globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 18th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): მოსკოვი და თბილისი კვლავ კლინჩის მდგომარეობაში არიან // საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკაზე ნერვიული რეაგირება მოახდინა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „მცირე ქვეყანას საკუთარი თავის შენარჩუნება და დაცვა მხოლოდ ძლიერ მოკავშირესთან ერთად შეუძლია“

«РИА Новости» (რუსეთი): ინტერვიუ ვიაჩესლავ ჩირიკბასთან: „ჟენევის დისკუსიები ამიერკავკასიისათვის უსარგებლო არ არის“

—————–

«Независимая газета» (რუსეთი), 18 მარტი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-03-18/7_tbilisi.html

მოსკოვი და თბილისი კვლავ კლინჩის მდგომარეობაში არიან

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკაზე ნერვიული რეაგირება მოახდინა

იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი

(შემოკლებით)

ქართულ-რუსული მოლაპარაკების ფორმატი „აბაშიძე-კარასინი“ შეიძლება გადაიხედოს – ასეთი კომენტარი გაუკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ანტირუსული გამონათქვამების დაუშვებლობის თაობაზე. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ფორმატის გადასინჯვის საკითხი აქტუალური გრიგორი კარასინის ცინიკურმა სიტყვების შემდეგ გახდა.

თბილისში იმედი ჰქონდათ, რომ პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრის დროს მოსკოვის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ განცხადება გაკეთდებოდა: ამისათვის საკმაოდ კარგი წინაპირობები იყო შექმნილი – სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ლაპარაკობდა მინისტრი სერგეი ლავროვი და თვითონ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ამ განზრახვებს საქართველომაც შესაბამისი „ანტურაჟით“ უპასუხა – თბილისსა და კახეთის რეგიონში მიტინგები გაიმართა, რომლის დროსაც „რიგითმა მოქალაქეებმა“ „რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების სურვილი“ გამოხატეს და რადგანაც ასეთი დამოკიდებულების დამყარებას ხელს სავიზო რეჟიმი უშლის, კარგი იქნება, თუ ვიზები გაუქმდებოდა. უფრო ადრე კი საექსპერტო დონეზე კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც აღინიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესება. ისე ჩანდა, რომ მოსკოვი დღე-დღეზე გააუქმებდა სავიზო რეჟიმს, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა შემოიღო „პანკისის ხეობიდან ჩეჩენი ბოევიკების რუსეთში გადასვლის აღსაკვეთად“. ვიზების გაუქმება მართლაც აუცილებელი ჩანდა განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას გეგმავს. გეოპოლიტიკური კონკურენციის საღი აზრი მოსკოვს იგივე ნაბიჯის გადადგმას კარნახობდა, მაგრამ… პირიქით გამოვიდა.

გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ამჟამად არაა ისეთი პირობები, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზა-ლიბერალიზების პროცესი გააგრძელოსო. თუ რას გულისხმობდა მინისტრის მოადგილე, ეს მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს – მართალია, მიხეილ სააკაშვილის დროინდელი კონფრონტაცია უკან დარჩა, მაგრამ აშკარად შესამჩნევია ახალი ანტირუსული რიტორიკის ზრდის ტენდენცია. „ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკოსებს თავიანთი პოზიციების განმტკიცება სურთ. მათ უნდათ, რომ საკუტარი თავი ყველაზე დიდ და მხურვალე პატრიოტებად წარმოაჩინონ… ლაპარაკობენ რუსულ ექსპანსიასა და საფრთხეებზე… თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მთელ მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდებს. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არავის პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ჩვენ ან ისევ კონფრონტაციას დავუბრუნდებით, ან იმ დიალოგს გავაგრძელებთ, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება“, – ხაზი გაუსვა გრიგორი კარასინმა.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ აბაშიძემ მოლაპარაკების ტონალობა საქმიანად ჩათვალა და განაცხადა, რომ იგი თავის კოლეგას ყველა საჭირ-ბოროტო საკითხზე მოალაპარაკა, მათ შორის აცნობა ქართული მხარის პროტესტი სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა რაიონში გზის მშენებლობაზეც, თბილისში გრიგორი კარასინის სიტყვებმა ემოციური აფეთქება გამოიწვია: ხელისუფლებამ და ოპოზიცია ერთნაირად აღშფოთდა, რაც მათი ურთიერთდამოკიდებულების დღევანდელი „სტანდარტებიდან“ გამომდინარე, არნახული ფაქტია. ქართულმამხარემ გრიგორი კარასინის განცხადებაში დაინახა როგორც ეთიკის დარღვევა, ასევე შანტაჟი, მუქარა, საშინაო საქმეებში ჩარევა, ახალი აგრესიისათვის მზადება და სიტუაციის მანიპულირების მცდელობა  არჩევნების წინ, პარლამენტში პრორუსული ძალების მოყვანის მიზნით“. ალბათ, ყველა ამ განცხადების ავტორის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მით უმეტეს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართული პოლიტიკური ბომონდის სხვა წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, თავშეკავებული იყო: მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია ჯერ პირადად ზურაბ აბაშიძისაგან უნდა მიიღოს და იქვე დაამატა, რომ ყველა შემთხვევაში საქართველო, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ფასად, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში დათმობაზე არ წავაო.

შესაძლოა გრიგორი კარასინის შეფასებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ზოგიერთებისათვის ძალიან ხისტად გაისმა, ზოგიერტებისათვის კი ორაზროვნად, მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ მხარეები, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში, შეთანხმდნენ, რომ მწვავე პოლიტიკური პრობლემების განხილვას გვერდს აუვლიდნენ, მაშინ ეს შეთანხმება ორივე მხარემ უნდა დაიცვას. ერთია, როცა ანტირუსულ განცხადებას აკეთებს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობა“,  მეორე კი – როცა მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენელი – თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. ასე რომ, თუ სიტუაციას ამ კუთხით შევხედავთ, გრიგორი კარასინის განცხადება არცთუ ისე უადგილოდ მოგვეჩვენება.

არაა გამორიცხული, რომ საქართველოს პარლამენტში სწორედ ამ მწვავე ნეგატივის განეიტრალების მიზნით გაკეთდა განცხადებები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც ცნობილია, „ოკუპირებულ ტერიტორიებში“ ოფიციალური თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გულისხმობს. თუ კანონის დებულებები მართლაც შეიცვლება, მაშინ ეს ხელს შეუწყობს თბილისში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის მონაწილეობას. საქმე იმაშია, რომ კანონის დღევანდელი მოთხოვნის თანახმად, ის პირები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ, სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ აღნიშნა, რუსეთის დელეგაციის წევრების უსაფრთხო სტატუსის საკითხი პრაღის შეხვედრაზეც განიხილეს და შესაბამისად, პარლამენტს შეუძლია კანონდამრღვევების მიმართ გამონაკლისი გააკეთოს, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმება, როგორც ამას რუსეთი მოითხოვს, გამორიცხულია.

«РИА Новости» (რუსეთი), 17 მარტი, 2016 წელი

http://ria.ru/interview/20160317/1391472320.html)

ინტერვიუ ვიაჩესლავ ჩირიკბასთან: „ჟენევის დისკუსიები ამიერკავკასიისათვის უსარგებლო არ არის“

„ერთი წლის წინ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ოლღა ალენოვა შეხვდა და ესაუბრა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს და შეეცადა იმის გარკვევას, კარგავს თუ არა რესპუბლიკა ამ ხელშეკრულებით თავის დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ლეონიდ თიბილოვი ოლღა ალენოვას მრავალრიცხოვან შეკითხვებს პასუხობს.

პრეზიდენტის თქმით, ხელშეკრულების გაფორმება ორი ხალხის, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში მომხდარი ისტორიული მოვლენაა: სამხრეთ ოსეთმა რუსეთის მოკავშირის სტატუსი შეიძინა. დღეს უკვე ორივე სახელმწიფოს ერთიანი თავდაცვითი სივრცე აქვს, ერთიანი უსაფრთხოება, გარეშე აგრესიისაგან ერთობლივი დაცვა… „ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება ხალხის ცხოვრებაზე მოკლე ხანში აშკარად ვერ აისახება, ამას დრო ჭირდება, დამატებითი სეტანხმებები, მაგრამ მთავარი მიღწეულია – ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – ამბობს ლეონიდ თიბილოვი.

კორესპონდენტი დაზუსტებულ პასუხს ითხოვს და ეკითხება:

- თუ მოხდება, ვთქვათ, რაიმე სამხედრო ინტერვენცია, ვინ იღებს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის თავდაცვაზე – რუსეთი თუ თვითონ სამხრეთ ოსეთი? ეს საკითხი გასულ წელს ბევრ თქვენს თანამემამულეს აღელვებდა…

- გადაწყვეტილებას მთავარსარდლები ღებულობენ…

- ანუ მსგავსი რამ, ვთქვათ, ხვალ რომ მოხდეს, გადაწყვეტილებებს რუსეთის პრეზიდენტი და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მიიღებს?

- ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით, გადაწყვეტილების მიღება სწორედ ასე მოხდება.

- ამ ხელშეკრულების გაფორმების წინ თქვენთან ცხარე დისკუსიები იმართებოდა იმაზე, რომ ინტეგრაციის შეთანხმება სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობას დაკარგავსო და რომ თქვენს თავდაცვის სამინისტროს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შთანთქავსო. როგორაა დღეს საქმე, მართალც „გადაყლაპა“ თუ არა ერთმა მეორე?

- დიახ, ამის თაობაზე ბევრი ლაპარაკი მიდიოდა… ერთი მხრივ, კი – ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ჩვენი სამინისტრო რუსეთის სამხედრო უწყებაში უნდა შევიდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით შესაბამის შეთანხმებაზე მუშაობა არ დასრულებულა. დღეს სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო ძველი სტატუსით არსებობს და რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემაში შედის იგივე სიტუაციაა საბაჟოებისა და სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურებთან დაკავშირებითაც.

- ბოლო დროს სამხრეთ ოსეთში ხშირად გაისმის ხმები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დამოუკიდებლობის იდეამ თავისი თავი უკვე ამოწურა?

- ჩვენს საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს. მაგრამ როცა ასეთი საკითხების განხილვა ხდება, რომლებიც სახელმწიფოებრიობას ეხება, გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი რიგი გარემოებები: დრო, ეპოქა, გეოპოლიტიკური სივრცე… ჩვენ კარგად გვესმის, რომ დამოუკიდებლობის იდეა მშვენიერია. ოსური სახელმწიფო მრავალი საუკუნის შემდეგ აღდგა. ჩვენმა ხალხმა გმირობა გამოიჩინა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, საქართველოსაგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. თუმცა საქართველო კვლავ პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც მას 1921 წელს გადასცეს, ოსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამასთან, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში, როცა ტურბულენტობა მთელ რეგიონებს მოიცავს, მცირე ქვეყანას საკუთარი თავის შენარჩუნება და დაცვა მხოლოდ ძლიერ მოკავშირესთან ერთად შეუძლია. 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთზე საქართველოს არმიის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელობამ ჩვენთვის სასარგებლო ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო – დამოუკიდებლობის აღიარება. სამხრეთ ოსეთის ხალხი გაქრობის ზღვარზე იდგა, ამ გადაწყვეტილებამ კი ახალი ძალა და სტიმული მოგვცა. ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს პერსპექტივაში უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგათ. ამ საკითხზე ვმუშაობთ.

- არის რაიმე რეაქცია კრემლიდან სამხრეთ ოსეთის სურვილზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ?

- რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობის ხასიათი თვითონ ოსი ხალხის გადასაწყვეტია. ამასთან, ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად ფიქრი და განსჯაა საჭირო. ჩემი აზრით, დრო ჩვენი იდეის სასარგებლოდ მუშაობს. რაც სეეხება კონკრეტულ რეაქციას, მოსკოვი საქმის კურსშია, იქ იციან, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული შესაძლებლობებისა და პირობების არსებობაა საჭირო. არავინ არ ფიქრობდა რამდენიმე წლის წინათ, რომ ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდებოდა რუსეთთან მიერთების მიზნით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა და დღეს ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია. არაა გამორიცხული იგივე მოხდეს სამხრეთ ოსეთისათვის… ჩვენ მომენტს ველოდებით…

«РИА Новости» (რუსეთი), 17 მარტი, 2016 წელი

http://ria.ru/interview/20160317/1391472320.html

ინტერვიუ ვიაჩესლავ ჩირიკბასთან: „ჟენევის დისკუსიები ამიერკავკასიისათვის უსარგებლო არ არის“

17 მარტს გამოქვეყნდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ინტერვიუ, რომელიც მას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტმა“ ჩამოართვა. ინტერვიუში აფხაზეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი საუბრობს რუსეთთან ურთიერთობაზე, სერგეი ლავროვთან დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს (განსახილველი საკითხები: ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობა, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები…).

როგორც ვიაჩესლავ ჩირიკბა აღნიშნავს, არის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა აფხაზეთს 2009 წელს გაცემული ორმილიარდ რუბლიანი კრედიტი ჩამოაწეროს. ამ საკითხზე რაულ ხაჯიმბამ და ვლადიმირ პუტინმა უკვე იმსჯელეს. ეს საკითხი საბოლოოდ რუსეთ-აფხაზეთის  ერთობლივ სამთავრობო კომისიის სხდომაზეც უნდა განიხილონ.

ვიაჩესლავ ჩირიკბამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ჟენევის დისკუსიებზე ქართული მხარე უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შეთანხმებას ზალის არგამოყენების ტაობაზე როგორც აფხაზეთთან, ასევე სამხრეთ ოსეთთან. „ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს რევანშისტული განზრახვები აქვს – თბილისი ელოდება მოხერხებულ მომენტს, რომ კვლავ შეეცადოს ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებზე კონტროლის დაბრუნებას ძალის გამოყენების მეშვეობით. სწორედ ასე შეიძლება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიმართ საქართველოს პოზიციის ინტერპრეტირება. არადა, შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე ურთიერთობის ნორმალიზება წარმოაუდგენელია. თბილისისაგან არანაირი კონსტრუქციული, რეალისტური ინიციატივა არ მოდის. პარალელურად საქართველო ააქტიურებს საინფორმაციო ომს აფხაზეთისა და სამხრეტ ოსეთის წინააღმდეგ, ცდილპობს მაქსიმალურად მოგვაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში… თუმცა ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიულია და საბოლოო ჯამში საქართველო ამით ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს“, – ამბობს ინტერვიუში აფხაზი მინისტრი და იქვე აღნიშნავს, რომ იგი ჟენევის დისკუსიებს უსარგებლოდ არ მიიჩნევს:

„ჟენევაში რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები, მიმდინარეობს აზრთა ინტენსიური ურთიერთგაცვლა უსაფრთხოების საკითხებზე, არის იმის შესაძლებლობა, რომ სიტუაციას პირდაპირ გავეცნოთ, ყველა მხარის თანდასწრებით. აფხაზეთისათვის, რომელსაც სხვა საერთაშორისო ტრიბუნა არ აქვს, ჟენევის დისკუსიებს პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ“.

ვიაჩესლავ ჩირიკბას აზრი საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ:

„ჩვენ არ შეიძლება არ გვაღელვებდეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის აშკარა გაღრმავების საკითხი. საქართველო მაღალეფექტურ იარაღს ღებულობს და ამით თავის შემტევით პოტენციალს ზრდის. როცა ჩვენს შორის სამშვიდობო შეთანხმება არ არსებობს, ეს ყველაფერი აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართულ თბილისის რევანშისტული ზრახვების რეალიზების შანსს აფართოებს. ამიტომაც ჩვენ უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებთ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას. თბილისის სურვილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე სახიფათო პროვოკაციაა, რომელსაც სიტუაციის დესტაბილიზება მთელ კავკასიაში და მის გარეთაც შეუძლია. არადა, რეგიონს სამხედრო დაპირისპირება კი არა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ჭირდება“.

ვიაჩესლავ ჩირიკბა ინტერვიუში საუბრობს აგრეთვე უვიზო რეჟიმზე, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის, აგრეთვე ნიკარაგუასთან, ვენესუელასთან, ნაურუსთან, ვანუატუსა და ტუვალუსთან არსებობს. იგი ეხება რუსეთში აფხაზური მანდარინის ექსპორტის გაფართოების საკითხსაც.

Comments are closed