globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 18th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Вестник Кавказа» (რუსეთი): უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან: ასრულდება თუ არა ქართული ოცნება?

«Трибуна» (რუსეთი): რით ჰგავს უკრაინა საქართველოს

«Зеркало недели» (უკრაინა): ინტერვიუ უკრაინის გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძესთან: „თქვენ საჯარო დაჭერები გნებავთ მოჩვენებითობად ჩათვალეთ, მე კი სამართლიანობის აღდგენად მიმაჩნია“

———————-

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 17 აპრილი, 2015 წელი

http://www.vestikavkaza.ru/material/126573

უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან: ასრულდება თუ არა ქართული ოცნება?

(შემოკლებით)

როგორც რიგაში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხში  საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნების ლიდერთა სამიტისგან მკაფიო სიგნალს ელოდება. სამიტამდე, რომელიც 21-22 მაისს ლატვიის დედაქალაქში უნდა გაიმართოს, თვეზე ოდნავ მეტი რჩება.

გაამართლებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მოლოდინს? მიიღებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზების გარეშე შესვლის უფლებას?

როგორც „ვესტნიკ კავკაზას” კორესპონდენტთან საუბრის დროს „გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმის არავითარი ლიბერალიზება არ მოხდება. „საკითხი ასე უნდა დაისვას: ვის სჭირდება ეს? ის ადამიანები, ვინც უვიზო რეჟიმის პოზიტიურობაზე საუბრობენ (ანუ პოლიტიკოსები როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან), დიდი ხანია სარგებლობენ გამარტივებული რეჟიმით, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობის ძირითად ნაწილს, აქ უკვე დიდი კითხვის ნიშანია: ხალხი სამუშაოდ წავა, თანაც ყველაზე შრომისუნარიანები და პერსპექტიულები. ვიღა დარჩება საქართველოში? მე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თეორიული უვიზო რეჟიმის პირობებშიც კი ევროპაში წასული ხალხისთვის სამსახურში მოწყობა მაინც ძნელი იქნება. ასე რომ, მართლაც ვის სჭირდება ეს?” – უკვირს ნანა დევდარიანს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მეზობელ რუსეთს, სადაც მილიონამდე ქართველია წასული სამუშაოდ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული: „ჩვენ რუსეთში ვიზის გარეშე წასვლა არ შეგვიძლია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ვიზების წინასწარი გაფორმების გარეშე ჩამოდიან. ალბათ, ამაზე მეტი უნდა ვიფიქროთ”.

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძეც საკმაოდ პესიმისტურადაა განწყობილი ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართ: „ძალიან მეეჭვება იმისა, რომ ერთ თვეში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზება მოხდეს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ უარყოფითი პოზიცია გვაქვს”, – განაცხადა ექსპერტმა და შენიშნა, რომ პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ ევროკავშირმა თავის ტერიტორიაზე შესვლა გაამკაცრა.

ნანა დევდარიანის თქმით, თვით ევროკავშირის ქვეყნები გამოხატავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მათ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი შედის სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრციდან. რასაკვირველია, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და სხვა სახელმწიფოების მოსახლეობა ამგვარი სიტუაციით გახარებული არ იქნებიან. ისინი არ მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მათ სამუშაო ადგილებს პოსტსაბჭოთა მიგრანტები დაიკავებენ. ნანა დევდარიანის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებებიდან ჩანს, რომ ვიზების ლიბერალიზება უახლოეს ხანში არ მოხდება. „საერთოდ კი, რამდენად წინ წავიდა საქართველო უვიზო რეჟიმის პირობების შესრულების საკითხში, ამაზე მსჯელობა საკმაოდ რთულია”, – აღნიშნა ნანა დევდარიანმა.

როგორც ნიკა ჩიტაძე ამბობს, რა თქმა უნდა, საქართველო, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის, ამ მხრივ ყველაზე წინ წასული ქვეყანაა, მაგრამ ოფიციალურ თბილისს მაინც მოუწევს ევროკავშირის მიერ დათქმული პირობების შესრულება. ბრიუსელმა ვალდებულება აიღო უვიზო რეჟიმის დაწესებაზე, საქართველომ კი პირობა დადო, რომ არ დაუშვებს ევროკავშირის ქვეყნებში  არალეგალურ ემიგრაციას.

„თუ დასავლეთი რაიმეს გაკეთება ნამდვილად სურს, ის ხშირად თვალს ხუჭავს ხოლმე ვალდებულების შეუსრულებლობაზე. თუ ევროკავშირს უვიზო რეჟიმის დაწესება არ უნდა, ის ყოველთვის იპოვის მიზეზს და გვეტყვის, რომ რაღაც ბოლომდე შესრულებული არ გაქვთო. ეს ჩვეულებრივი მიდგომაა… ასე იყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებითაც: ჯერ ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ კი გვითხრეს, ამ ეტაპზე არც საქართველოს და არც უკრაინას NATO-ში არ მიგიღებთო. საერთოდ, ეს ყველაფერი მანიპულირების საგანია”, – დაასკვნა ნანა დევდარიანმა.

«Трибуна» (რუსეთი), 18 აპრილი, 2015 წელი

http://tribuna.ru/news/2015/04/17/65210/

უკრაინა ცეცხლში: რით ჰგავს უკრაინა საქართველოს

ვალადიმირ ლიტოვი

(შემოკლებით)

უკრაინის სიტუაციის ამსახველი ინფორმაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ძირითადად ორ თემას უკავშირდება: „ოლიგარქების მორჯულებას“ და კორუფციასთან ბრძოლას. მოვლენები ხშირად მოულოდნელი სცენარით, სენსაციურად ვითარდება: სულ ახლახან ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი, დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი  იგორ კოლომოისკი, რომელიც ფაქტიურად ნახევარ უკრაინას აკონტროლებდა და თითქმის საკუტარი არმია ჰყავდა, არა მარტო პოსტიდან გადადგა, უკრაინიდანაც კი გაიქცა. დროულად გაიქცა, რადგან მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული.

დღეს კოლომოისკის მიერ დაფინანსებული ბანდერელი ბოევიკები თანდათან გადადიან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ასევე ნელ-ნელა ირყევა სკამი პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის ქვეშ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ მტკიცე ჩანდა.

სახეზეა უკრაინის ოლიგარქიული კლანების ერთმანეთში ბრძოლა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან როლის შესრულებას იწყებს  გარეშე ძალის, უპირველესად კი აშშ-ის ჩარევა. თეთრი სახლი პირდაპირაა დაინტერესებული თავისი მიერ დანიშნული ადამიანების (ანუ „ვაშინგტონის კაცების“), განსაკუთრებით კი პეტრო პოროშენკოსა და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიციების განმტკიცებით. აქედან გამომდინარე, მათთვის, სახელისუფლო ვერტიკალის განმტიცების მიზნით, რაღაც-რაღაცეების პატიება შეიძლება. ეს გასაგებიცაა, რადგან უკვე იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც კიევის ხელისუფლებას მხარს უჭერენ, ამდენი უკანონობა და ანაქიული მოვლენები ყელში ამოუვიდათ. ელემენტარული წესრიგის დამყარების მიზანია ხელისუფლების ავტორიტეტის განმტკიცება, რათა როგორმე „ჩააქრონ“ მზარდი პროტესტული განწყობა მოსახლეობაში. პროტესტი კი „მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის“ გამო მატულობს, რომლის გატარება კიევს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკარნახა.

უნებლიედ გვახსენდება ის, თუ რას აკეთებდნენ ამერიკელები საქართველოში „თავიანთი კაცის“ – მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. მას ნება მისცეს ყველანაირი რადიკალური ფორმებით ლაგამი ამოედო ქვეყანაში მოქმედ აღვირახსნილი ქურდული კრიმინალებისა და კორუფციონერებისათვის. და ამ მეთოდებმა იმუშავა – კრიმინალისა და კორუფციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. საქართველოში თანდათან შევიდა დასავლური კაპიტალი, დაიწყო ინფრასტრუქტურის განახლება, ფართოდ გაიშალა გზებისა და საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციები განამტკიცა, თუმცა, იმავდროულად, გააძლიერა მისი ნაციონალისტური ამბიციები, რომელმაც, საბოლოო ჯამში, იგი 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ უგუნურ შეიარაღებულ ავანტიურამდე მიიყვანა. ანტირუსულ კონფლიქტში მპრეზიდენტის სამარცხვინო მარცხმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მის აშკარა მიღწევებზე და მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა ქართული პოლიტიკიდან წასულიყო.

იგივე სცენარი მეორდება უკრაინაშიც. ისევე როგორც საქართველო, უკრაინაც ვაშინგტონს მხოლოდ რუსეთის დასასუსტებლად და დასანგრევად ჭირდება. შეერთებული შტატები აძლიერებს „თავისი კაცების“ პოზიციებს და იმავდროულად მათ ჩვენს ქვეყანასთან (რუსეთთან) ბრძოლისაკენ უბიძგებს.

ასეთი ტაქტიკის ადვილად შეიძლება აიხსნას: ამერიკას უკვე აღარ შეუძლია ერთადერთი ზესახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება – ისეთი ქვეყნისა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს კარნახობს, როგორ მოიქცეს და არასასურველ მთავრობებს სამხედრო გზით იცილებს. ამერიკა საკუთარი მიზნების მიღწევას სხვისი ხელებითა და სხვისი სისხლით ცდილობს, არასასურველი მთავრობების წინაარმდეგ „მართვად ქაოსურ“ სიტუაციას ქმნის. და თუ ლიბიასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში აშშ ყველანაირად აქეზებს ისლამურ ექსტრემიზმს (ოფიციალურად კი თითქოსდა მას გმობს), უკრაინაში ვაშინგტონი თავისი მიზნის განსახორციელებლად ბანდერულ ნაციონალიზმს იყენებს. ბანდერელთა თავაწყვეტილი რუსოფობია სწორედ ისაა, რაც ამერიკას სჭირდება. სხვა საქმეა, რომ გასაგები მიზეზების გამო, ბანდერელების მოქმედება რაღაც ჩარჩოებში უნდა მოექცეს: სწორედ ამიტომ პტრო პოროშენკოს უფლება მიეცა „ერთ ადგილზე მოსვას“ „მარჯვენა სექტორი“, რომელიც თავისი მხეცობით ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევა. (…)

«Зеркало недели» (უკრაინა), 18 აპრილი, 2015 წელი

http://gazeta.zn.ua/internal/zamgenprokurora-ukrainy-david-sakvarelidze-mozhete-schitat-publichnye-aresty-pokazuhoy-ya-ih-nazyvayu-spravedlivostyu-_.html

ინტერვიუ უკარინის გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძესთან: „თქვენ საჯარო დაჭერები გნებავთ მოჩვენებითობად ჩათვალეთ, მე კი სამართლიანობის აღდგენად მიმაჩნია“

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Зеркало недели»-ს დღევანდელ, 18 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის ვრცელი ინტერვიუ. საქართველოს ხელისუფლების ყოფილ ჩინოვნიკსა და პარლამენტის ყოფილ წევრს, აწ უკვე უკრაინის მოქალაქეს ჟურნალისტი ანდრეი ჩერნიკოვი ესაუბრება.

გთავაზობთ ამორაიდებს ინტერვიუდან:

- თქვენ უკვე შემოგთავაზეს ქრთამი?

- დიახ, უნდოდათ, რომ კმაყოფაზე ავეყვანე – თვეში 10 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ. რასაკვირველია, უარი ვთქვი.

- რეფორმა ცენტრალურ აპარატსაც ეხება? და ამასთან დაკავშირებით: ამბობენ, რომ თქვენი ურთიერთობა გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინთან ვერ აეწყოო. მართალია?

- არა, ჯერ-ჯერობით რეფორმა პროკურატურის საშუალო და ქვედა რგოლებში მიმდინარეობს, ცენტრალურ აპარატს ჯერ არ ვეხებით. მე მთლიან სისტემის რეფორმაზე ვარ პასუხისმგებელი და არა გენპროკურატურის საკადრო შემადგენლობაზე. სხვათა შორის, არა ვარ დაკავებული გამოძიებით და შესაბამისად, თითქოსდა მე „ჩამომხრჩობელი“ ვარ, ეს სახე გამოგონილია. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ვიქტორ შოკინთან, ჩვენ ორივე ერთი დიდი ამოცანის შესასრულებლად ვმუშაობთ. მას პრეზიდენტმა მოქმედებისთვის სრული კარტ-ბლანში მისცა, მან კი მე გადმომცა. არც ჩვენ და არც ქვეყანას სხვა შანსი აღარ გვექნება, ის უნდა გამოვიყენოთ. ვიქტორ ნიკოლაევიჩმა მთელი ცხოვრება პროკურატურის სისტემაში იმუსავა, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია კეთილი კვალი დატოვოს. ამას წინათ პრეს-კონფერენციას ვატარებდი, ვიქტორ ნიკოლაევიჩმა დამირეკა და მთხოვა, მეც მოვალო, რათა ყველას დაინახოს, რომ რეფორმებს მხარს ვუჭერო. ეს ფრიად მნიშვნელოვანი მომენტია: მან მიანიშნა ყველას, რომ უკრაინაში ვიღაც ქართველი კი არ ამყარებს წესრიგს, არამედ ეს სახელმწიფო პოლიტიკაა.

- ამას წინათ დნეპროპეტროვსკსა და მარიუპოლში თქვენ პირადად წარადგინეთ თანამდებობაზე ორი პროკურორი და იმავე დარბაზში, ყველას თვალწინ, ხელბორკილები დაადეს მათ წინამორბედებს. რას ნიშნავს ეს – კორუფციასთან რეალურ ბრძოლას თუ მოჩვენებითობას? და ესაა კარტ-ბლანშით სარგებლობა?

- თუ გსურთ, შეგიძლიათ ეს მოჩვენებითობად ჩათვალოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და ეს უნდა ვაჩვენოთ.

- მაგრამ არანაირი შანსი არაა იმისა, რომ ეს დაჭერები სასამართლოთი დასრულედება… ვნახეთ, ადრეც იყო დაჭერები, მაგრამ არაფერი – გირაოს შეიტან და გარეთ გამოხვალ…

- ის, რომ ზოგიერთი ხმაურიანი დაჭერის საქმე სასამართლოში არ გაგრძელდა, იმას ადასტურებს, რომ დაბალი პროფესიონალიზმია. ამიტომაც ვცდილობთ სისტემის გაწმენდას და მას ახალ სისხლს ვუსხამთ.

- და მაინც საჯარო დაჭერები ნამდვილად ეფექტური და საჭიროა?

- დიახ, ეფექტურია. ამ ქმედებას კანონის ჩარჩოებში ვახორციელებთ, იმავდროულად კი საზოგადოებას ჩვენს შეუპოვრობას ვაჩვენებთ: ყველა დამნაშავე დაისჯება – ესაა კორუფციასთან ბრძოლის მთავარი პრინციპი. „ნოლი ტოლერანტობა“ კორუფციონერებს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი ზრახვები უკიდურესად სერიოზულია. კორუფციონერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოება ჩვენს მხარესაა. ვფიქრობ, ამას ისინი უკვე ხედავენ.

Comments are closed