globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 19th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთის ახალი თავის ტკივილი = SCP + TANAP + TAP

«Каспiй» (აზერბაიჯანი): კრემლის თავის ტკივილი, ანუ როგორ ამზადებენ სომხები ახალ „ყარაბაღს“ აფხაზეთში

«Известия» (რუსეთი): ამიერკავკასიაში რუსეთის  ალტერნატივა არ არის // საქართველო ნელ-ნელა, მაგრამ აშკარად კვლავ რუსეთის პოლიტიკის ფარვატერში ბრუნდება

———————–

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/southern-gas-corridor-tap-tanap-scp-georgia/3335297.html

რუსეთის ახალი თავის ტკივილი = SCP + TANAP + TAP

ზაზა წულაძე

„ევროპის ენერგო ინდუსტრიის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისი“ – ასეთი შეფასება მისცეს ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებას საბერძნეთის და საქართველოს პრემიერებმა ციპრასმა და კვირიკაშვილმა, გუშინ თესალონიკში.

867 კმ სიგრძის გაზსადენის მარშრუტი, საბერძნეთის ევროსის პროვინციიდან, იტალიის აპულიას პროვინციამდე იქნება გადაჭიმული. მილსადენის 547 კმ საბერძნეთში გაივლის, 211 – ალბანეთში, 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, 5 კმ კი იტალიაში, ქალაქ სან ფოკამდე, სადაც TAP-ის გაზსადენი, იტალიის გაზგამანაწილებელ ქსელს – Snam Rete Gas-ს შეუერთდება.

TAP-ი (საბერძნეთი-ბულგარეთი-ალბანეთი-იტალია), სამხრეთ კავკასიურ (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი SCP) და ტრანს-ანატოლიურ (TANAP თურქეთი) გაზსადენებთან ერთად, „სამხრეთის დერეფნის ბუნებრივი აირის“ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ ურთულესი გეოგრაფიული და პოლიტიკური ჯაჭვის მთავარი ამოცანა კი ევროპის ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაა, აზერბაიჯანის „შაჰ დენიზის“ საბადოდან (მომავალში, კასპიის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებიდან – ზ.წ) ბუნებრივი აირის ექსპორტის დაწყების ხარჯზე. თესალონიკში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სწორედ ამ მნიშვნელოვან ასპექტს გაუსვა ხაზი.

„თავისი მარშრუტის გაყოლებაზე TAP-ს შეუერთდება სხვა არსებული და დაგეგმილი მილსადენები, რის შედეგადაც ენერგორესურსების ბაზრები ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას, სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. ამავე დროს ეს იქნება მომავალში სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების, თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა გაზის მოზიდვის კარგი შესაძლებლობა“.

TAP-ის გაზსადენის მშენებლობა გუშინ პარალელურად დაიწყო, საბერძნეთსა და იტალიაში. პროექტის ღირებულება 5,7 მილიარდი აშშ დოლარია, მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მლდ კბ/მ იქნება და ის 2020 წლისთვის უნდა ამოქმედდეს.

9,2 მლდ აშშ დოლარი ჯდება TANAP-ის გაზსადენი თურქეთის ტერიტორიაზე. ბოლო მონაცემებით, უკვე გაფორმებულია 4,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები. გაზსადენის მარშრუტის სიგრძე 1802 კმ-ია, ყარსი-ერზურუმის მონაკვეთიდან, დარდანელის 18 კმ-ს სრუტის გავლით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე, სადაც ის TAP-ს მიუერთდება.

TANAP-ის გამტარუნარიანობა თავიდან, წელიწადში 16 მლდ კბ/მ იქნება, აქედან 6 მლდ კბ/მ გაზი ევროპის ბაზრებისთვისაა განკუთვნილი. პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულშია ნავარაუდევი. სანამ TANAP-დან TAP-მდე მივა, აზერბაიჯანულმა გაზმა, სანგაჩალის საბადოდან, SCP-ი ანუ სამხრეთ კავკასიური გაზსადენი უნდა გაიაროს, რომლის სიგრძე 970 კილომეტრია. ამ გაზსადენის 442 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, 248 კმ – საქართველოს, 280 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის.

მეორე წელია როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში, აქტიურად მიმდინარეობს SCP-ის გაზსადენის გაფართოების სამუშაოები, 48 დიუმიანი პარალელური გაზსადენის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია, რომლის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიური გაზსადენი დამატებით, 16 მლდ კბ/მ აირის გატარებას შეძლებს. ეს სამუშაოები 2018 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს, რომ გარდა რუსეთის აქტიური წინააღმდეგობისა ამ მეგაენერგეტიკული დერეფნის მშენებლობის გზაზე, მისი მთავარი ხელისშემშლელი, ნავთობსა და გაზზე მსოფლიო ფასების მკვეთრი დაცემა შეიძლება გახდეს. თუ ფასების დაცემის ტენდეცია მომავალ წლებშიც შენარჩუნდა, 2020 წლისთვის, როცა „ბუნებრივი აირის სამხრეთის კორიდორი“ (SCP+ TANAP+ TAP=ევროპა) ამოქმედდება, შეიძლება, აზერბაიჯანული გაზი, ევროპის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანიც კი იყოს.

„ეს ქვეყნები – აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი – თავისი ექსპორტის დაახლოებით 85-95 პროცენტის ფარგლებში არიან დამოკიდებული ნავთობსა და გაზზე. მათთვის ნავთობის და გაზის დღევანდელი ფასი, ბუნებრივია არის უაღრესად არამომგებიანი. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა არასტაბილურობა შეიძლება გაჩნდეს ჩვენს გარშემო, რომელიც პირდაპირ აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე“.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლისთვის დაგეგმილი, 10 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი, ევროპაში რუსული გაზის მთლიანი საექსპორტო მოცულობის 10 პროცენტიც კი არ არის (რუსეთი წელიწადში ევროპაში 130 მილიარდ კუბურ მეტრ აირს ყიდის – ზ.წ), მოსკოვში, ევროპის „სამხრეთის დერეფნის გაზსადენის“ მშენებლობის დაწყების გამო, განგაშის ზარები მთელი ძალით ჩამოკრეს.

კრემლში კარგად ესმით, რომ რუსეთის მიერ ლობირებული „სამხრეთის ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ პროექტების ჩავარდნის შემდეგ, მათ საზღვრებს მიღმა, „სამხრეთის დერეფნის გაზსადენის“ მშენებლობა, ევროპის ბაზარზე სრულიად ახალ შესაძლებლობებს უჩენს, ისეთ პატარა, მაგრამ ამბიციურ მოთამაშეებს, როგორებიც: აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი არიან. ხოლო, თუ TANAP+ TAP-ის გაზსადენით, გაზის სუპერ დიდი მოთამაშე – ირანიც დაინტერესდა, რუსეთს თავის ტკივილი ერთი ათად მოემატება.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 19 მაისი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=41344#.Vz0tuFhf3s0

კრემლის თავის ტკივილი, ანუ როგორ ამზადებენ სომხები ახალ „ყარაბაღს“ აფხაზეთში

ალი საიდოვი

რუსეთს, რომელმაც აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა (2008 წლის 26 აგვისტოს), შეიძლება ახალი თავის ტკივილი გაუჩნდეს: კავკასიაში მოსკოვს უკვე 20 წელია აქვს მსგავსი თავის ტკივილი მთიანი ყარაბაღის სახით, თავისი სატელიტის – სომხეთის წყალობით. აფხაზეთშიც პრობლემა ისევ სომხებიდან მოდის. იბადება კითხვა: რატომ უნდა „ტკიოდეს მუდმივად თავი“ მოსკოვს?

პასუხი ელემენტარულია, რომელსაც „მოქალაქეობის შესახებ“ რუსეთის ფედერალურ კანონის მე-14 მუხლში ვპოულობთ: აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა საქართველოს მოქალაქეობა არ მიიღეს და ისინი მოქალაქეობის არმქონე პირებად რჩებიან – მაშინ როცა მოსკოვმა აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას რუსული პასპორტები დაურიგა.

ქართველები ჯერ-ჯერობით ჩუმად არიან, თუმცა მათაც დიდი ხნის თავის ტკივილი აქვთ სომხების პრეტენზიებისაგან არა მარტო ჯავახეთთან დაკავშირებით, არამედ ეკლესიების კუთვნილების საკითხშიც. შესაძლოა, ჯერ-ჯერობით ქართველებმა ვერ გააცნობიერეს ის, რომ თავიანთი მოქმედებით სომხებმა (რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ), პირდაპირ დაადასტურეს, რომ მათ აქტიურად შეუწყეს ხელი ქართველების განდევნას აფხაზეთიდან.

საინტერესოა, რომ ყოველთვის, როცა მასმედიის საშუალებებით ცნობილი ხდება, თუ როგორ აცხადებენ პრეტენზიებს „მრავალტანჯული“ სომხები არა მარტო მეზობლების მიწებზე, არამედ უკრაინის ქალაქებზე (კიევი, ლვოვი), რუსეთის სამხრეთში (სტავროპოლი, კრასნოდარი, არმავირი), როცა ისინი სხვის მუსიკას იპარავენ, ითვისებენ სხვა ხალხების კულინარიას, დაკავებულნი არიან ნამდვილი პლაგიატობით და სხვა უსინდისო, უზნეო საქმეებით, ამ სტრიქონების ავტორი არაერთგზის დარწმუნდა სოცქსელების ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ნათქვამ გენიალური ფრაზის სიმართლეში: „დედამიწაზე ჯერ სომხები გაჩნდნენ, შემდეგ კი ადამიანები“. სწორია ის მომხმარებელი, მოვა დრო და, ალბათ, სომხები ამის მტკიცებასაც დაიწყებენ. გავიხსენოთ: მათ ხომ დარწმუნებით განაცხადეს, რომ ისინი (ანუ სომხები) ძველ ეგვიპტელთა მენეჯერები იყვნენ პირამიდების მშენებლობის დროს.

ყველასათვის ცნობილია, რომ სომხები ისე, უბრალოდ, („პროსტო ტაკ“) არაფერს აკეთებენ, ისინი ხშირად შორეული მიზნის განხორციელებისათვის ზრუნავენ, ხშირად წლების მიღმა.  ჰოდა, როგორც აღმოჩნდა, როცა სომხები ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში აფხაზების მხარეს ომობდნენ, უკვე ჩაფიქრებული ჰქონდათ, თუ როგორ დაენაწილებინათ ეს მშვენიერი მიწა, რომელიც სსრკ-ის დროს საკავშირო ჯანმრთელობის კერად („ვსესოიუზნაია ზდრავნიცა“) ითვლებოდა.

სომხებმა კლონირება დაიწყეს და მათ აფხაზეთში ორგანიზაცია „კრუნკი“ ააღორძინეს. ეს ის ორაგნიზაციაა, რომლის საქმიანობის შედეგს აგერ უკვე 25 წელია თვითონ სომხები იმკიან – სწორედ „კრუნკის“ წყალობით დაიწყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. რატომ ვანბიბ – კლონირებას? იმიტომ, რომ დღევანდელი „კრუნკი“ სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ განცხადებებს, რომლებსაც ყარაბაღელი სეპარატისტები მეოთხედი საუკუნის წინათ გაიძახოდნენ.

როგორც აღმოჩნდა, სომხები აფხაზეთში მცხოვრებ უძველეს ხალხს წარმოადგენენ და ისინი აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას აფხაზური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ისისნი მაღალფარდოვნად აცხადებენ, რომ „აფხაზეთის სომხები მოძმე აფხაზ ხალხთან ერთად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერიის, არაბ და თურქ დამპყრობლების წინააღმდეგ… მათ აფხაზებთან ერთად გააფართოვეს აფხაზეთის სახელმწიფოს საზღვრები სურამის ქედამდე“. ამავე დროს, სომხებს არ დავიწყებიათ ყოფილი საბჭოთა კავშირის გაკრიტიკებაც, რომელიც მათ 100%-ით აცმევდა და აჭმევდა: რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ჩვენი უფლებები იზღუდებოდა, არ გვაძლევდნენ კულტურული და სულიერი განვითარების შესაძლებლობას, კრძალავდნენ სომხურ სკოლებს, არ გვქონდა სომხური ეკლესიების შენების უფლება“, – ნათქვამია „კრუნკის“ განცხადებაში.

გრძნობთ, საით უბერავს ქარი?

განცხადებაში სომხები ასევე ამტკიცებენ, რომ ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ „ქართული ფაშიზმის“ წიონააღმდეგ ბრძოლაში“, „ათასობით სომეხი გახდა აფხაზეთის გმირი, მაგრამ როგორც კი აფხაზეთმა დამოუკიდებლობის აღიარებას მიაღწია, ადგილობრივი სომხები აფხაზური ფაშიზმის საფრთხის წინაშე დადგნენ“.

გაიგებენ და მოისმენენ თუ არა ამას ქართველები, ამ შემთხვევაში მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ წაიკითხეს თუ არა ეს განცხადება თვითონ აფხაზებმა? თუ არ წაუკითხიათ, მაშინ აუცილებლად გაეცნონ: „აფხაზეთის მრავალტანჯული და შრომისმოყვარე სომხური მოსახლეობა კვლავ იჩაგრება აფხაზური ხელისუფლების მიერ. ქვეყნის ხელისუფლება წინასწარგანზრახულად ამცირებს სომხური მოსახლეობის რაოდენობას, რათა ნებადართული არ იქნეს სომხური სკოლების, ეკლესიების, თეატრების, კულტურული ცენტრების გახსნა“.

არარ გავაგრძელებთ ციტირებას, რადგანაც ტექსტი უკვე ბევრ საიტზეა გამოქვეყნებული, მაგრამ ერთ გარემოებაზე მაინც უნდა ვისაუბროთ: სომხები კონკრეტულ ტერიტორიებს თხოულობენ – გულრიფშის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებს. თავიანთი პრეტენზიის არგუმენტად საზარელი ფაქტი მოჰყავთ – სომხების მიერ ქართველი მოსახლეობის გაძევების შემდეგ ამ რაიონებში „სომხური მოსახლეობა სტაბილურ უმრავლესობას წარმოადგენსო“.

სომხებს განზრახული აქვთ კანონპროექტი აფხაზეთის პარლამენტის წევრ სომეხ კანონმდებლებს გადასცენ განსახილველად. გასაგებია, რომ „მოძმე აფხაზი ხალხის“ მიმართ განცხადებაში ნამღერი დითირამბები სომხებს ვერ დაეხმარება და აფხაზეთის პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტი, სავარაუდოდ, ვერ გავა. სომხებიც სწორედ ამას ელოდებიან. მათ ხომ იარაღი დიდი რაოდენობით აქვთ შენახული. ამ იარაღით აძევებდნენ და ღუპავდნენ სომხები ქართველებს.

ამრიგად, აფხაზებს, უფრო ზუსტად კი რუსეთს, მეორე „მთიანი ყარაბაღის“ არსებობა უკვე უზრუნველყოფილი აქვთ. ეს პროგნოზი არაა, ეს რეალობაა, რომელიც ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. საქართველოსთვისაც ზედმეტი არ იქნება სიტუაციას კარგად ჩაუფიქრდეს და სომხებს უფლება არ მისცეს წარწერით „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ თბილისის ცენტრალურ მოედანზე რაღაც ჩვრები აქნიონ, რომლებიც მათ დროშად მიაჩნიათ. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ასეთივე ჩვრებზე ხვალ შეიძლება „ჯავახკი“ დაეწეროს, რასაც სომხები სამცხე-ჯავახეთს (ანუ საქართველოს ტერიტორიას) უწოდებენ.

«Известия» (რუსეთი), 19 მაისი, 2016 წელი

http://izvestia.ru/news/614183

ამიერკავკასიაში რუსეთის  ალტერნატივა არ არის

საქართველო ნელ-ნელა, მაგრამ აშკარად კვლავ რუსეთის პოლიტიკის ფარვატერში ბრუნდება

სტატიაში, რომლის ავტორია მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი, პოლიტოლოგი ოლეგ მატვეიჩევი, გაანალიზებულია ამიერკავკასიაში (სამხრეთ კავკასიაში) არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, მთიანი ყარაბაღის პრობლემის ამასწინანდელი გამწვავების მიზეზები, საუბარია კონფლიქტებზე და ა.შ.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„თუ ამიერკავკასიის პერსპექტივებზე ვიმსჯელებთ, ამ რეგიონის პრობლემები მხოლოდ რუსეთის, ჩვენი ქვეყნის როლის გაძლიერებით თუ მოგვარდება. ისტორიულად სწორედ რუსეთი ასრულებდა მშვიდობის დამცველის როლს როგორც იმპერიის, ასევე საბჭოთა ეპოქაში. სხვათა შორის, კავკასიაში ნაციონალიზმის აყვავება და მრავალრიცხოვანი კონფლიქტების გაჩენა სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია. კონფლიქტებმა კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამიერკავკასიის ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა სხვადასხვანაირად სცადეს ახალი ცხოვრების დაწყება: საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა და რუსეთთან კავშირები გაწყვიტა. მაგრამ როგორც ქართველებმა ცხოვრების დონის სერიოზული გაუარესება იგრძნეს, ნელ-ნელა, მაგრამ აშკარად კვლავ რუსეთის პოლიტიკის ფარვატერში ბრუნდებიან. საქართველოს სხვა გზა არ რჩება, რადგანაც ეს ქვეყანა თურქეთის, ირანისა და სხვების მტრულ გარემოცვაში იმყოფება.

სომხეთმაც გადაიტანა დემოკრატიული თუ „ელექტრული“ რევოლუციები, მაგრამ ბრძენ სომეხ ხალხს ეყო იმის ჭკუა, რომ რუსეთთან კავშირები არ გაეწყვიტა.

აზერბაიჯანმი შეეცადა თირქეთთან და ირანთან ნავთობის სფეროში თავისი თამაში დაეწყო, მაგრამ ბოლო წლების „აყვავებული ეპოქა“ წარსულში დარჩა. თურქულ-აზერბაიჯანული ელიტების მოქმედების შედეგად ქვეყნის ეკონომიკის დაუცველობისა და  სახელმწიფოს დესუვერენიზების საფრთხე რეალური ხდება.

ასეა თუ ისე, ამიერკავკასიის რესპუბლიკები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ რეგიონში რუსეთის ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. პირველად ეს სომხეთმა აღიარა, ამიტომაც ერევანი უკვე ერთი წელია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. როგორც ჩანს, მსგავსი პროცესები ელოდება უახლოეს მომავალში საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც“.

Comments are closed