globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 19th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Deutsche Welle» (გერმანია): „ე.წ.სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადმოწევის საკითხი“ გერმანულ პრესაში

«Press TV» (ირანი): ქართული ოპოზიციის ანტირუსული აქციები შიდა ქართლში და სახელმწიფო კანცელარიასთან

«Daily Express» (დიდი ბრიტანეთი): ვლადიმერ პუტინმა, საქართველოსთან ურთიერთობის გაურესებით, ხელი შეუწყო დიდ ბრიტანეთში შხამიანი მცენარის – დიყის გავრცელებას

————————

«Deutsche Welle» (გერმანია), 18 ივლისი, 2015 წელი

http://www.dw.com/ru/faz-кремль-снова-нарушает-договоренности/a-18589521

„ე.წ.სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადმოწევის საკითხი“ გერმანულ პრესაში

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ გაავრცელა გერმანული პრესის მიმოხილვა, რომელშიც მიმოხილულია გაზეთ „ფრანფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში დაბეჭდილი კომენტარი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. სტატიის სათაურია „მოსკოვის სამართალდარღვევა“.

პოლიტიკური მიმომხილველი რეინჰარდ ფეზერი წერს:

„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მოსკოვთან ურთიერთობაში სრულიად სხვა მიდგომები აქვს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მთავრობას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ძირითადად ხისტი და მკვეთრი რიტორიკით სარგებლობდა. საქართველოს ახალი ხელისუფლება დაბეჯითებით ცდილობს გააუმჯობესოს ურთიერთობა მეზობელ ქვეყანასთან რბილი დიპლომატიისა და კეთილი ნების ჟესტებით. ამ ეტაპზე ნათელი გახდა საქართველოს მცდელობის მთავარი შედეგი: თბილისზე არაფერი არ არის დამოკიდებული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ორნახევარი წლის განმავლობაში რუსეთს, რომელიც სამხრეთ ოსეთს მფარველობს, პერმანენტულად გადმოაქვს ამ სეპარატისტული რეგიონის საზღვარი საქართველოს სიღრმეში. შესაბამისად მოსკოვი რეგულარულად და სისტემატურად არღვევს შეთანხმებას ზავის თაობაზე, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს 2008 წლის ზაფხულში და რომლის შედეგადაც, ევროკავშირის შუამავლობით, რუსეთ-საქართველოს ომი დასრულდა.

წინა წლებში საზღვრის გადმოწევები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ეხებოდა და მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი რჩებოდა, ახლა კი საზღვრის გადმოწევა საერთაშორისო ნავთობსადენსაც შეეხო: [მისი გარკვეული მონაკვეთი რუსების კონტროლქვეშ აღმოჩნდა]. საუბარია საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილზე, მაგრამ აქ მთავარი ისაა, თუ რამდენად შეიძლება კრემლისადმი ნდობა“.

«Press TV» (ირანი), 19 ივლისი, 2015 წელი

http://www.presstv.ir/Detail/2015/07/19/420889/Georgia-antiRussia-rally-Ossetia-Abkhazia

http://www.presstv.ir/Video/2015/07/18/420744/Georgia-signposts-tension

ქართული ოპოზიციის ანტირუსული აქციები შიდა ქართლში და სახელმწიფო კანცელარიასთან

ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია „პრეს თი-ვი“-ს ეთერში 18 და 19 ივლისს გადაიცა ვრცელი რეპორტაჟები შიდა ქართლში მდებარე სეპარატისტული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების მიერ ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ გადმოწევის თაობაზე (ავტორი – სვეტლანა ალიმოვა).

პირველ რეპორტაჟში ტელეჟურნალისტ ვრცლადაა გადმოცემული შიდა ქართლში, სოფელ ორჭოსანტან და წითელუბანთან შექმნილი ვითარება და ქართველი ჟურნალისტების მიერ გამართული აქცია, რომელიც საბოლოოდ „საზღვრის“ მომნიშნავი ბანერის მოგლეჯვისა და მისი გათელვით (განადგურებით) დასრულდა. იმავე რეპორტაჟში ამ ფაქტზე საუბრობენ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი და პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.

მეორე რეპორტაჟში მიმოხილულია ქართული ოპოზიციის მიერ სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული  საპროტესტო აქცია, რომელშიც დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. „აქციის მონაწილეებს პლაკატები და ლოზუნგები ჰქონდათ გამოტანილი, რომლებზე ანტირურული წარწერები იყო“.

«Daily Express» (დიდი ბრიტანეთი), 18 ივლისი, 2015 წელი

http://www.express.co.uk/news/uk/591457/Giant-Hogweed-Russia-Georgia

ვლადიმერ პუტინმა, საქართველოსთან ურთიერთობის გაურესებით, ხელი შეუწყო დიდ ბრიტანეთში შხამიანი მცენარის – დიყის გავრცელებას

„ბრიტანელი მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში წარუმატებლად ებრძვიან მეტად მავნე მცენარეს – დიყს (ლათ. Heracleum). ისინი თვლიან, რომ ამ შხამიანი ქოლგისებური მცენარის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება მხოლოდ მისსავე სამშობლოშია – კავკასიის რეგიონში მდებარე საქართველოში“, – ნათქვამია გაზეთი  Daily Express-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – პიტერ ჰენი). თუმცა, როგორც მკვლევარები ამბობენ, რამდენიმე წლის წინ საქართველოში მყოფი ბრიტანული ექსპედიცია, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების გამო, სასწრაფოდ ლონდონში დაბრუნდა. მას შემდეგ ამ არასტაბილურ რეგიონში ინგლისელი მეცნიერები აღარ გამოჩენილან.

მიუხედავად ათეული წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევისა, ბრიტანელ ბიოლოგებს დღემდე ვერ მოუნახავთ დიყის წინააღმდეგ ეფექტური საბრძოლო საშუალება. ამასთან, მეცნიერები თვლიან, რომ ჟანგისფერ სოკოებს, რომლებიც საქართველოში აღმოაჩინეს, შეუძლიათ ნისლიან ალბიონს დახმარება გაუწიონ ამ შხამიანი მცენარის მოსპობაში. დიყის წვენის ადამიანის კანზე მოხვედრა მწვავე დამწვრობას იწვევს, ხოლო თუ წვეთები თვალში შეესხურება, ადამიანი დაბრმავდება.

2000-იანი წლების დასაწყისში ბრიტანელები საქართველოში გაემგზავრნენ. ეს ქვეყანა  დიყის ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობის სამშობლოდ ითვლება. ბრიტანელებმა ორიოდე წელი იმუშავეს, მაგრამ ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად არჩევის გამო საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაურესდა და ისინი სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ. საბოლოო ჯამში თბილის-მოსკოვს შორის რვა წლის წინათ ომი დაიწყო და იმ დროიდან საქართველოს სეპარატისტული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამეცნიერო საზოგადოენისთვის „დახურულად“ გამოცხადდნენ.

ბრიტანელმა ბიოლოგმა დიკ შოუმ, რომელივ დიყის კვლევის პროგრამას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი მეცნიერთა ჯგუფის საქართველოში გამგზავრება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, რომელშიც მაშინ ჩვენ ვერ შევძელთ შესვლა, ჟანგისფერი სოკოები არსებობენ, რომლებიც დიყის ბუნებრივი მტერია“.

დიკ შოუს ძალიან უკვირს, რომ ადამიანებმა ჯერ კიდევ კარგად არ იციან დიყის მავნებლობა. ეს მცენარე, რომელიც სიმაღლით თითქმის ორ მეტრამდე აღწევს, ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც კანის უჯრედების სტრუქტურაზე ძალიან საშიშ გავლენას ახდენს და მათ ულტრაფიოლეტური სხივების მიმართ წინააღმდეგობის უნარს უკარგავს.

სხვათა შორის, დიყის მსხვერპლი ხდებიან გამოცდილი ბოტანიკოსებიც. დიკ შიუ ჟურნალისტს მოუყვა ისტორია, როცა საქართველოში ყოფნისას მისი ჯგუფის წევრებმა, მაშინაც კი, როცა დამცავი კომბინეზონი ეცვათ, დიყისაგან დამწვრობა მიიღეს.

დღეს დიდი ბრიტანეთს დიყი ძალიან დიდ ზიანს აყენებს.

როგორ მოხვდა დიდ ბრიტანეთში დიყი?

მე-18 საუკუნეში, ვიქტორიის ხანის კოლექციონერებმა ქვეყანაში ისეთი მცენარე შეიტანეს, რომელმაც მალე პარაზიტულობა გამოამჟღავნა. ამჟამად ზოგიერთ ბრიტანელს   ბაღჩებში დიყი მოჰყავთ, თუმცა მისი გაყიდვა ბრიტანეთში კანონით არის აკრძალული. რასაკვირველია, არსებობს მისი განადგურების ორი წესი, მაგრამ მეცნიერებს ეშინიათ და ფიქრობენ, რამ მათ შეიძლება სხვა მცენარეები დაააზიანოს.

Comments are closed