globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 17th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გაფიცვების ტალღა საქართველოში: „მე ვარ მუშა და არა მონა!“

«Каспiй» (აზერბაიჯანი): სრული გამოცანა // ქართველები თავს იმტვრევენ იმის გასაგებად, თუ საიდან აღმოჩნდა კახეთში ბუნებრივი გაზის უზარმაზარი მარაგი

«BBC Украiна» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ დავით საყვარელიძესთან: „მე საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ“

«РБК» (რუსეთი): როგორ დაეფლნენ ბოლშევიკები საქართველოს // რუსეთ-საქართველოს ომის ბედი თურქეთის მოქმედებამ გადაწყვიტა

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 თებერვალი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/georgian-manganese-ksani/3193211.html

გაფიცვების ტალღა საქართველოში: მე ვარ მუშა და არა მონა!“

ზაზა წულაძე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 2016 წელს, ქვეყანაში მუშათა გაფიცვების მასობრივ ტალღას პროგნოზირებს, თუ დამსაქმებლები კვლავ განაგრძობენ დასაქმებულთა უფლებების იგნორირებას. უკვე მე-11 დღეა გაფიცულია ქსნის მინის ტარის ქარხანა, რომელსაც თურქული სამრეწველო გიგანტი „შიშეჯამი“ ფლობს.

სააქციო საზოგადოება „მინაში“, სადაც 220 ადამიანია დასაქმებული, 200-მდე მუშაა გაფიცული. ისინი, გაუფასურებული ლარის პირობებში, ხელფასის 30 პროცენტით გაზრდას, პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას და ქარხანაში პროფკავშირებისთვის სამუშაო ფართის გამოყოფას ითხოვენ.

მუშების თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე, მათ მინიმუმ ორჯერ გაეზარდათ სამუშაო დატვირთვა, რადგან ქარხანაში ორი ახალი ღუმელი ამუშავდა. მინიმალური ხელფასი კი მხოლოდ 430 ლარია და მეპატრონე უარს ამბობს მის ინდექსაციაზე.

ქსნის მინის ტარის ქარხნის თურქული ადმინისტრაცია 2015 წლის შემოდგომიდან იყო ინფორმირებული მუშათა მოთხოვნების თაობაზე, მოლაპარაკებებში ჩართული იყო სახელმწიფო მედიატორიც, თუმცა უშედეგოდ. დღეს, ქსანში სტამბულიდან „შიშეჯამის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებს ელიან. ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშა თემურ კენჩხაძე ამბობს

„ყველას გვჭირდება ელემენტარული საშუალება, რომ ჩვენი ოჯახები იყოს უზრუნველყოფილი, რომ ხელფასი იყოს ვითარების ადექვატური, რათა ოჯახების გამოკვება შევძლოთ. ამასთან, გვჭირდება რომ ჩვენი შრომის უფლება იყოს დაცული.“

მეორე დღეა გაფიცვა დაიწყეს ტყიბულელმა მეშახტეებმაც. კომპანია „საქნახშირმა“, რომელიც პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა, სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია არ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი გაფიცვის თაობაზე და პროტესტის ობიექტური წინაპირობა არ არსებობდა.

თუმცა, პროფკავშირების ინფორმაციით, მეშახტეებმა „საქნახშირს“ კოლექტიური მოლაპარაკების დაწყების მოთხოვნით, ჯერ კიდევ იანვარის დასაწყისში მიმართეს. მუშები მოითხოვდნენ, რომ ზამთრის პერიოდში კომპანიამ მოამარაგოს თბილი სპეცტანსაცვლით, სრულფასოვდა აამუშაოს სპეცტანსაცმლის სამრეცხაო და სასადილო, სრულად ანაზღაურდეს ბიულეტენის პერიოდი და რაც მთავარია – მოხდეს ხელფასების გაზრდა ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე.

„საქნახშირმა“ ამ შეთავაზებას იგნორირება გაუკეთა. ტყიბულელი მეშახტე დავით ჯავახიძე ამბობს

„ჯერჯერობიით, ტყიბულში მხოლოდ ეს მაღაროები ფუნქციონირებს. აქ დასაქმებულია 1300-დან 1500 ადამიანამდე, ამ საწარმოს გაჩერება რაიონის გაჩერების ტოლფასია. ჩვენ, მეშახტეები სანამ არ მივაღწევთ მიზანს, მანამდე გავაგრძელებთ პროტესტს. თუ, საქნახშირი დათმობაზე არ წამოვა მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას.“

სიტუაციის გართულებას მოელიან დაბა კაზრეთში, სპილენძი-ბარიტისა და ოქრო-ვერხლის საბადოებში, სადაც ორი წლის წინანანდელ მასობრივივ გაფიცვას, „არ ემ ჯი ჯგუფში“ დასაქმებულთა მდგომარეობის რეალური გაუმჯობესება არ მოჰყოლია. მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ლევან დოლაბერიძე ამბობს

„კაზრეთში ადამიანები იდევნებიან არა მხოლოდ პროფკავშირული ნიშნით, არამედ იქ ადამიანეს, აქვთ უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა. იქ, ადგილობრივი საწარმო თავის აბსოლუტურ ძალაუფლებას იყენებს კულტურული მემკვიდრეობის და არქეოლოგიური ძეგლების გასანადგურებლად. ამ საწარმოს განსაკუთრებული მონდომების წყალობით, იქ გაფიცვებით მიღწეული შედეგები ბოლომდე არ სრულდება, რაც ადამიანებში დიდ იმედგაცრუებას იწვევს.“

პროფკავშირების ცნობით, რთული სიტუაციაა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც მარტის ჩათვლით, იძულებით შვებულებაში 300-მდე მუშა გაუშვეს (2012 წლიდან კი 1200 ადამიანი უსამსახუროდ დატოვეს) და სულ უფრო მძიმდება ვითარება ჭიათურაში, სადაც 3200 მაღაროელი,მაისის ბოლომდე, ასევე იძულებით შვებულებაში იმყოფება.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება 20 იანვარს ოთხი თვით შეაჩერა და ეს გადაწყვეტილება მადნის ჭარბი მარაგების დაგროვებით ახსნა. თუმცა, მაღაროელების ცნობით, კერძო კოოპერატივები, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით სარგებლობენ, ბოლო ერთი თვის მანძილზე არ გაჩერებულან და გამალებით მუშაობენ. მათგან, მოპოვებულ მადანს კი დაბალ ფასად ისევ „ჯორჯიან მანგანეზი“ ყიდულობს და ზესტაფონის ფეროს ტერიტორიაზე ასაწყობებს. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჭარბი მარაგების პრობლემა მაისის ბოლოს, ავტომატურად ისევ დადგება.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 16 თებერვალი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=37354#.VsPjdctf3s0

სრული გამოცანა

ქართველები თავს იმტვრევენ იმის გასაგებად, თუ საიდან აღმოჩნდა კახეთში ბუნებრივი გაზის უზარმაზარი მარაგი

(შემოკლებით)

საქართველოდან მოსული ახალი ამბები ძირითადად გაზის თემას ეხება: ოფიციოზი უარყოფს, რომ რუსულ „გაზპრომ“-თან მოლაპარაკებაში არანაირი პოლიტიკური კონტექტსი არ დევსო, პარალელურად კი ქართველი ჩინოვნიკები თეირანში ირანული გაზის იმპორტ-ექსპორტის საკითხებს არკვევენ. თუმცა ეს ყველაფერი ფერმკრთალდება იმ ახალი ამბავის ფონზე, რომელიც ამერიკული კომპანია „ფრონტერა რისორზ“-ისგან მოდის: გამოცხადდა, რომ კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში, გაზის დიდი მარაგია აღმოჩენილი, დაახლოებით 5 ტრილიონი კუბმეტრი.

ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საკითხების კომენტირებისათვის გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტმა რომან ტემნიკოვმა ქართველ ექსპერტებს მიმართა.

თენგიზ აბლოთია, პოლიტიკური მიმომხილველი:

არავინ არ აყენებდა ეჭვის ქვეშ აზერბაიჯანის პრიორიტეტს საქართველოს გაზით უზრუნველყოფის საკითხში, ვარაუდების დონეზეც კი, რადგან რუსულ „გაზპრომს“ მეტიც რომ მოეცა ჩვენი ქვეყნისათვის, ეს მაინც ნაკლები იქნებოდა აზერბაიჯანთან შედარებით… ასე რომ, „გაზპრომ“-თან ერთად თუ მის გარეშე, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, მათ შორის გაზით მომარაგების სფეროში.

რაც შეეხება კახეთის გაზს, ეს სრული მონაჩმახია. ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ გაუგებარი მოტივებით ყოველწლიურად საქართველოში გაზის გიგანტური მარაგის აღმოჩენის ფაქტს აცხადებს ხოლმე. აი, სულ ახლახან „ფრონტერას“ განცხადებებმა უკვე ტრილიონებს მიაღწია. საქმე თუ ასე წავა, მალე, ალბათ, აღმოჩნდება, რომ საქართველო კვადრილიონი გაზის მფლობელი გახდება. რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები, სრული გამოცანაა. მთელი ქვეყანა თავს ვიმტვრევთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხვდებით.

რაც შეეხება ირანს, აქ ჯერ კიდევ გასარკვევია, რა საკითხებზე მიდის მოლაპარაკება. ზოგადად, თუ საქართველო ირანული ენერგოშემცველების ევროპაში გასატანად ტრანზიტული ქვეყანა გახდება, კარგია – რატომაც არა? განა რა ისეთი მიზეზები გვაქვს, რომ უარი ვთქვათ? ჯერ ერთი, რომ ეს არანაირად ხელს არ შეუშლის აზერბაიჯანული გაზის ექსპორტს – ორივეზე მოთხოვნა იქნება; მეორე – ირანული გაზის ექსპორტის ერთ-ერთმა მარშრუტმა შეიძლება აზერბაიჯანზე გაიაროს, რადგან სომხური მიმართულება პრობლემებთანაა დაკავშირებული – ამ რესპუბლიკაში რუსული ფაქტორი ძალიან ძლიერია. მოკლედ, რას გადაწყვეტს თეირანი, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, მაგრამ თუ გადაწყდება, ეს მომგებიანი იქნება ყველა მხარისათვის – თბილისათვის, თეირანისათვის და ბაქოსთვისაც. უარის თქმის მიზეზი არ არსებობს.

დიმიტრი ავალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ რომ „გაზპრომ“-თან მოლაპარაკება მხოლოდ ტექნიკური საკითხია და დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთო, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის – ყველასათვის ცნობილია, რომ „გაზპრომი“ კრემლის პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამიტომ, მთავრობამ, უმჯობესია, ხალხს სიმართლე უთხრას.

„ფრონტერას“ მიერ გაზის მარაგის აღმოჩენა საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ არ დადასტურებულა – არც ოფიციალური უწყებებისა და არც დამოუკიდებელი წყაროებისაგან. არის აზრი, რომ ეს ინფორმაცია „ფრონტერამ“ სპეციალურად გაავრცელა, რომ მისი აქციების კურსი გაზრდილიყო.

რაც შეეხება საქართველოში ირანიდან გაზის მოწოდების საკითხს, დღესდღეობით ეს საკითხი არ განიხილება. ასეთი გეგმები რომც იყოს, მათი რეალიზებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. სომხეთი აცხადებს, რომ ტრანზიტისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს, მაგრამ მხედველობაშია მისაღები, რომ მილსადენი რუსულ „გაზპრომს“ ეკუთვნის, ანუ აუცილებელი გახდება მოლაპარაკების წარმოება არა მხოლოდ სომხეთთან და ირანთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა არა როგორც ლოჯისტიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

«BBC Украiна» (დიდი ბრიტანეთი), 16 თებერვალი, 2016 წელი

http://www.bbc.com/ukrainian/ukraine_in_russian/2016/02/160216_ru_s_sakvarelidze_intw_nk

ინტერვიუ დავით საყვარელიძესთან: „მე საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ“

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ, „ბი-ბი-სი“-ს უკრაინული სამსახურის კორესპონდენტ ნინა კურიატასთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ მიმდინარეობს ასე დაყოვნებით რეფორმები გენპროკურატურაში, ისაუბრა უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, ოდესის ოლქის გუბერნატორსა და თავის პირად პერსპექტივაზეც…

დავით საყვარელიძე დადებითად აფასებს ოდესის ოლქის გუბერნატორის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას და ამბობს, რომ „გუბერნატორი მხოლოდ ჩინოვნიკი არ არის, იგი პოლიტიკური ფიგურაა. გუბერნატორებს შეუძლიათ პრეზიდენტებიც გახდნენ“. გარდა ამისა, დავით საყვარელიძე, რომელიც შეთავსებით ოდესის ოლქის პროკურორიცაა, ჟურნალისტთან საუბრობს აგრეთვე იმ კორუფციულ სქემებზე და გარიგებებზე, რომლებიც ოდესის ოლქში გამოვლინდა: „სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ჩვენ „პანდორას ყუთი“ მხოლოდ პირადი ინტერესების გამო გავხსენით და ფაქტიურად არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ეს ასე არაა: განა ჩვენი მუშაობის შედეგი არ არის ის, რომ გუბერნატორი, საოლქო პროკურორი, პოლიციის უფროსი და საბაჟოს ხელმძღვანელი ქრთამს აღარ იღებენ?“, – ამბობს ინტერვიუში დავით საყვარელიძე.

„ბი-ბი-სი“: თქვენ უკვე მიიღეთ უკრაინული პასპორტი, მაგრამ ქართული სად გაქვთ?

დავით საყვარელიძე: ჯერ-ჯერობით ჯიბეში მიდევს, მაგრამ ამას წინათ საქართველოს ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ ქართული მხარე მალე ჩემს მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ცამორთმევის პროცედურას დაიწყებს. ეს ქართული კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

„ბი-ბი-სი“: რა თქვეს დედათქვენმა და მეგობრებმა, როცა გაიგეს, რომ  საქართვლოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადეთ?

დავით საყვარელიძე: როცა ერთადერთი ვაჟი უცხო ქვეყანაში მიდის სამუშაოდ, თანაც ასეთ ბატალიებში… როცა ხედავ, რომ უკრაინაში არასტაბილური სიტუაციაა, არის დაპირისპირებები, საქმეები იღძვრება და იხურება, გასაგებია, რომ ასეთ ვითარებაში ყოველი დედა საკუთარ შვილზე დარდობს…

„ბი-ბი-სი“: თუ საქართველოში ხელისუფლება ისევ შეიცვლება და მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა, თქვენ მზად ხართ ამისათვის?

დავით საყვარელიძე: მე საქართველოში მუშაობის სურვილი აღარ მაქვს. რადგან მე ავიღე პასუხისმგებლობა და უკრაინაში გადმოსვლა გადავწყვიტე, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა მიყვარს და აქ მსურს მუშაობის გაგრძელება. მოკლედ, საქართველოში დაბრუნებას და სახელმწიფო სამსახურს არ ვაპირებ.

„ბი-ბი-სი“: კიდევ რამდენ ხანს აპირებთ ექვსი ათასგრივნიანი ხელფასით ცხოვრებას და ქარის წისქვილებთან ბრძოლას?

დავით საყვარელიძე: სანამ არ ამოვწურავ ჩემს შესაძლებლობებს და იმედს, რომ რაღაც შევცვალო. როცა დავინახავ, რომ მეტი მოძრაობის საშუალება აღარ მაქვს, გადაწყვეტილებას მივიღებ.

«РБК» (რუსეთი), 17 თებერვალი, 2016 წელი

http://www.rbc.ru/newspaper/2016/02/17/56c30e639a794731bc6a19ae

როგორ დაეფლნენ ბოლშევიკები საქართველოს

რუსეთ-საქართველოს ომის ბედი თურქეთის მოქმედებამ გადაწყვიტა

1921 წლის 16 თებერვალს, რამდენიმედღიანი ჰიბრიდული ომის სემდეგ, წიტელი არმია საქართველოში შეიჭრა. რუსეთ-საქართველოს ომის ბედი კი საბოლოოდ თურქეთის პოზიციამ და ანტანტის ქვეყნების უმოქმედობამ გადაწყვიტა, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – რუსული „პენ-ცენტრისა“ და „თავისუფალი ისტორიული საზოგადოების წვერი ბორის სოკოლოვი).

ვრცელ სტატიაში გაანალიზებულია 1920 წლის ბოლოსა და 1921 წლის დასაწყისში კავკასიის რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაცია: „1920 წლის აპრილში ევროპული რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ომი თითქმის დასრულებული იყო – ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმია ფაქტიურად განადგურდა, მისმა ნაშთებმა თავი ყირიმს შეაფარეს. წითელმა არმიმა ჩრდილოეთი კავკასია მთლიანად დაიკავა და იმედი ჰქონდა, რომ ამიერკავკასიას ელვისებურად დაიპყრობდა. მართლაცდა, აპრილის ბოლოს, სამ დღეში აზერბაიჯანი პრაქტიკულად უბრძოლველად იქნა დაკავებული. რუსეთ-პოლონეთის ომის დასრულების შემდეგ დაიწყო სომხეთ-თურქეთის ომი, რომელიც სომხეთის დამარცხებით დასრულდა. იმავე ხანებში წითელმა არმიამ სომხეთის გასაბჭოება მოახდინა, რაშიც მას ქემალისტური თურქეთი და საბჭოთა აზერბაიჯანი დაეხმარა. რჩებოდა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც სოციალ-დემოკრატები მართავდნენ. აი, საქართველოს უკვე რუსეთისათვის კერკეტი კაკალი აღმოჩნდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ავტორი ეხება პროლეპტარიატის ბელადების ვლადიმირ ლენინის, ლევ ტროცკისა და იოსებ სტალინის დისკუსიებს – შეიჭრნენ თუ არა საქართველოში. საქმე ისაა, რომ პოლონეთთან ომის დროს წითელმა არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა, დასუსტდა და თუ საქართველოში შეიჭრებოდა, ვაითუ ანტანტა ჩარეულიყო და მაშინ სიტუაცია რუსეთის საწინააღმდეგიოდ განვითარდებოდა. გადაწყდა, რომ ფართოდ იქნებოდა გამოყენებული ე.წ. „მშრომელი მოსახლეობის აჯანყებების“ ტაქტიკა და შემდეგ წითელი არმიის დახმარება „მოძმე მუშებისა და გლეხების მხარდასაჭერად“. ასე დაიწყო „აჯანყებები“ სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში, ანუ ჰიბრიდული ომი“. შეიქმნა ე.წ. რევკომი, რომელმაც დახმარებისთვის საბჭოთა რუსეთს, წითელ არმიას მიმართა, რაც ლენინის მითითებით განხორციელდა. ეს იყო 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების უხეში დარღვევა.

სტატიაში ფართოდაა განხილული საქართველოსა და რუსეთის სამხედრო ძალების თანაფარდობა ომის დასაწყისში: „საქართველოს მდგომარეობა თავიდანვე უიმედო იყო“, ხაზს უსვამს ავტორი – საქართველოს შეეძლო დაახლოებით 14 ათასამდე მებრძოლის გამოყვანა (47 ქვემეხი, 4 ჯავშნიანი მატარებელი, რამდენიმე ტანკი და „ბრონევიკი“, 56 თვითმფრინავი), წითელი არმიის ნაწილები კი 37 ათასი ქვეითისა და 4 ათასი კავალერისტისაგან შედგებოდა (პლუს 7 ჯავშნიანი მატარებელი, 4 ტანკი, რამდენიმე ათეული „ბრონევიკი).

ქართული არმია ეროვნული დამოუკიდებლობის იდეებით იყო გამსჭვალული, მაგრამ პოლონეთის მსგავდას, ქართველ მებრძოლებს თბილისთან ახლოს ბრძოლებში „ვისლის სასწაულის“ განმეორება არ შეეძლოთ, რადგან წითელი არმია ქართულ არმიას რამდენჯერმე აღემატებოდა. თუმცა ქართველებმა ბრძოლა გადაწყვიტეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ დასავლეთი დაეხმარებოდა. გარდა ამისა, სომხეთში დაშნაკების ანტისაბჭოთა აჯანყება დაიწყო, რომლის ჩასაქრობად წითელი არმიის ნაწილები იქნენ გადასროლილი.

საქართველოში გააფთრებული ბრძოლები მიდიოდა. ქართველებმა წარმატებასაც მიაღწიეს – თბილისთან ბრძოლის პირველ დღეებში მათ 2 ათასზე მეტი ტყვე წითელარმიელი აიყვანეს. განსაკუთრებით მედგრად იბრძოდნენ თბილისი სამხედრო სკოლის კურსანტები ტაბახმელაზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგე შეაჩერეს. მაგრამ თბილისი დაცვა შესაძლებელი არარ იყო, მთავრობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში გადავიდა, ქართული ჯარი კი უკან იხევდა. ამ დროს ბრძოლაში ჩაერია თურქეთიც – 23 თებერვალს ქემალისტებმა ულტიმატუმი წაუყენეს საქართველოს ჯარების ართვინის გარნიზონს უკან დაეხიათ. 20 ათასიანმა თურქულმა არმიამ ბათუმი დაიკავა.

საქართველოს მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ ბათუმში თურქეთისა და რუსეთის არმიების ნაწილების შეტაკება მოხდებოდა. მარტის შუახანებისათვის ამ დროისათვის ქართველებმა 3200 მებრძოლი დაკარგეს, რუსებმა კი 5 ათასზე მეტი, თუმცა წითელი არმია მაინც მრავალრიცხოვანი იყო. 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, თურქეთს ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი გადაეცა. ქართველების იმედს დასავლეთის ჩარევის შესახებ განხორციელება არ ეწერა – 18 მარტს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.

ასე დასრულდა რუსეთ-საქართველოს ომი. მისი ბედი სრულიად იყო დამოკიდებული ანტანტის დახმარებაზე, მაგრამ იმ დროისათვის ლონდონი და პარიზი შერიგებულნი იყვნენ იმაზე, რომ ამიერკავკასიას თურქეთი და რუსეთი გააკონტროლებდა, ანუ საქართველოს ბედი ჯერ კიდევ ომამდე იყო ნათელი. დასავლეთის ფაქტორით გადაწყდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც, რომლის დროსაც საქართველოს მხარი დაუჭირა დასავლეთმა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა, საქართველოში რეჟიმი არ შეცვლილა.

Comments are closed