globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 17th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lragir» (სომხეთი): კავკასიის რეგიონის პრობლემები // რადგან საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ შეუძლია, ამიტომაც  სახელმწიფო იმ ტერიტორიაზე უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქაოსი უნივერ-სიტეტში: „პლებსი“ „ელიტის“ წინააღმდეგ

«Вестник Кавказа» (რუსეთი): გაეროს „ბედნიერების ინდექსში“ საქართველო და სომხეთი ყველაზე უბედური ქვეყნების რიგში მოხვდნენ

«The Washington Post» (აშშ): ვლადიმირ პუტინი სირიიდან გამარჯვებული მოდის

—————–

«Lragir» (სომხეთი), 17 მარტი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/47462

კავკასიის რეგიონის პრობლემები

რადგან საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ შეუძლია, ამიტომაც  სახელმწიფო იმ ტერიტორიაზე უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

(შემოკლებით)

სიტუაცია საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებშიც სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, სულ უფრო მწვავდება და თუ ყურადღებით შევხედავთ, დავწმუნდებით, რომ მათზე გარე რეაქცია სუსტია.

ამერიკის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებსაც აშშ-ის სენატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯავახეთის პრობლემებზე ინიციატივები შეაქვთ ხოლმე, თავის დროზე კონტქაები ჰქონდათ პოლიტიკოსების სხვადასხვა ჯგუფებთან. ვაშინფტონი და საერთოდ, ევროპული სტრუქტურები კარგად არიან ინფორმირებულები სამცხე-ჯავახეთში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციაზე, მაგრამ საქართველოს მიმართ არსებული კომპლიმენტარული პოზიცია ხელს უწყობდა ამ პრობლემების „ჩაქრობას“ და „გაყუჩებას“, საქართველოს ხელისუფლების მორალურ-პოლიტიკური ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, იმ მიზნით, რომ თბილისს რუსეთის წინააღმდეგ კონფრონტაციული პოლიტიკა გაეტარებინა.

ამასთან, შეერთებული შტატები დაინტერესებული იყო კეთილგანწყობილი სიტუაცია შეექმნა იმ გეოპოლიტიკურ „წერტილებში“ (რომლებთაც, ეჭვგარეშეა, საქართველო და კერძოდ, სამცხე-ჯავახეთიც მიეკუთვნება), თავისი სამომავლო სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად. ვაშინგტონმა, ბუნებრივია, მხარი დაუჭირა ჯავახეთის პროვინციაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარებას, რასაც ასევე პრობლემების „ჩაქრობა-გაყუჩების“ მიზანი აქვს.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაჭრას, ამ შემთხვევაში ამერიკელი ექსპერტებს არა იმდენად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აღელვებთ, რამდენადაც მოვლენების უკონტროლო განვიტარების აღკვეთა. ამასთან ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ორი ტერიტორია ასე თუ ისე ვიღაცამ მაინც უნდა გააკონტროლოს.

დავუშვათ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იურიდიულად როგორღაც კვლავ საქართველოს შემადგენლობაში მოექცა, ისმება კითხვა: დასრულდება თუ არა ფაქტიურად კონფლიქტი და საქართველო შეძლებს მათ რეალურ გაკონტროლებას?

შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ვაშინგტონს რუსეთის პროტექტორატი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ერთ-ერთმა მემარჯვენე-კონსერვატიულმა ექსპერტმა ასეთი პასუხი გამცა: „პროტექტორატი ნიშნავს ვიღაცის ვიღაცისაგან დაცვას, ნფარველობას, მაგრამ ვისგან? ეს საკმაოდ მოძველებული ტერმინია და აღარაფერს არ ასახავს. უფრო ადვილი და კარგი იქნებოდა ეს ორი ტერიტორია საერტაშორისო კონტროლქვეშ გადაცემულიყო, რათა დესტრუქციულობა გამოირიცხოს“.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ განხორციელებაში, ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიმართ სულ უფრო კრიტიკულ პოზიციას გამოხტავდა და აღნიშნავდა, რომ მისი მმართველობა სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა, იკარგებოდა დემოკრატიული ორიენტირები (სხვათა შორის, ეს ინსტიტუტი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასთან, საქართველოში სიტუაციის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს). მოგვიანებით, „ქართული პროექტის“ კრიტიკა დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების არამარტო მემარცხენე-ლიბერალურმა, არამედ კონსერვატიულმა წრეებმაც: ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ არამხოლოდ საქართველოს მმართველი რეჟიმის პოლიტიკაზე, არამედ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის საქმიანობაზეც.

იმ ხანებში „კარნეგის ფონდის“ ექსპერტებმაც მიუთითეს, რომ რადგან საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ შეუძლია, ამიტომაც საჭიროა კარგად გავაანალიზოთ სიტუაცია და შევიმუშაოთ კონცეფცია საქართველოს კომპაქტური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლადო, მის ფაქტიურ საზღვრებში, ანუ მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომლის კონტროლიც ხელისუფლებას შეუძლია. თბილისი რაც უფრო მალე გააცნობიერებს და აღიარებს შექმნილ ვითარებას – ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისგან გამოყოფას, მით უფრო სწრაფად გაუმჯობესდება საქართველოს სტაბილურობისა და კეთილდღეობის დონე. ექსპერტების აზრით, საქართველოს ამ რეგიონებზე თავისი სუვერენიტეტის აღსადგენად არანაირი პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსები არ გააჩნია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თბილისი მომხდარ ფაქტს [იურიდიულად] აღიარებს, ეს ხელს შეუწყობს დიალოგის დაწყებას ლტოლვილთა დასაბრუნებლად და არაა გამორიცხული, რომ ყოფილი ავტონომიების მხრიდან ზოგიერთი ტერიტორიული დათმობაც განხორციელდეს.

ზოგადად, შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველა კონფლიქტურ რეგიონში ერთიან მოდელი მქონე პოლიტიკას ატარებს, რომელიც პალეტინის მიმართ განხორციელებულ კურსს ჰგავს, ანუ კონფლიქტის მხარეებმა ერთმანეთისადმი დაპირისპირების პოტენციალი უნდა ამოწურონ და მხოლოდ მაშინ იქნება კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელი. მაგრამ რადგანაც ასეთი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ნავთობისა და გაზის რესურსების ტრანსპორტირების გეგმებს ხელს შეუშლის, ამიტომაც ვაშინგტონი მხარეების წინააღმდეგობის შეზღუდვას ისეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩარჩოებში ცდილობს, რომელიც „დარეგულირების“ სახელითაა ცნობილი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 მარტი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/tsu-instability/3240276.html

ქაოსი უნივერსიტეტში: „პლებსი“ „ელიტისწინააღმდეგ

ზაზა წულაძე

უკვე მეორე კვირაა პარალიზებულია სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), სადაც სტუდენტების ნაწილი, არაფორმალური გაერთიანება -„აუდიტორია 115“-ის სახით, პრივილეგირებულ სტუდენტებს, თვითმმართველობის გაერთიანებას უპირისპირდებიან. მხარეებს დაკავებული აქვთ აუდიტორია და რექტორის კაბინეტი, სასწავლებლის ეზოში კი პერმანენტური აქციები მიმდინარეობს. კონფლიქტის მიზეზი მრავალფეროვანია: უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული თანხები; პრივილეგირებულ სტუდენტთა მიერ პირადი ინტერესების ლობირება უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოებში, დეკანატში, აკადემიურ საბჭოსა და სენატში; კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის გაყვანის მცდელობა, რომელიც თსუ-ს ფინანსების განკარგვაზეა პასუხისმგებელი.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩანერგილი აგენტების – ე.წ. ოდეერ-ების, ანუ იმ ოფიცრების გაძევება, რომლებიც გარკვეულ საგანგებო დავალებებს ასრულებენ და რაც უნივერსიტეტის ავტონომიას ფიქციად აქცევს. უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ პირველად აღიარა, რომ ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის შტატში მინიმუმ ორი სუს-ის აგენტი მუშაობს.

სტუდენტი ანა მარია ბრეგვაძე ამბობს, რომ ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა სოლიდურ თანხებს ხარჯავს არაფრის მომცემ ღონისძიებებზე, როცა უნივერსიტეტში ელემენტარული სასწავლო ტექნიკისა და ლიტერატურის დიდი დეფიციტია: „ეს ადამიანები არიან იმ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც ხარჯავენ 26400 ლარს, როგორც ეს მოხდა წინა თვეში, როცა 75 სტუდენტი წასული იყო ორ დღიან გაურკვეველ ტრენინგზე ბაკურიანში. ეს ფული დაიხარჯა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან, იმ უნივერსიტეტის, სადაც ელემენტარული სასწავლო ტექნიკა არ არის, არ არის ქსეროქსიც კი და არის მსგავსი უამრავი წვრილმანი პრობლემა.“

სტუდენტური თვითმმართველობის ჩამოყალიბების ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2001 წლიდან იღებს სათავეს. მაშინაც სტუდენტების ნაწილი, ასევე პრივილეგირებულ სტუდენტურ გაერთიანებას – სტუდკავშირს დაუპირისპირდა, რომელიც რექტორატის პოლიტიკის გამტარებელი იყო და აპრილში, სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები ჩაატარა.

უკვე 2006 წლიდან, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წესი, უმაღლეს სასწავლებელთა მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების დებულებით განისაზღვრა. ზოგერთმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ მაშინვე გამოთქვა ეჭვი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდენტური თვითმმართველობის დამოუკიდებლობას შეზღუდავდა. ბოლო წლებში, სტუდენტური თვითმმართველობა, მართლაც ისევ სტუდკავშირს დაემსგავსა, პრივილეგირებულ სტუდენტთა გაერთიანებას, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში, ხელისუფლების და მის მიერ დანიშნული რექტორატის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო.

როგორც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, დღეს თვისობრივად განსხვავებული ვითარებაა. უნივერსიტეტს ჰყავს არჩეული რექტორი, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიას აღარ აღიარებს. თვითმმართველობა კი აკადემიურ საბჭოსა და სენატში არსებული ლობისტებისა და რა თქმა უნდა, ხელისუფლების გარკვეული წრეების მხარდაჭერით ცდილობს, უნივერსიტეტში „თამაშის ძველი წესები“ შეინარჩუნოს. სწორედ ამის მიზეზია ის, რომ პირველად ბოლო წლების მანძილზე, სტუდენტური თვითმმართველობა რექტორის გადადგომას ითხოვს.

„სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ხელისუფლების ახალგაზრდული დანამატი. ის იყო ხელისუფლების საცეცი თსუ-ში, რომელიც თავიდან ბოლომდე, პოლიტიკურად, ბიუროკრატიულად იყო ანგაჟირებული. დღეს არსებითად, ინსტიტუციონალურად ასე არ არის. ადრე სტუდენტურ თვითმმართველობას ჰქონდა გარანტირებული დაფინანსება უნივერსიტეტიდან, ახლა კი უნივერსიტეტმა მიაღწია იმას (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია), რომ სტუდენტური თვითმმართველობა დაფინანსებას იღებს მის მიერ დაწერილი პროექტების საფუძველზე ანუ ის სხვა სტუდენტურ გაერთიენებებთან თანაბარი კონკურენციის პირობებში იმყოფება. თუ ბოლო მოვლენებს შევხედავთ, დავინახავათ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წინაშე, როგორც ჩანს, დგას არაფორმალური, „უკანა კარიდან“ საკუთარი ინტერესების ლობირება პრობლემა, რის წინააღმდეგაც აგორდა ეს საპროტესტო ტალღაც“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

დღეისათვის, სიტუაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩიხშია შესული. სახელმწიფო უარს ამბობს, უნივერსიტეტიდან უშიშროების აგენტების გამოყვანაზე. უფრო მეტიც, სახელმწიფო უშიშროების სამსახური (სუს) საერთოდ უარყოფს თსუ-ში ჩანერგილი აგენტების არსებობას.

რექტორი ლადო პაპავა, რომელიც სუს-ს და სტუდენტურ თვითმმართველობას დაუპირისპირდა, უარს ამბობს გადადგომაზე. სტუდენტური თვითმმართველობა არ ხსნის რექტორის გადადგომის საკითხს და უარს აცხადებს თვითდაშლაზე, რასაც სტუდენტების გაერთიანება „აუდიტორია 115“ მოითხოვს.

თსუ-ში თვითმმართველობის ახალი არჩევნები მხოლოდ მაისშია დაგეგმილი. ამ ფონზე, განათლების მინისტრი მხარეებს მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირებაზე დიალოგის დაწყებას სთავაზობს. საინტერესოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, ამ პროცესებში კი სტუდენტების ერთი მეოთხედიც არ არის ჩართული.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 17 მარტი, 2016 წელი

http://www.vestikavkaza.ru/material/157238

გაეროს „ბედნიერების ინდექსში“ საქართველო და სომხეთი ყველაზე უბედური ქვეყნების რიგში მოხვდნენ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა „ბედნიერების ინდექსი“, – რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ბედნიერად და დაკმაყოფილებულად გრძნობს თავს სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრები. „ბედნიერების ინდექსში“ რუსეთმა 56-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანი – 81-ე ადგილზე აღმოჩნდა, სომხეთი და საქართველო კი სიის ბოლოში აღმოჩნდნენ – შესაბამისად, 121-ე და 126-ე ადგილებზე, აფრიკულ განასთან, კონგოსთან და სენეგალთან ერთად. ყველაზე ბედნიერი ადამიანები დანიაში და შვეიცარიაში ცხოვრობენ (პირველი-მეორე ადგილები). საერთოდ კი, ბედნიერი ქვეყნების პირველ ათელში მოხვდა ყველა სკანდინავიური სახელმწიფო, პლუს კანადა, ჰოლანდია, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

როგორც გასულ წელს, ასევე ახლაც, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე ბედნიერად უზბეკები ცხოვრობენ (49-ე ადგილი), მას მოჰყვებიან ყაზახები (54-ე ადგილი), მოლდაველები (55-ე), ბელორუსები (61-ე), თურქმენები (65-ე). ყირგიზებმა 85-ე ადგილი დაიკავეს, უკრაინელებმა – 123-ე.

გამოკვლევა ჩატარდა სხვადასხვა პარამეტრებისა და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით (ცხოვრების დონე, ჯანდაცვის სიტემის მდგომარეობა, სოციალური მხარდაჭერა, ადამიანტა პირადი სუბიექტური შეფასებებით კორუფციაზე, საკუთარ ცხოვრებაზე და ა.შ.). შესაბამისად, პირველი ადგილები დაიკავეს იმ ქვეყნებმა, სადაც მაღალია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება, მაგრამ ასევე მაღალია თვითმკვლელთა რაოდენობა (ფინეთი, შვეიცარია). რეიტინგის ბოლოში კი აღმოჩნდნენ ისეთი სახელმწიფოები, სადაც დაბალია მშპ, მაგრამ ასევე დაბალია თვითმკვლელთა რიცხვი (ვთქვათ,, სომხეთსა და საქართველოში). ზოგადად, დედამიწაზე ბედნიერი ადამიანების რაოდენობამ ასე თუ ისე მოიმატა, მაგრამ აფრიკის ქვეყნების ხარჯზე.

„ვესტნიკ კავკაზას“ კორესპონდენტი ქართველ ექსპერტებს „ბედნიერების ინდექსის“ შესახებ ესაუბრა. როგორც გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ამბობს, იგი სკეპტიკურადაა განწყობილი ინდექსების მიმართ, რადგანაც ასეთი მონაცემები ძირითადად ხელოვნურია და არ შეუძლიათ ასახონ ისეთი ფილოსოფიური მდგომარეობა, როგორიცაა ბედნიერება, რომელსაც თითოეული ადამიანი ყოველ ქვეყანაში თავისებურად განიცდის. „სადღაც ადამიანები თავს უფრო მეტად ბედნიერად გრძნობენ, სადღაც უფრო ნაკლებად. ძალიან რთულია ეს ციფრებსა და პროცენტებში გამოიხატოს. თანაც, როგორ შეიძლება მთლიანობაში ერი ბედნიერი ან უბედური იყოს? ასეთი ინდექსებისა არ მჯერა. გარდა ამისა, მსგავსი მონაცემები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ ქვეყნდება ხოლმე, დღეს ძალიან პოლიტიზებულია“, – აღნიშნა ექსპერტმა.

თავის მხრივ მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ იგი გაკვირვებული არ არის იმით, რომ საქართველო „ბედნიერების ინდექსის“ რეიტინგის კუდშია მოქცეული. ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანის მოსახლეობა უკვე მერამდენე წელია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებში ცხოვრობს. „მიხეილ სააკაშვილი როცა საქართველოდან გაქიცა, ქვეყანა ვალებითა და დათრგუნული ეკონომიკით დატოვა. ჩვენთან არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ბიზნესმენი, სოფლის მეურნეობა განადგურდა, გაბატონებულია ტოტალური უმუშევრობა“, – ამბობს ექსპერტი და იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ „ნაციონალების“ რეჟიმის დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო სამწლინახევრის განმავლობაში ისეთი ეფექტური ზომების მიღება, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავდა და სიტუაციას სტაბილურს გახდიდა.

„საქართველოს ყოველწლიურად იმპორტ-ექსპორტის კოლოსალური დისბალანსი აქვს – თითქმის 5 მილიარდი დოლარი, რაც ჩვენნაირი მცირე ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია [ნეგატიური თვალსაზრისით].  გარდა ამისა, სიტუაცია გააუარესა ლარის დევალვაციამ, თუმცა ბოლო დღეებში ჩვენი ეროვნული ვალუტის განმტკიცების ტენდენცია დაიწყო“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ საუბრის დროს და აღნიშნა, რომ „ბედნიერების ინდექსში“ ერთ-ერთი ბოლო ადგილი იმითაცაა განპირობებული, რომ საქართველოში პედაგოგთა 83%-ს ცოდნა არ ჰყოფნით გამოცდების ჩაბარებისთვის, სამსახურში მიღების მიზნით, ხოლო ჯანდაცვის სისტემა ისეთ დაბალ დონეზეა, როგორიც განვითარებად ქვეყნებშიც კი არ არის. „ცნობილი ეკონომისტების აზრით, საქართველო დიდი ხანია ისეთ ტერიტორიად იქცა, სადაც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მოქალაქეები დოლარებს აგზავნიან და ამ დოლარებით მოსახლეობა იმ პროდუქციას ყიდულობს, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოდის. საქართველოს შიგნით თითქმის არაფერი იწარმოება“, – ასეთ კონსტატაციას აკეთებს ექსპერტი, რომელსაც რეიტინგში საქართველოს 126-ე ადგილი არ უკვირს.

«The Washington Post» (აშშ), 16 მარტი, 2016 წელი

https://www.washingtonpost.com/opinions/vladimir-putin-rides-out-of-syria-as-a-victor/2016/03/15/9a1ca556-eac1-11e5-bc08-3e03a5b41910_story.html

ვლადიმირ პუტინი სირიიდან გამარჯვებული მოდის

აშშ-ის გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა სირიიდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტისაა და ტექნიკის გაყვანის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ვლადიმირ პუტინმა, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ გააკვირვა, ამჯერად სირიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებით. არადა, პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებდა, რომ რუსეთი სირიის ჭაობში ისე ჩაეფლო, იქიდან ვეღარ ამოვაო და ყირიმის მიერთებაზე და დონბასის ამბებზე ვლადიმირ პუტინს სამაგიერო მიეგებაო“, – ნათქვამია სტატიაში და იქვე ჩამოთვლილია რუსეთის მიღწევები სისრიის პრობლემის მოგვარების საკითხში: „ყველაზე აშკარა წარმატება ვლადიმერ პუტინმა იმაში მიაღწია, რომ სამოქალაქო ომის ხასიათი შეცვალა – გასულ წელთან შედარებით პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება განმტკიცდა, სირიის არმიამ რუსეთის დახმარებით ახლა უკვე დამატებით 400 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს“. სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ალყა გაარღვიეს, რუსეთმა აშშ აიძულა ისეთ მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო, სადაც სირიის ხელისუფლებაც ფიგურირებს. მოკლედ, ამერიკული გაზეთის რედაქციის აზრით, რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენა აღადგინა.

მართალია, უფლებადამცველი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები რუსეთს ჰუმანიტარულ კატასტროფასა და ლტოლვილთა ნაკადის ინიცირებაში ადანაშაულებენ (რომელიც ინტენსიურმა ავიადაბომბვებმა გამოიწვია), მაგრამ ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულს დასავლეთი რუსეთს, ალბათ, სანქციებს მოუხსნის.

რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანამ შეიძლება პრეზიდენტ ბაშარ ასადის გემის  „აფრებისათვის ქარი შეასუსტოს“, რომელიც დემონსტრაციულად აცხადებდა, სირიის მთელ  ტერიტორიაზე კონტროლს აღვადგენო, მაგრამ ვლადიმირ პუტინს ასეთი სიტუაციაც აწყობს: მის ინტერესებშია სირიის კონფლიქტის გაყინვა ისე, როგორც ეს უკრაინასა და საქართველოში მოხდა, როცა რუსეთი სტრატეგიულ პოზიციებს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს, როცა რუსეთის გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილების რეალიზება ვერ მოხდება. ახლა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მარტო არიან დარჩენილნი „ისლამური სახელმწიფოს“ პირისპირ და ბრძოლა უფრო რთული იქნება. დღეს ვლადიმირ პუტინი კი არა, თვითონ ბარაკ ობამა დგას ჭაობში ჩაფობის საფრთხის წინაშე., – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Comments are closed