«РИА Новости» (რუსეთი): ვლადისლავ სურკოვი: „რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი არ უნდა არსებობდეს“
«Московский комсомолец» (რუსეთი): გლებ პავლოვსკი: „აფხაზეთის ფასმა მოიმატა“ // ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მოსკოვი სოხუმს არ მიატოვებს
«Der Freitag» (გერმანია): უკრაინა დილეტანტებს დაღუპვისაკენ მიჰყავთ
«ТВ Первый канал» (რუსეთი): როგორ ითვისებს უკრაინას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი
———————-
«РИА Новости» (რუსეთი), 17 თებერვალი, 2015 წელი
http://ria.ru/politics/20150216/1048035703.html
ვლადისლავ სურკოვი: „რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი არ უნდა არსებობდეს“
ინდირა ბარციცი, სოხუმი
გუშინ, 16 თებერვალს, სოხუმში ყოფნის დროს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი აღარ უნდა არსებობდეს. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან მდინარე ფსოუზე არსებულ საკონტროლო-გამსვლელ პუნქტთან შექმნილ ვითარებას, სადაც ბოლო დღეებში რუსეთში გასასვლელად ავტომანქანებისა და მგზავრთა უზარმაზარი რიგია შექმნილი.
„რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, ფსოუსთან გრძელი რიგი დგას. ესდღეს მე თვითონ ვნახე, აქეთ რომ მოვდიოდი“, – თქვა ვლადისლავ სურკოვმა.
„საბოლოო ჯამში საზღვარი უნდა გაუქმდეს. ჩვენს შორის საზღვარი არ უნდა არსებობდეს. ეს გათვალისწინებულია ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებითაც“, – დაამატა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
ვლადისლავ სურკოვი სოხუმში გუშინ ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, იგი შეხვდა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ადმინისტრაციის უფროსებს და პარლამენტის წევრებს..
როგორც პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის დროს განიხილეს ორმხრივი საკითხები, მათ შორის აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება. პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ საზღვარზე გადასვლის გამარტივებული წესი ორმხრივი მოლაპარაკებით უნდა შემუშავდეს. რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში საკითხი გადაწყვეტილი იქნება.
«Московский комсомолец» (რუსეთი), 17 თებერვალი, 2015 წელი
გლებ პავლოვსკი: „აფხაზეთის ფასმა მოიმატა“
ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მოსკოვი სოხუმს არ მიატოვებს
მარინა ლემუტკინა
გუშინ სოხუმში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა აფხაზეთის ხელისუფლება დაარწმუნა, მოსკოვი შავიზღვისპირა რესპუბლიკის წინაშე აღებულ ვალდებულებას შეასრულებს და კიდევაც გადააჭარბებს: რუსეთის ფინანსური დახმარება აფხაზეთისადმი 9 მილიარდ რუბლამდე გაიზრდება, ხოლო „საზღვარი დროა საერთოდ გაუქმდეს“.
შეიძლება ითქვას, რომ სოხუმის ხელისუფლებისადმი დახმარების საკითხში არც საერთაშორისო სიტუაციაა ხელშემშლელი და არც თვით რუსეთში მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი. დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკებში ვითარების კონტროლის პარალელურად ჩვენი ქვეყანა არ ივიწყებს სხვა არაღიარებულ რესპუბლიკასაც, ამ შემთხვევაში აფხაზეთს.
მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობები მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებით რეგულირდება, რომელსახ ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი სოჭში მოაწრეს, 2014 წლის 24 ნოემბერს. საერთო სამხედრო-თავდაცვითი სივრცის შექმნის პარალელურად, დოკუმენტი ითვალისწინებს აგრეთვე აფხაზეთის მჭიდრო ინტეგრირებას რუსეთის ეკონომიკურ სისტემაში, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღებას, აფხაზეთის ინვესტირების პროგრამას ყოველწლიურად 4 მილიარდი რუბლის მოცულობით. და აი, ახალი ინიციატივა ჩვენი მხრიდან.
სოხუმში სტუმრად ჩასულმა ვლადისლავ სურკოვმა რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი არამარტო არ შეამცირებს აფხაზეთისადმი დახმარებას, არამედ უფრო გაზრდის – იმის მიუხედავად, რომ დღეს რუსეთში სიტუაცია საკმაოდ რთულია: „პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დახმარება მიმდინარე წელს 9,5 მილიარდ რუბლამდე გაიზარდოს. ასე რომ, ეს თანხმა უკვე, შეიძლება ითქვას, აფხაზეთის ხელისუფლების განკარგულებაშია“, – განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა.
როგორც აღმოჩნდა, რაულ ხაჯიმბას უკვე სცოდნია, რაში დახარჯოს თავისი რუსი კოლეგის ნაჩუქარი ფული: „მოვამატებთ პენსიებს, ხელფასებს“, – თქვა მან. გარდა ამისა, დაფინანსდება ინფრასტრუტქურის აღსადგენად გამიზნული პროექტები: გზების რემონტი, წყალმომარაგება, კანალიზაცია…
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ცოტაა: ვლადისლავ სურკოვმა თქვა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული საზღვარიც გასაუქმებელია, აღარ გვჭირდებაო…
- ამ განცხადებებს სასიამოვნოს მართლაც ვერ ვუწოდებთ – ის არც აფხაზეთისთვისაა კარგი და არც რუსეთისათვის“, – აღნიშნა „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტთან საუბარში ეფექტური პოლიტიკის ფონდის დირექტორმა, პოლიტოლოგმა გლებ პავლოვსკიმ, – ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის ეკონომიკა მდგრადი არ არის და შესაბამისად, ტურიზმითა და ვაჭრობით მიღებული შემოსავლები სოხუმის საბიუჯეტო ხარჯებს ვერ ფარავს. არადა, რუსეთს, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, აფხაზეთის დაკარგვა არ სურს და ამიტომ იძულებულია ფული გადაუხადოს არა მარტო მეგობრობისათვის, არამედ დამოუკიდებლობისთვისაც. რაც სეეხება აფხაზეთის საზღვრის ლიკვიდაციას, აქ საქმე ეხება აფხაზეთის სიმბოლურ შთანთქმას რუსეთის მიერ: ამჟამინდელ სიტუაციაში რუსეთი ვერ შეძლებს შეცვალოს აფხაზეთის ოფიციალური სტატუს-ქვო – „სუვერენული რესპუბლიკის“ სტატუსი. რუსულ დიპლომატიას დღეს სასწრაფოდ ჭირდება ბონუსები და ამ თვალსაზრისისთ აფხაზეთის ფასმა მოიმატა – უკვე ვიცით, რამდენით“.
«Der Freitag» (გერმანია), 17 თებერვალი, 2015 წელი
https://www.freitag.de/autoren/mopperkopp/die-ehrenwerte-gesellschaft
http://ria.ru/world/20150217/1048050648.html
უკრაინის ხელისუფლებაში მყოფ დილეტანტებს ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავთ
უკრაინა აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი სანიმუშო პროექტს წარმოადგენს, სადაც ხელისუფლების სათავეში ოლიგარქები იმყოფებიან, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია რუბრიკით „პოზიცია“.
„უკრაინის მაგალითი ადასტურებს, რომ ქვეყანა ერთ ბიზნეს-კომპანიად გადაიქცა, რომელიც ღირსეულ კადრებს კარგავს, მათი შემცვლელად კი ისეთი გაიძვერები და აფერისტები მოდიან, რომლებიც ქვეყნის დარჩენილ სიმდიდრეს იტაცებენ.
უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანიმუშო პროექტია, რომელიც ჩვენი, დასავლური ფასეულობების ილუსტრირებას წარმოადგენს: ნახეთ, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი-ოლიგარქი, რომელმაც რეგულარული არმია და მოფაშისტო მაროდიორთა ბატალიონები საკუთარ მოსახლეობას მიუსია; პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამერიკაზე მუშაობს და ბოქსიორი, რომელიც კიევის მერი გახდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გარდა ამისა, სტატიაში მოხსენიებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაც უკრაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე - რეფორმების განხორციელების ხელშემწყობ საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ, რომელსაც საკუთარ სამშობლოში პროკურატურის მიერ ბრალი აქვს წაყენებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის გამო: „უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი ბოლო სიახლეა დამნაშავე, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავშესაფარი თაღლითთა ქვეყანაში – აშშ-ში ჰპოვა. სწორედ ეს პიროვნება გაუწევს კურირებას უკრაინისათვის ირაღის მიწოდების საკითხს, სამოქალაქო ომის გასამწვავებლად“, – ხაზგასმულია „ფრეიტაგში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
«ТВ Первый канал» (რუსეთი), 16 თებერვალი, 2015 წელი
http://www.1tv.ru/news/world/277914
როგორ ითვისებს უკრაინას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი
„უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ ერთი ქართველი დაინიშნა – დავით საყვარელიძე, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტი ჩააბარეს“, – აღინიშნა რუსეთის ტელევიზია „პერვიი კანალის“ პროგრამა „ვრემია“-ში (21.00) გადაცემულ სიუჟეტში, რომლის ავტორია მიხეილ რობაქიძე.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ექს-პრეზიდენტს, როგორც ცნობილია, მას ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის სავარძელს უმზადებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის უკან ისეთი სქელი კრიმინალური შლეიფი მოსდევს, რომ კიევში უარი თქვეს მის დანიშვნაზე, თუმცა უსაქმოდ არ დარჩენილა“, – ნატქვამია სიუჟეტში.
ამ ბოლო დანიშვნებს დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა – თბილისში არსებული უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელი, დიპლომატიური წარმომადგენელი ვასილ ციბენკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, თუ რატომ მისცეს თანამდებობა მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის დაუსწრებლად ბრალი აქვს წაყენებული. გარდა ამისა, მის დაკითხვას მოწმის სახით რამდენიმე წელია უშედეგოდ ცდილობს საქართველოს პროკურატურა, პრემიერ-მინისტრის უცნაურ გარემოებებში დაღუპვის საქმესტან დაკავშირებით.
მიუხედავად ამისა, სამინისტროში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და კიევს როგორი გადაწყვეტილების მიღეც მას სურს, ისეთს მიიღებს.
„მე არ მიდა ვიფიქრო, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიზანი ისაა, რომ მათ ფული აიღონ უკრაინელი ხალხის უბედურების ფონზე და იქაც ისეთი პროექტი განახორციელონ, რომელიც საქართველოში განახორციელეს და რომ მათი რჩევები უკრაინისათვის სასარგებლო იქნება. მე ვერ ვხვდები, რაში ჭირდება პეტრო პოროშენკოს მრჩევლად ისეთი ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ გააუარესა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა“, – ამბობს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ახალი დანიშვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს წევრი გახდება. მან უკვე კიევის ტელევიზიებს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხსაც გაუწევს კოორდინაციას.
„ახლა ის საერთაშორისო პროვოკაციები, რომლებსაც სააკაშვილი საქართველოდან ახორციელებდა, უკრაინიდან გაგრძელდება. მე ვურჩევდი უკრაინის ხელისუფლებას, რომ უფრო დაფიქრებულიყო მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს. გარდა ამისა, ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების დანიშვნა – ეს [ჩვენი] პირდაპირი შეურაცხყოფაა კიევის მხრიდან“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით საგანელიძემ.
ვიდეოსიჟეტში ჩამოთვლილია ის ქართველი ექს-ჩინოვნიკები, რომლებმაც სამსახური უკრაინის ხელისუფლების სტრუქტურებში მიიღეს: ეკა ზღულაძე, ალექსანდრე კვიტაშვილი, დავით საყვარელიძე… თანამდებობის დასაკავებლად ემზადება საქართველოს ყოფილი გენპროკურორი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც ბრალი სისიხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის…
„2005 წლის დასაწყისიდან საქართველოში საბჭოური „გულაგის“ ძლიერი სისტემა შეიქმნა, რომელშიც საკონცენტრაციო ბანაკები გაერთიანდა, მათში 25 ათასი ადამიანი იტანჯებოდა. ფართოდ იყო გავრცელებული პატიმართა ისეთი გაუპატიურება და წამება, რომლებიც ფაშისტურ ბანაკებშიც კი არ ხდებოდა“, – ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.
ამ ფონზე საქართველოში უკვე მიდის ლაპარაკი უკრაინასთან ურთიერთობების პრობლემებზე და შესაბამისად, უკვე საკმაოდ საეჭვოა, რომ კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი განხორციელდეს: „მაიდნის“ წლისთავის ზეიმზე შესაძლოა მას ძებნილ თანამემამულეებთან პირისპირ შეხვედრა მოუწიოს.