globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 19th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ): ოლიგარქი ამბობს, რომ Credit Suisse-მა მისი კუთვნილი ფული არასწორად განკარგა

«Tehran Times» (ირანი): ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს

«Carnegie Europe» (ბელგია): ოდესური პროექტი: ოდესელებმა „მიშას“ ორივე სახე დაინახეს და იმედები გაუცრუვდათ

———————-

«The Wall Street Journal» (აშშ), 19 თებერვალი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/angry-oligarch-claims-credit-suisse-took-his-money-1455810000

ოლიგარქი ამბობს, რომ Credit Suisse-მა მისი კუთვნილი ფული არასწორად განკარგა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ჟენევის სასამართლოში, შვეცარიის ბანკ Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ჯონ ლეცინგი).

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია და რომლის ქონებაც საშუალოდ 5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ჟენევაში სამართლებრივ დავას იწყებს, იმაზე რომ Credit Suiss პირადმა ბანკირმა არასწორი ქმედებებით სერიოზული ზარალი მოუტანა”, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც ადვოკატი მარკ ჰენზელინი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა, საეჭვო სიტუაცია თავის ანგარიშებთან დაკავშირებით გასულ წელს შეიტყო. შესაბამისად მან ჟენევის პროკურორს სარჩელით მიმართა, რომლის თანახმად, იგი შვეიცარიის ბანკის მენეჯერს, თაღლითობასა და ცუდ მენეჯმენტში სდებს ბრალს. ამ დროისთვის პოლიციამ უკვე დააკავა Credit Suisse-ის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი პატრის ლესკორდონი. მისი ინტერესების დამცველის საიმონ ნტას თქმით, პატრის ლესკოდრონს ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ 2007 წელს დაეწყო, ერთ-ერთ ავსტრიულ კომპანიაში, როცა კლიენტებს აქციებს სთავაზობდა და როცა აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, პატრის ლესკოდრონი პანიკამ მოიცვა და სიტუაციის გამოსასწორებლად ბიძინა ივანიშვილის ფონდის გამოყენებაც დაიწყო, რათა სხვა კლიენტებისთვის ზარალი აენაზღაურებინა. „ზოგადად, გასული წლის ივნისამდე სიტუაცია კარგი იყო და ყველა კლიენტი თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ როცა მისმა კლიენტებმა ზარალი შეამჩნიეს, მათ კითხვების დასმა დაიწყეს და მენეჯერის უკანონო ქმედებებიც გამოაშკარავდა“, – აცხადებს საიმონ ნტა.

ეროვნებით ქართველმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში მოღვაწეობის დროს დააგროვა – საბანკო და სხვა სფეროებში საქმიანობით. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, თვითონ კი ქვეყნის პრემიერ-მინიტრი 2013 წლამდე იყო.

ჟურნალ „ფორბს“-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი 4,8 მილიარდ დოლარს სეადგენს და იგი საქართველოს უმდიდრეს ადამიანად ითვლება. 2014 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 16,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

—–

როგორც რუსული გამოცემა «РБК» წერს, ის ინფორმაცია, რომ ბანკ Credit Suisse-ის ერთ-ეღტი დაზარალებული კლინეტი სეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო, პირველად იანვრის ბოლოს, შვეიცარიის გაზეთ „ლე ტემპს“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გაიჟღერა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, მრავალმილიონიანი დანაკარგი განიცადა აგრეთვე რუსეთის ორმა ორმა მოქალაქემ, რომლებიც „გაზპრომთან“ არიან დაკავშირებულნი. „ლე ტემპს“-ის მონაცემებით, ივანიშვილის ზარალი 100 მილიონ ფრანკს აღწევს.

წყაროები: http://www.rbc.ru/society/18/02/2016/56c5f73d9a794745e6ef5557

https://www.letemps.ch/economie/2016/01/20/une-fraude-chez-credit-suisse-coute-100-millions-un-oligarque-georgien

«Tehran Times» (ირანი), 18 თებერვალი, 2016 წელი

http://www.tehrantimes.com/Index_view.asp?code=253095

ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს

თეირანის გაზეთ „თეჰრან თაიმს“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ირანის დედაქალაქში გამართული შეხვედრების შედეგები და ირანელი ჩინოვნიკების განცხადებები ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით.

პუბლიკაციაში ასახულია ქართველი და ირანელი კოლეგების – კახა კალაძისა და ჰამიდ ჩითჩიანის მოლაპარაკების საკითხები: აღნიშნულია, რომ გაფორმდა სამი შეთანხმება, რომელთა თანახმად, ირანელი ენერგეტიკოსები საქართველოში ჰიდროელექტროსადგურს ააშენებენ; ირანი საქართველოსთან თანამშრომლობას დაიწყებს ქვეყნის ელექტროქსელის რეკოსტრუქციის მიზნით და ბოლოს, დაგეგმილია ელექტროენერგიის გაცვლა სეზონურ პერიოდებში. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ირანის, სომხეთის რუსეთისა და საქართველოს ენერგოსისტემის ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზიოს სავარაუდო მშენებლობის თაობაზეც.

როგორც ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ჰამიდ ჩითჩიანმა აღნიშნა, საქართფგველოსა და ირანს შორის ელექტროენეგიით ვაჭრობის საკითხში შეიძლება გამოყენებული იქნეს ირანსა და სომხეთს შორის ამჟამად მოქმედი 1200 მეგავატი სიმძლავრის მქონე ელექტროგადამცემი ხაზი. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ელექტროენერგიის გაცვლა შეიძლება აგრეთვე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლითაც: სასაზღვრო ქალაქ ფარსაბადში არსებული ელექტროქვესადგურის მეშვეობით, 500 მეგავატი ენერგიის გადაცემა შეიძლება.

კახა კალაძემ „თეჰრან თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანულ კომპანიებს საქართველოსთან თანამშრომლობის დიდი პონტენციალი აქვთ – მათ შეუძლიათ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროების ინვესტიცირება და ა.შ. მინისტრის თქმით, საქართველო სურს ირანული ინვესტიციები ჰესების მშენებლობაშიც მიიზიდოს. „საქართველოს 25 ათასი მდინარეთაგან 300 შეიძლება ელექტროენერგიის გამომუშავების წყარო გახდეს, მათზე ელექტროსადგურები აშენდეს და კარგი იქნება, თუ ირანელი კომპანიები დაინტერესდებიან… ამჟამად საქართველოს ჰიდრორესურსებიდან მხოლოდ 18-20% თუ არის გამოყენებული. ჩვენ აგრეთვე დაგეგმილი გვაქვს 700 მილიონი დოლარის გამოყოფა ქვეყნის ენერგოსისტემების რეკონსტრუქციისათვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„თეჰრან თაიმს“-თან საუბრისას ენერგეტიკის მინისტრმა დადებითად შეაფასა აგრეთვე საქართველო-ირანის ურთიერთობის მნიშვნელოვანი მოვლენა – უვიზო რეჟიმის დაწესება და აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ტურიზმის განვითარებას.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ირანისათვის დასავლეთის მიერ სანქციების მოხსნას. მან იმედი გამოხატა, რომ ეს მოვლენა ხელს შეუწყობს საქართველოში ირანული კომპანიების  საქმიანობის გაფართოებას.

«Carnegie Europe» (ბელგია), 18 თებერვალი, 2016 წელი

http://carnegieeurope.eu/strategiceurope/?fa=62815

ოდესური პროექტი

ოდესელებმა „მიშას“ ორივე სახე დაინახეს და იმედები გაუცრუვდათ

„ოდესის ცნობილი პოტიომკინის კიბის ზემოთ ქალაქის პირველი ყველაზე პოპულარული გუბერნატორის – ფრანგი ჰერცოგის არმან ემანუელ დე რიშელიეს ბრინჯაოს ქანდაკება დგას. როცა იგი ოდესის გუბერნატორი იყო, მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში, ოდესამ რუსეთის იმპერიის შავი ზღვის ნაპირებზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქის სახელი მოიპოვა. დღეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც ოდესის გუბერნატორად 2015 წლის მაისში დაინიშნა, რიშელიეს გმირობის გამეორებას ცდილობს“, – ასე იწყებს თავის სტატიას თომას დე-ვაალი, რომელიც ბელგიაში მდებარე ანალიტიკური ცენტრის „კარნეგი ევროპის“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„მიხეილ სააკაშვილს თავიდანვე დიდი წარმატება ხვდა წილად: ოდესურმა პროექტმა მას უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე პოპულარობა მოუტანა. იგი დღეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია, ბევრი მას უკრაინის პრემიერ-მინისტრობას უწინასწარმეტყველებს“, – აღნიშნავს თომას დე ვაალი: „როგორც ოდესელმა მწერალმა და ბიზნესმენმა ევგენი დემენიუკმა მითხრა, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშნვის პირველ ხანებში მოსახლეობას დიდი იმედები გაუჩნდა. ოდესელები ფიქრობდნენ რომ მან საქართველოს პრეზიდენტობის დროს კორუფციასთან მებრძოლი ადამიანის სახელი მოიხვეჭა და იქნება ოდესაშიც განახორციელოს რეფორმები და დამნასავეობას ებრძოლოსო. იგივეს ამბობს ადგილობრივი პოლიტოლოგი სერგეი გლებოვიც: „ოდესა – მისი სამოქმედო პლატფორმაა. მიხეილ სააკაშვილმა უნდა აჩვენოს, რომ მას რაღაცის გაკეთება შეუძლია, რომ შემდეგ საქართველოსში დაბრუნების შანსი გაუჩნდეს… მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეხცდომების სერია დაუშვა, იგი უფრო მეტად კიევური საქმეებითაა დაკავებული, ოდესაში კი მოსახლეობის 90% იმედგაცრუებული რჩება“.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად ათი წლის განმავლობაში იყო. „მიშა“, როგორც მას ხალხი უწოდებდა, ებრძოდა კორუფციას და ორგანიზებულ დამნაშავეობას, კონტაქტები ჰქონდა ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, აშენებდა ახალ ინფრასტრუქტურას… მაგრამ ეს იყო მხოლოდ საწყის ეტაპზე, შემდეგ კი მან გადახრები დაიწყო, პროექტები არ დაასრულა და კრიტიკოსები „რუსეთის აგენტებად“ შერაცხა.

ოდესელებმა ორივენაირი მიშა ნახეს: მან ოდესელებსაც ბევრი რამ აღუთქვა: 2015 წლის 14 ივნისის საპროგრამო სიტყვაში განაცხადა, რომ ააშენებდა „იუსტიციის სახლებს“, ქართული მოდელის მსგავსად, სადაც რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ყველა დოკუმენტი სწრაფად, თავისუფლად და ქრთამის მიცემის გარეშე მიიღონო. მან ასევე განაცხადა, რომ ააშენებდა რუმინეთის საზღვრისაკენ მიმავალ გზას და ოდესის საბაჟოს კორუმპირებული თანამშრომლებისაგან გაწმენდდა….

გავიდა მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობის რვა თვე. ამ ხნის განმავლობაში მისი ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ იუსტიციის სახლი გაიხსნა – დღეში ათას ადამიანს საშუალება აქვს 50-მდე სახის მომსახურება მიიღოს. მაგრამ მიშას არაფერი გაუკეთებია რუმინეთისაკენ მიმავალი გზატკეცილის ასაგებად. მიშასათვის დიდი დარტყმა იყო, ის, რომ ოდესელებმა  მის ფავორიტს – ალექსანდრე ბოროვიკს უნდობლობა გამოუცხადეს და 2015 წლის ოქტომბერში მან არჩევნები წააგო.

მიხეილ სააკაშვილის დაპირებებში ყველაზე დიდი დავას იწვევს ოდესის აეროპორტის საკითხი. ოდესას ძალიან ცუდი საჰაერო ჭიშკარი აქვს, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მინგრეულ-მონგრეულია, ტერმინალში უწესრიგობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ჯერ კიდევ 2011 წელს აეროპორტი იჯარით გადაეცა ორ ადგილობრივ ბიზნესმენს ბორის კაუფმანს და ალექსანდრე გრანოვსკის, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან. აეროპორტისათვის არცერთს არაფერი გაუკეთებია, შემოსავალს კი იღებდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ორივე მფლობელს მოსთხოვა, რომ ან აეროპორტის სრული რეკონსტრუქცია მოეხდინათ, ან ახალი აეშენებინათ, რომლის მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. დაიწყო სასამართლო დავა, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ძველი აეროპორტის კოსმეტიკური რეკონსტრუქციით შემოიფარგლა. „ჩვენ ისინი შევაშინეთ და რემონტი დავაწყებინეთ. მაგრამ აეროპორტის ჩამორთმევა ვერ შევძელით“, – მითხრა საშა ბოროვიკმა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესელები იმითაც დააეჭვა, რომ მის მიერ ფართოდ რეკლამირებული „იუსტიციის სახლისათვის“ ის შენობა დაიქირავა, რომელსაც იმ ორი ბიზნესმენის – ბორის კაუფმანისა და ალექსანდრე გრანოვსკის მფლობელობაშია და კიდევ ერთი – ამას წინათ ე.წ. „დიდი ანტიკორუფციული ფორუმი“ იმავე ბიზნესმენების კუთვნილ სასტუმრო „ბრისტოლში“ გამართა.

მართალია, ოდესის ახალი გუბერნატორი, პოლიტიკური ელიტის უმრავლესობისაგან განსხვავებით, როგორც ჩანს, იმდენად ჯიბის გასქელებასა და გამდიდრებას არ ცდილობს, რამდენადაც პირად განდიდებას, მაგრამ განა ამით რიგით ოდესელებს რაიმე მოემატებათ? ძალიან ცუდი იქნება, თუ ოდესა მიხეილ სააკაშვილისათვის მხოლოდ პოლიტიკური კარიერის მისაღწევი ხმაურიანი საშუალება აღმოჩნდება. ბევრი კარგი პროექტით, მაგრამ არანაირი გრძელვადიანი ცვლილებებით.

Comments are closed