globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 17th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lragir» (სომხეთი): ბიძინა ივანიშვილის სინდრომი: მოსკოვმა სომხეთში მუქარა იგრძნო?

«Badische Zeitung» (გერმანია): ყოველდღიური ტერორისაგან დაშინებულნი // რატომ ითხოვენ ქართველები პოლიტიკურ თავშესაფარს გერმანიაში?

————-

«Lragir» (სომხეთი), 17 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/44773

ბიძინა ივანიშვილის სინდრომი: მოსკოვმა სომხეთში მუქარა იგრძნო?

აიკაზნ გაგრიანი, „ლრაგირის“ მთავარი რედაქტორი

„ფული ბევრი მაქვს, ჩვენი პარტია ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებაო“, – ასე უთქვამს არა აბრამიანს, მოსკოვში მოღვაწე სომეხ მილიარდერს, „რუსეთის სომეხთა კავშირის“ პრეზიდენტს, რომელმაც ამ დღეებში თავისი პოლიტიკური გეგმები გამოაცხადა. მან ასევე გაამჟღავნა თავისი ამბიციები – სომხეთის პრეზიდენტობასა და პრემიერ-მინისტრობაზე, თან მიანიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის დავალებას ასრულებს.

სომხეთის პოლიტიკურ ველზე ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის სინდრომი ძლიერდება. ამ სინდრომით პირველად ოლიგარქი გაგიკ ცარუკიანი დაავადდა, რომლის ფულით დაარსდა პოლიტიკური კონგლომერატი „აყვავებული სომხეთი“ და, რა დასამალია, მრავალრიცხოვანი ელეტორატიც ჩამოყალიბდა. გარდა მისა, მილიარდერი გაგიკ ცარუკიანი უამრავ პატარ-პატარა პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მასმედიას და ვეტერანების კავშირს ინახავდა.

ამასთან დაკავშირებით პარალელი ივლებოდა საქართველოსთან, გაგიკ ცარუკიანს ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ადარებდნენ, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებაში რუსეთის დახმარებით მოვიდა. ცარუკიანის „ივანიშვილიზაციასაც“ მოსკოვს უკავშირდებოდა, მაგრამ როცა კრემლის ერთ-ერთმა მრჩეველმა მას კლოუნი უწოდა, კომგლომერატი „აყვავებული სომხეთი“ დაიშალა (თუ დაშალეს).

ბიძინა ივანიშვილი – ეს არის რუსული პროექტი, რომლის მიზანს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის შეცვლა წარმოადგენს. ივანიშვილის ხელისუფლება [„ქართული ოცნება“] ძალისხმევას არ აკლებს მიზნის შესრულებას, მაგრამ წინა ხელისუფლების [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“] დროს დამკვიდრებული პოლიტიკურ-იდეოლოგიური საფუძველები და ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური სწრაფვა იმდენად მტკიცე აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმატებას ვერ აღწევს.

დღეს არა აბრამიანი აცხადებს, მე უფრო მეტი ფული მაქვს, ვიდრე გაგიკ ცარუკიანსო და ხაზს უსვამს, რომ მისი პარტიის იდეოლოგია სხვებისაგან განსხვავებული იქნებაო. მაგრამ რით იქნება განსხვავებული, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. მიზანი მან უკვე გამოაცხადა – სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის განმტკიცება, თუმცა სომხეთის პარტიების უმრავლესობასაც იგივე მიზნები აქვს.

ანუ სიტუაცია ისე უნდა გავიგოთ, რომ არა აბრამიანი გაგიკ ცარუკიანისაგან მხოლოდ იმით იქნება განსხვაბული, რომ იგი ადგილობრივი არ არის, პირდაპირ მოსკოვიდანაა გამოგზავნილი, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად.

მარტალია არა აბრამიანი, როცა ამბობს, რომ პარტია ბიზნესად არავინ არ უნდა გადააქციოსო, მაგრამ ისიც ცხადია, რომ პარტია მხოლოდ ფულით არ უნდა იყოს შექმნილი. აშკარაა, რომ არა აბრამიანის პარტია ისეთივე დეგრადირებული ორგანიზაცია იქნება, როგორც სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებთაც მხოლოდ ფულის წყურვილი აერთიანებთ. აი, ესაა მთელი მათი „იდეოლოგია“. ახალი პარტია კლასიკურ კოლაბორაციონისტურ გაერთიანებად გადაიქცევა.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის შესაცვლელად მიავლინეს და ამაში რაღაც „იდეოლოგია“ ჩანს, მაგრამ რას შეცვლის არა აბრამიანის პარტია და რომელი მიმართულებით? განა სომხეთი, საქართველოს მსგავსად, რუსული ორბიტას ჩამოსცილდა და ამას მხოლოდ კრემლში ხედავენ?

მოსკოვმა გაგიკ ცარუკიანი და მისი თანამზრახველები „კლოუნებად“ შერაცხა. ალბათ, არა აბრამიანს წინ შედარებით უფრო არასახარბიელო პერსპექტივა ელოდება. და საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის სინდრომი მომაკვდავი იმპერიის აგონიით დამთავრდება, რომელიც ამ სინდრომით დაავადებულებს თან წაიყოლებს.

«Badische Zeitung» (გერმანია), 17 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.badische-zeitung.de/st-peter/zermuerbt-vom-taeglichen-terror–112659894.html

ყოველდღიური ტერორისაგან დაშინებულნი

რატომ ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ქართველები გერმანიაში?

სტატიაში გადმოცემულია ქართველი დევნილების ისტორია და ის „ყოველდღიური ტანჯვა, დაშინება და ტერორი“, რომელსაც ისინი საქართველოში ცხოვრების დროს „განიცდიდნენ“ (ავტორი – ერიხ კრიგერი).

გთავაზობთ ამონარიდს (თავისუფალი თარგმანი):

„ირაკლიმ და ეკამ მშობლიური თბილისიდან თავს გაქცევით უშველეს: ბათუმიდან თურქეთში გადავიდნენ,  შემდეგ კი ბერძენი მძღოლის დახმარებით, რომელსაც 5 ათასი ევრო გადაუხადეს, ფარულად გერმანიაში, კარლსრუემდე ჩამოაღწიეს და ფალკაუს (მდებარეობს ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, ფრაიბურგის ოკრუგი, ზემო შვარცვალდი – ს.კ.) ახლოს დაბინავდნენ, მოგვიანებით კი რეგისტრაცია კომუნა სანკტ-პეტერსში გაიარეს. ამჟამად მათ დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვთ.

ქართველების ოდისეა და მისი მიზეზები

ირაკლის ამ თემაზე საუბარი უჭირს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანული ენა სუსტად იცის: „საქართველოში ცხოვრება ძალიან რთული და გაუსაძლისია, ჩვენთან დემოკრატია არ არსებობს, კორუფცია და პოლიციური რეჟიმია გამეფებული“, – მძიმედ საუბრობს იგი. ირაკლი 17 წლისა იყო, როცა მოხალისე ჟურნალისტის სახით პირველად მიიღო მონაწილეობა ოპოზიციურ მიტინგში და ვიდეო გადაიღო. იმ დღესვე მის ბინაში პოლიციის თანამშრომლები შეიჭრა და ჩხრეკის დროს მთელი ოთახი გადმოატრიალეს… დედამისი პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ოპოზიციონერებთანაც კავშირი ჰქონდა. დედამისზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ირაკლი ბრალის წაუყენებლად დააკავეს, შედეგ კი დედა სამსახურიდან გაუთავისუფლეს. სამი წლის განმავლობაში იგი ციხეში იჯდა და ყოველდღიურ ტერორს განიცდიდა: „ჩვენი საკანი დერეფნის ბოლოში იყო. ყოველდღე გვცემდნენ. პატიმრების ყვირილს რომ გავიგებდით, უკვე ვიცოდით, რომ ჩვენთანაც მალე მოვიდოდნენ. ეს ძალიან მტანჯველი გრძნობაა, ცემაზე უარესიც კი“.

მეორედ დაპატიმრების საფრთხე

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ირაკლი და მისმა მეუღლემ საქართველოდან გაქცევა გადაწყვიტეს, „რადგან თუ კიდევ დამიჭერდნენ და ციხეში ჩამსვამდნენ, ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა“. ირაკლი დღემდე დეპრესიაშია და ღამით ხშირად იღვიძებს, ციხის საშინელი მოგონებები ძილს უფრთხობს. „გერმანიაში ყოფნისას პირველად ვიგრძენით თავი თავისუფლად, პირველად ვცხოვრობთნ ნორმალური ცხოვრებით. ჩვენ გვინდა, რომ აქ დავრჩეთ, აქ ვისწავლოთ და ვიმუშაოთ“, – ამბობე ირაკლი და ეკა. ისინი გერმანული ენის შემსწავლელ ექვსთვიან კურსებზე დადიან, ირაკლის ფსიქოთერაპიის კურსიც აქვს დანიშნული. სანკტ-პეტერის კომუნის მოსახლეობა მათ ყველანაირად ხელს უწყობს ადაპტირებაში: „ჩვენ ყველაფრით ვეხმარებით, რითაც შეგვიძლია“, – ამბობს სიუზანა რეკარდტი, უპოვართა ერთ-ერთი მხარდამჭერი“.

პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე ადგილობრივი აქტივისტების და სოციალური მუშაკების ძალისხმევა ქართველი „პოლიტემიგრანტების“ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხში, შემოწირულებების შეგროვება და სხვა ფაქტები.

———–

გაზეთ „ბადიშე ცაიტუნგ“-მა მსგავსი შინაარსის მასალა 16 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ჯულიანა ეილანდი აღწერს  ქართველი დევნილების, 21-22 წლის ცოლ-ქმარ ნათია კვარაცხელიასა და ნიკა ხონელიძის თავგადასავალს. ისინი გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. მიზეზი ისაა, რომ საქართველოში მათ პოლიტიკური ოპონენტები დევნიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ცხვირ-პირს უმტვრევენ სხვაგვარი პოლიტიკური შეხედულებების გამო და ამიტომ საქართველოდან გამოიქცნენ“.

წყარო: http://www.badische-zeitung.de/lahr/die-fremde-sprache-ueben-ist-ihr-ziel–112618535.html

Comments are closed