globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 22nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): ქართული ლარის შემდგომი დევალვაცია მოსახლეობის სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ექსპერტი ლუკ კოფი: „საქართველო სწორ გზაზეა, ნატოში გაწევრიანება კი დროის საქმეა“

«Эхо Кавказа» (აშშ): ცხინვალი: „სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ“ თავის ფუნქციები ამოწურა“

«Деловая столица» რუსეთი): ინტერვიუ იულია ლატინინასთან: „მიხეილ სააკაშვილი გმირია“

«Literární noviny» (ჩეხეთი): „პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, როგორც ჩანს, უკვე ყელში აქვს ამოსული მიხეილ სააკაშვილი ბოროტი სიტყვამახვილობა“

—————————

«Независимая газета» (რუსეთი), 22 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-09-22/6_gruzja.html

ქართული ლარის შემდგომი დევალვაცია მოსახლეობის სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები: ქართული ვალუტის – ლარის რეკორდული ინფლაცია, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლება-დაპატიმრება, ოპოზიციის კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ბოლოს, პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტი. „თითქოსდა სხვადასხვა ამბებია, მაგრამ ისინი ერთი ჯაჭვის რგოლები არიან“ (ავტორი – იური როქსი).

ქართული ფულის კურსმა რეკორდულ მინიმუმს მიაღწია, ლარი დღეს შეიძლება უკვე 2,5 დოლარად იყიდოთ. ბანკებში აჟიოტაჟი არ არის, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ლარის შემდგომი გაუფასურებას ვერც ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ვერც მოსახლეობა, შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდება, ხელისუფლება სოციალურ პროტესტებს უნდა ელოდოს. მინისტრის თქმით, მოქალაქეებს ბანკებიდან კრედიტების 64% დოლარებში აქვთ აღებული და, აქედან გამომდინარე, სწრაფად გაფასურებული ლარით ისინი კრედიტებს ვერ დაფარავენ. მართალია, მთავრობა რაღაც ზომებს ღებულობს ვალუტის გასამყარებლად, მაგრამ აშკარაა, რომ მისი ძალისხმევა არასაკმარისია.

ეკონომიკური ექსპერტები კი ამბობენ – რომელ გამყარებაზეა ლაპარაკი, როცა მთავრობამ მევენახე-ფერმერების მოსავლის ნაწილობრივი სუბსიდირება მაინც გადაწყვიტა? ცხადია, ეს მთავარი მიზეზი არაა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნისა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხომ მაინც არის? მათი თქმით, წინა ხელისუფლებას სწორედ ამისთვის აკრიტიკებდნენ, რომ ის ეკონომიკურ პროცესებში აქტიურ ჩარევას ახდენდა, ამჟამინდელი მთავრობაც, ფაქტიურად, იგივეს აკეთებს, თითქოსდა კეთილშობილური მიზნით – დაეხმარა მევენახეებს (ანუ ჩააქრო მათი უკმაყოფილება), [მაგრამ საბოლო ჯამში ამით ინფლაციას გარკვეულწილად ხელი შეუწყო].

ქართული თემიდის გადაწყვეტილებით თბილისის ყოფილი მერის პატიმრობიდან გათავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა – გიგი უგულავა იმავე თემიდამ რამდენიმე საათის შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნა 4-წლიანი ვადით. რას ვიზამთ, ისტორიაში ასეთი ფაქტებიც მომხდარა… რამდენიმე პარტიამ, მათ შორის ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად შერაცხა, ხოლო სასამართლო – ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებულ ორგანოდ. ირაკლი ალასანიამ, რომელიც ადრე კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრი იყო, ტელეგადაცემა „მთავარ თემაში“ გამოსვლის დროს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო. მან ბიძინა ივანიშვილს „ოდიოზური ფიგურა“ უწოდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პრობლემა იმაშია, რომ მან „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მოსისხლე მტრად გამოაცხადა და მასზე ნადირობს. ბიძინა ივანიშვილი თვითკრიტიკული არ არის, ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის და როცა სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს, პრობლემის არსებობაში სხვებს ადანაშაულებს“.

ბიძინა ივანიშვილს კრიტიკა ნინო ბურჯანაძემაც არ დააკლო. პარლამენტის ყოფილი სპიკერის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმნისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური სამარედან ამოიღოს“. ნინო ბურჯანაძე მოსკოვში წასასვლელად ემზადება, უფრო მეტიც – მან განიზრახა რუსეთის დედაქალაქში  უფრო ხშირად და რეგულარულად იაროს. „რუსეთზე ქართველმა პოლიტიკოსებმა მეტი უნდა იმუშაონ, რადგანაც სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს ყველაზე მეტი პრობლემა“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება ვერ ბედავს რუსეთთან პირდაპირ დიალოგს, არადა მოსკოვის გარეშე სერიოზული საკითხები ვერ მოგვარდება. ექს-სპიკერს, რომელიც რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში ამ ზაფხულსაც იყო ჩასული, აქვს იმის უნარი და ძალა, რომ რუსულ მხარესთან ურთიერთობა გააქტიუროს: „რუსული მხარე მზადაა თბილისთან დიალოგისათვის… მოსკოვში ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები არ მიუღიათ ისე, როგორი პატივისცემითააც მე მიმიღეს. პოლიტიკაში მხოლოდ თანამდებობები კი არაა, არამედ არის ავტორიტეტიც, ხსოვნაც, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაშინ მოსკოვიდან დაბრუნებისას ნინო ბურჯანაძემ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/luke-coffey-interview/2972351.html

ლუკ კოფი: საქართველო სწორ გზაზეა, ნატოში გაწევრიანება კი დროის საქმეა

ანა კალანდაძე

ვაშინგტონის ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი ლუკ კოფი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად „მაპ“-ის მიღება არ სჭირდება. მისი აზრით, ამერიკამ ამის შესახებ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რათა ცრუ მოლოდინები გაიფანტოს და „მაპ“-ის არქონის პირობებში თბილისის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია განეიტრალდეს.

საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა „მაპ“-ის მიღება აუცილებელი არ არის, აცხადებს ლუკ კოფი. მისი მტკიცებით, „მაპ“-ი ხელოვნური წინაღობაა, რის შესახებაც კარგად იციან ოფიციალურ და საექსპერტო წრეებში. ლუკ კოფის აზრით, ნატოს ვარშავის სამიტამდე შეერთებულმა შტატებმა, როგორც საქართველოს მოკავშირემ, მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას „მაპ“-ის გარეშე.

ლუკ კოფი: ვფიქრობ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოს სამოქმედო გეგმას. მაპ“- არის ხელოვნური მექანიზმი. ის ბოლო პერიოდში შემოიღეს, მაგრამ ყველასთვის სავალდებულო ეტაპი არ არის. ნატოში მაპ“-ის გარეშე არა ერთი ქვეყანა გაწევრიანდა. ექსპერტებმა ამის შესახებ იციან, ფართო საზოგადოებამ კიარა. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ კარგად გაიგოს, რომ მაპ“- არ არის გადამწვეტი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ან სხვა მაღალი რანგის პირებმა, ეს მკაფიოდ უნდა თქვან. ის, რომ საქართველოს არ აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რუსეთი პროპაგანდის ნაწილად, ისევ სათავისოდ იყენებს. ნატოსკენ გრძელი გზაა, მაგრამ სამოქმედო გეგმა, შესაძლებელია, ამ გზის ნაწილი სულაც არ იყოს.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისუ-ნარიანობის გასაძლიერებლად და რა ეტაპზეა ორი ქვეყნის პარტნირობა თავდაცვის სფეროში, ლუკ კოფი გვპასუხობს:

ლუკ კოფი:ორმხრივი ურთიერთობა წარმატებულია. ქართველებს შეუძლიათ, ამ ურთიერთობით იამაყონ. საქართველო მონდომებულია, თანამშრომლობა გაღრმავდეს. აშშ- შეუძლია, უფრო მეტი გააკეთოს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის და მიაწოდოს მას თავდაცვითი იარაღი და ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. მე რომ ქართველი ჯარისკაცი ვიყო, გამიკვირდებოდა, თუკი ზომიერ სირიელ ან ზომიერ ლიბიელ მეამბოხეს დასავლეთიდან მიწოდებული იარაღით აღჭურვილს დავინახავდი. ეს იმ დროს, როცა ჩვენ მოკავშირე ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში ამერიკელების მხარდამხარ იბრძვიან და იღუპებიან და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში ამხელა წვლილი შეაქვთ, ასეთი იარაღი არ აქვთ.

ლუკ კოფი, რომელიც წარსულში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მრჩეველი იყო, აცხადებს, რომ ნატოს წევრი რამდენიმე სახელმწიფო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ჯერაც არ აღიარებს. ის ვაშინგტონს მოუწოდებს, იმუშაოს ევროპელ პარტნიორებთან, რათა მათ საქართველოში რუსეთის ქმედებები ოკუპაციად შეაფასონ.

ლუკ კოფი: ევროპა ძალიან მრავალფეროვანია. რთულია ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, თუმცა ფაქტია, რომ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები ტრადიციულად დიდ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს მიმართ, რასაც ვერ ვიტყვი დასავლეთ ევროპაზე. მინისტრ ხიდაშელის ევროპაში ვიზიტი ევროპელთა კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მობილიზებას ისახავდა მიზნად, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე. ამ ვიზიტს დადებითი შედეგები ექნება, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთი ევროპის დიდ ქვეყნებსდიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიასრუსეთთან კომფორტული ურთიერთობები აქვთ და აღარ სურთ, ყირიმის გამო დაწესებული სანქციები უფრო მეტად გაამკაცრონ, ან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერით მოსკოვი უფრო მეტად გააღიზიანონ. შესაბამისად, მათგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას არ უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ რუსეთი ჯერ ისევ არღვევს 6-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას და არც სამხედრო ძალები გაუყვანია ომამდელ პოზიციებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ბოლო მოქმედება დიდი საერთაშორისო ამბების ფონზე წარიმართა-უფრო ზუსტად ეს იყო ერთი კვირით გვიან საბერძნეთის რეფერენდუმიდან და ერთი კვირით ადრე ირანის ბირთვული შეთანხმების გაფორმებამდე ვენაში. ვარშავის სამიტამდე რეალისტურად უნდა განვეწყოთ: ამერიკამ ნათლად უნდა განაცხადოს, რომ მაპის მიღება საქართველოსთვის აუცილებელი არ არის. საქართველოს მოსახლეობაშიც უნდა გამყარდეს რწმენა, რომ ნატოსთან ურთიერთობა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშეც უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს წარმატებით.

ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი ლუკ კოფი თვლის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ქმედებების გამო მოსკოვს სანქციები უნდა დაუწესდეს. ლუკ კოფის აზრით, ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ ის, რაც სამხრეთ ოსეთში და ყირიმში, აგრეთვე აფხაზეთსა და უკრაინის აღმოსავლეთში ხდება. ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი დასძენს, რომ საქართველოში ვიზიტისას სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მან ნახა საქართველოს ტერიტორიაზე აღმართული რუსული დროშა.

ლუკ კოფი: ეს იყო ხელოვნური საზღვარი ოკუპირებულ საქართველოსა და დანარჩენ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს შორის. ამ რეალობამ მეორე მსოფლიო ომის გერმანიაში არსებული ვითარება გამახსენა.  კიდევ ერთხელ, ვარშავის სამიტამდე საქართველოს მთავრობა გამოწვევების წინაშეა. მაგრამ კონკრეტული მიღწევები შესაძლებელია-წარმოიდგინეთ რა კარგი იქნებოდა, თუ ნატოს შეხვედრაზე ერთად იმოგზაურებდნენ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ოპოზიციის წამყვანი წარმომადგენლები, ასევე მოხდებოდა საზოგადოების მოლოდინების გაფილტვრა.  თუ ნატოს შემდეგ სამიტზე გაფართოება მოხდება, ეს მონტენეგრო და მეკედონიას შეეხება.  მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ამ ორი ქვეყნის წარმატება საქართველოს წარმატებადაც უნდა იქნას აღქმული და მიღებული იმის ნიშნად, რომ რუსეთს ვეტო არ აქვს რომელიმე ქვეყნის გაწევრიანებაზე სხვადასხვა ალიანსში.

«Эхо Кавказа» (აშშ), 22 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/27261179.html

ცხინვალი: „სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ“ თავის ფუნქციები ამოწურა“

აშშ-ის რადიოსადგურ „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის – „რადიო სვობოდას“ პროგრამა „ეხო კავკაზას“ ეთერში გადაიცა ჟურნალისტ ჟანა თარხანოვას მიერ მომზადებული მასალა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მიმართ, რომელშიც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების თვალსაზრისია გადმოცემული.

„ქართული მასმედიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს  „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია“ გააუქმოს, თუმცა ამ ორგანოს ხელმძღვანელმა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა  დიმიტრი სანაკოევმა ეს ცნობა უარყო. ცხინვალშიც არ სჯერათ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ამ სტრუქტურის გაუქმებაზე, რადგან ასე რომ მოხდეს, ეს თბილისის მხრიდან შეცდომის აღიარება იქნებოდა.

„სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია დ.სანაკოევის ხელმძღვანელობით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით 2007 წელს ჩამოყალიბდა და მას მთლიანად ქართული სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. 2008 წლამდე ადმინისტრაცია სოფელ ქურთაში იყო განთავსებული. აგვისტოს ომის წინ დიმიტრი სანაკოევმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რადიოთი მიმართა და საქართველოს მხარეზე გადასასვლისათვის მოუწოდა, თუმცა, როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, მან ქართული ანკლავის მცხოვრებლების ევაკუაციაც კი ვერ მოახერხა.

მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე თავისი კონტროლი აღადგინა, დიმიტრი სანაკოევი თბილისში გადაბარგდა. დღეს იგი ამბობს, რომ მის ადმინისტრაციას გაუქმება არ ემუქრება და ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, ადმინისტრაცია წარმატებით მუშაობს და მისი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება იძულებით დევნილთა სოციალურ პროგრამებზე. „განა ჩვენს მუშაობას ჯანდაცვაში ვინმე აკრიტიკებს? როდისმე ვინმემ დააფიქსირა, რომ ჩვენ მასობრივი გამოსვლებისაკენ მოვუწოდებდით?“, – გაკვირვებით იკითხა დ.სანაკოევმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. იგი ვერ ხედავს სერიოზულ საფრთხეს იმაში, რომ სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა „დროებითი ადმინისტრაცია“ გენოციდის ხელშეწყობაში, ექსტრემიზმსა და ტერორიზმში დაადანაშაულა. დ.სანაკოევმა განაცხადა, რომ მას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინაშე არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.

სულ სხვაგვარად ფიქრობენ ცხინვალში: სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის ანატოლი ბიბილოვის თქმით, ღალატი სისხლის სამართლის დანაშაულია და მასზე ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს. „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა მიზნით შეიქმნა ეს ე.წ. ადმინისტრაცია. მე მისი ხელმძღვანელის გვარიც კი არ მინდა დავასახელო… მას ჩვენთან არავითარი გავლენა არ აქვს. „დროებითი ადმინისტრაცია“ ჩვენთვის აბსოლუტურად მტრული და ტერორისტულია, ხოლო მისი ხელმძღვანელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერაქტებს აწყობდა. მოვა დრო და იგი, თავის თანამშრომლებთან ერთად, აუცილებლად დაისჯება. თუ ისინი თავს მოღალატეებად არ გრძნობენ და პატრიოტები არიან, ჩამოვიდნენ ცხინვალში ნახავენ, როგორ შეაფასებს ოსი ხალხი მათ საქმიანობას“.

სამხრეთ ოსეთში სკეპტიკურად აფასებენ ინფორმაციას „დროებითი ადმინისტრაციის“ შესაძლო გაუქმების თაობაზე. ცხინვალელი პოლიტოლოგი იური ვაზაგოვი ამბობს, რომ ეს სტრქუტურა, მართალია, უსარგებლოა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას საჯაროდ არ აღიარებს და არ იტყვის, რომ მისი ჩამოყალიბება შეცდომა იყო. „ალბათ, საკითხი „დროებითი ადმინისტრაციის“ რესსტრუქტურიზაციას უფრო ეხება, შესაძლოა მისი გარდაქმნა სურთ რარაც ახალ ორგანოდ. დასავლელი სპონსორებიც და თვით თბილისიც დარწმუნდა ამ სტრუქტურის არაეფექტიანობაში. მართალია, ისინი ჩვენ მოქალაქეებს მოუწოდებენ ქართული პასპორტების აღებას, აღუთქვამენ თბილისში უფასო მკურნალობას, მაგრამ „დროებითი ადმინისტრაციის“ მქკ ნულის ტოლია. ის მულიაჟი და ბუტაფორიაა. გავრცელებული ინფორმაციაც იმას მოწმობს, რომ „დროებითმა ადმინისტრაციამ“ თავისი მარიონეტული ფუნქციები სრულად ამოწურა“.

«Деловая столица» რუსეთი), 21 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.dp.ru/a/2015/09/17/JEto_obichnaja_propagandists/

ინტერვიუ იულია ლატინინასთან: „მიხეილ სააკაშვილი გმირია“

სანქტ-პეტერბურგის გაზეთ „დელოვაია სტოლიცაში“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ რუს პუბლიცისტთან იულია ლატინინასთან, რომელშიც იგი, სხვა საკითხებთან ერთად, მსჯელობს ზოგადად გმირობაზე და გმირებზე, თუ ვინ შეიძლება ან არ შეიძლება იყოს გმირი: „ადამიანები იყოფიან არა როგორც დადებით ან უარყოფით გმირებად, არამედ არიან თუ არ არიან ისინი გმირები“, – ამბობს  იულია ლატინინა და ამ თვალსაზრისით ერთმანეთს ადარებს ვლადიმირ პუტინს და მიხეილ სააკაშვილს.

(ამონარიდი)

„მაგალითად, ჩემი აზრით, ვლადიმირ პუტინს გმირად ვერ ჩავთვლით, რადგან მას არანაირი საგმირო საქმე არ ჩაუდენია.

- მიხეილ სააკაშვილი თუ არის გმირი?

- რა თქმა უნდა. გმირია არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ ვანო მერაბიშვილიც, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ვანო მერაბიშვილი მე საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანად მიმაჩნია. მას, ისევე როგორც თავის პატრონს მიხეილ სააკაშვილს, ქვეყნის ისტორიის შეცვლა სურდა და კიდეც შეცვალა. დღევანდელ მთავრობასაც კი, რომელმაც ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვა, ვერ შეძლო იმის განადგურება, რაც ვანო მერაბიშვილმა შექმნა.

- აბა, თუ მიხეილ სააკაშვილი ძალიან კარგი ადამიანია, მაშ რატომ წააგო არჩევნები?

- იგი ცდილობდა დემოკრატი ყოფილიყო, ლი კუანიუსაგან განსხვავებით, რომელიც უბრაოდ დემოკრატობანას თამაშობდა და ისეთ არჩევნებს ატარებდა, რომელშიც თვითონ იმარჯვებდა ხოლმე.

«Literární noviny» (ჩეხეთი), 21 სექტემბერი, 2015 წელი

http://literarky.cz/tema/87-tema-na-tento-tyden/20606-zapomete-na-ukrajinu-je-to-ve-jen-byznys

„პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, როგორც ჩანს, უკვე ყელში აქვს ამოსული მიხეილ სააკაშვილი ბოროტი მახვილსიტყვაობა“

ჩეხური ყოველკვირეული ლიტერატურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის „ლიტერარნი ნოვინის“ 21 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ტერეზა სპენცეროვა  უკრაინაში შექმნილ სიტუაციას აანალიზებს და ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის შესახებაც წერს:

„ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, შედის თუ არა აშშ-ის გეგმებში  მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა, მაგრამ თვითონ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, როგორც ჩანს, უკვე ყელში აქვს ამოსული ოდესის ოლქის გუბერნატორის ბოროტი მახვილსიტყვაობა – ამას წინათ მან უკრაინის ეკონომიკა აფრიკული გაბონის დონეს შეადარა, ხოლო თვით უკრაინას რამდენიმე ოლიგარქის „სააქციო გაერთიანება“ უწოდა). ალბათ, ამიტომაც იყო, რომ პეტრო პოროშენკომ დიპლომატიურად განაცხადა – მიხეილ სააკაშვილს კარგი პრემიერ-მინისტრობა შეუძლია, მაგრამ მხოლოდ „საქართველოშიო“.

Comments are closed