globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 20th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Аргумент» (რუსეთი), 20 დეკემბერი, 2014 წელი

http://argumenti.ru/live/2014/12/383636

უკრაინა ბლოკს მიღმა მყოფი ქვეყნის სტატუსს იცვლის, მაგრამ ამით შესაძლოა კიევისათვის 2008 წლის აგვისტოს სიტუაცია განმეორდეს
როგორც ცნობილია, 18 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვერხოვნა რადაში (პარლამენტში) კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია „სამხედრო ბლოკებს მიღმა მყოფი ქვეყნის“ სტატუსის გაუქმება, ანუ თუ ადრე, 2010 წელს მიღებული კანონი „საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძველების შესახებ“ უკრაინას ფაქტიურად ნატოში გაწევრიანებას უკრძალავდა, პრეზიდენტის მიერ შეტანილი კანონპროექტით ეს აკრძალვა უქმდება და ქვეყანას შეუძლია განაცხადი წარადგინოს ნატოში მიღების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ გუშინ უკრაინის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტი უკვე განიხილა და მას მხარი დაუჭირა. უახლოეს ხანში ამ სამართლებრივი აქტის განხილვა უკვე უშუალოდ ვერხოვნა რადას სხდომაზე მოხდება და, სავარაუდოდ, როგორც ზოგადი განწყობა აჩვენებს, მიღებული იქნება.
რუსი პოლიტოლოგების პროგნოზით, თუ პარლამენტი უკრაინას „სამხედრო ბლოკებს მიღმა მყოფი ქვეყნის“ სტატუსს მოუხსნის, ამით ქვეყნის მდგომარეობა უფრო დამძიმდება. აი, რას ამბობს, მაგალითად, პოლიტოლოგი სერგეი მიხეევი:
- აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული თვითგამოცხადებული დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკები დასავლეთის გეგმების განხორციელებას უკრაინის ნატოში მიღების თაობაზე ხელს უშლის: ალიანსის წესდებით იკრძალება ორგანიზაციაში იმ ქვეყნების მიღება, რომელთა ხელისუფლება თავის ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს. ამრიგად, უკრაინის მიღება ნატოში შეუძლებელი ხდება. და თუ ამერიკის შეერთებული შტატები მაინც შეეცდება კიევის მიღებას დაჩქარებული წესით, მაშინ რუსეთი ზემოთ ხსენებულ დონეცკისა და ლუგანსკის დემოკრატიული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებს.
ასე რომ, რუსეთს უკრაინის ბედი ხელში უჭირავს, ძლიერი კოზირი აქვს. უკრაინა იმ შემთხვევაში გაწევრიანდება ნატოში, თუ ოფიციალურად უარს იტყვის თავის ტერიტორიის ნაწილზე. ანუ, მშვიდობით დონბასო!
გახსოვთ, რამდენიმე წლის წინათ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან მიხეილ სააკასვილთა დაპირისპირების დროს რუსეთმა როგორ გაითამაშა ამგვარ საკითხზე? თავისი არსით, უკრაინისთვის შეიძლება 2008 წლის აგვისტოს სიტუაცია განმეორდეს – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. დიახ, დასავლეთი წინააღმდეგი იქნება, მაგრამ ისევე როგორც 2008 წელს, ბრიუსელი და ვაშინგტონი ვერაფერს გახდებიან. მეტსაც გეტყვით: ჩემი აზრით, ლუგანსისა და დონეცკის ოლქები უკრაინისთვის ისედაც უკვე დაკარგულია…
უკრაინის კონფლიქტი რუსეთს არ გამოუწვევია. ჩვენ, პირიქით, კიევს ყველაფერში ვუთმობდით – აბა, წარმოიდგინეთ: დამოუკიდებლობის პერიოდში, თითქმის 25 წლის განმავლობაში რუსეთი უკრაინას ციმბირულ გაზს და ნავთობს შიდარუსული ფასით აწვდიდა (რაც მიუღებელია საერთაშორისო ურთიერთობებში!), მათ კი დაზოგილი ფულით აი, ასეთი [ჩვენდამი მტრულად განწყობილი] სახელმწიფო ააშენეს, გაავრცელეს რუსოფობია, მოსკოვისადმი სიძულვილი, მოისურვეს ნატოში შესვლა… რუსეთი ხშირად აფრთხილებდა უკრაინას: არ გინდათ ნატო, დაფიქრდით, თორემ ყირიმი თქვენი აღარ იქნებაო. არ დაგვიჯერეს. ჰოდა, ჩვენც ყირიმი დავიბრუნეთ. ვაშინგტონმა და დასავლეთმა იმდენი უჩხიკინა უკრანას, რომ მათ შანსი დაკარგეს რუსეთი თავიანთ მოკავშირედ გადაექციათ. ჩვენ იძულებულნი ვართ მათ მოქმედებას ვუპასუხოთ.

Comments are closed