globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 19th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«РБК» (რუსეთი): რა ემუქრება კავკასიას: მთავარი რისკ-ფაქტორები საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის

«Новая газета» (რუსეთი): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: საუბარი სამხრეთ ოსეთისა და დონბასის ომების შესახებ, ვლადიმირ პუტინთან დამოკიდებულებაზე და საქართველოზე…

——————-

«РБК» (რუსეთი), 19 აგვისტო, 2015 წელი

http://top.rbc.ru/politics/19/08/2015/55d307f69a79470afff7279b

რა ემუქრება კავკასიას: მთავარი რისკ-ფაქტორები საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის

პოლინა ხიმშიაშვილი

(შემოკლებით)

რუსმა ექსპერტებმა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისათვის პოლიტიკური რისკები შეაფასეს: ყველაზე სტაბილური ქვეყანა აზერბაიჯანია, უფრო ნაკლებად სტაბილური კი – სომხეთი და საქართველო. ძირითად მუქარას სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის ეკონომიკური არასტაბილურობა წარმოადგენს, რომლის მაპროვიცირებელია როგორც რუსეთი, ასევე გარკვეულწილად „ისლამური სახელმწიფო“, – აღნიშნულია ჰოლდინგ Minchenko Consulting-ის („მინჩენკო კონსალტინგ“) მიერ მომზადებულ მოხსენებაში სათაურით „პოლიტიკური რისკების შეფასება ამიერკავკასიის რეგიონისათვის“.

ექსპერტები – ევგენი მინჩენკო, კირილ პეტროვი და სერგეი მარკედონოვი აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში რეგიონში  კონკურენცია ევროპულ და ევრაზიული ინტეგრაციის პროექტებს შორის მნიშვნელოვნად გამწვავდა. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ყოველ ინტეგრაციულ პროექტის რეალიზება კავკასიის პირობებში ძალიან დიდ სიფრთხილეს საჭიროებს: არაა გამორიცხული, რომ სტატუს-ქვოს შეცვლის მცდელობამ კიდევ მეტი ახალი კონფლიქტი, ან უკვე არსებულის ესკალაცია გამოიწვიოს.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში ექვსი შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, ხოლო აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღი კვლავ რჩებიან ნაწილობრივ აღიარებულ ან საერთოდ არაღიარებულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად.

ექსპერტებმა ყველაზე სტაბილურ სახელმწიფოდ აზერბაიჯანი აღიარეს. 40 ქულიან შკალაში, რომელშიც ბოლო ციფრი აბსოლუტურ არასტაბილურობას ნიშნავს, აზერბაიჯანმა 22 ქულა მიიღო, მეორე ადგილზე – საქართველოა 25 ქულით, ხოლო ყველაზე არასტაბილურ ქვეყნად 29 ქულით სომხეთი იქნა მიჩნეული. „დე-ფაქტო სახელმწიფოებს“ შორის სამხრეთ ოსეთმა 23 ქულა მიიღო, აფხაზეთმა – 24 და მთიანმა ყარაბაღმა – 25.

ყოველ საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოში არსებობს სოციალურ-ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური პრობლემები: მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება და კონსტიტუციური რეფორმის პროცესი (სომხეთში), ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურება რთული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე (საქართველოში) და არასისტემური ისლამური ოპოზიციის გაძლიერება (აზერბაიჯანში), რომელზეც გავლენას ახდენს თურქეთსა და ირანში მიმდინარე პროცესები.

საქართველოში სიტუაციის შეფასებისას ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ ქვეყანას ბევრი სუსტი წერტილი აქვს და მოწყვლადად რჩება რამდენიმე მიმართულებით: მმართველი კოალიცი ვერ დაიტრაბახებს რაიმე სერიოზული ეკონომიკური წარმატებით. შენარჩუნებულია კონფრონტაციული დამოკიდებულება წამყვან ოპოზიციურ ძალასთან – პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ლიდერთან – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ამასთან, საქართველომ შესაძლებელია თავიდან აიცილოს პოლიტიკური რისკების გამწვავება. მოხსენების ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ კოალიციის მყიფე მდგომარეობასა და ხელისუფლებაში „ნაციონალების“ შესაძლებელ დაბრუნებასაც კი პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ მოჰყვება. ქართული პოლიტიკური ელიტა ზოგადად კომპრომისულადაა განწყობილი.

უფრო მეტი რისკები შეინიშნება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში: თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობის ნორმალიზება ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ხოლო ყველაზე სერიოზულ რისკად დღევანდელი საქართველოსთვის ჯიჰადისტების მუქარები რჩება: „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ცნობილი ლიდერი უმარ ალ-შიშანი ხომ თარხან ბათირაშვილია, წარმომავლობით საქართველოში მდებარე პანკისის ხეობიდან.

რისკებს ზრდის აგრეთვე საქართველოს არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციაც: სიღარიბე და უმუშევრობა, ეკონომიკის მონოპოლიზება ქვეყნის ქრონიკურ პრობლემებად რჩება. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 2014 წლიდან დაიწყო და ხელისუფლებამ მისი კურსის დაცემის შეჩერება ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა. ასევე ვერ მოხერხდა ეკონომიკის დემონოპოლიზება – მსხვილი კომპანია-მონოპოლისტების წილი პროდუქციის წარმოებასა და იმპორტში თითქმის 80%-ს შეადგენს, მაშინ როცა საშუალო და მცირე ბიზნესის მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ია. ქვეყანას საკრედიტო სისტემის რეფორმიერებაც მოუწევს, რადგან ეს მოთხოვნა ჩადებულია ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებაში.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 12,4% შეადგინა.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, საერთოდ, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სტატუს-ქვოს შენარჩუნებითაა დაინტერესებული, თუმცა იმავდროულად მოსკოვი მზად არ არის გადასინჯოს თავისი დამოკიდებულება დასავლეთთან იმის გამო, რომ ბრიუსელ-ვაშინგტონთან მისი კონფრონტაცია სამხრეთ კავკასიაზე უარყოფითად აისახება.

«Новая газета» (რუსეთი), 19 აგვისტო, 2015 წელი

http://www.novayagazeta.ru/politics/69595.html

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: სამხრეთ ოსეთისა და დონბასისი ომების შესახებ, ვლადიმირ პუტინთან დამოკიდებულებაზე და საქართველოზე…

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ოპოზიციურად განწყობილ გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და უკრაინის ოდესის ოლქის ამჟამინდელ გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილტან. როგორც ინტერვიუს შესავალში „ნოვაია გაზეტას“ მიმიმომხილველი დიმიტრი ბიკოვი აღნიშნავს, „მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, რომელიც ისე სძულდეთ რუსეთში, როგორც მიხეილ სააკაშვილი სძულთ. იგი ისეთ კონსოლიდირებულ ნეგატიურ განწყობას იწვევს, რომ მას ვერანაირი ბუშები და ობამები ვერ შეედრება. ამ შემთხვევაში ისეთი სიტუაციაა, როცა ხელისუფლება და ხალხი ერთ პოზიციაზე დგანან. მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორად პიარ-სვლად განიხილება, ხოლო ყველაფერი ის, რასაც ექს-პრეზიდენტი ოდესაში აკეთებს, იაფფასიან პოპულიზმად მიიჩნევა. საინტერესოა გავიგოთ, როგორ გრძნობს თავს ოდესაში – რუსულენოვან ქალაქში ის ადამიანი, რომელიც რუსეთში ასე ძალიან არ უყვართ?

————-

ამონარიდები ინტერვიუდან:

- როგორ მიგაჩნიათ დღევანდელი გადასახედიდან თქვენი გადაწყვეტილება ცხინვალზე შეტევის შესახებ?

- მე ყველაფერს ვაკეთებდი მშვიდობის შესანარჩუნებლად და მინმდა გაგახსენოთ მოკლედ, რა და როგორ იყო. საქართველო ომში სამხრეთ ოსეთისათვის ნამდვილად არ ჩაერთვებოდა. აფხაზეთისთვის კი, რადგანაც აფხაზეთი უფრო დიდია, იქ კურორტებია, ნავსადგურები… სამხრრეთ ოსეთი კი ესაა ქართული და ოსური სოფლები, ჭადრაკულად განლაგებული, სულ 40 ათასი ადამიანი. ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ რუსული არმიის შემოსვლაზე როკის გვირაბით, რომელიც მერე სად წავიდოდა და რას გააკეთებდა, არავინ იცოდა. რუსეთის მიზანს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დაცვა სულაც არ წარმოადგენდა. მოსკოვი ყოველტვის ამ ლოზუნგით შედიოდა იქ, სადაც შესვლა სურდა. სანამ შესაძლებლობა იყო, მე მოლაპარაკებას ვცდილობდი. ასტანაში, დსთ-ის სამიტზე დიმიტრი მედვედევს უკან დავსდევდი, ხან მემალებოდა, ხანაც ვპოულობდი… უბრალოდ, სასაცილოც კი იყო, რომ არა მოსალოდნელი ომის საფრთხე. იყო ასეთი მომენტებიც: ვრეკავ მოსკოვში, ვეუნბენი მედვწედევტან შემაეღთეთ-მეთქი, ამ დროს კი ყურმილს ვლადიმირ პუტინი იღებს და მეუბნება, შენთვის სულერტი არაა, ვინც დაგელაპარაკებაო? კარგი, ვეუბნები, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში ჩვენს დაუკითხავად გზას რატომ აშენებთ-მეთქი, ან ჯარებს რატომ უყრით თავს ჩვენს საზღვრებთან? აი, რას წერენ ევროპის გაზეთები…

- დიახ. ვიცი ეგ ისტორია. მერე ვლადიმირ პუტინმა ასე გითხრათ, რომ ეგ გაზეთები დაახვიე და უკან გაიკეთეო…

- არა, ჩემს მიმართ არ უთქვამს, იმათ გაიკეთონ უკანო, ასე თქვა…

- ისე, საინტერესოა, რატომ სძულხართ პუტინს ასე ძალიან? იგი ყველა პრეზიდენტს ხომ არ უპირებს ერთი ადგილით ჩამოკიდებას…

- არა, მას მე პირადად არ ვძულვარ. უბრალოდ, მას დიდი ხანია საქართველოს დასჯა სურდა, მიზანმიმართულად. ვლადიმირ პუტინს სპონტანური რეაქციები არ ახასიათებს, ყველაფერს მოფიქრებულად აკეთებს. მან ყირიმის მითვისებაც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა, ამის გეგმა დამუშავებული ჰქონდა… ვინც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, სცენარი მაინც ერთნაირი იქნებოდა. მე რაც შემეხება, მას მე არ ვაინტერესებ. მას საერთოდ პიროვნებები არ აინტერესებს, იგი პარაგმატიკოსია.

- რატომ არ დაურეკეთ ვლადიმირ პუტინს 8 აგვისტოს ღამით?

- დიმიტრი, თქვენ საერთოდ იცით რა ხდებოდა 8 აგვისტოს ღამით? შვიდში რუსული გაზეთები წერდნენ, რომ საქართველო ოლიმპიურ მშვიდობას არღვევსო, არადა აგვისტოს დასაწყისში წინასწარ გაიყვანეს ქალები და ბავშვები ოსეთიდან… თქვენ გგონიათ, რომ ეს ჰუმანიტარული მიზნით მოხდა? არა, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ დაგეგმილი იყო ტანკების შემოსვლა და მათ ხელი არ უნდა შეშლოდათ. საზღვარგარეთ ვიყავი, ჩამოვფრინდი თბილისში, მინისტრთა ნახევარი შვებულებაშია. ვრეკავ გაერში – იქაც შვებულებებია. ვრეკავ დიმიტრი მედვედევთან, მეუბნება, რომ ახლა მაგის დრო არ მაქვსო, ვლადიმირ პუტინთან კი არ მალაპარაკებენ. ჩვენი დამკვრელი, ძლიერი ბრიგადა ერაყშია, ცხინვალიდან თბილისამდე კი სამი საათის სავალია… რა უნდა მექნა? რუსული ტანკებისათვის გზა უნდა გამეხსნა?

ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტი საუბრობს აგრეთვე უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფრონტაციაზე, მხარეთა პოზიციებზე, მარიუპოლისა და დონეცკ-ლუგანსკის პერსპექტივაზე, რუსეთის სახელმწიფოს მომავალზე: „ვლადიმირ პუტინის შემდეგ რუისეთი ორი-სამი წლის განმავლობაში ქაოსში იქნება. საერთოდ, ვერტიკალური მმართველობის მოშლის შემდეგ ქაოსური სიტუაცია ხშირად იქმნება ხოლმე. ღმეღტმა ქნას, ნაკლები სისიხლი დაიღვაროს… ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს ჩამოშორდება, თათრეთი, ბაშკირეთი… შორეული აღმოსავლეთის იაპონიასთან და ჩინეთთან ინტეგრირება მოხდება… ისე იქნება, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის დრო იყო. დონეცკიდან და ლუგანსკიდან რუსეთის ჯარები გავლენ და ტერიტორია უკრაინას დაუბრუნდება“.

- ისე, ერთმნიშვნელოვნად იმის მტკიცება, რომ თქვენ საქართველოში ყველაფერს კარგად აკეთებდით, არანაირად არ შეიძლება. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრებოდა, არ დაუპირისპირდებოდით საკუთარი გუნდის წევრებს, ნინო ბურჯანაძის ცათვლით, არ აგიჯანყდებოდათ ინტელიგენცია…

- საკუთარ გუნდთან კონფლიქტების გარეშე ბერანაირი რეფორმა ვერ გატარდება, ამიტომაც მათ, რეფორმატორებს, ხშირად საკუთარი გუნდის წევრები აგდებენ ხოლმე, როგორც, მაგალითად, მიხეილ გორბაჩოვს გაუკეთეს. თუ რაიმეს გაკეთება გსურთ, უნდა იცოდეთ, რომ გუნდი შეიძლება ბოლომდე ვერ გამოგყვეთ. მე საქართველოში დარჩენა შემეძლო, ახლაც შემიძლია ჩასვლა, იქ ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს, პარტიას მაღალი რეიტინგი აქვს… მაგრამ მე არ მინდა ყველაფრის ფასად იქ ჩასვლა, სულაც არ მინდა გამოვიწვიომახალი სამოქალაქო ომი… მიმაჩნია, რომ საქართველომ ჩემი იქ არყოფნით უნდა დაისვენოს. რაც შეეხება ინტელიგენციას… თქვენ იცით, რატომ მოხდა ჩემსა და რიობერტ სტურუას შორის უთანხმოება, რატომ წავიჩხუბეთ?

- მან თქვა, რომ სომეხი ეროვნების მქონე ადამიანი საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოსო…

- ეს მან მოგვიანებით თქვა, რადგანაც მისი შვილი ნარკოტიკის („ტრავკის“) გამო დააკავეს. რობერტ სტურუამ დაურეკა შინაგან საქმეტა მინისტრს და უთხრა, რომ ჩემი ვაჟი კარგი ბიჭია და იქნებ გამოუშვანო. მას კი უპასუხეს, რომ ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ კანონს უფრო მეტ პატივს ვცემთო. ქართული საბჭოთა ინტელიგენციას ეს ამბავი ძალიან გაუკვირდა – ისინი ხომ საბჭოური კანონებით ცხოვრიობდნენ, მეგობრულ-მაფიოზური კანონებით. მათ ნახეს, რომ ასეთი წესებით ცხოვრება უკვე შეუძლებელი ხდება… იცით, ერთ-ერთმა მსხვილმა ქართველმა იერარქმა მითხრა, შეცდომა დაუშვით, რომ კანონიერი ქურდები ქვეყნიდან გააძევეთ, ისინი ძალიან გვეხმარებოდნენ, ეკლესიას უამრავ ფულს სწირავდნენო. აქაც, ოდესაში, ერთ-ერთი ეკლესიის მსახური იმ ნავსადგურის უფროსს თავდებად დაუდგა, რომელიც მე სამსახურიდან გავათავისუფლე.

- საინტერესოა, რატომ არ მოგკლეს კანონიერმა ქურდებმა? ალბათ, უფრო ადვილია ერთი პრეზიდენტის მოკვლა, ვიდრე მთელი ბიზნესის სხვაგან გადატანა…

- იყო „სხოდნიაკი“ პრაღაში, გადაწყვეტილებაც მიიღეს, მაგრამ მშიშრები არიან. პროფესიული დამნაშავეებს ხშირად ეშინიათ ხოლმე, მათი სისტემაც კორუმპირებულია…

Comments are closed