globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Беларусь Сегодня» (ბელარუსი), 23 მარტი, 2016 წელი

http://www.sb.by/prezident-belarusi/article/pervyy-i-vazhnyy-shag.html

ბელარუსი და საქართველო: პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი

სტატიაში გადმოცემულია  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკში შეხვედრისა და მოლაპარაკების მიმდინარეობა, მხარეთა პოზიციები, აზრთა ურთიერთგაზიარება და განცხადებები (ავტორი – ანდრეი დუბანევიჩი). სტატია ინფორმაციული ხასიათისაა, მასში არაა მოცემული არც ავტორისეული შეფასება, არც კომენტარი და მით უმეტეს, არც საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობების ანალიზი.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ალექსანდრე ლუკაშენკომ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობის გაღრმავებაზე და განაცხადა, რომ საქონელთბრუნვამ უახლოეს ხანში 200 მილიონ დოლარს მიაღწიოს. „ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. თუ თქვენ გაინტერესებთ ევროპული ან ევრაზიული ბაზარი, ვისაუბროთ, ჩვენთან ეს ტემები აკრძალული არაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თბილისის სტაბილური კურსის მანიშნებელია: „ჩვენ ვხედავთ, რომ მინსკსა და თბილისს ერთმანეთის მიმართ სერიოზული განზრახვები აქვთ“.

ბელარუსის პრეზიდენტმა გაიხსენა თავისი თბილისური ვიზიტი 2015 წელს: „ჩვენ მაშინ ბევრ საკითხზე მოვილაპარაკეთ, მთავარი კი ის იყო, რომ როცა ერთმანეთს თვალებში შევხედეთ, მივხვდით, რომ ურთიერთობის დიდი პოტენციალი გვაქვს“.

ალექსანდრე ლუკაშენკო საგარეო პოლიტიკურ მომენტებსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ ამ სფეროში საქართველოსა და ბელარუსს თითქმის ერთნაირი პოზიცია აქვთ და განსხვავება არ არის. „არა აქვს მნიშვნელობა, როგორი კურსი აიღო საქართველომ და ჩვენ როგორი გვაქვს… ეს ცვენ ხელს არ გვიშლის ურთიეღტობის განვიტარებაში… ცხოვრება წინ მიდის, დრო იცვლება… ჩვენ კარგად გვესმის საერთაშორისო პროცესების მნიშვნელობა და მათ ყურადღებით ვაკვირდებით… თუ საჭიროა, შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობის კორექტირება გარე ფაქტორების გათვალისწინებით… მაგრამ კორექტირება ხდება მხოლოდ გაუმჯობესების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მინსკ-თბილისის კონტაქტები განსაკუთრებით ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტის შემდეგ გააქტიურდა.: „ჩვენი მტავრობები აქტიურად მუშაობენ, არის კონკრეტული პროექტები, რომლებიც რეალიზების პროცესში იმყოფებიან. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობის პოტენციალი ძალიან დიდია. ეს ეხება კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროსაც… მოკლედ, ყველა მიმართულებით დიდი პროგრესი უნდა იყოს“, – ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილმა.

————-

„ბელარუს სეგოდნია“-ში გამოქვეყნებულია კიდევ ერთი სტატია მინსკში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის თაობაზე სათაურით „საქართველოში „ბელარუსის“ მარკის ტრაქტორების ამწყობი მეორე საწარმოს შექმნას გეგმავენ“ (ავტორი – მარია დრუკი).

„ქართველმა სტუმრებმა ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ მინსკის სატრაქტორო და საავტომობილო, აგრეთვე გომელის სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხნების მზა პროდუქცია დაათვალიერეს. როგორც სატრაქტორო ქარხნის დირექტორმა სერგეი სიროტენკომ განაცხადა, მიმდინარე წელს საქართველოში ბელარუსული ტრაქტორების ამწყობი კიდევ ერთი საწარმო გაიხსნება ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. თავის მხრივ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარე დაინტერესებულია ბელარუსთან სავაჭრო კონტაქტების გაღრმავებით: „მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორი ქვეყნის ვაჭრობა მხოლოდ 40 მილიონ დოლარს აღწევს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განზრახვის შესრულება მისი 200 მლნ. დოლარამდე გაზრდის თაობაზე მაინცდამაინც რთული არ არის, ამის პოტენციალი ორივე მხარეს გვაქვს – სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში…“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მას კვერი დაუკრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და თქვა, რომ ბელორუსული ტრაქტორები ქართველი ფერმერებისათვის კარგი ტექნიკაა და მოწონებით სარგებლობს“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „ბელარუსების“ ამწყობი საწარმო საქართველოში პირველად 2011 წელს ბათუმში გაიხსნა, რომელიც წელიწადში 40-მდე ტრაქტორს უშვებს. გასულ წელს უშუალოდ ბელარუსიდან საქართველოში 190 ათასი დოლარის ღირებულების 100 ტრაქტორის ექსპორტი განხორციელდა. ამჟამად საქართველოს ველ-მინდვრებში „ბელარუსის“ მარკის დაახლოებით 18 ათასი ტრაქტორი მუშაობს

«Lragir» (სომხეთი), 22 მარტი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/47585

საქართველო და ევროპის კავშირი

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

(შემოკლებით)

ევროპელი ექსპერტების შეფასებით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია სერიოზულ პრობლემად ითვლება ევროკავშირისათვის, რომელიც სულ უფრო მეტად ცდილობს სამხრეთ კავკასიაზე ზრუნვას.

ევროპელები იძულებულნი არიან სულ უფრო მეტი ყურადღებით ადევნონ თვალი საქართველოს მთავრობის საქმიანობას, მათ შორის ძალოვანი და ეკონომიკური სტრუქტურების მუშაობას. ევროპული საზოგადოება ისეთი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, რომელშიც ასახულია როგორც საკუთარი, ევროპული ინტერესები, ასევე გათვალისწინებულია აშშ-ისა და რუსეთის პოზიციებიც.

ევროპელებს საქართველო, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შედარებით უფრო პროგნოზირებად ქვეყნად მიაჩნდათ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რომელიც მემარჯვენე-ნაციონალისტურ რეჟიმად განიხილებოდა, ავტორიტარიზმის ელემენტებით. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, ევროპისათვის „ქართული ოცნების“ მთავრობა, რა თქმა უნდა, პროგნოზირებადია, მაგრამ ზოგადად უფრო ნაკლებას მისაღები, რადგან არის ეჭვები როგორც მოსკოვთან საქართველოს დაახლოების საკითხში, ასევე რუსულ ფინანსურ-ოლიგარქულ წრეების ინტერესებთან დაკავშირებით.

ევროპის პოლიტიკური სტრუქტურებს არ აქვთ „რეცეპტი“ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ, არ აქვთ შემუშავებული გრძელვადიანი რეკომენდაციები. ევროპული კვლევითი და ანალიტიკური დაწესებულებები საქართველოში მიმდინარე პროცესებისაგან შორს დგანან და შესაბამისად, არ შეუძლიათ სიტუაციის სწორად შეფასება და მოვლენების მეტ-ნაკლებად რეალური პროგნოზირება. საქართველოს პრობლემების ექსპერტიზა ისეთ ადამიანებს, ისეთ ახალ სპეციალისტებს აქვთ დავალებული, რომლებიც ადრე საერთოდ არ იყვნენ დაკავშირებული არათუ საქართველოსთან, არამედ საერთოდ კავკასიის რეგიონთან, თუმცა მათ აქვთ გამოცდილება ბალკანეთთან და სხვა რეგიონებთან მიმართებით. სწორედ ეს განაპირობებს მათ კრიტიკულ ხედვას საქართველოს მოვლენებისა და პროცესების მიმართ.

დღეს საქართველოში ჩვენ რიგ ქრონიკულ პრობლემებს ვხედავთ, რომელთა მოგვარება, თუ ქვეყნის მართვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ძალიან საეჭვოა. ძირტად პრობლემებს მიეკუთვნება: მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვიტყარება, არაქმედითუნარიანი შეიარაღებული ძალები და უშიშროების [ორგანოები], ეთნიკური პრობლემები, შიდაპოლიტიკურ სტაბილურობისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ევროპელებს ხაზგასმულად არ მიაჩნიათ ისეთ პრიორიტეტულ ამოცანად, რომელიც დაჩქარებულ გადაჭრას მოითხოვს. ევროპული თანამეგობრობა დღეს მზად არ არის  და არც შეუძლია კონცენტრირებული იყოს საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან არის საფრთხე, რომ დასავლეთი შეიძლება აქაურ კონფლიქტებში ღრმად ჩაეფლოს, რასაც, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალების გამოყენება მოჰყვება.

არც დღეს და არც უახლოეს მომავალში ევროპული ქვეყნები თავიანთი შეიარაღებული ძალებით საქართველოს პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მდგომარეობა არც ევროპისათვის, არც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და არც მათი მოკავშირეებისა თუ პარტნიორებისათვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს. კი, აფხაზეთსა და სამხრეთ ვოსეთში სიტუაცია დაზაბულია, მაგრამ სავსებით მართვადი. დასავლეთისათვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს აჭარაში არსებულ სიტუაციას, რომელიც ნავთობის ექსპორტსა და „დასავლეთ-აღმოსავლეთის“ პროექტს უკავშირდება.

ექსპერტების თქმით, დასავლეთი იძულებული ხდება დაეთანხმოს რუსეთის როლს ამ პრობლემებში და აღიაროს, რომ საქართველოს ყოფილი ავტონომიების ბედი რუსეთის ხელშია. ევროპაში კარგად ესმით საქართველოს მდგომარეობა, ამიტომაც მიზანშეწონილადაა მიჩნეული, რომ „საქართველოს ხელისუფლებას აქვს შეცდომის დაშვების და მათი შემდგომი გამოსწორების  მცდელობის უფლება“, მაგრამ, ცხადია, ასეთი დამოკიდებულება დიდხანს ვერ გაგრძელდება – საქართველომ თავისი პოლიტიკა ევროპული პრიონციპების შესაბამისად უნდა განახორციელოს.

ევროპა საკმაოდ დიდ როლს ასრულებს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, რუსეთის შეკავების თვალსაზრისით. შესაბამისად, ევროპელებს აქვთ უფლება საქართველოს რუსეთის მიმართ ზომიერი პოლიტიკის გატარება მოსთხოვოს. შეკითხვაზე, აქვს თუ არა რუსეტს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე პროტექტორატის უფლებაო, ევროპელი ადმინისტრატორები ასე პასუხობენ: „სავარაუდოდ, ეს იქნებოდა პრობლემის გადაჭრის ყველაზე კრიტიკული გზა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კმაყოფილნი კი იქნებიან, მაგრამ ასეთი მოქმედება საქართველოს დისკრედიტირებას გამოიწვევს – მისი სახელმწიფოებრიობა დაკნინდება. ყველაზე უკეთესი გადაწყვეტილებაა, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ რომელიმე მხარისადმი იძულების გარეშე“.

საინტერესოა, რომ ზემოთხსენებული ადმინისტრატორები სრულებითაც არ ახსენებენ ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპს და უპირატესობას უსაფრთხოების დაცვას ანიჭებენ. იგრძნობა წინააღმდეგობა მათ თვალსაზრისში: ერთი მხრივ, აღიარებენ რუსეთის „შეუაკვებლობას“, მეორე მხრივ უშვებენ, რომ „შეუკავებელმა“ რუსეთს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე პროტექტორატი ჰქონდეს.

ევროპელმა ადმინისტრატორებმა სპეციალური მოხსენებებით ევროპულ ორგანიზაციებს (ევროსაბჭოს, ევროკომისიას, ევროპარლამენტს) შეტყობინეს სამცხე-ჯავახერტში სექმნილი ვიტარების სესახებაც. ასე რომ, ევროსტრუქტურებს უკვე აქვთ წარმოადგენა შექმნილი იმაზე, თუ რა ვითარებაა სომხუერენოვანი მოსახლეობის მქონე ამ პროვინციაში. საქართველოს მალე მოუწევს ანგარიშის ჩაბარება სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონებში შექმნილ სიტუაციაზე.

როგორც აღნიშნავენ, ევროპაში სომხური ლობის ძალისხმევის 90% საქართველოში მცხოვრებ სომხების პრობლემებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა თავის დროზე პირობა დადო თურქი-მესხების საკითხის გადაწყვეტაზე, ევროპელები მზად არიან დათანხმდენ ზოგიერთ დათმობაზე, რომლებსაც საქართველო ითხოვს, რეალობის გათვალისწინებით.

ზოგადად, საქართველო ევროპული საზოგადოებისათვის პრობლემატური ქვეყანაა და ამიტომ ცდილობენ მისი მოქმედების შეზღუდვას სომხეთთან და რუსეთთან მიმართებით. ევროპელ ექსპერტებს კარგად ესმით, რომ საქართველო, ყოფილი ავტონომიების დაბრუნების პრეტენზიით, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყნად ვერ განვითარდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ არც რეკომენდაციები არ აქვთ ამ საკითხში.

ქართველმა პოლიტიკოსებმა ნელ-ნელა გააცნობიერეს, რომ მათი ქვეყნისთვის დასავლური საზოგადოება უფრო მიმზიდველია დემოკრატიულობით, სტაბილურობით და  ეკონომიკური კეთილდღეობით, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაგრამ ამავე დროს ღიად რჩება ეროვნული ღირსების შენარჩუნების საკითხი, პოლიტიკური ამბიციები, ტერიტორიული პრობლემის შიდაპოლიტიკური მიზნით გამოყენება.

აშშ და ევროკავშირი თანხმდებიან იმ აზრში, რომ აუცილებელია საქართველოს მმართველ რეჟიმში ცვლილებები განხორციელდეს: ქვეყნის მართვის სიტემაში ახალი პოლიტიკური ძალები უნდა იქნენ მიზიდულნი, ახალი საზოგადოებრივი ჯგუფები, რათა სტაბილურობა შენარჩუნდეს და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღება გამოირიცხოს. მაგრამ ასეთი მიდგომები მხოლოდ რეკომენდაციების დონეზე რჩება, თანაც არავინ იცის, როგორ უნდა მოხდეს ამ რეკომენდაციების რეალიზება. საქართველოს ხელისუფლება თავის საჯარო თუ არასაჯარო პოლიტიკაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც არათუ დემოკრატიული, არამედ ელემენტარული ეთიკის თვალსაზრისით, საერთოდ მიუღებელია. ამასთან, პოლიტიკურ პროცესებში პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მასმედია  რაიმე მნიშვნელოვან როლს არ ასრულებენ. საზოგადოების რევოლუციური პოტენციალი უკვე ამოწურულია, დემოკრატიული მექანიზმები კი ჯერ-ჯერობით შექმნილი არ არის.

დასავლეთი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოს ხელმძღვანელობაში გაჩენილი აგრესიული განწყობებით, რომლებიც დაკავშირებულია არა მარტო ცალკეული პოლიტიკოსებისა და ადმინისტრატორების პოზიციებთან, არამედ გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფებთან. თუმცა, შესაძლოა ცალკეული პერსონების აგრესიული ქმედების აღკვეთამ სხვებსაც შეაგნებინოს, რომ ქართული პრობლემების ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობა უნაყოფოა.

შეერთებული შატატები ცდილობს, რომ საქართველოსთვის ყველა არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირს დააკისროს, თვითონ კი თბილისისათვის „სასიამოვნო“ განცხადებების გაკეთების უფლებას იტოვებს, თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. უკვე გამოკვეთილია ვაშინგტონისა და ევროკავშირის სოლიდარული განწყობა, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, უფრო პრინციპული მოქმედების თვალსაზრისით.

Comments are closed