globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 20th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио Голос Америки» (აშშ): საქართველო და ჩენრნოგორიის გაწევრიანება ნატოში // რას ამბობენ ექსპერტები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის მიმართ

«Независимая газета» (რუსეთი): სამი გზა წარსულიდან მომავალში // რუსეთი, უკრაინა და საქართველო: მათი როლი და სპეციფიკა საბჭოთა კავშირში და პოსტსაბჭოთა სივრცეში

«Независимое военное обозрение» (რუსეთი): თავდაცვა ღრუბლებსმიღმა სიმაღლეებზე // ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა რუს ჯარისკაცებს მოუწევთ კავკასიის ქედზე, ნატო ჯარების შეტევის შემთხვევაში

———————–

«Радио Голос Америки» (აშშ), 20 მაისი, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/nc-georgia-nato-montenegro/3337181.html

საქართველო და ჩენრნოგორიის გაწევრიანება ნატოში

რას ამბობენ ექსპერტები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის მიმართ

სტატიაში, ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში ჩერნოგორიის (მონტე-ნეგროს) გაწევრიანების ფონზე (19 მაისს ბრიუსელში ხელი შესაბამის ოქმს მოეწერა) საუბარია საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრირებაზე და სამომავლო ამოცანებზე. ამ თვალსაზრისით ციტირებულია ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის გუშინვე, 19 მაისს გაკეთებული განცხადებები: „ვარშავის სამიტზე ნატო აუცილებლად აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, გამოავლენს პოლიტიკურ მხარდაჭერას… და დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნით“. იმავდროულად პუბლიკაციაში მოხსენიებულია აგრეთვე ნატოს სპეცწარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის მიერ ორი დღის ქართულ ტელეთერში გაჟღერებული განცხადებაც, რომლის თანახმად, საქართველო ვარშავის სამიტზე ვერც „მაპ“-ს ვერ მიიღებს და მით უმეტეს, ნატოშიც ვერ გაწევრიანდება.

სტატიაში საუბარია აგრეთვე რუსეთის პოზიციაზე: კრემლი კატეგორიულად გამოდის ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების წინააღმდეგ – რუსეთმა ნეგატიური პოზიცია გამოხატა ალიანსში ჩერნოგორიის გაწევრიანების მიმართ, იგივე მსგავსი განცხადებები გაკეთდა უფრო ადრე საქართველოს მიმართაც.

ქართველმა პოლიტოლოგები კომენტარს უკეთებენ შექმნილ ვითარებას:

როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, საქარტველოსა და ჩერნოგორიის სედარებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ საქარტველოს რუსეთთან ერთობლივი საზღვარი აქვს, ჩერნოგორია კი რუსეთისაგან შორს მდებარეობს. შესაბამისად, თუ ბრიუსელი საქართველოს ნატოში მიღების ზუსტ თარიღს დაადგენს, მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შესაძლებლობა მატულობს. ამიტომაც, ექსპერტის თქმით, ალიანსი საქართველოს გაწევრიანებისაგან თავს იკავებს ძირითადად ორი მიზეზის გამო:

პირველი – რუსეთის დარტყმის ქვეშ უპირველესად თვითონ საქართველო აღმოჩნდება და მეორე – ასეთ შემთხვევაში ალიანსი იძულებული გახდება („მორალური ვალდებულებით მაინც“) საქართველოს მხარი დაუჭიროს, სიტუაციაში ჩაერიოს და დაიცვას.

„ჩერნოგორიის შემთხვევაშიც კი, რუსეთს პრეტენზიები აქვს, მაგრამ ეს ქვეყანა მისგან მაინც შორსაა, რუსეთის ინტერესები ბალკანეთის მიმართულებით ისეთი არარაა, როგორიც ადრე იყო, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში საკითხი უკვე რუსეთის ტერიტორიასთან ნატოს უშუალო მიახლოებას ეხება, რამაც შეიძლება რუსეთის აგრესიულობის გამწვავება გამოიწვიოს და ეს უპირველესად თვით საქართველოსთვისაა ზიანის მომტანი. რასაკვირველია, ალიანსს არ სურს ახალ კონფლიქტში ჩაერთოს“, – აცხადებს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი „გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტთან ნესტან ჩარკვიანთან საუბარში. მისი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა საერთაშორისო სიტუაციაზეა დამოკიდებული: „არაა გამორიცხული მოვლენები ისე განვიტარდეს, რომ ხვალ კარი ჩვენთვის გაიღოს. აქედან გამომდინარე, საქართველო მზად უნდა იყოს და ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს ყველა პარამეტრით, რათა დაუყონებლივ იქნეს ალიანსში მიღებული“.

კიდევ ერთი ქართველი ექსპერტი, „ჯიპა“-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება პირდაპირაა დაკავშირებული ტერიტორიების დეოკუპაციასთან და ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასTან: „მაგრამ არის სხვა ვარიანტიც – საქართველოს მიღება ნატოში ჯერ-ჯერობით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პრორუსული პროპაგანდა გააქტიურდება და ადგილობრივი პროტესტები გაძლიერდება: თითქოსდა ხელისუფლება თვითონ დათანხმდა ტერიტორიების დაკარგვასო. ამრიგად, რასაკვირველია, ამ ვარიანტს საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე „გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტთან საუბარში. როგორც იგი თვლის, მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს ალიანსში მიღება უახლოეს ხანში არ მოხდება, ქვეყანა მაინც მზად უნდა ამისთვის, გააგრძელოს დაახლოება, გაატაროს რეფორმები, განავიტაროს დემოკრატია და ა.შ.

„რაც უდრო ძლიერი და წარმატებული იქნება საქართველო, მას მით უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიები ექნება ნატოს გარეთ“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

«Независимая газета» (რუსეთი), 20 მაისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/ideas/2016-05-20/5_3ways.html

სამი გზა – წარსულიდან მომავალში

რუსეთი, უკრაინა და საქართველო: მათი როლი და სპეციფიკა საბჭოთა კავშირში და პოსტსაბჭოთა სივრცეში

„რუსეთი, უკრაინა და საქართველო – ეს სამი რესპუბლიკა (უფრო ზუსტად, ეთნოსები – რუსები, უკრაინელები და ქართველები), საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში დაახლოებით ასეთი თანმიმდევრობით მოიხსენიებოდნენ და ეს ერთგვარ ნორმად ითვლებოდა. რუსეთი (რსფსრ) რატომაც – ეს გასაგებია, უკრაინა ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი რესპუბლიკა იყო, საქართველო კი იოსებ სტალინის – ბელადის სამშობლო. სამივე გამოხატავდა ერთიანობას, პირველი ორი – რუსულენოვნებას (სლავურობას), მესამე კი – საბჭოთა კავშირში არარუსების როლს.   რასაკვირველია, ამას არ განმარტავდნენ, ეს, უბრალოდ, თავისთავად იგულისხმებოდა. გავისხენოთ, რომ ომის დასასრულს, ბერლინის აღების დროს ბელადმა რაიხსტაგზე დროშის პირველ ამფრიალებლად რუსი მიხეილ ეგოროვი და ქართველი მელიტონ ქანთარია დანიშნა. მართალია, სხვებიც იყვნენ, მაგრამ სწორედ ისინი იქნენ ოფიციალური პირები“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი ლეონიდ ვასილევი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი).

პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთის (რსფსრ) როლი სსრ კავშირში. „მართალია, რსფსრ მოკავშირე რესპუბლიკად ითვლებოდა, მაგრამ მას სახელმწიფოებრიობა, პრინციპში, არ გააჩნდა. 1949 წელს ზოგიერთი ლენინგრადელი სახელმწიფო მოღვაწე ამ უსამართლობის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ ისინი რეპრესირებულები იქნენ. „ზემოდან“ ჩამოშვებული არაოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსები რუსეთში კი არა, არამედ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, დასავლეთი საბჭოთა კავშირს მაინც რუსეთად განიხილავდა. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, რუსების, როგორც ეთნოსის როლი, მნიშვნელოვნად იყო ხაზგასმული: გავიხსენოთ ისევ სტალინი, რომელმაც ომის ბოლოს რუსი ხალხის სადღეგრძელო წარმოსთქვა“, – აღნიშნავს ავტორი და აანალიზებს რუსეთის სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიისა და იმპერატორების როლს ევროპულ და საერთაშორისო ურთიერთობებში (ოქროს ურდოდან – ანტანტამდე).

სტატიაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი კიევის რუსეთს, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ისტორიის საფუძველი გახდა. გადმოცემულია უკრაინის სახელმწიფოებრიობის პერიოდები: უკრაინის რადა (1917-1918 წლები), უკრაინის სსრ, უკრაინა… ავტორი ყურადღებას უთმობს უკრაინის ტერიტორიულ გაფართოებას (1930-იანი და 1950-იანი წლები) და უკრაინის რეგიონების განსხვავებას ერთმანეთისაგან ეთნოსების საფუძველზე (პროდასავლური და პრორუსული). მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ეს ფაქტორი გამოიყენა 2014 წელს ყირიმის მიერთთების დროს. „ისტორიული მომენტების გათვალისწინებით, უკრაინის პროდასავლურობა (დონბასისა და ყირიმის გამოკლებით) კანონზომიერია. უკრაინა რუსეთი არ არის და რუსული სოციუმისაგან განსხვავებით, ის ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო, თავის სოფლებიან-ქალაქებიანად, განსაკუთრებით დნეპრის მარჯვენა მახარეზე მდებარე ნაწილი.

რაც შეეხება საქართველოს, ავტორი მიიჩნევს, რომ:

„საქართველო მაღალკულტურული ქვეყანაა მდიდარი ისტორიითა და უძველესი მართლმადიდებლური ცივილიზაციით. მას მაინცდამაინც მკაცრად არ შეხებია ის უბედურება, რომლებიც რუსეთმა გადაიტანა, თუმცა, რასაკვირველია, ქართველებმაც დიდი გაჭირვება ნახეს. საქართველოს ოქროს საუკუნედ თამარ მეფის მმართველობისა და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის ხანა ითვლება, შემდეგ კი დაცემის პერიოდი იწყება: მონღოლების, სპარსელების, ოსმალოთა შემოსევები, სახელმწიფოს დაშლა-დაქუცმაცება მცირე სამთავროებად და სამეფოებად, მათ შორის მომხდარი ომები. გეორგიევსკის ტრაქტატმა (1783 წელს) ქვეყანა რუსეთის პროტექტორატად აქცია, რაც ქართველების მდგომარეობაზე დადებიტად აისახა. ბევრი მათგანი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში წავიდა საცხოვრებლად და სამუსაოდ. 1917 წლისათვის საქართველოს სესაძლებლობა მიეცა თავისი სახელმწიფოებრიობა აღედგინა, თუმცა 1921 წელს რსფსრ-მ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა და ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში შეიყვანა (1922-36 წლებში), მოგვიანებით კი, 1936 წლის კონსტიტუციით,  მოკავშირე რესპუბლიკად გარდაქმნა.

საქართველოს იოსებ სტალინის (ბელადის) ბელადის სამშობლოს არაოფიციალური სტატუსი ჰქონდა, რესპუბლიკა ყვაოდა (სსრკ-ის მასშტაბებით). იმავდროულად ქართველები ენთუზიაზმით შეხვდნენ გორბაჩოვისეულ „გარდაქმნას“, რაც თანდათან აშკარა ნაციონალიზმში გადაიზარდა. ასეთ გადახრებს 1989 წელს მოსკოვიდან ძალის გამოყენება მოჰყვა. 1990 წელს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა – პოპულარული, მაგრამ საბოლოო ჯამში უიღბლო ლიდერი, რომელმაც რესპუბლიკაში ეთნოსების ამბოხის გამოვლინებას ვერაფერი მოუხერხა. 1992 წლიდან საქართველოს ხელმძღვანელი ხდება ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ასევე ვერ მოაგვარა ეროვნული და რეგიონული უთანხმოებები. რეგიონების „დაწყნარებაში“ ზოგადად ყველაზე მეტ წარმატებას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიაღწია (2004-2013), რომელმაც ასევე შეძლო კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის დაწყება. იმ პერიოდში რეალურად განვითარდა საქართველოს ევროატლანტიკური პოლიტიკა, თბილისს დასავლეთი მხარს უჭერდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ოპონენტებით გაუჩნდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც – რუსეთის სახით, რამაც 2008 წლის აგვისტოში „ხუთდღიანი ომი“ გამოიწვია. ომის შედეგად საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პერიოდში, საქართველო კვლავ აშკარად დაცემის პერიოდში შევიდა…“.

დღევანდელი მდგომარეობის შეფასება

ავტორის აზრით, რუსეთი, პრინციპში, არ შეცვლილა: იგივე ამბიციები, იგივე შიშები… იგივე „არმიისა და ფლოტის იმედი“ (იმპერატორ ალექსანდრე მესამის ცნობილი ფრაზა). კვლავ ძალაშია „თვითმპყრობელის – მეფის, ხელმწიფის“ საკრალური როლი… ყოველივე ეს ხელს უწყობს რუსეთის ჩაკეტილობას და იზოლირებას. შესაბამისად, რუსეთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე გახდა. ხელისუფლების დევიზი: „არ გვჭირდება ჩვენთვის უცხო და საძაგელი დასავლეთი, დავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ, ჩვენი წინაპრების ტრადიციებით“. აქედან გამომდინარე, რაიმე პროგრესის საფუძველი არ არსებობს. რუსეთი ძვირფას დროს კარგავს და მხოლოდ „არმიისა და ფლოტის ძლიერებას“, თანამედროვე იარაღის ძალას ეყრდნობა, თუმცა ასეთი პოლიტიკით ის მსოფლიოს დინამიური განვითარების ტემპს ჩამორჩება…

მაგრამ განა უკეთესია უკრაინა? სამწუხაროდ, ასე არ არის. 70-წლიანმა საბჭოურმა მემკვიდრეობამ უკრაინაზეც მოახდინა გავლენა (კორუფციის მაღალი დონე), ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა… დღეს ეკონომიკა საშინელ დეგრადაციას განიცდის. თუმცა არის პროგრესიც: დემოკრატია იქ უფრო მეტია, მიდის აქტიური პოლიტიკური ბრძოლა.. უკრაინას უკვე სხვა ისტორია და სხვა მოსახლეობა ჰყავს, მისთვის დასავლეთი, რუსეთისაგან განსხვავებით, უცხო არ არის. უკრაინას დასავლეთი ეხმარება, მაგრამ ბევრ საკითხში თავს იკავებს. დასავლეთი მზად არ არის დღევანდელ უკრაინასთან – დონბასის კონფლიქტის მქონე და ტერიტორიადარღვეულ ქვეყანასთან -სწრაფი ინტეგრირებისათვის.

საქართველოსთან დაკავშირებითაც თითქმის იგივე ვითარებაა – დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა მსოფლიოსათვის მეტ-ნაკლებად კარგადაა ნაცნობი, თავისი საბაზრო ეკონომიკით, თუმცა, რასაკვირველია, სსრკ-ის გადმონაშთები საქართველოსაც შეეხო (საკმარისია გავიხსენოთ „კანონიერი ქურდების“ დიდი რაოდენობა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, რასაც მიხეილ სააკაშვილმა ბოლო მოუღო). ამასთან, საზოგადოებაში კვლავ შემორჩა „ძველი, საბჭოური დროის ხსოვნა“ [„რუსეთისადმი სიმპათიები“], რამაც ოპოზიცია პრეზიდენტის წინააღმდეგ დარაზმა და არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. 2012-13 წლების მოვლენები შეიძლება  ჩაითვალოს არა იმდენად მიხეილ სააკაშვილის წარუმატებლობად, რამდენადაც საქართველოს ტრაგედიად. რესპუბლიკამ ახალი ხელისუფლების პირობებში სწრაფი დეგრადირება დაიწყო. მართალია, ზოგადად, სოციუმს უარი არ უთქვამს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, მაგრამ ევროპამ, ასეთი პროცესების ფონზე,  საქარტველოს მიმართ თავშეკავება გამოამჟღავნა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკამ, ხელი შეეშალა საქართველოსა და უკრაინისათვის დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე, წარმატებული აღმოჩნდა – ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

დასკვნა

„ამ ეტაპზე სამივე სახელმწიფო თითქმის ერთნაირ სიტუაციაში იმყოფება. ისინი დასავლეთთან დაახლოებისათვის მზად არ არიან, ბალტიისპირეთისაგან განსხვავებით. მაგრამ როგორი იქნება მათი მომავალი? ვფიქრობ, სხვადასხვანაირი: უკრაინას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის ცუდი შანსები ნამდვილად არ აქვთ, შესაძლოა ისინი ევროკავშირში ან ნატოში ვიხილოთ (თუმცა ეს ახლო მომავალში არ მოხდება). ორივეს აქვს მოთმინების უნარი და მოითმენენ, მთვარია, ევროპისაკენ ლტოლვა არსებობს. რას შეეხება რუსეტს, ცვლილებების იმედები და სანსები ძალიან მცირეა, ვლადიმის პუტინის წასვლის შემდეგაც კი. მინდა, ვცდებოდე ჩემს პროგნოზში, მაგრამ ამისთვის დღეს საკმარის საფუძველს ვერ ვხედავ“, – წერს ავტორი.

«Независимое военное обозрение» (რუსეთი), 20 მაისი, 2016 წელი

http://nvo.ng.ru/forces/2016-05-20/1_mountains.html

თავდაცვა ღრუბლებსმიღმა სიმაღლეებზე

ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა რუს ჯარისკაცებს მოუწევთ კავკასიის ქედზე, ნატო ჯარების შეტევის შემთხვევაში

„ჩვენი მეზობელი საქართველო დიდი ხანია რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იმყოფება. ამას წინათ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი ასული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში იქნა შეყვანილი. ქვეყნის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში, ძლიერია ანტირუსული განწყობა. შარშან საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს საწრთვნელი ცენტრი დაარსდა, ქვეყნის ტერიტორიაზე რეგულარულად ტარდება ნატოს ქვეყნებისა და ქართული არმიის ერთობლივი მანევრები (დღესაც ვაზიანის ბაზაზე სწორედ ასეთი წრთვნები „ღირსეული პარტნიორი – 2016“ მიმდინარეობს).  მოკლედ, ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ორგანიზაცია ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ ითვისებს სამხედრო მოქმედების თეატრისათვის მისთვის ახალ კავკასიის რეგიონის ტერიტორიას. უკვე ეჭვი არარაა, რომ რუსეთსა და ნატოს ქვეყნების ომის შემთხვევაში, ალიანსი კავკასიის მიმართულებით შეტევას განახორციელებს. ასეთ სიტუაციაში, 2008 წლის აგვისტოსაგან განსხვავებით, რუსეთის არმიას ბრძოლა არა მხოლოდ ქართველ ჯარისკაცებთან მოუწევს, არამედ უფრო სერიოზულ ძალასთან. ომის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს კავკასიის მთავარი ქედის მაღალმთიანი ნაწილის დაცვას და პირველ რიგში – ტრანსკავკასიურ მაგისტრალს, საქართველოს სამხედრო გზას და სხვა კომუნიკაციებს. არანაკლებ სახიფათო მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს სოხუმის სამხედრო გზა, ქლუხორისა და მარუხის უღელტეხილებით. არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ საქართველო-რუსეთის საზღვრის ის ნაწილი, რომელიც გვანდრასა და გეზე-თაუს მთებს შორისაა მოქცეული (140 კმ.) ამ დროს თავდაცვის ორგანიზება მაღალმთიან პირობებში მოგვიწევს – დაახლოებით 3000-3500 მეტრს სიმაღლეზე“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი ალექსანდრ სარკოვსკი).

პუბლიკაციაში განხილულ-გაანაზილებულია ნატოს ქვეყნების სავარაუდო შეტევისადმი თავდაცვის ორგანიზება კავკასიის მთავარ ქედზე (მეორე მსოფლიო ომში კავკასიის ბრძოლების გამოცდილების გათვალისწინებით). აღნიშნულია, რომ იმ დროს ქარеველმა ალპინისტებმა და სამთო მსროლელებმა დიდი როლი შეასრულეს გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ავტორი არ ივიწყებს სვანი ალპინისტების როლსაც საბჭოთა პერიოდში (საუბრობს მიხეილ ხერგიანზე). „მაგრამ გულახდილად თუ ვიტყვით, დღეს, სავარაუდო სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, საქართველოს სერიოზული ძალების გამოყვანა არ შეუძლია. უფრო მეტად ჩართული იქნება გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის სამხედრო ქვედანაყოფები“ (გერმანული სამთო-მსროლელი ბრიგადები, ფრანგული ალპური ეგერები, იტალიური ალპინისა და ბარსალერის ბრიგადები). ავტორი ზუსტად მიუთითებს ნატოს წევრი ქვეყნების იმ სამხედრო ქვედანაყოფების ნომრებს და მეთაურებს, რომლებიც, ალბათ, კავკასიურ საომარ თეატრში იქნება გამოყენებული.

პუბლიკაციაში ყურადრება უმეტესად ეთომბა იმ გარემოებას, თუ როგორ უნდა დაიცვას რუსეთმა კავკასიის მთავარ ქედზე გამავალი თავისი სახელმწიფო საზღვარი და როგორი ძალების მობილიზება იქნება აუცილებელი. ყურადღება ეთმობა უღელტეხილებზე თავდაცვითი წერტილების მოწყობას, ჯარისკაცთა შეიარაღებას და ა.შ.

Comments are closed