globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 16th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ტერორისტული აქტები პარიზში // საფრანგეთთან ერთად საქართველოც დამწუხრებულია

«Новая газета» (რუსეთი): ტერორისტული აქტები პარიზში // ოთარ იოსელიანი: „დარჩა ერთი მეთოდი – საფრთხის იგნორირება“

«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა): საქართველოში უკრაინისთვის უფროსები არ გამოლეულა

——————-

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 15 ნოემბერი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/frantsiya/20151115-terakty-v-parizhe-gruziya-skorbit-vmeste-s-frantsiei

ტერორისტული აქტები პარიზში

საფრანგეთთან ერთად საქართველოც დამწუხრებულია

პარიზში მომხდარმა ტერორისტული აქტების სერიამ საქართველოში ფრანგი ხალხისადმი თანაგრძნობისა და სოლიდარობის მწვავე რეაქცია გამოიწვია. როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ თბილისელი კორესპონდენტი ამბობს, თანგრძნობის გარდა, არის კიდევ  რამდენიმე მიზეზი, რაც ქართველების მხრიდან ფრანგებისადმი დამოკიდებულების ასეთ ხასიათს განაპირობებს.

საქართველოს და საფრანგეთს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა არსებობს. დამოუკიდებლად აღიარების შემდგომ პერიოდში, საფრანგეთმა საქართველოს დიდი დახმარება გაუწია – სწორედ პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეასრულა გადამწყვეტი სამშვიდობო როლი მაშინ, როცა საქართველოს კონფლიქტი ჰქონდა ბირთვული იარაღის მქონე თავის მეზობელთან – რუსეთის ფედერაციასთან.

გარდა ამისა, სწორედ საფრანგეთში არსებობს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული სათვისტომო ევროპაში. გარდა ამისა, საფრანგეთში ცხოვრობენ იმ ქართველი არისტოკრატების შთამომავლები, რომლებიც საქართველოდან კომუნისტურ დიქტატურას და ქვეყნის სოვეტიზაციას გაექცნენ. და ბოლოს, ტურიზმის სტატისტიკის გათვალისწინებით, იმ ქართველებისათვის, რომლებთაც მოგზაურობა უყვართ, პარიზი საყვარელ და მიმზიდველ ქალაქს წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გამოხატა თავისი თანაგრძნობა ფრანგი ხალხისადმი: პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი განცხადებები გააკეთეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საფრანგეთს მხარდაჭერა აღუთქვეს. გარდა ამისა, შაბათ-კვირის ღამეს თბილისის მერიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები საფარანგეთის დროშის ფერებით იყო განათებული, ხოლო სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა  თავიანთი „ავატარკები“ ფრანგული ტრიკოლორით გააფერადეს. პარლამენტის შენობასთან ასობით თბილისელი მივიდა სანთლებით და თანაგრძნობის წერილებით ხელში.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმა მადლიერება გამოხატა გულწრფელი თანაგრძნობის გამო: „ეს მხოლოდ საფრანგეთზე თავდასხმა არ ყოფილა, ეს იყო თავდასხმა თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ქართველების სახით ძლიერი და ერთგული მეგობრები გვყავს“.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების და კონტროლის ზომების გამკაცრება გამოაცხადა. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს: ტერაქტების საფრთხე საქართველოსთვისაც რეალურია.

როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კავკასიის საკითხების სპეციალისტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებულ ქვედანაყოფებში ასობით საქართველოს მოქალაქე იბრძვის, მათ შორის არიან ქისტები (ეთნიკური ჩეჩნები) ჩეჩნეთის მოსაზღვრე პანკისის ხეობიდან, აზერბაიჯანელები ქვემო ქართლის რეგიონიდან და მუსულმანი ქართველები აჭარიდან. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაურია საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილი (ომარ ალ-შიშანი).

«Новая газета» (რუსეთი), 16 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.novayagazeta.ru/arts/70750.html

ტერორისტული აქტები პარიზში

ოთარ იოსელიანი: „დარჩა ერთი მეთოდი – საფრთხის იგნორირება“

საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა რეჟიროსმა ოთარ იოსელიანმა, „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველის, ჟურნალისტ იური როსტის თხოვნით, თავისი პოზიცია გამოხატა პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით:

„ძალიან სამწუხარო ამბავია. ისინი [ისლამისტები] ორგანიზებულები აღმოჩმნდნენ და რაც მთავარია, სიკვდილისთვის მზად არიან. მათ სჯერათ, რომ პირდაპირ სამოთხეში მოხვდებიან, ლამაზი ქალების გარემოცვაში. ჩვენს განათლებულ საუკუნეში მათი რელიგია უფრო მეტი გავლენით სარგებლობს… „ჩვენ მზად ვართ დავიხოცოთ ბრძოლაში…“ – ასე მღეროდნენ რუსეთში ნათელი მომავლის ასაშენებლად. რა თქმა უნდა, ეს ქიმერაა, მაგრამ [მათგან განსხვავებით], ამ ფანატიკოსებს არავითარი ნათელი მომავალი არ სურთ. ისინი მხოლოდ შიშსა და ტერორს თესავენ. ჩვენთან ცნობილია ალექსანდრე მატროსოვის სამწუხარო ისტორია, მაგრამ მან შეგნებულად გაწირა საკუთარი სიცოცხლე თავისი თანამებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად და ამბრაზურას, საცეცხლე წერტილს გადაეფარა. ამ ფანატიკოსსებმა კი ბრძოლა მშვიდობიან მოქალაქეებს გამოუცხადეს… ამიტომაც ისინი შებრალებას არ იმსახურებენ.

მაგრამ რისთვის ახორციელებენ შურისძიებას ეს ტერორისტები თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ? საფრანგეთში ბევრი ამბობს, რომ ამერიკელები ძალიან მკაცრად და უსამართლოდ მოექცნენ ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინსო. ჯორჯ ბუშმა ამით ერაყი ქაოსისათვის გაწირა. დღეს იქ სიტუაცია დღითი-დღე უარესდება, ომი კი სიძულვილს აღრმავებს. საფრანგეთში დღეს ყველა – მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც – თავზარდაცემულნი არიან იმით, რაც მოხდა, მაგრამ ფრანგ ხალხს ისლამისტები ვერ დააჩოქებენ. მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება, მაგრამ ხელისუფლება უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს ამ ადამიანებით – რა სურთ, რით სუნთქავენ… იქნება უფრო მეტი კონტროლი.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, მხოლოდ იდეოლოგიური და რელიგიური ორიენტაციის საფუძველზე, ციხეში ვერავის ჩასვამ, მაგრამ იმაში, თუ ვინ არიან ისინი, რა ფენომენია, ხელისუფლება ამ ყველაფერში კარგად უნდა გაერკვეს. აშკარაა, რომ ეს ფანატიკოსები გაღიზიანებულნი და გაბოროტებულნი არიან სოციალური უსამართლობით, ალბათ, ხელისუფლებამაც შეცდომები დაუშვა ეთნიკური კუთხით… დიდი მნნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა თაობის აღზრდის პრინციპებსაც, ზოგჯერ აგრესიულობითა და სიბნელით რომ გამოიხატება… გამოსავლის მოძებნა ძალიან რთულია. ამ დროს თითქოსდა გინდა, რომ სახელმწიფომ უმკაცრესი ზომები მიიღოს, მაგრამ ასე ტოტალიტარული სისტემის შექმნამდე მივალთ. საბჭოური გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს უარესია… მოკლედ, როცა ირგვლივ შიში და უწესრიგობაა, რჩება ერთი მეთოდი – საფრთხის იგნორირება, [შინაგანი სიმტკიცე]“.

«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა), 16 ნოემბერი, 2015 წელი

http://kp.ua/politics/519203-ne-perevelys-esche-v-hruzyy-nachalnyky-dlia-ukrayny

საქართველოში უკრაინისთვის უფროსები არ გამოლეულა

ანასტასია რიაბოკონი

გეორგ გრიგალაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

გეორგი – მიხოს რაზმის მესამე წარმომადგენელია უკრაინის ეროვნულ პოლიციაში ეკა ზღულაძისა და ხატია დეკანოიძის შემდეგ. იგი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენობის დროს საქარველოს საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა და გარკვეული დამსახურება მიუძღვის ძველი ქართული პოლიციის რეფორმირებაში. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მტკიცებით, გეორგ გრიგალაშვილი საქართველოში წარმატებული ადამიანი იყო და აქაც, უკრაინაში, ასევე გააგრძელებს – ეროვნულ პოლიციაში დარღვევებისა და კორუციის წინააღმდეგ იბრძოლებს.

მას შემდეგ, რაც მიხო სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, იგი უახლოესი მეგობრების გადაბირების პროცესს არ წყვეტს. მისი ერთგულები არიან გენპროკურატურაში – დავით საყვარელიძე, ოდესის ოლქის მილიციას ივნისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. უკრაინის მედიცინაშიც უფროსი მიხეილ სააკაშვილის „კაცია“ – ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.

Comments are closed