globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 18th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«ТВ Россия-24» (რუსეთი): რუსეთი და საქართველო: პირველი ნაბიჯი გადადგმულია

«Комсомольская правда» (რუსეთი): როგორ ცდილობს დასავლეთი  საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნებას

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): „სტრელცოვმა აფხაზური საზოგადოება ააფორიაქა“ („კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებული სტატიის ირგვლივ)

——————-

«ТВ Россия-24» (რუსეთი), 18 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.vesti.ru/doc.html?id=2699566

რუსეთი და საქართველო: პირველი ნაბიჯი გადადგმულია

რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია-24“-ის ეთერში გადაიცა ჟურნალისტ ალექსეი კონოპკოს მიერ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

„ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციებზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვები, განსაკუთრებით 2008 წლის მოვლენების შემდეგ, როგორც ამბობენ ხოლმე, „პროგრამის სავალდებულო ნაწილია“. ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთმა თავისი პრიორიტეტები [საქართველოს და საერთოდ, სამხრეთ კავკასიის] უკვე დიდი ხანია მონიშნა და ამიტომ ამ საკითხში რაიმე მოულოდნელობა არ უნდა იყოს, თუმცა… სინამდვილეში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება  პრეს-კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავი გამოდგა.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს… დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზად ვართ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, – ასეთი შეთავაზება გააკეთა ვლადიმირ პუტინმა. ჟურნალისტების რეაქცია მაინცდამაინც მგზნებარე არ ყოფილა – აპლოდისმენტები ერთი-ორი წამი გაგრძელდა და სულ ამით ამოიწურა. ალბათ, ყველა თავის შეკითხვაზე ფიქრობდა, ან პრეზიდენტის ნათქვამი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ რეგირება დააყოვნეს. აი, პოლიტიკოსებისთვის კი ვლადიმირ პუტინის განცხადება სიურპრიზი არ ყოფილა:

ლეონიდ სლუცკი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ჩვენი უახლესი ისტორიის მოვლენებმა ისეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანეს, რომ შეიძლება ითქვას, ჩვენ ამჟამად ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა ისტორიულად, გეოგრაფიულად, კულტურულად, ეკონომიკურად მაინც ერთად ვიქნებით – ადრე თუ გვიან“.

რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის, ალბათ, ორი თვე მაინც დაჭირდება. რაც შეეხება საქართველოს, თბილისს, თავის მხრივ, სავიზო რეჟიმი რუსეთთან 2012 წლიდან გაუქმებული აქვს. როგორც ვლადიმირ პუტინმა თქვა, რუსეთთან ურთიერთობის გაურესებაში ისტორიული დანაშაული ქართველ ხალხს კი არა, იმ ხელისუფლებას მიუძღვის, რომელიც საქართველოს შვიდი წლის განმავლობაში მართავდა.

სხვათა შორის, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსეთთან მიმართებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს და მათი რეალიზება მოხდება, შეიძლება უვიზო რეჟიმზე უფრო კარგი პერსპექტივები გამოჩნდეს, არაა გამორიცხული პოლიტიკური მოკავშირეობის აღდგენის შესაძლებლობაც (ამ საკითხზე ტელერეპორტაჟში საუბრობს პოლიტოლოგი დავით ფურცხვანიძე).

გარდა ამისა, ქართულ ოპოზიციას მიაჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაში თანამშრომლობა შეუძლიათ: „საქართვლოს ტერიტორიის გავლით ტერორისტთა ტრანზიტი ხდება, შესაბამისად, ჩვენ რუსეთთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა ვითანამშრომლოთ… და საერთოდ, რუსეთი ჩვენი მოკავშირეა“, – ამბობს ოპოზიციური „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

და თუ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა იქნება, მაშინ ტურისტების რაოდენობა მოიმატებს. მართალია, ტუროპერატორები ამბობენ, რომ საქართველო ტურისტებისთვის ფავორიტი არ არის, მაგრამ ჩვენ იმდენი რამე გვაკავშირებს, რომ რუსები ამიერკავკასიის გზას ასე ადვილად არ ივიწყებენ (ამ საკითხზე რეპორტაჟში საუბრობს სერგეი კორნეევი – რუსეთის ტურისზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე).

ცალკე თემაა კულტურული გაცვლა-გამოცვლა. სამწუხაროდ, არიან ისეთი მოღვაწეები, რომლებმაც 2008 წლის შემდეგ რუსეთისაკენ გზა თვითონვე სამუდამოდ დაიხურეს, მაგრამ ბევრია ისეთები, რომლებიც პოლიტიკისაგან შორს იდგნენ: „მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოდან მუსიკოსების ჩამოსვლასთან პრობლემები გვქონდა, ახლა კი ამ განცხადებამ იმედი მოგვცა. ეს ისტორიული სამართლიანობაა“, – ამბობს მომღერალი თამარ გვერდწითელი.

უვიზო რეჟიმის დაწესებით ბიზნესიც მნიშვნელოვან მოგებას მიიღებს: ვლადიმირ პუტინმა თავის განცხადებაში ყურადღება ამაზეც გაამახვილა – ქართული ღვინომასალების ექსპორტის ორი მესამედი რუსეთზე მოდისო (ამ საკითხზე ტელერეპორტაჟში საუბრობს ზურაბ ჩხაიძე, საქართველოს  ღვინის ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი).

და მაინც – ღვინო, კონცერტები და ტურიზმი, ვიზების გაუქმება – ეს ყველაფერი ქართველებისთვის პირველხაარისხოვანი არაა – უფრო მეტად, მათი აზრით, ეს დიალოგის ახალი ეტაპია. „იცით, ვიზების გარეშეც შეიძლება ცხოვრება, ღვინის გარეშეც… მაგრამ საქართველო ხომ რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს? განა შეიძლება ასეთ დროს დიალოგის არარსებობა?“, – ამბობს ტელეკომპანია „მაესტროს ჟურნალისტი თამარ გოცირიძე.

ამ კითხვაზე პასუხი ახლა ქართველ პოლიტიკოსებზეა. რუსეთმა მათკენ ნაბიჯი გადადგა. მართალია, ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხება, მაგრამ ასეთი სიტუაცია ჩვენ არ შეგვიქმნია და, შესაბამისად, ვინც შექმნა, იმან უნდა გამოასწოროს. თბილისიდან კი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც მოკლე განცხადებით შემოიფარგლა და ვლადიმირ პუტინის ინიციატივას „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

«Комсомольская правда» (რუსეთი),

http://www.kp.ru/daily/26466.4/3336343/

როგორ ცდილობს დასავლეთი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას

„რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესებამ, უკრაინისა და დონბასის ამბებმა, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა და სხვა ბევრმა მოვლენამ  მოსკოვის ყურადღება სამხრეთის საზღვრებისაკენ, კავკასიის მიმართულებით, თითქოსდა შეამცირა. არადა, ის, რაც აფხაზეთში ხდება, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს და მის მეგობარ ქვეყნებს, დამარცხების მიუხედავად, თავიანთ გეგმებზე უარი არ უთქვამთ. უბრალოდ, მათ მოქმედების ტაქტიკა შეცვალეს (რომელიც უკვე მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული) და დაიწყეს ზემოქმედება ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოებების“ მეშვეობით. თუ მათრახით არ გამოგვივიდა, იქნებ მოთაფვლით გამოგვივიდესო, ასე ფიქრობენ თბილისსაა და სხვა დასავლურ დედაქალაქებში – ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში – იქ, სადაც გეგმებს აწყობენ აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას „რუსული ვექტორის“ დასუსტების მიზნით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“, – აღნიშნულია 13 დეკემბრის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ სტატიაში (ავტორი – სერგეი სტრელცოვი).

„რადგანაც დასავლეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს, ამიტომ სოხუმზე ზემოქმედება ე.წ. „ჰუმანიტარული კონტაქტებით“ ხდება, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მათ შორის ზოგიერთი რელიგიური ხასიათისაა, მაგალითად, ევანგელისტური «World Vision Internatonale» (სტატიაში ჩამოთვლილია სხვა ორგანიზაციებიც). მათთვის დასავლეთი არცთუ ისე მცირე თანხას გამოყოფს – მიმდინარე წელს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივმა ბიუჯეტმა 700 მილიონი რუბლი შეადგინა, რაც ბევრად აღემატება აფხაზეთის ყველა ზალოვანი სტრუქტურის დაფინასების მოცულობას.

თუმცა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დასავლეთი ამ ფულით აფხაზეთის სუვერენიტეტის განმტკიცებას ცდილობსო, ძალიან სცდება. პირიქით, დასავლური თანხებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იმით არიან დაკავებულნი, რომ აფხაზეთის საქართველოში დაბრუნების პირობების შექმნან. გარდა ამისა, თბილისმაც მკვეთრად გააქტიურა მცდელობები ამ მიმართულებით. აშკარაა, რომ საქართველომ გადაწყვიტა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ის გეგმა, რომელიც რუსეთმა უკრაინას შესთავაზა – სახელმწიფოს ფედერალური მოწყობა. პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ამ გეგმას აქტიურად რეკლამირებს და აფხაზებს საქართველოს სამომავლო ფედერალურ სახელმწიფოში მრავალ კომპრომისს პირდება – აფხაზეთს საკუთარი არმია და სამართალდამცველი ორგანოები ეყოლება, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ჩათვლითო… თუმცა ფედერალურ ცენტრად მაინც თბილისი მოიაზრება.  დაშვებულია რუსეთის ჯარების ყოფნაც გარკვეულ ეტაპზე და ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ქართველების მთავარი შიში არ ახდეს – აფხაზეთი რუსეთს არ შეუერთდეს, რაც თბილისელ პოლიტიკოსებს კოშმარულად მიაჩნიათ.

ამ დროს კი დასვლურ არასამტავრობო როგანიზაციებს, რომლებიც „კეთილშობილ მიზნებს“ ემსახურებიან, ძალიან დიდი თავისუფლება აქვთ მინიჭებული – მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ისეთი მჭიდრო კონტაქტები აქვთ, რაზედაც სპეცსამსახურების აგენტები ვერც კი იოცნებებენ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში და იქვე ხაზგასმულია: „მაგრამ ეს ბატონები ერთ დიდ შეცდომას უშვებენ – ანგარიშს არ უწევენ რუსეთის ფაქტორს და ფიქრობენ, მოსკოვი გვერდზეა გამდგარი, დაკავებულია და ამ საკითხში არ ჩაერევაო. გარდა ამისა, არ ფიქრობენ იმაზეც, რომ აფხაზეთის მოსახლეობას კარგად ახსოვს, თუ რითი მთავრდება ასეთი ინტეგრაციები საქართველოსთან“.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 18 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/27434140.html#hash=popupRepublish~

„სტრელცოვმა აფხაზური საზოგადოება ააფორიაქა“

(რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებული სტატიის ირგვლივ)

„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი „რადიო სვობოდა//ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი ვიტალი შარია აღნიშნავს, „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიას აფხაზურ საზოგადოებაში გამოხმაურება მოჰყვა, თანაც ძალზე ნეგატიური.

გთავაზობთ  პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„მოსახლეობა გაკვირვებულია, თუ როგორ და რატომ გამოქვეყნა ასეთი სტატია ერთ-ერთმა პოპულარულმა და პატივსაცემულმა გაზეთმა. მართალია, თვით ტექსტში აფხაზებისთვის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები არ არის, მაგრამ საწყენი და ზოგჯერ აღმაშფოთებელიცაა ის, როცა ავტორი ყალბი თეზისის დამტკიცებას ცდილობს, თანაც ადგილობრივი სიტუაციას საერთოდ არ იცნობს.

მაგრამ მაინც, მოდით საკითხი ობიქტურად და მიკერძოების გარეშე განვიხილოთ. შეიძლება დავეთანხმოთ ავტორს სათაურში, რომ „დასავლეთი ცდილობს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნოსო“. კი, მართლაც ცდილობს, მაგრამ ისე აქტიურად აღარ, როგორც ადრე, დღეს უფრო ინერციით მოქმედებს. ალბათ იმირომ, რომ ახლა მსოფლიოს ყურადღება სხვა მოვლენებზეა გადატანილი. ფაქტია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ დასავლეთთან.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აფხაზური „სამოქალაქო საზოგადოება“ დასავლეთთანაა შეკრული, მათ დაკრულზე ცეკვავს და საქართველოსთან ურთიერთობებში „მეხუთე კოლონის“ როლს ასრულებს? ასეთი აზრები ვრცელდებოდა ომისშემდგომ პირველ წლებში, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. დღეს აფხაზური საზოგადოება გრძნობს, რომ რუსული ორიენტაცია გადამწყვეტია – ამას ხვდება თითოეული აფხაზი, ვინც ნორმალურად აზროვნებს. სწორედ ამიტომაც ქვეყნის ყოველი პრეზიდენტი პრორუსულია, სხვაგვარად წარმოუდგენელია“, – ასეთი დასკვნა გამოაქვს ვიტალი შარიას „კომსომოლსკაია პრავდასში“ გამოქვეყნებული სტატიის მიმართ.

Comments are closed