globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 22nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Научное Общество Кавказоведов» (რუსეთი): სამხრეთი კავკასია – 2015: შედეგები და სამომავლო ხედვა

«Российская Федерация сегодня» (რუსეთი): აჭარა: ტურისტული რენესანსი

——————–

«Научное Общество Кавказоведов» (რუსეთი), 22 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.kavkazoved.info/news/2015/12/22/uzhny-kavkaz-2015-itogi-i-vzgljad-v-buduschee.html

სამხრეთი კავკასია – 2015: შედეგები და სამომავლო ხედვა

სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებისათვის 2015 წელი საკმაოდ მშფოთვარე აღმოჩნდა: მართალია, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში სერიოზული პოლიტიკური კრიზისები და სოციალურ-ეკონომიკური ჩავარდნები არ მომხდარა, მაგრამ 2015 წელმა წინა რამდენიმე წლის ტრენდი განამტკიცა: სამხრეთ კავკასია განუხრელად დრეიფობს მასშტაბური რეგიონული შეტაკებისაკენ. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის ვარაუდი კვლავ ძალაშია; ახლო აღმოსავლეთიდან სამხრეტ კავკასიას კვლავ დესტაბილიზება ემუქრება, ხოლო რუსეთ-აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახება შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში, რომელშიც თურქეთიც მონაწილეობს, საქართველოს პოზიციებს საკმაოდ მოწყვლადს ხდის“, – ნათქვამია ანალიტიკურ სტატიაში (ავტორი – მიხეილ აგაჯანიანი).

აზერბაიჯანი: მოპიკირე ნავთობის ქრონიკა

აზერბაიჯანის ეკონომიკა, რომელიც კასპიის  ნავთობ-გაზზეა დამოკიდებული, ენერგორესურსების, განსაკუთრებით კი ნავთობის ფასსის შემცირების გამო, მნიშვნელოვნად შესუსტდა, თუმცა დასავლური კომპანიების ყურადღება ბაქოსადმი არ განელებულა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან დასავლეთ ევროპა აზერბაიჯანში ნავთობითა და გაზით მომარაგების დივერსიფიცირებას ხედავს. ალბათ, სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევის მიუხედავად, დასავლეთი აზერბაიჯანს მეტ-ნაკლებად კვლავ კეთილგანწობილად ექცევა. ბრიუსელსა და ვაშინგტონში ჩათვალეს, რომ თუ ბაქოს მიმართ მკაცრ ნაბიჯებს გადადგამდნენ, ეს უარყოფით შედეგს გამოიწვევდა და დასავლეთს უკან დაუბბრუნდებოდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა კარგად გააცნობიერა ეს სიტუაცია და პოლიტიკური თამაში დაიწყო – გაკეთდა განცხადებები ევრაზიულ კავშირში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე. რაც შეეხება თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის გაურესებას, ამ ფონზე ბაქომ მომრიგებლურ-ნეიტრალური პოზიცია აირჩია: აგრძელებს თურქეთთან მჭიდრო კავშირებს, არ გმობს რუსეთის აგრესიულ კურსს თავისი სტრატეგიული მოკავშირისა და მონათესავე ქვეყნის მიმართ და მედიატორის როლის შემსრულებლად გამოდის. თუმცა ობიექტურნი რომ ვიყოთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოსკოვი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს სამშვიდობო-შუამავლობითი წინადადების მიმართ.

ამრიგად, აზერბაიჯანი 2015 წელს გარეშე ძალებისადმი „მოქნილ პოლიტიკას“ ატარებდა და საკმაოდ წარმატებით სარგებლობდა საერთაშორისო კონიუნქტურით – თავს პარტნიორად ასაღებდა როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთისთვისაც. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბაქო-ანკარის მჭიდრო კავშირებში თბილისიც აქტიურად გააგრძელებს წინა წლებში დაწყებულ თავის ინტეგრაციას: ამას მოწმობს სტამბოლში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა თავდაცვისა და საგაგრეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ უარყოფით ეკონომიკურ პროგნოზებს და რეგიონულ გამოწვევებს, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის პრობლემებს, აზერბაიჯანისთვის 2016 წელი შეიძლება კრიზისული აღმოჩნდეს.

სომხეთი: რეფერენდუმი სოციალურ-ეკონომიკური „შავი ჭირის“ დროს

სომხეთი 2015 წლის დასაწყისიდან ევრაზიულ ინტეგრაციულ სივრცეში გაერთიანდა. მოსახლეობა და ხელისუფლება ბევრ დადებით პროცესს ელოდა, თუმცა ქვეყნის 12-თვიან წევრობას რაიმე სოციალურ-ეკონომიკური გარღვევა არ მოუტანია, პირიქით – ვაჭრობის მოცულობა შემცირდა, განსაკუთრებით რუსეთთან. ცხადია, ამ საკითხში თავისი ნეგატიური როლი შეასრულა მწვავე ეკონომიკურმა ვითარებამ როგორც სომხეთში, ასევე რუსეთში, ფულადი გადარიცხვების მკვეთრმა შემცირებამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა. მართალია,  სომხეთის ეკონომიკა რეცესიაში არ ჩავარდნილა, თუმცა კრიტიკულ ზღვარს ძალიან მიუახლოვდა: უმუშევრობის დონე 18%-ია, სიღარიბის – 32%, მიგრაცია ყოველგვარ ფარგლებს გასცდა, სახელმწიფო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 50%-ს მიაღწია.

და ამ სოციალურ-ეკონომიკური ნეგატივის ფონზე ქვეყნის მმართველი ელიტა თავისი ენერგიის კონცენტრირებას შიდა და საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტების განმტკიცებისაკენ მიმართავდა – განხორციელდა კონსტიტუციური ცვლილებები, რომლის მიზანს დღევანდელი ხელისუფლების სამომავლო ვადის გაგრძელება წარმოადგენს (შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებები, გაფართოვდა პრემიერ-მინისტრის ფუნქციები). განზრახულია, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი მომავალ წელს გაფართოებული უფლებების მქონე პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს). მოკლედ, სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა.

საქართველო: მზადება „ოცნების“ კვლავწარმოებისათვის

საქართველოსთვის 2015 წელი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებისა (2016 წელს) და ევროატლანტიკურ-ინტეგრაციული მოლოდინების ფონზე მიმდინარეობდა. სშინაო პოლიტიკაში სხვადასხვა მიმართულების მქონე ტენდენციები იყო გამოკვეთილი: ერთი მხრივ – მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა ამომრჩეველთა ნდობის კრედიტი და მომავალი წლის საარჩევნო პერსპექტივას იმდიანად უყურებს; ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შემჭიდროებული ძალები რუსეთთან ზომიერ ურთიერთობას ატარებდნენ, პარალელურად კი დასავლეთთან – აშშ-სთან და ევროკავშირთან ინტეგრირებას აღრმავებდნენ. მეორე მხრივ – მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ – „ერთიანმა ნაცმოძრაობამაც“ (ენმ) შეძლო და მოახერხა დასავლეთის პოლიტიკური ცენტრების ყურადღების შენარჩუნება. ამასთან, „ნაციონალების“ მიტინგურ აქტიურობას, რომელიც მარტში შეიმჩნეოდა, მათთვის რაიმე შიდაპოლიტიკური ეფექტი არ მოუტანია, თუმცა გარკვეული დივიდენდები მოგვიანებით მაინც დააგროვეს, განსაკუთრებით ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით დაწყებულ კამპანიაში, „ნაციონალთა“ ლიდერების საკითხში (მაგალითად, გ.უგულავას სასამართლო პროცესი). გარდა ამისა, „ენმ“ ხელისუფლებას პერიოდულად პრორუსული პოლიტიკის გატარებასა და პროდასავლური ინტეგრაციის დამუხრუჭებაში ადანაშაულებდა, განსაკუთრებით ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით. ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობდა თავიდა აეცილებინა ოპოზიციის ბრალდებები და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის ფაქტების პროპაგანდას ეწეოდა (მაგ. ნატოს საწრთვნელი ცენტრის დაარსება). ამასთან, დასავლეთიდან რაღაც ისეთ „მკვეთრ სიგნალს“ ელოდებოდა, რომელიც ალიანსის ვარშავის სამიტზე მას აქტიურ პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანდა (ვთქვათ, ნატოში გაწევრიანება რაიმე წინაპირობის – „მაპ“-ის გარეშე), თუმცა ამის ილუზიები წლის ბოლოს გაიფანტა: ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კვლავ ხაზი გაესვა, რომ „მაპ“-ი ნატოში წევრობის აუცილებელი პირობაა.

ნატოს ფრონტზე ერთგვარი წარუმატებლობის მიუხედავად, მმართველი კოალიციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაცია შეიმუშავა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა 2015 წელს ზომიერად, თუმცა ნეგატიური კუთხით ვითარდებოდა. ამაში თავისი უარყოფითი გავლენა იქონია საერთაშორისო კონიუნქტურამ, მეზობელთა ბაზრებზე არსებულმა სიტუაციამ. მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია საქართველოს მცდელობებმა ენერგორესურსებით მომარაგების დივერსიფიცირების საკითხში: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კონტაქტებს რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან. რუსი და ქართველი დიპლომატების შეხვედრებს 2015 წელს სამომავლოდ რაიმე ოპტიმიზმის საფუძველი არ დაუტოვებია. წინა წლებში დაფიქსირებული პოლიტიკური უთანხმოება ძლაში რჩება.

2016 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ანუ ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ხელისუფლების კვლავწარმოებისათვის გამოცდას ჩააბარებს. საქართველოსთვის 2016 წლის ეროვნულ არჩევნებს, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე 2012 წელს ჰქონდა. ოთხი წლის წინ „ქართულმა ოცნების“ ძირითადი მიზანი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა იყო და ამ მიზნის განხორციელებასა და ამომრჩეველთა მიზიდვაში მას ძალიან დაეხმარა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ლოზუნგები. ახლა, როცა არჩევნებამდე დისტანცია მცირდება, ხელისუფლება, სავარაუდოდ, აქცენტებს შეცვლის და ამაში მას კვლავ რუსეთთან ურთიერთობა დაეხმარება: „ქართულ ოცნებას“ კვლავ შეუძლია აქცენტი გადაიტანოს ჩრდილოელ მეზობელთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებაზე.

«Российская Федерация сегодня» (რუსეთი), 22 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.russia-today.ru/new.php?i=5510

აჭარა: ტურისტული რენესანსი

სტატიაში გადმოცემულია საქართველოში, აჭარაში განხორციელებული რუსი ჟურნალისტების პრეს-ტურის შთაბეჭდილებები (ავტორი – ნიკოლაი ტარასენკო).

პუბლიკაციაში ვრცლადაა აღწერილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მდგომარეობა, შეხვედრები ბათუმის მერტან გიორგი ერმაკოვთან, რომელიც ჯურნალისტებს ლენდა გაუზიარა, თუ რატომაა საქართველო სამოთხე: უფალი მიწებს არიგებდა, ქართველებბმა კი დააგვიანეს. როცა ღმეთმა ჰკითხა, სად იყავით, მიწა თქვენთვის არა მაქვსო, ქართველებმა უპასუხეს, რომ უფლის სადღეგრძელოს სვამდნენ და ამიტომ დროზე მოსვლა ვერ მოვახერხეთო. მაშინ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ქართველებისთვის ის მიწა ეჩუქებინა, რომელიც თავისთვის საცხოვრებლად ჰქონდა გადანახული… ქართველებმა უფალს მადლობა უთხრეს და ფიცი დადეს, რომ ამ სამოთხეს გაუფრთხილდებოდნენ.

ავტორი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, როს გამოც ტურისტებმა და  მოგზაურებმა აჭარა აუცილებლად უნდა მოინახულონ. ესაა სუბტროპიკული კლიმატი, ზღვისა და მთის ჰაერის ერთმანეთთან შეხამება, კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, უამრავი ღირსშესანიშნაობა, სამზარეულო, მდიდარი ფლორა და ფაუნა, არქეოლოგიური პოტენციალი.

სტატიაში განსაკუთრებით ვრცლადაა აღწერილი ბათუმი, რომელსაც ხშირად შავი ზღვის მინიატურულ „ამერიკულ ლას-ბეგასსაც“ უწოდებენ: ადგილობრივ კაზინოებს მრავალი აზარტული თამაშების მოყვარული სტუმრობს მეზობელი ქვეყნებიდან.

პუბლიკაციაში ყურადღებაა გამახვილებული აგრეთვე აჭარის ისტორიაზეც: აღნიშნულია, რომ მეთხუთმეტე საუკუნის შუახანებიდან აჭარა ოსმალეთის იმპერიამ მიიტაცა და მის შემადგენლობაში მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა. ამის მიუხედავად, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლო ქართული ენისა და ქრისტიანული სარწმუნოების მეტ-ნაკლები შენარჩუნება. სტატიაში ხაზგასმულია, რომ აჭარის საქართველოსათვის დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლი რუსეთმა შეასრულა: 1878 წლიდან მოყოლებული, ბათუმის როლი განუხრელად მატულობდა როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურის თვალსაზრისით.

ავტორი აღტაცებულია ქართული სტუმართმოყვარეობით, ეროვნული სამზარეულოთი, ქართული ღვინით: ჩამოთვლილია ის კერძები და ღვინოები, რომლებიც მან დააგემოვნა და ახლა რუს მკითხველებს მოუწოდებს ჩავიდნენ აჭარაში და თვითონაც გასინჯონ, თვითონც დატკბნენ ამ ყველაფრით.

დასკვნის მაგიერ:

„აჭარაში დასვენება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ითვლებოდა პრიორიტეტულად და იღბლიანად. დღეს საქართველოს ამ ნაწილმა არა მარტო შეინარჩუნა, არამედ კიდევ უფრო გააფართოვა თავისი ტურისტული მნიშვნელობა. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ბათუმი მსხვილ ევროპული კურორტებისაგან ძალიან მცირედ თუ გამოირჩევა. აქ ბევრია კომფორტული სასტუმროები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, კარგად მოწყობილი პლაჟები… მოკლედ, ყველა პირობაა შექმნილი სრულფასოვანი გართობისა და დასვენებისათვის, ტურისტი აქ თავს სასურველ და ძვირფას სტუმრად გრძნობს. რუსული ჟურნალისტური დესანტი აქ აუცილებლად დაბრუნდება“.

Comments are closed