globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 23rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«ТВ Интер – Подробности» (უკრაინა),22 თებერვალი, 2015 წელი

http://podrobnosti.ua/2017624-gruzija-ne-budet-portit-otnoshenija-s-ukrainoj-iz-za-naznachenij.html

http://www.ukrinform.ua/rus/news/naznachenie_saakashvili_ne_povliyaet_na_otnosheniya_s_ukrainoy___margvelashvili_1716987

ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: „უკრაინის მთავრობაში ქართველების დანიშვნა  ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს“

გუშინ, 22 თებერვლის საღამოს, კიევში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ტელეკომპანია „ინტერის“ პროგრამა „პოდრობნოსტი ნედელის“ („კვირის წვრილმანები“) სტუდიაში გამოვიდა და წამყვან დიმიტრი აპონჩენკოსთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრა. იგი შეეხო აგრეთვე დასავლეთის დამოკიდებულებას უკრაინისა და საქართველოს პრობლემებისადმი და განაცხადა, რომ კიევმა და თბილისმა რუსეთთან ურთიერთობა დასავლეთის დახმარებით უნდა მოაგვაროს.

გთავაზობთ ამონარიდებს გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან:

ა) ქართველები უკრაინის მთავრობაში

საქართველო პატივს სცემს უკრაინის სუვერენულ მთავრობას, რომელიც დემოკრატიულად იქნა არჩეული. უკრაინის მთავრობა ყალიბდება უკრაინელი ხალხის სურვილის მიხედვით. უკრაინის სახელისუფლო სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე ქართველების, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაურესება ძალიან რთულია, დარწმუნებული ვარ, „ხორკლიანობა“ ჩვენს კავშირებს ვერ გააფუჭებს. თუ რომელ კანდიდატებს არჩევს უკრაინის ლეგიტიმური მთავრობა, ეს უკრაინის საშინაო საქმეა და არ ვფიქრობ კომენტარი გავუკეთო კონკრეტულ პიროვნებების კონკრეტულ თანამდებობებზე დანიშვნებს.

ბ) საქართველო – უკრაინის გვერდით

ყოველი ქართველი თავს მოვალედ მიიჩნევს რაღაცით გამოადგეს უკრაინას, რადგან ჩვენ ერთნაირი სტრატეგიული ინტერესები და მომავლის ხედვა გვაქვს. ჩვენს შორის ურთიერთობა მხოლოდ უნდა განვითარდეს. მე ვამაყობ, რომ მონაწილეობა მივიღე დღევანდელ „ღირსების მარშში“… ამაყი ვარ, რადგან კიევის ქუჩებში იმ ადამიანებს გვერდით ვიდექი, რომლებიც თავისუფალი არჩევანის უფლებისათვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან… ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით“.

გ) საქართველო-უკრაინა: საერთო პრობლემები

საქართველოსა და უკრაინას მსგვავსი პრობლემები აქვთ, ორივე ქვეყანაში მომხდარი მოვლენები ერთმანეთს ჰგავს: სამწუხაროდ, საქართველომაც უკრაინის მსგავსი გზა გამოიარა. ჰიბრიდული ომი საქართველომ ჯერ კიდევ აფხაზეთში გამოსცადა საკუთარ თავზე 1990-იან წლებში, ხოლო რუსეთის აგრესია – 2008 წელს. რუსეთმა უკვე ხელი მოაწერა აფხაზეთთან შეთანხმებას, და ემზადება მსგავს დოკუმენტზე ხელმოსაწერად სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ ვურჩევთ, რომ მტკიცედ იდგეთ და რაციონალური პოლიტიკა,

დ) დასავლეთი, საქართველო და უკრაინა

რასაკვირველია, იარაღის მიწოდების საკითხი ორმხრივი ურთიერთობის საკითხია. ეს ეფუძნება იმ მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ყოველ ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული ინტერესები. ამასთან, როცა ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, მშვიდობა უნდა გვქონდეს მხედველობაში, უნდა ვიფიქროთ როგორ ეფექტურად შევწყვიტოთ სისხლისღვრა, როგორ ეფექტურად მივაღწიოთ მშვიდობას. ამისათვის რესურსების გამოძებნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ შემთხვევაში აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რომ სისიხლიღვრა შეჩერდება. ესაა მეზობლებთან [რუსეთის] დამოკიდებულების შედეგი. ჩვენი პარტნიორების პასუხი ამგვარ ვითარებაზე მიმართული უნდა იყოს პრობლემის გლობალური მოგვარებისაკენ, რომელიც მოიცავს რუსეთთან დამოკიდებულებას ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებისადმი… „გავლენის სფეროები“ და „ინტერესის ზონები“ არ უნდა არსებობდეს. ჩვენს შორის მხოლოდ კეთილმეზობლური დამოკიდებულება უნდა იყოს. რუსეთთან ასეთი დამოკიდებულების განმტკიცებაში და რეალური პოლიტიკის გატარებაში ჩვენი პარტნიორები უნდა დაგვეხმარნონ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ 2008 წლის ომმა არავის არაფერი ასწავლა. 2008 წლის ამბები რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა 2014 წლის ამბები უკრაინაშიც“.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 22 თებერვალი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150221-saakashvili-nameren-vernutsya-v-gruziyu-cherez-kiev/

„ექს-პრეზიდენტმა კარგად გამოიყენა თავისი კავშირები უკრაინელ ოლიგარქებთან და თანამზრახველებთან ერთად კიევში მოკალათება მოახერხა“

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“)  რუსულენოვანი სამსახურის ეთერში 22 თბერვალს გადაიცა საქართველოში კვირის განმავლობაში მოხდარი ამბების მიმოხილვა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინის მთავრობაში ქართველი ექს-ჩინოვნიკების დანიშვნა (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

კომენტარს აკეთებს პეტრე მამრაძე:

„ისარგებლა რა უკრაინის ხელისუფლების სრული არაპროფესინალიზმითა და უუნარობით, მიხეილ სააკაშვილმა, მიაღწია იმას, რომ სწორედ კიევში მოხდა მისი რეაბილიტაცია. ექს-პრეზიდენტმა კარგად გამოიყენა თავისი კავშირები უკრაინელ ოლიგარქებთან და თანამზრახველებთან ერთად უკრაინაში მოკალათება მოახერხა. ისინი საკუთარ თავს უწოდებენ „ახალგაზრდა რეფორმატორებს, რომლებმაც საქართველოში ბევრი რამ გააკეთეს“. კიევის ხელისუფლებამ თვით ჯორჯ სოროსის აღიარების იგნორირება მოახდინა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კორუფცია კი არ დაამარცხა, არამედ სინამდვილეში კორუფციის პრივატიზება მოახდინა. პეტრო პოროშენკომ იგი მაინც დანიშნა თავის მრჩევლად… მე ამ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ. ვიღაცეებს რაღაცეების გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ მათ საქართველოში არანაირი რეფორმება არ განუხორციელებიათ, ისინი მხოლოდ ბრმად ასრულებდნენ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებებს. შექმნილია ძალიან აბსურდული სიტუაცია: საქართველოს ყოფილი გენპროკურორი და იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ინტერპოლის მიერ ძებნილი პიროვნება, კიევში თავისუფლად დადის! ეს არის [საქართველოს ხელისუფლების] საგარეო და საშინაო პოლიტიკის მარცხი.

საქართველოს ხელისუფლებას თავიდანვე, არჩევნებში გამარჯვებისთანავე, კანონის სრული დაცვით, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივების გარეშე უნდა გამოეძიებინა საქმეები და მისი შედეგები მსოფლიოსთვის უნდა ეცნობებინა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე უკვე „ადექვატური“ რეპუტაცია ექნებოდა, მასთან არავინ საქმეს არ დაიჭერდა – არც ამერიკაში და არც უკრაინაში. მაგრამ ჩვენ გვახსოვს პარლამენტის სპიკერის დავით უსუფაშვილის განცხადება „ნაცმოძრაობის გადარჩენის“ თაობაზე, გვახსოვს ლევან ბერძენიშვილის სიტყვები, რომ „მიხეილ სააკაშვილი ჩვენზე მეტადაა პოპულარული“… ჰოდა, ამ ბიჭებმა თავიანთი მოქმედებით იმას მიაღწიეს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია მოხდა“.

Comments are closed