globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 17th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«РБК Daily» (რუსეთი): ჩინეთიდან თურქეთში: გამოუვა თუ არა პეკინს „აბრეშუმის გზის“ პროექტი რუსეთის გარეშე?

«Радио Голос Америки» (აშშ): როგორ უშლიან ხელს არსენ იაცენიუკი და არსენ ავაქოვი მიხეილ სააკაშვილს კორუფციასთან ბრძოლაში

——————

«РБК Daily» (რუსეთი), 17 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.rbcdaily.ru/politics/562949998605327

ჩინეთიდან თურქეთში:

გამოუვა თუ არა პეკინს „აბრეშუმის გზის“ პროექტი რუსეთის გარეშე?

სტატიაში განხილულ-გაანალიზებულია „აბრეშუმის დიდ გზის“ თანამედროვე პროექტი, რომლის განხორციელებასაც ჩინეთის ხელისუფლება შეუდგა: აზიიდან ევროპაში ტვირთების გადასატანად, რუსეთის გვერდის ავლით, პეკინმა ახალი ინფრასტრუქტურის „აბრეშუმის ქარის“ შექმნა დაიწყო, რომელსაც 40 მილიარდამდე დოლარით აფინანსებს (ავტორები – ალექსანდრ არტემიევი და გიორგი მაკარენკო).

„გასულ კვირას საქართველოში ჩინეთიდან პირველი სარკინიგზო შემადგენლობა ჩავიდა, რომელიც საერთაშორისო პროექტ „აბრეშუმის ქარის“ ჩარჩოებში განხორციელდა – ამ ეშელონმა ტვირთი საქართველოს საზღვაო ნავსადგურ ფოთის მეშვეობით თურქეთში უნდა ჩაიტანოს. მატარებლის თბილისის სადგურში შესვლა, შეიძლება ითქვას, საზეიმოდ აღინიშნა – ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის თქმით, ამიერიდან ჩინეთის ტვირთები ევროპაში უოკლესი გზით და უმოკლეს დროში იქნება გადატანილიო. ეს მოვლენა ფართოდ იქნა გაშუქებული როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის მასმედიის მიერ.

საინტერესოა, რომ თბილისის სადგურში „აბრეშუმის ქარის“ პირველი ტრანზიტული საკონტეინერო მატარებლის შესვლა კვირას მოხდა, ორშაბათს კი ჩინეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ვიზიტი დაიწყო. როგორც რუსი პოლიტოლოგი, აზია-წყნარი ოკეანის კვლევითი ცენტრის დირექტორი ნატალია სტაპრანი ამბობს, პეკინმა „აბრეშუმის დიდი გზის“ აქტიური რეკლამირება ერთგვარ პოლიტიკურ ჟესტად წარმოაჩინა, რომ მოსკოვისაგან რაღაც დათმობები მიიღოს: „სინამდვილეში ეს მატარებელი მხოლოდ საცდელი სვლაა, რომელიც ჩინეთს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ორმხრივ ურთიერთობები გასაფართოებლად ჭირდება“.

მარშრუტი, რომელმაც ჩინეთი და ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, შემდეგ კი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, 2013 წელს იქნა შემუშავებული და მას „აბრეშუმის ქარი“ ეწოდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ინიციატორი ყაზახეთი გახლდათ და მას მხარი ევროკავშირმაც დაუჭირა, რომელიც იმავდროულად „ტრასეკას“ პროგრამასაც აფინანსებს („ტრასეკა“ – სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზია). სწორედ ევროკავშირმა ჩართო „ტრასეკა“ „აბრეშუმის ქარში“. ეს მარშრუტი სრულად ამოქმედდება იმ დროს, როცა მწყობრში ჩადგება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობა, სამწუხაროდ, ძალიოან ჭიანურდება. ჯერ-ჯერობით კი ჩინეთიდან წამოსული სატვირთო კონტეინერები ყაზახეთის კასპიისპირა სატვირთო ნავსადგურ აქტაუში გროვდება, შემდეგ კი ბორანით – ბაქოში, გაივლის მატარებლით საქართველოს ტერიტორიას, ფოთის ნავსადგურიდან კი ისევ ბორანით თურქეთში და იქიდან – ევროპაში. აღსანიშნავია, რომ ამ მარშრუტის პირველი საცდელი გამოყენება ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში დაიგეგმა, ივლისში ტესტური მატარებემა, ჩინეთის შიხეცზის სადგურიდან, ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით, საქართველოში ხუთ დღე-ღამეში ჩავიდა.

„აბრეშუმის დიდი გზის“ სტრატეგია ჩინური ექსპორტის სტიმულირების სტრატეგიას წარმოადგენს. ეს არის მეგა-პროექტი, რომელიც რიგ ქვე-პროექტებადაა დაყოფილი. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ჩინეთის მიერ დაფინასებული საერთაშორისო პროექტები, პირველ რიგში, თვითონ ჩინეთისთვისაა მომგებიანი. ეს არის ისეთი მოდელი, რომელიც ჩინეთის ვაჭრობის სალდოში პროფიციტს უზრუნველყოფს, ხოლო სხვა ქვეყნების სალდოში – დეფიციტს“, – ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან ჰოლსლაგი.

რამდენად უთავსდება ჩინეთის „აბრეშუმის გზის“ პროექტი რუსეთის ინტერესებს?

მართალია, პეკინი და მოსკოვი აცხადებენ, რომ „აბრეშუმის გზისა“ და „ევრაზიული ინტეგრაციის“ პროექტები ერთმანეთს ხელს არ უშლისო, მაგრამ ეს ასე არ არის. გარდა ამისა, საეჭვოა ჩინეთის პოზიციაც, რომ პროექტს მხოლოდ ეკონომიკური მიზნები აქვს, პოლიტიკური ინტეგრირება ჩაფიქრებული არ არისო. ამ ორი პროექტის ეკონომიკური ინტერესები უკვე ერთმანეთს უპირისპირდება: მაგალითად, პეკინისათვის არასასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მოსკოვის ინიციატივით შექმნილი საბაჟო კავშირის მიერ დაწესებული ტარიფები ჩინეთისათვის საკმაიოდ წამგებიანი. რუსეთი ცდილობს, რომ ცენტრალურ აზიაში თავისი პოზიციები არ შეასუსტოს, იგივე მიზანი აქვს ჩინეთსაც. ამ კონკურენციაში რუსეთი აშკარად აგებს – ვაჭრობის მოცულობა მცირდება, ჩინეთისა კი იზრდება. გარდა ამისა, რუსეთის რკინიგზები, მაგალითად, „ტრანსსიბის“ მნიშვნელოვანი მონაკვეთი, „აბრეშუმის გზის“ პროექტის თანახმად, ჩინური ტვირთების გარეშე დარჩება.

თუმცა, ობიექტურნი თუ ვიქნებით, ჩინეთის სატრასპორტო-ინფრასტრუქტურულ გარღვევაზე ლაპარაკი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. ამაზე ციფრები მეტყველებს: 2014 წელს ჩინეთ-ევროკავშირის ქვეყნების ორმხრივმა ვაჭრობამ, ევროკომისიის მონაცემებით, 466 მილირად ევროს მიაღწია, მაგრამ ამ მოცულობიდან რკინიგზით მხოლოდ 4,9 მილიარდი ევროს ტვირთების გადაზიდვა განხორციელდა.

„მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, აბრეშუმის გზით“ სარკინიგზო გადაზისდვები არარენტაბელურია და საზღვაო გადაზიდვებს ბევრად ჩამოუვარდება“, – ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან ინტერვიუში ნატალია სტაპრანი. იგი იმოწმებს ამერიკული გამოცემის „უოლ სტრიტ ჯორნელის“ მიერ ამასწინანდელ გამოკვლევას, რომლის თანახმად, რკინიგზა ვერასოდეს ვერ სეცვლის საზღვაო გადაზიდვებს: სარკინიგზო შემადგენლობით მხოლოდ რამდენიმე ასეული კონტეინერის გადატანა შეიძლება, საზღვაო კონტეინერმზიდით კი – დაახლოებით 18 ათასისა. უფრო მეტიც – თუ „აბრეშუმის გზის“ პროექტს უფრო დაკვირვებით, ფიარის გარეშე მივუდგებით, დავინახავთ, რომ ეს მარშრუტი შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი არ არის, მაგალითად, არ არსებობს გადასატვირთი ტერმინალები. „მხოლოდ რელსები არაფერს ნიშნავს. რკინიგზის არსებობა მხოლოდ მეასედი ნაწილია იმისა, რაც ტვირთების ეფექტურ და მომგებიან გადაზიდვას სჭირდება. „ასე რომ, „აბრეშუმის ქარის“ მატარებლის მისვლა თბილისში ჯერ-ჯერობით მხოლოდ პილოტურ პროექტად უნდა განვიხილოთ“, – ამბობს აზია-წყნარი ოკეანის კვლევითი ცენტრის დირექტორი ნატალია სტაპრანი.

«Радио Голос Америки» (აშშ), 17 დეკემბერი, 2015 წელი

http://ukrainian.voanews.com/content/avakov-yatsenuk-saakashvili-herbst/3105657.html

როგორ უშლიან ხელს არსენ იაცენიუკი და არსენ ავაქოვი მიხეილ სააკაშვილს კორუფციასთან ბრძოლაში

„მართალია, საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ავტორიტარიზმის გამოვლინებები ახასიათებს, მაგრამ ოდესის ოლქის გუბერნატორის რანგში იგი კორუფციის დამარცხებას მართლაც ცდილობს. ამასთან, უკრაინის მთავრობის მეთაური არსენ იაცენიუკი და შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი კორუფციასთან ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილს ხელს უშლიან, მოქმედების საშუალებას არ აძლევენ“, – ასე შეაფასა კიევში 14 დეკემბერს რეფორმების საბჭოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ჯონ ჰერბსტმა.

ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც ამჟამად ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსია, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და არსენ ავაქოვს შორის მომხდარი დაპირისპირება იმის მაჩვენებელია, რომ უკრაინულ პოლიტიკაში აშკარად ჩანს უმწიფრობის ელემენტი, განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე.

„მე მიხეილ სააკაშვილის მაინცდამაინც დიდი ფანატი არ გახლავართ. ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონი მას რბილად ეპყრობოდა. იისიც კარგად ვიცი, რომ ავტორიტარიზმის გამოვლინებები ახასიათებს. მე კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, – ხაზი გაუსვა ჯონ ჰერბსტმა. ამასთან, მისი თქმით, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში რიგი რეფორმები განახორციელა: „ამ მხრივ, ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნული ნეგატიური ასპექტების მიუხედავად, იგი ძალიან განსხვავდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსაგან“, – თქვა ამერიკელმა პოლიტოლოგმა.

ჯონ ჰერბსტი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე ნაყოფიერად მუშაობას ცდილობს, მაგრამ მას კიეველი მაღალჩინოსნები ხელს უშლიან. „მაგალითად, საბაჟოს რეფორმირებაში მიხეილ სააკაშვილს ხელი შეუშალა პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა, რაც მის მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომაა… ოდესის საბაჟო ისეთი ხვრელია, საიდანაც უკრაინის სახელმწფოს პოლიტიკურ ორგანიზმში აბსცესი იწყება. ჰოდა, როცა ოდესის გუბერნატორი ამ ორგანოს მუშაობის გაკონტროლებას შეეცადა, არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ საბაჟოსადმი კონტროლი უკრაინის მთავრობის პრეროგატივააო და რეფორმა შეაჩერა იმ მოტივით, რომ მხოლოდ ერთ ოლქში კი არ უნდა განხორციელდეს, არამედ მთელ ქვეყანაშიო. ეს იყო არსენ იაცენიუკის შეცდომა. იგი ამისთვის კრიტიკას მართლაც იმსახურებს“.

რაც შეეხება არსენ ავაქოვს, ოდესის ოლქის გუბერნატორს კორუფციასთან ბრძოლაში ისიც ხელს უშლიდა: „მიხეილ სააკაშვბილმა ოდესის პოლიციის უფროსად საქართველოდან წაყვანილი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამებრძოლი დანიშნა. ტრადიციულად, ოლქის პოლიციის უფროსს საქმიანობის რამდენიმე მიმართულება გააჩნია, მათ შორის – კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ბატონმა არსენ ავაქოვმა მას ამ ფუნქციის შესრულების უფლება წაართვა, რითაც ხელი შეუშალა მიხეილ სააკაშვილს“, – ამბობს ჯონ ჰერსტი.

„ამრიგად, ორმა კიეველმა მაღალჩინოსანმა ოდესაში კორუფციის შესაძლებლობა დაუშვეს. ეს ძალიან სამარცხვინო მოვლენაა“, – ასკვნის ამერიკელი დიპლომატი.

Comments are closed