globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 21st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«McClatchyDC» (აშშ): როგორ იქცა აშშ-ში სამხედროწრთვნაგავლილი ჯარისკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურად

«The New York Post (აშშ): სირიის სანაპირო – კიდევ ერთი ყირიმი? // რა მიიღო რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით

«Независимая газета» (რუსეთი): რუსეთის მოქალაქეები იმპერიულ ამბიციებზე უარს ამბობვენ და მიიჩნევენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელნი უნდა დარჩნენ

—————————

«McClatchyDC» (აშშ), 19 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.mcclatchydc.com/news/nation-world/world/middle-east/article35322882.html

http://www.vesti.ru/doc.html?id=2665933

როგორ იქცა აშშ-ში სამხედროწრთვნაგავლილი ჯარისკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურად

(შემოკლებით)

„2012 წლის ზაფხული იწყებოდა. თურქეთის პატარა საზღვრისპირა ქალაქ კილისში კონტრაბანდისტ აბდულასთან 15 ჩეჩენი მივიდა და სირიაში გადაყვანა სთხოვა. აბდულა ალეპოს ახლოს მდებარე სოფლიდან იყო და რადგან ბრძოლები მიმდინარეობდა, იგი მიეჩვია უცხოელი ჟურნალისტების, ჰუმანიტარული მისიების და უბრალოდ, ჯიჰადისტთა თხოვნებს, შეუმჩნევლად გადაეკვეთათ საზღვარი და სირიაში გადასულიყვნენ, ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა რიგების გასაძლიერებლად. ისინი საკმაოდ ბევრნი იყვნენ – გერმანიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან… „ამ 15 ჩეჩენმა აბდულამდე კითხვა-კითხვით მიაღწია. ისინი დისცილინით გამოირჩეოდნენ, წყნარად იყვნენ და ბევრს არ ლაპარაკობდნენ. რასაკვირველია, მაშინ აბდულამ არ იცოდა, რომ ამ 15 ჩეჩენიდან, რომლებიც მან თურქეთ-სირიის საზღვარზე გადაიყვანა, ერთ-ერთი მოგვიანებით დიდი პიროვნება გახდებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ იერარქიაში, თანაც არარაბული წარმოშობისა. საინტერესოა კიდევ ის გარემოება, რომ იგი, ქართული არმიის ყოფილი სერჟანტი, აშშ-ში გაწრთვნილი, გმირულად იბრძოდა თავის სამშობლოს დასაცავად 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს“, – ნათქვამია ამერიკული სამხედრო გაზეთის „მაქ ქლეჩის“ სტატიაში, რომელშიც ვრცლად ეხება აბუ-უმარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ბიოგრაფიის დეტალებს და მის საბრძოლო გზას როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ასევე „ისლამური“ სახელმწიფოს“ სამხედრო ქვედანაყოფებში  (ავტორი – მიტჩელ პროტერო).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ თარხან ბათირაშვილი, საქართველოს პანკისის ხეობის მკვიდრი, ქართულ არმიაში სამსახურის დროს, სამხედრო ცოდნის ასამაღლებლად აშშ-ში იქნა გაგზავნილი, სადაც მას სპეცდანიშნულების ძალების ოფიცრები ასწავლიდნენ.

გაზეთის კორესპონდენტს ესაუბრება ყოფილი ქართველი ოფიცერი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, თარხან ბათირაშვილი ქართულ არმიაში სამსახურის პერიოდში (2006 წლიდან 2010 წლის ჩათვლით) ქვედანაყოფის „ვარსკვლავი“ იყო. მან მონაწილეობა მიიღო საქართველო-რუსეთის შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელშიც „ასიმეტრიული ბრძოლის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები“ აჩვენა.

„თარხან ბათირაშვილმა ჩვენთან [ქართულ არმიაში] კარგი მომზადება გაიარა, შემდეგ აშშ-შიც. იგი ერაყში ამერიკელებთან ერთად საბრძოლველად არ გაიგზავნა, რადგან მისი ცოდნა საქართველოში უფრო მეტად იყო საჭირო“, – ამბობს კორესპონდენტთან მოსაუბრე ქართველი ოფიცერი, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომს იხსენებს და თარხან ბათირაშვილის მეომრულ ჩვევებს მაღალ დონეზე აფასებს: საქართველო-რუსეთის ომის დროს იგი საარტილერიო ქვედანაყოფს მეთაურობდა და რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. „თარხან ბათირაშვილი იმ ქართველ ჯარისკაცთა შორის იყო, რომლებიც რუსებს ყველაზე კარგად ებრძოდნენ იმ საშინელი აგვისტოს ერთი კვირის განმავლობაში“.

2008 წლის ომის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა: თარხან ბათირაშვილი „იარაღის უკანონოდ ტარების“ (!) ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა იგი ციხეში დიდი ხანი არ ყოფილა – ვადამდე გაათავისუფლეს. მოგვიანებით ყოფილი პატიმარი თურქეთში წავიდა, თითქოსდა სამუშაოს საძიებლად, სინამდვილეში კი სირიაში აღმოჩნდა. აბუ-უმარად წოდებული ტარხანი ჯერ იმ სამხედრო ქვედანაყოფს მეთაურობდა, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ერთგულ ჯარს ბრძოდა, შემდეგკი „ისლამურ-სახელმწიფოს“ შეუერთდა. მან ამით ბევრი თანამებრძოლი დასცილდა, თუმცა „ვარსკვლავის“ სტატუსი შეინარჩუნა.

„ალ-შიშანი „ისლამური სახელმწიფოს“ უნიკალური მეთაურია. იგი ინსურგენტის  (სამოქალაქო მოლაშქრის) სახით იბრძვის. ერაყის ანბარის პროვინციაში, მცირე ძალების მიუხედავად, მან საბრძოლო მოქმედების მომგებიანი ტაქტიკა გამოიყენა… იგი უპირატესობას სისწრაფეს და მოხერხებულობას ანიჭებს. მას შეუძლია ერთიდაიგივე დღეს რამდენიმე მიზანს შეუტიოს და მოწინააღმდეგე თავდასხმებით დაქანცოს“, – ამბობს აშშ-ის დემოკრატიის დაცვის ფონდის თანამშრომელი დავიდ გარგენშტაინ-როსი.

თარხან ბათირაშვილი ულმობლად უსწორდებოდა მტრებს პირველივე დღიდან. იგი არამარტო ყველაზე პოპულარული „ბოევიკი“ გახდა, არამედ ახალგაზრდა კავკასიელების  ცნობილი გადამბირებელიც. სტატიის ავტორი ესაუბრება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (ფილადელფია) ისლამური ექსტრემიზმის ანალიტიკოსს მაიკლ ჩეჩირეს, რომლის თქმით, თარხან ბათირაშვილის ავტორიტეტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ დღეს კავკასიის „ისლამური სახელმწიფო“ საკმაოდ პოპულარულია. რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აგრეთვე თვით „ისლამური სახელმწიფოს“ აგიტაცია-პროპაგანდასაც“.

„აბუ-უმარი ჩემი ემირი იყო სირიაში ორი წლის ბრძოლების დროს. იგი ბრწყინვალე მეთაურია. სწორედ მისი დიდი წვლილია იმაში, რომ სირიაში ბევრი ჩრდილოკავკასიელი იბრძვის“, – იხსენებს რამზანი, „“ჯეიშ ალ-მუჰაჯირი ვალ-ანსარის“ ყოფილი მებრძოლი.

სად იმყოფება თარხან ბათირაშვილი, ჯერ-ჯერობით უცნობია, იგი მოუხელთებელია. ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა, მაგრამ ყველა მცდარი აღმონდა.

«The New York Post (აშშ), 20 სექტემბერი, 2015 წელი

http://nypost.com/2015/09/19/putin-is-turning-the-syrian-coast-into-another-crimea/

სირიის სანაპირო – კიდევ ერთი ყირიმი?

რა მიიღო რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით

სტატიაში განხილულია რუსეთის დამოკიდებულება სირიის მმართველ რეჟიმთან და ამასთან დაკავშირებით გადმოცემულია კრემლის პოლიტიკის შედარებითი ანალიზი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან, კერძოდ საქართველოსთან (ავტორი – ამირ ტახერი).

„რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთი სისრიის დიქტატორს, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ეხმარებოდა, თუმცა რაიმე მასშტაბურ სტრატეგიას არ იყენებდა. ახლა კი გაჩნდა იმის ნიშნები, რომ კრემლს მხოლოდ ასადის მხარდაჭერა კი არ სურს, არამედ მთელი სირიის გაკონტროლება და შეიძლება მოსკოვი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში ჩაებას. ჩვეულებრივად, ვლადიმირ პუტინი, „ახლო საზღვარგარეთის“ ურჩ ქვეყნებთან მიმართებით, თავისი მიზნების შესასრულებლად ჩვეულ სქემას იყენებს: რუსი სამხედრო მოსამსახურეები იჭრებიან ამ ქვეყნებში ან პირდაპირ, ან შენიღბულად, მაგრამ ყოველთვის ადგილობრივი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მოტივაციით. რუსეთი იწყებს პროპაგანდას, რომ ის „დაჩაგრული“ ეთნიკური უმცირესობის დამცველია, რომელიც დახმარებას ითხოვს, შემდეგ იმ ქვეყნის მთავრობას, რომელსაც ეს ტერიტორია ეკუთვნის „ფაშისტურს“ და „ტერორისტულს“ უწოდებს.

პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის ასეთი სქემის მსხვერპლი გახდა, საქართველო იყო 2008 წელს, როცა რუსეთის ტანკები იქ შეიჭრნენ, თბილისის „ფაშისტური“ რეჟიმისაგან ადგილობრივი სპარსულენოვანი ოსი და თურქულენოვანი აფხაზი მოსახლეობის დაცვის საბაბით. თავდაპირველად ვლადიმირ პუტინს ეშინოდა, რომ ევროკავშირი მის დამპყრობლურ პოლიტიკას დაუსჯელს არ დატოვებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ბარაკ ობამამ რუსეთი მიმართ თავისი პოლიტიკის „გადატვირთვა“ გამოაცხადა… და რუსეთის ნაბიჯებს ყურადღება არ მიაქცია.

როგორც კი ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მიმართ თავისი პოლიტიკის წარმატება დაინახა, მან იგივე სქემა უკრაინაშიც გამოიყენა და ყირიმში შეიჭრა იქ მცხოვრები  რუსულენოვანი უმრავლესობის „გადასარჩენად“. რუსმა ლიდერმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ყირიმის ანექსია მოახდინა, შემეგ კი ისეთივე ოპერაციის გაკეთება დონბასშიც განიზრახა – ამჯერად მ „რუსი მოლაშქრე-მოხალისეების“ დასახმარებლად, რომლებიც ადგილობრივ რუსულენოვან მოსახლეობის „უფლებებს იცავდნენ“.

მოკლედ, ოსეთში ვალდიმირ პუტინმა ხელში ჩაიგდო საკვანძო კომუნიკაციები სამხრეთ კავკასიის მიმართულებით; აფხაზეთში მან რუსეთის ყოფნა გააძლიერა, განსაკურერბით შავი ზღვის აკვატორიაში; ყირიმში მან გადაარჩინა რუსეთის უდიდესი სამხედრო-საზღვაო ბაზა შავ ზღვაზე; დონბასში მან ხელში ჩაიგდო პოლიტიკური იარაღი, კიევის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. ამასთან, პროდასავლური აზერბაიჯანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ვლადიმირ პუტინი პრორუსულ სომხეთს მთიანი ყარაბაღის კონტროლში ეხმარება.

რა ბედი ელოდება სირიას? რუსეთი თავის თავს ყოველთვის „მესამე რომად“ თვლიდა, ქრისტიანების დამცველად. მოსკოვს ამჯერად შეუძლია სირიაში მცხოვრები ქრისტიანებისა და ალავიტების (ძირითადად, ლატაკიის პროვინციაში) დამცველად გამოვიდეს. რუსეთმა შეიძლება ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ხელისუფლების დეცენტრალიზება მოსთხოვოს, თუ მას „ნორმალური ცხოვრება“ სურს. ვლადიმირ პუტინმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ სირიაში სიტუაციის განვითარების მიუხედავად, იგი მაინც გაიმარჯვებს, ჩვენ კი წავაგებთ“, – წერს ავტორი.

«Независимая газета» (რუსეთი), 21 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/politics/2015-09-21/3_ambitions.html

რუსეთის მოქალაქეები იმპერიულ ამბიციებზე უარს ამბობვენ და მიიჩნევენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელნი უნდა დარჩნენ

„როგორც „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციალური გამოკითხვით ირკვევა, რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, თუმცა ზოგიერთები ასევე მიიჩნევენ, რუსეთისათვის ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარებას 2008 წელს, ზიანის გარდა, მაინცდამაინც დიდი სარგებლობა არ მოუტანია“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ალექსეი გორბაჩოვი).

„სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს რუსების 47%. მათგან ყოველი მეხუთე (21%) ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად თვლის, ხოლო ყოველი მეათე (10%) – საქართველოს ნაწილად. სხვათა შორის, ამ კითხვაზე პასუხი გამოკიხულთა 22%-მა პასუხი ვერ გასცა. ამასთან, რესპოდენტთა 48% თვლის, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს და მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. ყოველი მეოთხეს (23%) ამ რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ხილვა სურს (23%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა). დაახლოებით იგივე სურათი აჩვენა გამოკითხვის შედეგებმა აფხაზეთის მიმართაც: 49% მას დამოუკიდებელ სახელმწიფოს თვლის, 20% – რუსეთის ნაწილად; 9% ის აზრით, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოსო. 23%-მა პასუხი ვერ გასცა.

რესპოდენტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ რუსეთისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარებას არც ზიანი და არ რაიმე სარგებლობა არ მოუტანია. ამ თვალსაზრისზეა გამოკითხულთა 47%, ამასთან 23% მიიჩნევს, რომ აღიარებამ რუსეთს სარგებლობა მოუტანა. ეს ნაბიჯი ზიანისმომტანია – 10%. ყოველმა მეხუთემ არ იცის, რა პასუხი გასცეს ამ კითხვას.

ყურადღებას იქცევს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებთაც პასუხის გაცემა არ შეუძლიათ: „ნეზავისიმაია გაზეტას“ „ლევადა-ცენტრის“ გენდირექტორმა ლევ გუდკოვმა განუცხადა, რომ „გამოკითხვა სრულად ასახავს რუსეთის ხელმძღვანელობის აზრს, რომლის პროპაგანდა ქვეყნის ყველა ტელეარხით მიმდინარეობს“. ამასთან, ამ პროპაგანდაში გვერდს უვლიან და შეგნებულად აქცენტს არ აკეთებენ იმ გარემოებაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის სრულ კმაყოფაზე იმყოფებიან და მათ ორივეს კრემლი აკონტროლებს. პირიქით, ხაზი აქვს გასმული, რომ საქართველოსაგან გამოყოფილი ორივე რესპუბლიკა დამოუკიდებელია. „ბოლო ათწლეულეულში თავდაპირველად რუსეთის მოსახლეობაში იმპერიული ხედვა ჭარბობდა – საჭიროა ჩვენს ირგვლივ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია შემოვიკრიბოთო, მაგრამ ახლა მოსახლეობა იქით იხრება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. მართალია, მათთვის თანხების დახარჯვას ძალიან ცოტა თუ ეთანხმება, მაგრამ იმავდროულად საზოგადოება სრულად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინის საგარეოპოლიტიკურ კურსს.

განვლილ შვიდ წელიწადში შემცირდა მათი რაოდენობა, ვისაც მიაჩნდა, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთისათვის სასასრგებლო იყო. ლევ გუდკოვის თქმით, ამ შემხვევაში ორი ფაქტორია საყურადღებო და მნიშვნელოვანი: პირველი – უკრაინის მოვლენების ფონზე სოხუმ-ცხინვალის პრობლემატიკამ უკანა პლანზე გადაიწია; მეორე – გაძლიერდა იმის გაგება, რომ სხვისი ტერიტორიების მიერთებისათვის საბოლოო ჯამში რაღაც საფასურის (პოლიტიკური და ეკონომიკური) გადახდაა საჭირო.

ექსპერტის თქმით, პასუხის მიხედვით რესპოდენტები ასე დაჯგუფდნენ: ნაკლებად განათლებულები და ხანდაზმულები უფრო მხარს უჭერენ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას, ხოლო უფრო მაღალი დონის განათლების მქონენი და ეკონომიკურად უზრუნველყოფილები აცნობიერებენ ამგვარი პოლიტიკის გატარების ფასს, შესაბამისად, პასუხის გაცემისას ისინი შეფასებებს ფრთხილად ეკიდებიან. საერთოდ, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის პოზიციებში განსხვავება ნაკლებადშესამჩნევია, თუმცა მსხვილი ქალაქების მოსახლეობა, მაგალითად, მოსკოველები, ამ რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში მიღების იდეას არ იწონებენ. ეს იმითაა განპირობებული, რომ ქალაქებში საიფორმაციო ველი უფრო ფართოა და ანალიზის შესაძლებლობა არსებობს, პროვინციაში კი მოსახლეობა მხოლოდ ტელევიზიის პროპაგანდაზეა დამოკიდებული. ამიტომაც დიდია მათი რაოდენობა, რომელებთათვის პასუხის გაცემა რთულია.

რაც შეეხება ყირიმს, მასთან მიმართებით საკითხი ნათელია: აბსოლუტური უმრავლესობა – 84% მიიჩნევს, რომ ყირიმი რუსეთისა იყო, არის და იქნება. საერთოდ, ასეთი აზრი ჯერ კიდევ 1991 წელს შეიმჩნეოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის წინ.

პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსეი მაკარკინმა, „ნეზავისიმაია გაზეტასათვის“ კომენტარის გაკეთებისას, აღნიშნა, რომ ქართულ-რუსული კონფლიქტიდან უკვე შვიდ წელზე მეტი გავიდა: „2008 წელს ბევრი მიიჩნევდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა დროებითი ფაქტორი იყო და საბოლოო ორივე რუსული ტერიტორიები გახდებოდა, თუმცა გავიდა დროს და მოსახლეობა მათ დამოუკიდებლობას მიეჩვია: იგივე აფხაზეთში დადიან, არაფერი შეცვლილა, საზღვარზე თავისუფლად გადადიან… მოკლედ, თავს იჩენს „მიჩვევის ეფექტი“. თუ ადრე ბევრს ჰქონდა სურვილი საბჭოთა კავშირის რაღაც ფორმით აღდგენისა, ახლა უმეტესობა ფიქრობს – თუ ეს ტერიტორიები არ შევიერთეთ, ესე იგი, ხელისუფლება ასე უნდა, ანუ „ზემოთ“ უფრო უკეთ იციან თავიანთი საქმეო“.

Comments are closed