქართულენოვან ბორჯომის ოლქს. ვენეციის კომისიის ექსპერტებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საარჩევნო ოლქების გამსხვილებით ეთნიკური უმცირესობის უფლებები არ უნდა შელახულიყო და რჩევა მისცეს გამონაკლისი დაეშვათ.

„ქართული ოცნება“ შეეცადა დაშვებული შეცდომის გამოსწორებას და სიაში სომხებს დამატებითი გამსვლელი ადგილი მისცა, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართველი“ სომხების  მონაწილეობის პროგნოზები მაინცდამაინც კარგი არ არის. უკვე 2020 წლისათვის შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ჯავახკი საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება: ჯერ კიდევ გასულ წელს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთახმდა, რომ 2020 წლამდე ქვეყანა  მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჯავახკელები ხმას მისცემენ არა უშუალოდ კონკრეტულ კანდიდატებს, არამედ პარტიულ სიებს, სადაც სომხები შეიძლება არც იყვნენ. და თუ პროპორციულ სიებში ჩვენი თანამემამულეები მაინც აღმოჩნდებიან, ისინი ანგარიშვალდებულნი იქნებიან არა ჯავახკის მოსახლეობის, არამედ საკუთარი პარტიების წინაშე. ხალხი უკვე დიდი ხანია ამჩნევს, რომ მაჟორიტარი სომეხი დეპუტატები უფრო იცავენ ჯავახკელთა ინტერესებს, ვიდრე პროპორციული სიებით არჩეულნი.

ასე რომ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კიდევ ერთი დარტყმა იქნება, რომელიც საქართველოს სომხურენოვანი მოსახლეობის მიმართ განხორციელდება.

«Lragir» (სომხეთი), 16 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/50976

სამცხე-ჯავახეთის პრობლემების შესახებ

სომხეთის გამოცემა „ლრაგირ“-ში 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებია განხილული, მათ შორის ეთნიკური კუთხით (ავტორი – იგორ მურადიანი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთში „თურქ-მესხებს“ არ ჩაასახლებს და ეს მოხდება არა სომხებისადმი პატივისცემით, არამედ იმ უბრალო მიზეზით, რომ საქართველოს მთავრობა ატარებს ყველა ეთნიკური უმცირესობის შევიწროვების  სახელმწიფოებრივ პოლიტიკას. სტატიაში ნათქვამია, რომ ჯავახელი სომხების მდგომარეობაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა რუსეთის 62-ე ბაზის გაუქმებამ: მოსკოვმა დაპირება არ შეასრულა და რეგიონი უყურადღებოდ მიატოვა. შესაბამისად, ჯავახეთის მოსახლეობის რუსული ორიენტაცია დასასრულს უახლოვდება. რუსები რეგიონში პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებდნენ და ახლა ამ რეგიონის მოსახლეობას მხოლოდ სომხეთის იმედი აქვს.

ავტორის აზრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გზების მშენებლობა, რომელიც რეგიონს თბილისთან აკავშირებს, სომხების შევიწროვების პოლიტიკის გატარებაა. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს ადგილობრივი ორგანიზაციების მოთხოვნაზე, რომელიც ჯავახკისადმი კულტურულ ავტონომიას გულისხმობს.

როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია ჯავახეთში დასავლეთის მხარდაჭერით?

უპირველეს ყოვლისა, ჯავახეთის პოლიტიკური პრობლემის მოგვარებაში უპირატესობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა მიენიჭოს. აშშ-სთვის პრიორიტეტს ხომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა წარმოადგენს. ვაშინგტონი ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინადადებებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. ჯავახეთის სომხურენოვანი მოსახლეობის პრობლემა ძალიან იოლად შეიძლება გახდეს აშშ-ის ადმინისტრაციის განსახილველ საკითხად, ანუ ჯავახკელების ბედში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროპელები და ამერიკელები გაერთიანდებიან ჯავახეთის მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

«France-2» (საფრანგეთი), 15 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.francetvinfo.fr/politique/les-republicains/primaire-de-la-droite/videos-l-emission-politique-avec-nicolas-sarkozy-six-sequences-a-retenir_1826839.html

ინტერვიუ ნიკოლა სარკოზისთან: „მე რუსეთ-საქართველოს პრობლემა ყოველგვარი სანქციების გარეშე მოვაგვარე“

15 სექტემბერს საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და, სავარაუდოდ, 2017 წლის არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტობის მომავალმა კანდიდატმა ნიკოლა სარკოზიმ („სარკო“,  როგორც მას ფრანგები ეძახიან) მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „ფრანსე-2“-ის ორსაათიან  პროგრამაში (შოუ „პოლიტიკური გამოშვება“), რომლის დროსაც მან, სტუდიაში მიწვეული მაყურებლების წინაშე, ჟურნალისტების ლეა სალამესა და დევიდ პუჟადის კითხვებს უპასუხა, ისაუბრა ტერორიზმის, მიგრანტების და საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარე ცხელ საკვანძო მოვლენებზე.

საფრანგეთ-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას ნიკოლა სარკოზიმ ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის მხრიდან მოსკოვთან მიმართებით ახალი ცივი ომის დაწყების მცდელობას იგი უხეშ შეცდომად მიიჩნევს: „საფრანგეთის პრეზიდენტად ყოფნის დროს ძალიან რთული პრობლემის მოგვარება მომიწია, რომელიც საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტს ეხებოდა. ეს პრობლემა მე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სანქციის გარეშე მოვაგვარე. დღეს კი [ჩვენი ხელისუფლებისმიერ] გამოცხადებული სანქციების გამო საფრანგეთის სოფლის მეურნეობა დიდ ზარალს განიცდის – ყოველწლიურად 1 მლრდ. ევროს ოდენობით, რუსეთში ექსპორტის აკრძალვის გამო“.

„მე ვთვლი, რომ მსოფლიო დიპლომატიამ უხეში შეცდომა დაუშვა იმით, რომ უკრაინის კრიზისის (ყირიმისა და დონბასის) გამო სანქციების გამოცხადებამდე რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება არ გამართულა“, – განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.

Comments are closed