globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 21st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): საზღვრის გადაწევა „განგაშის ზარი“ უნდა იყოს

«Радио Коммерсантъ FM» (რუსეთი): „მოსკოვმა უნდა მიუთითოს სამხრეთ ოსეთს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება“

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი მოსკოვზე ზეწოლას გაეროს დახმარებით განახორციელებს // სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო მაჩვენებლების დადგმა საქართველოში „მცოცავ აგრესიად“ მონათლეს

«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქებთან ომში ჩაება: გაამართლებს თუ არა მისი გუნდი პეტრო პოროშენკოს იმედებს?

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: რატომ თვლის საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის – და არა მარტო მისთვის – სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს?

————————

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 21 ივლისი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/interview-with-david-kramer-bill-courney/2870384.html

საზღვრის გადაწევაგანგაშის ზარიუნდა იყოს

ია მეურმიშვილი

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საზღვრის დაგმოწევას ვაშინგტონში ექსპერტები აღმაშფოთებელს და გაუგებარს უწოდებენ. ასევე გამოიხატა შეხედულება, რომ რუსეთმა ამ ნაბიჯით მსოფლიოს დაანახა, რომ ისე იმოქმედებს როგორც სურს და მას ვერავინ შეაჩერებს. კრემლის მიერ საქართველოს საზღვრისა და ბაქო-სუფსა მილსადენის საკთხებით მანიპულირება ისეთ დროს დაემთხვა, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის და საბერძნეთის ამბებით იყო დაკავებული.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრის, ეგრეთწოდებულ, დემარკაციას გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში არამედ საქართველოშიც გაამწვაოს.

„გაუგებარია რატომ სურს კრემლს ამის გაკეთება. საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობას ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურაში ვიღაცას სჯერა, რომ მოვიდა დრო გაძლიერდეს ძალისხმევა, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული“, – აცხადებს ყოფილი ელჩი.

უილიამ კორტნი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რადგან ეს მილსადენი, მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაქო-სუფსის მილსადენი. ამასთან, მას იმედი აქვს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დასავლეთი საქართველოს მეტ დახმარებას აღმოუჩენს.

„ალბათ, მოვიდა დრო დასავლეთმა დაიწყოს საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი ეს სამხედრო დახმარება იყოს. ამ მიზნის მიღწევა ტექნიკური დახმარებით, მონიტორინგის დახვეწით, დრონების საშუალებით არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარღის მიწოდებაზე უარს ამბობს, რუსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწოდებს შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ეს მალე არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დებატები დაიწყება“.

მაკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი ადამიანის უფლებების სფეროში დევიდ კრემერი ამბობს, რომ საზღვრის, ეგრეთწოდებული, დემარკაცია რუსეთის მიერ გადადგმული უკანასკნელი აღმაშფოთებელი ნაბიჯია. ის აცხადებს, რომ რუსები გამუდმებით დგამენ მსგავს ნაბიჯებს და იმის შესამოწმებლად, თუ სადამდე შეუძლიატ მიუღებელი ზღვრის გადაწევა.

„ამ შემთხვევაში მათ ბაქო-სუფსა მილსადენი საოკუპაციო ხაზის საკუთარ მხარეს მოაქციეს, რაც მათ მოქმედებას კიდევ უფრო ამძიმებს. საქართველომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს ნაბიჯი არ უნდა აღიარონ და გამუდმებით უნდა მოითხოვონ საზღვრის შეთანხმებულ ხაზზე გადატანა.

დევიდ კრემერს მიაჩნია, რომ ამაზე დიდი საკითხი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ზოგადი როლია.

„ამ რეგიონების ფორმალური ანექსია არ მომხდარა და ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთ საქართველოს ნაწილად მივიჩნევთ. შესაბამისად, რუსეთის იქ ყოფნა თავისთავად არაკანონიერია და ეს თემა ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა წამოვჭრათ.“

დევიდ კრემერს მიაჩნია, რომ საქართველოს საზღვრით მანიპულირების საკითხს გავლენა მთელს რეგიონზე აქვს. მისი თქმით, ამ ნაბიჯით კრემლმა ევროპას, უკრაინას, მოლდოვას ის დაანახა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია იმის გაკეთება რასაც მოისურვებს. ამასთან ის ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენებზე, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობდა საქართველოს საზღვრის „დემარკაციის“ პარალელურად – საერთაშორისო თანამეგობრობა საბერძნეთის ფინანსურ კრიზისზე და ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე იყო კონცენტრირებული.

„ეს ჩვენთვის განგაშის ზარი უნდა იყოს და ის შეგვახსენოს, რომ ეს კონფლიქტი დასრულებასთან ახლოსაც კი არაა. რუსები მიგვანიშნებენ, რომ კონფლიქტი არც გაყინულია. ჩვენ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა შევიმუშაოთ და ვუთხრათ რუსებს, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად მიუღებელია და მოვითხოვოთ საზღვრის უკან გადატანა ისე, რომ მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდეს“, – აცხადებს კრემერი.

ბაქო-სუფსა მილსადენისთვის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაზე კი კრემერი ამბობს, რომ საქართველომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევად არ უნდა მიღოს და ნავთობის გადამისამართებით მცდარი გზავნილი არ უნდა გაავრცელოს:

„საქართველო არ უნდა იყოს იძულებული მონახოს ალტერნატივები. ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ ეს მილსადენი საქართველოს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. რუსეთის ამ აღმაშფოთებელი ნაბიჯის გამო ქართველები არ უნდა დაზარალდნენ. ქართველებს შეუძლიათ ალტერნატივები ეძებონ, მაგრამ ეს ჩუმად უნდა გააკეთონ და ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ.“

დევიდ კრემერი ამბობს, რომ დროის და რესურსის მილსადენის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაში ხარჯვის ნაცვლად, თბილისმა მთლი ძალისხმევა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისკენ უნდა წარმართოს. კრემერი და კორტნი თანხმდებიან იმაზე, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს რუსეთთან ამ ასიმეტრიული ომის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება.

«Радио Коммерсантъ FM» (რუსეთი), 20 ივლისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2772132

„მოსკოვმა უნდა მიუთითოს სამხრეთ ოსეთს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება“

რუსულ რადიოსადგურ „კომერსანტ FM”-ის ეთერში გუშინ, 20 ივლისს საღამოს გადაცემულ სიუჟეტში რუსმა პოლიტოლოგებმა კომენტარი გაუკეთეს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვართან“ დაკავშირებულ სიტუაციას და ნავთობსადენ ბაქო-სუფსას მნიშვნელობას საქართველოსთვის.

როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი დიმიტრი აბზალოვი თვლის, „თეორიულად ბაქო-სუფსას ნავთობსადენი მნიშვნელოვანი სატრასპორტო კომუნიკაციაა ენერგონედლეულის გადასატუმბად როგორც, ვთქვათ, თურქმენეთიდან, ასევე ირანიდან, მაგრამ რადგანაც ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნადაა დაწეული და თან აღნიშნული მილსადენის წარმადობა მცირეა, მისი მნიშვნელობა ართუ ისე დიდია“.

რაც შეეხება თბილის-ცხინვალის ურთიერთობის საკითხებს:

მოსკოვის საფინანსო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორი პავლე სილინი ამბობს, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოება არ სურს, მოსკოვი კი თბილისს ცხინვალთან მოსალაპარაკებლად აგზავნის. საქართველოს იმიტომ არ სურს სამხრეთ ოსეთთან კონტაქტი, რომ თუ მას დაელაპარაკება, არ აქვს მნიშვნელობა რომელ საკითხზე, ეს ტექნიკურ დონეზე სამხრეთ ოსეთის თანასწორ მხარედ აღიარებას ნიშნავს. არაა გამორიცხული, რომ საქართველომ ინციდენტი კვლავ გაიმეოროს“.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს რუსი მესაზღვრეები 2009 წლის შეთანხმების ძალით იცავენ, სწორედ ამიტომ რუსეთმა მტელი ზალისხმევა იქით უნდა მიმართოს, რომ კონფლიქტი თავიდან იქნეს აცილებული, – ასე თვლის რუსი და ქართველი ხალხების ერთობის ფონდის ხელმძღვანელი ვლადიმირ ხომერიკი. „სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ მან ქართულ მხარესთან მოლაპარაკება უნდა აწარმოოს რიგი საკითხების გადაჭრის მიზნით. რუსეთი, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის დაცვის გარანტია, მაგრამ მოსკოვიც უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც საზღვრებთან დაკავშირებით არსებობს. რუსეთმა უნდა დაიცვას ადრე მიღწეული შეთანხმებები. მე  ვერ მივესალმები იმას, რომ მუდმივად გრძელდება ქართული ტერიტორიის ასეთი მცოცავი, გაუგებარი ანექსია. ჩემი აზრით, მოსკოვმა უნდა მიუთითოს სამხრეთ ოსეთს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – ამბობს რადიოეთერში ვლადიმირ ხომერიკი.

«Независимая газета» (რუსეთი), 21 ივლისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-07-21/1_gruzia.html

თბილისი მოსკოვზე ზეწოლას გაეროს დახმარებით განახორციელებს

სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო მაჩვენებლების დადგმა საქართველოში „მცოცავ აგრესიად“ მონათლეს

სტატიაში, რომლის ავტორია ჟურნალისტი იური როქსი, მიმოხილულია ქართულ-ოსური „საზღვრისპირეთის“ პრობლემა. მასში აღნიშნულია, რომ ეს საკითხი შეხვედრის დროს განიხილეს თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. იგივე თემაზე იმსჯელეს ერგნეთშიც ქართულ და ოსური მხარეების წარმომადგენლებმაც. პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე როგორც ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები და შეფასებები.

სტატიაში ყურადღება აქვს დათმობილი კრემლის მიერ „მცოცავი აგრესიის“ განხორციელებას და თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთი საქართველოს მოთმინებას ამოწმებს და ცდილობს, რომ თბილისი ახალ კონფლიქტში ჩაითრიოს. „ჩვენი ხელისუფლების მიზანია, რომ ეს არ დაუშვას. ეს ტრაგიკული ამბები ხელოვნურად გავლებულ საზღვართან უკვე მეშვიდე წელია ხდება. მთავარი ამოცანაა მოსახლეობა ამ პროვოკაციებით არ დაზარალდეს“.

თინა ხიდაშელის განცხადება რუსეთის მიერ შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, არავითარი საზღვრის გადაწევა-გადმოწევები არ მომხდარა, რუსი მესაზღვრეები მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მითითებებს ასრულებენ და საზღვარს იმ რუკებისა და დოკუმენტების მიხედვით აფიქსირებენ, რომლებიც საყოველთაოდაა ცნობილი, მათ შორის ქართული მხარისთვისაც. გრიგორი კარასინმა მოუწოდა ქართულ მხარეს, რომ არ დაუშვას სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებები ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

გრიგორი კარასინმა კარგად იცოდა რაზეც ლაპარაკობდა: მას მხედველობაში ჰქონდა სოფ.ხურვალეთთან მომხდარი ინციდენტი, რომელიც საქართველოს ექს-ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ“ მოაწყო.

საქართველოს შრერტიგებისა და სამოქლაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კომენტარი გაუკეთა კონფლიქტის ზონაში მომხდარ მოვლენებს და განაცხადა, რომ „ერთიანი ნაცმოძრაობა“, რომელმაც საქართველო შვიდი წლის წინათ რუსეთთან ომში ჩაითრია, ისევ ცდილობს ტრაგიკული შეცდომის გამეორებას. მისი თქმით, ინციდენტის თაობაზე ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს გენმდივან პან გიმუნსაც. პაატა ზაქარეიშვილმა იქვე შენიშნა, რომ ე.წ. „საზღვრების მაჩვენებლების“ გადმოწევაში არაფერი ტრაგიკული არ არის – ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ყველაფერ მომხდარზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება. რაც შეეხება იმ ტერიტორიას, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებს, იქ რუსი მესაზღვრეები არ სესულან.

სახელმწიფო მინისტრის ამ სიტყვებმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამას დაემატა ინფორმაცია საქართველო-სომხეთის საზღვარზე შექმნილი არასახარბიელო ვითარებაზეც: მასმედიამ გაავრცელა მასალები ქართული ტერიტორიის  სომხეთის მიერ მითვისების შესახებ. ოპოზიციამ იმავწუთს საქართველოს ხელისუფლება უპასუხისმგებლობასა და უმოქმედობაში დაადანაშაულა. სკანდალს გაღვივების საშუალება არ მისცა საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროს განცხადებამ, რომლის თანახმად, არავითარი უკანონობა საქართველო-სომხეთის საზღვარზე არ ხდება: საბჭოთა კავშირის დროს ადრე საზღვარს ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა, ახლა კი, დელიმიტაციის შემდეგ იქ სომეხი მესაზღვრეები ჩადგნენ. საქმე ეხება რამდენიმე ათეული მეტრის მქონე ფართობს, რომლეზეც ადრე ადგილობრივ მოსახლეობას შესვლა შეეძლო, დღეს კი აღარ შეუძლიათ. ამან შექმნა ილუზია იმისა, თითქოს ტერიტორია დაიკარგა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის“. საზღვრის გადაადგილების ფაქტი უარყო აგრეთვე საქართველოს სასაზღვრო პოლიციამაც.

«Независимая газета» (რუსეთი), 21 ივლისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-07-21/1_saakashvili.html

მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქებთან ომში ჩაება: გაამართლებს თუ არა მისი გუნდი პეტრო პოროშენკოს იმედებს?

უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილსა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკს შორის დაპირისპირება ღრმავდება: საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დენეპროპეტროვსკის ოლქის ექს-გუბერნატორი ოდესის პორტში არსებულ კონტრაბანდულ სქემებში მონაწილეობს და გვარიან უკანონო შემოსავალს ღებულობსო“, – ნათქვამია „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ტატიანა ივჟენკო).

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ოდესის ოლქის დეოლიგარქიზაცია მოახდინოს, რაც თითქოსდა კეთილი და კარგი საქმეა, მაგრამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები კადრების შერჩევის საკითხებში ბევრ კითხვებს აჩენს. მაგალითად, ოდესის ვიცე-გუბერნატორად მარია გაიდარის დანიშნვნის ფაქტი, რომელსაც სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური განცხადებები აქვს გაკეტებული როგორც უკრაინა-რუსეთის ურთიერთობის, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის შესახებაც. ამ დრეებში მარია გაიდარმა სიტუაციის გამოსწორება სხცადა: ტელეკომპანია „24“-სადმი მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დღეს იგი რუსეთს აგრესორად მიიჩნევს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი „საძაგელი“ ბიჭიდან კარგ ბიჭად იქცა, უბრალოდ, მას თავის დროზე ობიექტური ინფორმაცია არ ჰქონდა.

მარია გაიდარის გარდა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ადმინისტრაციაში შეიფარა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის ექს-მოადგილე ალექსანდრე ბოროვიკი და ეკოლოგიის ექს-მინისტრი იგორ შევჩენკო. ამასთან დაკავშირებით სტატიაში მოცემულია უკრაინელი ექსპერტების კომენტარები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრების მიმართ. ასე, მაგალითად, პოლიტოლოგი ალექსანდრ კოშიკი ეჭვობს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ოდესის ოლქს უკრაინის მოწინავე რეგიონად გადააქცევს: „თვით გუბერნატორსაც კი, მისი ადმინისტრაციის მიწვეულ წევრებზე რომ არაფერი ვთქვა, ოდესის ოლქის სპეციფიკაზე წარმოდგენა არ აქვს. ზოგიერთები საერთოდ დილეტანტები არიან. მესმის, ლამაზები არიან, მშვენიერი გოგო-ბიჭები, მათ დანიშვნას კარგი პიარი აქვს გაკეთებული, მაგრამ ამით საქმე არ კეთდება. ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ მათი საქმიანობა კრახით დასრულდეს“.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და იგორ კოლომოისკის დაპირისპირებას, კონფლიქტმა ჩერნიგოვის ოლქში გადაინაცვლა, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი ერთ-ერთ კონფერენციაში მონაწილეობდა. საქმე იმაშია, რომ ჩერნიგოვში საარჩევნო აგიტაცია მიმდინარეობს ვერხოვნა რადაში გამოკლებული დეპუტატის ასარჩევად. თავიანთი კანდიდატები ჰყავს როგორ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიას, ასევე ოლიგარქ იგორ კოლომოისკის. მიხეილ სააკაშვილი ჩერნიგოვში გასეირნებისას „შემთხვევით“ ქუჩაში იგორ კოლოისკის მხარდამჭერებს შეხვდა: სიტყვიერი სკანდალური შეხლა-შემოხლა კინაღამ ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. ქართველმა ვარიაგმა ისარგებლა და ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩემი მოსყიდვა იგორ კოლომოისკმა ჯერ კიდევ მაშინ სცადა, როცა მე საქართველო პრეზიდენტი ვიყავიო, ახლა კი მემუქრება, რადგან მე მას ოდესის პორტში კონტრაბანდული სქემები დავურღვიეო.

სტატიაში განხილულია აგრრეთვე საკითხი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრობის შესახებაც: კიევში მოარული ხმების თანახმად, თითქოსდა შემოდგომისათვის იგი უკრაინის მთავრობის თავმჯდომარე იქნება. ამასთან, როგორც უკრაინული გაზეთი „ზერკალო ნედელი“ იუწყება, თურმე ვაშინგტონს მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერების საკითხი გადაუდია, ამერიკა მხარს უჭერს არსენ იაცენიუკის დატოვებას. გამოდის, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ პეტრო პოროშენკომ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს და ყველგან თავისი ხალხი ჰყავდეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც მიხეილ საკაშვილისსახით. ანუ ვაშინგტონი თვლის, რომ ბალანსის დაცვა აუცილებელია

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი), 21 ივლისი, 2015 წელი

http://www.independent.co.uk/news/world/europe/ukraine-crisis-putin-is-obsessed-with-the-idea-of-testing-nato–and-the-baltics-will-be-next-says-odessa-governor-mikheil-saakashvili-10403298.html#

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: რატომ თვლის საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის – და არა მარტო მისთვის – სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს?

„ერთი შეხედვით წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ფაქტი მოხდა: ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად ორჯერ იყო არჩეული, უკრაინის ოდესის ოლქში „პარაშუტით გადახტა“ და გუბერნატორი გახდა“, – აღნიშნულია ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ოლივერ კეროლი).

გაზეთის კორესპონდენტს მიხეილ სააკაშვილი თავისი ადმინისტრაციის შენობის მეხუთე სართულზე მდებარე კაბინეტში ესაუბრება. იგი ლაპარაკობს ოდესის ოლქში გამეფებულ კორუფციაზე, მექრთამეობაზე, რომელშიც ოლიგარქები არიან ჩართულნი. მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ ისინი მუშაობაში ხელს უშლიან, მათი კვალი ყველგან ჩანს, მაგალითად ავიაკომპანიების საქმიანობაში.

„საქართველოდან „ნებაყოფლობით დევნილი“ პრეზიდენტი თანდათან ითვისებს ახალ როლს – ერთმილიონიანი ოდესის ოლქის გუბერნატორის მანტიას – ოლქისა, რომელიც არამარტო შავიზღვისპირა რეგიონია, არამედ უკრაინის ერთ-ერთი სტრატეგიული რეგიონი. მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე რეფორმის განხორციელება საკმაოდ დრამატული ფორმით დაიწყო, და მას სჯერა, რომ ოდესის ოლქს, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობაა, მოწქინავეტა რიგებში ჩააყენებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მთავრ საფრთხეს სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წარმოადგენს.

თავდაპირველად, როცა საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად იქნა არჩეული, მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა დამოკიდებულება სწრაფად გაუარესდა: „ვლადიმირ პუტინი ეროვნულ საზღვრებს პატივს არ სცემს“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მწარე გამოცდილება აქვს. მან თავისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში ჩააბა, მაგრამ თავიდან ვერ აიცილა ორი პრორუსული ანკლავის დაკარგვა, რომლებიც, ფაქტიურად, საქართველოს ეროვნულ ტერიტორიას ჩამოშორდნენ. „მე მაშინ ვთქვი, რომ უკრაინასაც იგივე მოუვა-მეთქი, შემდეგი კი ბალტიისპირეთი იქნებოდა“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, – ვლადიმირ პუტინმა სამი მთავარი რამ განაცხადა: პირველი, რომ ჩვენ საქართველოს ჩრდილოეთ კვიპროსად გადავაქცევთო; მეორე – უკრაინა სახელმწიფო კი არა, ტერიტორია იქნებაო; მესამე – ბალტიის სახელმწიფოები არათავდაცვისუნარიანები გახდებიან“.

„მე არავისი მეშინია. ვლადიმირ პუტინის მუქარა ვერაფერს დამაკლებს, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოს და უკრაინას კი მართლაც საფრთხე ემუქრებათ, მათი თავდაცვა უნდა განმტკიცდეს… ერთხელ პუტინმა ასეთი რაღაც თქვა, რომ კარგად იფიქროს  ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა, დაეხმარება მას თუ არა ნატოს ორი-სამი თვითმფრინავი…. განა იგი მართლა ფიქრობს, რომ ნატო ბალტიელებისათვის თავს გამოიდებს?“.

მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ოდესაშიც იგივე გააკეთოს, რაც საქართველოში განახორციელა. როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო, მისმა ქვეყანამ ეკონომიკის განვითარებაში მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია,  რაც „ქართულ სასწაულად“ შეფასდა. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ვლადიმირ პუტინი შეშფოთებულია ოდესაში მიმდინარე ექსპერიმენტით, რადგან ეკონომიკის წარმატება და კორუფციის აღმოფხვრა რუსულენოვან რეგიონში მისთვის – რუსეთის პრეზიდენტისათვის, საფრთხის მომტანია. დღეს პუტინის მხარდამჭერებია ის კორუმპირებული ჩინოვნიკები და მილიარდერ-ოლიგარქები, რომლებიც ანტიდასავლურად არიან განწყობილნი“.

საკურორტო და საპორტო ქალაქი ოდესა დამჭკნარ ყვავილს ჰგავს. რასაკვირველია, მას უკეთესი პერიოდიც ჰქონდა, თუმცა აღორძინების იმედი ახლაც არ დაუკარგავს. ბევრმა ოდესელმა, რომლებიც ჯერ უნდოდ შეხვდნენ ახალი გუბერნატორის დანიშვნას, ახლა მიხეილ სააკაშვილის იდეები ირწმუნა. მისი სჯერა ამერიკელ ინვესტორ თადეუშ ვოლფსაც: „შეიძლება იგი რაღცაში აწარბებს, მაგრამ მე ვფიქრობ ოდესას ასეთი ადამიანი ჭირდება“.

მიხეილ სააკაშვილი თავს ბედნიერად თვლის ამ როლის შესასრულებლად: „ვლადიმირ პუტინს ისეთი ადამიანები, როგორიც მე ვარ, არ მოსწონს. ჩვენ იგი გამოვიწვიეთ იმაში, თუ როგორი უნდა იყონ პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში უფრო ნაკლები დამნაშავეობა იყო, ვიდრე რუსეთში. საქართველო რეგიონში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა გახდა. ეს ყველაფერი ვლადიმირ პუტინს ძალიან აღიზიანებს. იგი შეშფოთებულია უკრაინითაც და ფიქრობს, რომ თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, მაშინ მისი ხელისუფლება დაინგრევა“.

Comments are closed