globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 22nd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პოლკოვნიკ იოსებ ოსორაულის ბედი ისევ გაურკვეველია: ცოცხალია თუ არა ქართველი მფრინავი, დადასტურებული პასუხი არ არსებობს

«Экспресс-газета» (რუსეთი): ინტერესები – სოხუმური, საქმეები – კრასნოდარული // მინდია გულუას პორტრეტისათვის

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-congodr-m23-ioseb-osorauli-case/3994432.html

პოლკოვნიკ იოსებ ოსორაულის ბედი ისევ გაურკვეველია: ცოცხალია თუ არა ქართველი მფრინავი, დადასტურებული პასუხი არ არსებობს

ზაზა წულაძე

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ), საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, თადარიგის პოლკოვნიკის იოსებ ოსორაულის დატყვევებიდან 208 დღე გავიდა. 17 აგვისტოს ქართველი მფრინავის დაბადების დღე იყო, თუმცა უცნობია, იოსებ ოსორაულს 42 წელი შეუსრულდა თუ… შეუსრულდებოდა. მთავარ კითხვაზე – ცოცხალია თუ არა ქართველი პოლკოვნიკი, დადასტურებული პასუხი ისევ არ არსებობს.

იოსებ ოსორაული ტყვედ 2017 წლის 27 იანვარს კდრ-ის მეამბოხეთა მოძრაობა „23 მარტის“ (M23) მებრძოლებს ჩაუვარდა ხელში. მეამბოხეთა “პრეზიდენტი” ბერტანდ ბისიმვა, რომელიც მეოთხე წლია მეზობელ უგანდას აფარებს თავს, ამტკიცებს, რომ პოლკოვნიკი გარდაცვლილია.

ბერტანდ ბისიმვას განცხადებით, „23 მარტი“ მზად იყო ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გადაეცა, ერთადერთი პირობით, რომ ოფიციალური თბილისი საკუთარ მოქალაქეებს, ყოფილ სამხედროებს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს აუკრძალავდა, თუმცა, ამის გაკეთება არ დასცალდა.

მეამბოხეთა ლიდერი ამბობს, რომ 2017 წლის 13 მაისს, კონგოს სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეების იმ რაზმს შორის, რომელსაც ქართველი პოლკოვნიკი დატყვევებული ჰყავდა შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, იოსებ ოსორაულიც დაიღუპა. ანალოგიურ ინფორმაციას ფლობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მისიაც.

საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც აფრიკულ წყაროებზე დაყრდნობით, პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული გარდაცვლილად ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, სიტუაციის საბოლოო გარკვევამდე (შესაძლო, სამარხის აღმოჩენამდე) ცდილობს შეფასებებში ძველებურად კატეგორიული აღარ იყოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი კერძოდ ამბობს: „საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრის უშუალო დავალებით, აქტიურ ძალისხმევას აგრძელებს, რათა საბოლოოდ გაირკვეს ჩვენი თანამემამულის ბედი. ყოველდღიური, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, კინშასაში გაეროს სტაბილიზაციის მისიასთან და წითელი ჯვრის კომიტეტთან. ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ იოსებ ოსორაულის ბედი საბოლოოდ გაირკვეს.“

კდრ-ის შეირაღებული ძალების სამხედრო შვეულმფრენი MI-24 (რეგისტრაციის ნომერი 9T-HM 12), რომელსაც აფრიკის ამ ქვეყანაში კონტრაქტით მომუშავე იოსებ ოსორაული მართავდა, 2017 წლის 27 იანვარს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში მთიან მასივში ჩამოვარდა. იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე, კატასტროფა მეორე MI-24-აც (რეგისტრაციის ნომერი 9T-HM 11) განიცადა, რომლიც პილოტიც ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იყო. ორივე სამხედრო ვეტმფრენის ამოცანა, რომლებიც ქალაქ გომას აეროდრომიდან აფრინდნენ, მეზობელი უგანდიდან კდრ-ის საზღვრებში შემოღწეული „23 მარტის მოძრაობის“ მეამბოხეთა რაზმის აღმოჩენა და განადგურება იყო.

კდრ-ის თავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ ორივე ვერტმფრენმა კატასტროფა „უამინდობის გამო“ განიცადა, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ კონგოს არმიის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო შვეულმფრენები „23 მარტის“ მეამბოხეებმა ჩამოაგდეს.

2017 წლის 27 იანვარს, ავიაკატასტროფის შეედეგად, დაშავებული მფრინავის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის და კიდევ რამდენიმე კონგოელი სამხედროს ევაკუაცია ადგილიდან დროულად მოხდა, ადგილზე დაიღუპა ერთი კონგოელი პოლკოვნიკი, იოსებ ოსორაული კი მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. დატყვევებულ ქართველ პოლკოვნიკს ოჯახში დარეკვის საშუალება რამდენჯერმე მისცეს (თებერვალსა და მარტში). იმავე პერიოდში, ოსორაულებმა კონგოდან ქართველი მფრინავის ტყვეობის ამსახველი რამდენიმე ფოტო და ვიდეოც მიიღეს, იყო საუბარი გამოსასყიდზე – 1 მილიონ დოლარსა და სხვა მოთხოვნებზე, მაისში კი კავშირი საბოლოოდ გაწყდა.

„23 მარტის“ მოძრაობის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, ოსორაულების ოჯახი და თანამებრძოლების დიდი ნაწილი, ამ დრომდე კატეგორიულად არ ენდობა კონგოდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იოსებ ოსორაული ცოცხალი აღარ არის.

ბერტანდ ბისიმვას ინფორმაციას უარყოფენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც, თუ რა ფაქტებს ეყრდნობიან, ამაზე კომენტარის გაკეთება მათ არ სურთ. პოლკოვნიკის ნათესავი ქვემო ალვანელი გელა მოურავიძე ამბობს: „ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას, მე ასე მგონია რომ კონგოდან არასწორი მიაწოდეს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მაგათაც გადაუმოწმებლად გაავრცელეს. ადგილზე კონგოში, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომ სოსო ცოცხალია და უკვე რამდენიმე ადგილი შეუცვალეს,ამბობენ მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანესო. ამიტომ ვითხოვთ, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინონ, სად და როგორ იმყოფება“.

საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და იგი ორი წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელი ადგილას არ გამოჩენილა, სასამართლოს შეუძლია ეს პირი უგზო – უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოს.

პირის გარდაცვლილად აღიარება ასევე სასამართლოს გზით ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ „პირი თავის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა და ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ მოიპოვება“; ასევე, თუ „პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება.“

სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, კანონის მიხედვით, „გარდაცვლილად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ საომარი მოქმედების დასრულების დღიდან ორი წლის შემდეგ“.

«Экспресс-газета» (რუსეთი), 19-22 აგვისტო, 2017 წელი

http://www.eg.ru/society/374441/

ინტერესები – სოხუმური, საქმეები – კრასნოდარული

მინდია გულუას პორტრეტისათვის

რედაქცია

მინდია გულუა, კრასნოდარელი ბიზნესმენი, რომელიც წარუმატებლად ცდილობდა  ოპოზიციურ ქართველ პოლიტიკოსად გადაქცევას, როსტოვის ოლქში ნარკოვაჭრობის ერთ ერთ ორგანიზატორსა და სოხუმის ქურდული კლანის ყუბანის „ობშაკის“ მფლობელს წარმოადგენს. ამას ადასტურებენ მასმედიის მასალები და წყაროები სამართალდამცველი ორგანოებიდან.

როგორც სააგენტო „როსბალტი“ აღნიშნავს, კრასნოდარის მხარის კრიმინალურ ჯგუფებში ორი მძლავრი კრიმინალური კლანი ჩამოყალიბდა. ერთ-ერთის ხელმძღვანელია ადგილობრივი კანონიერი ქურდი რომან ქაშაევი („ქოშა“), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერს ასლან უსოიანს („დედ ჰასანი“). მეორე მძლავრ კლანს მართავს მერაბ ჯანგველაძე („მერაბ სუხუმსკი“ – „მერაბ სოხუმელი“) თავის ძმასთან – ლევანთან ერთად. მათი წარმომადგენელი და ინტერესების დამცველი კი „ავტორიტეტული“ ბიზნესმენი მინდია გულუა გახლავთ.

სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი მინდია გულუა კრასნოდარის მხარეში 1994 წელს გამოჩნდა. მრავალპროფილიან ბიზნესთან ერთად, იგი ადგილობრივი პოლიტიკითაც აქტიურად იყო დაინტერესებული: 1998 წელს კრასნოდარის საკანონმდებლო კრების დეპუტატობის კანდიდატიც იყო, ორი წლის შემდეგ ქალაქ უსტ-ლაბინსკის მერის ადგილისთვის იბრძოდა. 2010 წლისათვის კი მინდია გულუა იმ დონემდე „გაიზარდა“, რომ საერთორუსული საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველოს სახელით“ პრეზიდენტიც კი გახდა.

იყო დრო, როცა მინდია გულუა საქართველოში რუსეთის ინტერესების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ გამტარებლად ითვლებოდა: თავისი მოქმედებით იგი ხელს უწყობდა თბილისის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ორიენტაციას რუსეთისაკენ. 2011 წლის ნოემბერში თბილისში ჩამოყალიბდა ახალი ქართული ოპოზიციური პარტია „განახლებული საქართველო“, რომლის თავმჯდომარე მინდია გულუას და – ნანა გულუა გახდა. თვითონ მინდიამ კი საერთაშორისო საკითხებში პარტიის მრჩევლის პოსტი დაიკავა. მაგრამ პოლიტიკური პროექტი ჩაიშალა და რუსეთის ფედერაციას მინდია გულუას მხრიდან სპეციფიკური სამსახური აღარ დაჭირდა.

კრასნოდარის მხარეში მინდია გულუა მერაბ სუხუმსკისათვის ერთგვარი კონსილერის (შემნიღბავის) როლის შემსრულებელი გახდა – ისეთად, როგორიც დონ ვიტო კარლეონეს ჰყავდა. იგი უზრუნველყოფდა ქურდული „ობშაკიდან“ ამოღებული ფულის ყუბანის ეკონომიკაში დაბანდებას. თუმცა მისი ინტერესები ამით არ შემოიფარგლებოდა: კანონიერ ქურდთან დავით ჯანგიძესთან („დათო კარსნოდარსკი“ – „დათო კრასნოდარელი“) ერთად მინდია გულუამ ნარკოტიკებით ვაჭრობაც დაიწყო.

ყუბანის ძალოვანი სტრუქტურების წყაროთა ინფორმაციით, დათო კრასნოდარსკიმ როსტოვის ოლქში ნარკოტიკების გავრცელებისათვის ადგილობრივ მაღალჩინოსნებს 100 მლნ. მილიონი რუბლი გადაუხადა და ამდენივე თანხა ჩადო ნარკოვაჭრობის ორგანიზებაში. პროცესი ნელ-ნელა დასტაბილურდა, მაგრამ… ადრე თუ გვიან, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული: 2017 წლის თებერვალში მერაბ სუხუმსკიმ დათო კრასნოდარსკის „კანონიერი ქურდის“ წოდება ჩამოართვა (რაც მინდია გულუასთვისაც დარტყმას ნიშნავდა, ისინი ხომ ნარკოტრეფიკს ერთად ეწეოდნენ). სულ მალე დათო კრასნოდარსკი საპყრობილეში ჩასვეს.

კაცმა რომ თქვას, მინდია გულუას პრობლემები უფრო ადრე დაეწყო: 2016 წლის ზამთარში თურქეთში „კანონიერი ქურდი“ როვშან ჯანიევი („როვშან ლენქორანელი“) მოკლეს, რომელიც, თავის მხრივ, ასლან უსოიანის („დედ ჰასანის“) მკვლელობის დამკვეთად ითვლებოდა. გავლენიან და ძლიერ ჰასანს კონკურენციას უწევდა ასევე ძლიერი მერაბ ჯანგველაძის (ანუ „მერაბ სუხუმსკის“) დაჯგუფება, რომელთანაც მოკლული როვშან ლენქორანელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ამიტომაც ვერსია შურისძიების თაობაზე ერთ-ერთ მთავარ ვერსიად იქცა.

სწორედ აზერბაიჯანელი კრიმალური „გენერალი“ როვშან ჯანიევი ითვლებოდა მერაბ ჯანგველაძის კეთილდღეობის და კარგი ცხოვრების უზრუნველმყოფად, მისი სიკვდილის შემდეგ კი ფულის ნიაღვარი დაიშრიტა. სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, [შემოსავლების დეფიციტის] გამო ძმებმა მერაბმა და ლევანმა მინდია გულუასთან შენახული მაფიოზური კლანის ერთობლივი კაპიტალი გაიხსენეს და მისი დაბრუნება მოითხოვეს.

უცნაური დამთხვევა იყო თუ არა, ფაქტია, რომ არასასიამოვნო საუბრის შემდეგ მინდია გულუაზე მორიგი თავდასხმა მოხდა: 2016 წლის აგვისტოს ბოლოს მას და პირად მცველს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს. „ავტორიტეტული ბიზნესმენი“ გადარჩა, მან მხოლოდ მცირე ჭრილობა მიიღო. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, იმ დროს მინდია გულუას კრიმინალური წარსული რატომღაც არავის გახსენებია. თავდასხმის შემდეგ მინდია გულუამ მერაბ სუხუმსკის დადანაშაულება დაიწყო და კერძო საუბრებში მას დამკვეთად თვლიდა, მაგრამ მისმა ძმამ ლევანმა „გადაათქმევინა“. მოგვიანებით გულუამ ყველაფერი რომან ქაშაევს („ქოშას“) დააბრალა… ამ ურთიერთბრალდებებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მერაბ ჯანგველაძისა და რომან ქაშაევის კრიმინალურ კლანებს შორის დაუნდობელი ბრძოლა დაიწყო. მინდია გულუა კი ამ „საომარ მდგომარეობას“ თავის სასარგებლოდ იყენებს და ცდილობს ქურდული „ობშაკის“ ფულთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი გადაავადოს, ნარკობიზნესში მის „უნებართვო“ მონაწილეობასთან დაკავშირებითაც.

მინდია გულუაზე თავდასხმით, საქმის რეზონანსულობიდან და დაზარალებულის სტატუსიდან გამომდინარე, მოსკოვშიც დაინტერესდნენ. 2017 წლის გაზაფხულზე ყუბანში სპეციალური საგამოძიებო ბრიგადა ჩავიდა – უშიშროების სამსახურისა და შს სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით, თუმცა, მიუხედავად ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული ცნობებისა, გამოძიება წარმატებით მიმდინარეობსო, თავდასხმის დამკვეთები დღემდე არ დასახელებულან.

იმედს ვიტოვებთ, რომ მოსკოვიდან ყუბანში ჩასული ოპერატიული საგამოძიებო ბრიგადა არა მხოლოდ ბოლომდე მიიყვანს მინდია გულუაზე განხორციელებულ უცნაურ თავდასხმას, არამედ „ავტორიტეტული ბიზნესმენის“ საქმეებითაც დაინტერესდება – დაწყებული ქურდული „ობშაკის“ ფულის შენახვიდან, დამთავრ

Comments are closed