globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 23rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ): ევროკავშირი თურქეთისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების პირობებს ამკაცრებს // უვიზო რეჟიმი საქართველოს, უკრაინას და კოსოვოსაც სურთ, თუმცა ევროპა მათ მიმართაც  ფრთხილად მოქმედებს

«Независимая газета» (რუსეთი): ევროპიდან ინდოეთამდე – 14 დღეში // აზერბაიჯანში „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სარკინიგზო პროექტმა სტარტი აიღო

———————–

«The Wall Street Journal» (აშშ), 22 მაისი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/eu-looks-to-tighten-rules-before-the-visa-debate-on-turkey-1463768960

ევროკავშირი თურქეთისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების პირობებს ამკაცრებს

უვიზო რეჟიმი საქართველოს, უკრაინას და კოსოვოსაც სურთ, თუმცა ევროპა მათ მიმართაც  ფრთხილად მოქმედებს

ვალენტინა პოპი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

ევროპის კომისია თურქეთისადმი უვიზი რეჟიმის მიცემის საკითხს განიხილავს და იმავდროულად ვიზალიბერლიზაციის გამკაცრებას ცდილობს.

ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა პარასკევს იმ ერთობლივი ნაბიჯების შესახებ მოილაპარაკეს, რომლის თანახმად, თუ აუცილებელი გახდება, ვიზა-ლიბერალიზების შემდეგ უვიზო რეჟიმი ხელახლა შემოიღონ თურქეთისათვის, უკრაინისათვის, საქართველოსა და კოსოვოსათვის, ანუ იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მიმდინარე წელს ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების უფლების მიღებას ელოდებიან.

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისადმი ვიზა-ლიბერალიზების მიცემის საკითხი საბოლოო ჯამში ევროპარლამენტმა უნდა მოიწონოს (დაადგინოს), მანამდე კი გერმანიამ და საფრანგეთმა მოითხოვეს, რომ სანამ დადგენილება იქნება მიღებული, მასში გარკვეული ცვლილებები იქნეს შეტანილი – განსაკუთრებით თურქეთის შესახებ, რომლის მოსახლეობა თითქმის 80 მილიონია.

მინისტრებმა მოილაპარაკეს გააფართოვონ იმ მიზეზთ ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება უკვე მიცემული უვიზო რეჟიმის შეჩერება ან საერთოდ, მისი გაუქმება. დღეისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება შესაძლებელია მოხდეს, თუ მიგრანტთა რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, ან ასევე მკვეთრად გაიზრდება თავშესაფრის უსაფუძვლოდ მიღების მსურველთა რიცხვი. ახალი მიზეზები კი დამატებით ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, თუ: ა) რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის იმ მიგრანტების უკან მიღებაზე, რომლებიც მისი ტერიტორიის გავლით მოხვდნენ ევროკავშირში და ბ) არსებობს რისკების ზრდა სახელმწიფოს პოლიტიკის ან შიდა უსაფრთხოების საკითხებში (ეს ეხება ტერორიზმისა და ორგანიზებული დამნაშავეობის სფეროებს).

„ჩვენ გვჭირდება „ავარიული მუხრუჭი“ ყველა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებისთვისაც უვიზო რეჟიმის მიცემას ვაპირებთ. ვიზალიბერალიზების რეჟიმით ბოროტად სარგებლობა დაუშვებელია“, – განაცხადა ჰოლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კლაას დილჰოფმა.

„გარანტიის ეს პუნქტი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზენევმა და მიუთითა, რომ თურქეთს უვიზო რეჟიმი მხოლოდ მაშინ მიეცემა, როცა ყველა პირობას შეასრულებს.

ევროკავშირისათვის თურქეთს საკვანძო მნიშვნელობა აქვს – შეთანხმების თანახმად, ამ ქვეყანამ რომ უვიზო რეჟიმი მიიღოს, ანკარამ 70-ზე მეტი პირობა უნდა შეასრულოს. ბევრი უკვე შესრულდა, მაგრამ დარჩა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი: თურქეთმა უნდა გააუქმოს ის კანონი, რომელშიც ტერორიზმის განმარტება ევროკავშირის კანონმდებლობას არ ემთხვევა (თურქეთმა ამ კანონის საფუძველზე საპყრობილეში ჩასვა ჟურნალისტები, მეცნიერები და ის ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ხელისუფლების მიმართ). მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი კანონის შეცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც – თურქეთის პარლამენტმა პარასკევს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, აღნიშნული კანონის საფუძველზე დეპუტატთა მეოთხედს იმუნიტეტი მოეხსნება. სავარაუდოდ, ეს ეხება 138 კანონმდებელს, მათ შორის 50 ქურთ დეპუტატს და 51 ათეისტური (სეკულიარისტული) ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

რაც შეეხება სამ დარჩენილ ქვეყანას, რომლებთაც უვიზო რეჟიმის მიღებას ელოდებიან, მათ მიმართ მინისტრებს შორის უთანხმოება არსებობს: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწფოების მხარს უჭერენ საქართველოს, რათა [თბილისმა] უვიზო რეჟიმი თურქეთზე ადრე მიიღოს, აგრეთვე დაჩქარდეს უკრაინისთვის იგივე საკითხის გადაჭრაც. მათი განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია კოსოვოსაც ამ წლის განმავლობაში უნდა მიეცეს.

მაგრამ როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა აღნიშნა, ამ საკითხის გადაწყვეტა ძალიან დიდ დროს მოითხოვს: „ის უახლოეს კვირეებში და თვეებში ვერ გადაწყდება. საფრანგეთს ეს არ სურს“, – კატეგორიულად განაცხადა მან.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას მეზიერმა აღნიშნა, რომ ყოველი ქვეყნის დამსახურება ინდივიდუალურად იქნება განხილული, არავითარი პაკეტური გადაწყვეტილება არ მოხდება: „ჩემი აზრით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის დადგენილებამდე უნდა მივიღოთ“.

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის თეო ფრენკენის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ პაკეტში ოთხი ქვეყანაა (საქართველო, უკრაინა, კოსოვო, თურქეთი), „მაგრამ მიგრაციულ კრიზისის გამო არ იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმი ყველასთვის ერთდროულად მიგვეცა. ვნახოთ, როგორი იქნება ეს ზაფხული – შესაძლებელია სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების რაოდენობა ისევ გაიზარდოს“.

დღეისათვის ევროკავშირს უვიზო რეჟიმი აქვს აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასთან, ისრაელთან, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობასთან და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ყველა სახელმწიფოსთან, კოსვოს გარდა.

————-

უკრაინის პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ირინა გერაშჩენკომ თავის ფეისბუქ-სტატუსზე კომენტარი გაუკეთა საფრანგეთისა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრების განცხადებებს: „ზოგიერთი ფრანგი და გერმანელი ჩინოვნიკების გამონათქვამები, რომ ახლა უვიზო რეჟიმის მიცემის დრო არ არ არის და ჯობია დაელოდნონო, მე 2008 წელს მახსენებს, როცა სწორედ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს უკრაინისთვის [და საქართველოსთვის] “მაპ“-ის მიცემა, ნატოში გაწევრიანებისათვბის.. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა [რუსეთის აგრესია] საქართველოს (2008 წლის აგვისტოში) და უკრაინის წინააღმდეგ (2014 წლის გაზაფხულზე… ამ შეცდომებიდან ევროპამ დასკვნები უნდა გააკეთოს“ (http://uinp.info/political_Groups/gerashenko-zagovorila-o-dvojnyh-standartah-es-iz-za-viz-dlya-ukraincev)

————–

თურქეთი ევროკავშირის სახელმწიფოების თვალში იმიჯს სულ უფრო და უფრო კარგავს: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა გუშინ, 22 მაისს, ტელეკომპანია „აი-თი-ვი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ თურქეთის ოცნებას უახლოეს ხანში ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ახდენა არ უწერია: „ანკარამ განაცხადი  ჯერ კიდევ 1987 წელს შემოიტანა, მაგრამ თუ ტემპს გავითვალისწინებთ, თურქეთი ევროკავშირში მხოლოდ 3000 წელს თუ გაწევრიანდება“ (http://www.bbc.com/russian/news/2016/05/160522-cameron-turkey-eu)

«Независимая газета» (რუსეთი), 23 მაისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-05-23/7_baku.html

ევროპიდან ინდოეთამდე – 14 დღეში

აზერბაიჯანში „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სარკინიგზო პროექტმა სტარტი აიღო

სტატიაში განხილულია აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კასპიისპირა ასტარის რაიონში, ირანის საზღვრამდე, რკინიზის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფას ითვალისწინებს, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ჩარჩოებში (ავტორი – სოხბეთ მამედოვი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯან-ირანის შემაერთებელი სარგინიგზო ხაზის პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის დასასრულს შეიქმნა, მაგრამ საბოლოო კონტურები უკვე 2005 წელს შეიძინა – როცა აზერბაიჯანს, ირანსა და რუსეთს შორის ხელი მოწერა შეთანხმებას რკინიგზის მშენებლობის თაობაზე (ირანის ტერიტორიაზე 375 კმ., ხოლო აზერბაიჯანის – 8,5 კმ.). შეთანხმება ითვალისწინებდა მდინარა ასტარაჩაიზე ხიდის მშნებლობასაც.

„მხარეთა გეგმები, სხვადასხვა მიზეზების გამო, იმ დროსაც ვერ განხორციელდა, თუმცა ნავთობზე ფასების მკვეთრი ვარდნის გამო ბაქომ და თეირანმა „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ პროექტის რეამინირება სასწრაფოდ გადაწყვიტეს. ეს მოხდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბაქოში ვიზიტის დროს, 2016 წლის თებერვალში. ამჟამად მიმდინარეობს ასტარაჩაის ხიდის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ (2016 წლის ბოლოს), შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზების ერთმანეთთან შეერთება. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ რეალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ეკონომიკისათვის. გარდა ამისა, ამ სამი სახელმწიფოს სარკინიგზო სისტემა შეუერთდება ჩრდილოეთით – ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოქმედ სანკტ-პეტერბურგ-ჰელსინკის რკინიგზას (სკანდინავიის ქვეყნებისაკენ), ხოლო ირანის სამხრეთით – საზღვაო მარშრუტს, ინდოეთის ოკეანის სპარსეთის უბის მეშვეობით მალაკის სრუტისაკენ.

„თუ ჩვენ ამ გზით ორიდან ხუთ მილიონამდე ტვირთის გადატანას მოვახერხებთ, ეს წელიწადში 50-70 მილიონი დოლარის შემოსავლებს მოგვიტანს, შეიქმნება ორი-სამი ათასი ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა „აზერბაიჯანის რკინიგზების“ ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა. თუმცა ბაქოს გეგმები ამით არ ამოიწურება: „აზერბაიჯანის რკინიგზები“ დიდ იმედს ამყარებს სხვა მნიშვნელოვან პროექტზეც – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზეც. ჯავიდ გურბანოვის თქმით, ამ რკინიგზით პირველ ეტაპზე 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება, პერსპექტივაში კი – 17 მილიონისა. პროექტის ქართული ნაწილის მშენებლობა საბოლოოდ 2016 წლის ბოლოს დასრულდება, შემდეგ კი თურქეთის ტერიტორიაზე. „ევროპასა და ინდოეთის ქალაქ მუმბაის შორის სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით ტვირთების გადატანას სულ რაღაც 14 დღე დაჭირდება“, – აღნიშნა ჯავიდ გურბანოვმა.

Comments are closed