globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 23rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Российская газета» (რუსეთი): გაქცეული – პროკურორად? // მიხეილ სააკაშვილი ოდესაში თავის რაზმს ქმნის

«The Nation» (ლაჰორი, პაკისტანი): რევოლუცია, რომლებიც არ ყოფილა

«Առավոտ» (სომხეთი): თბილისის წყალდიდობის გაკვეთილები

———————-

«Российская газета» (რუსეთი), 23 ივნისი, 2015 წელი

http://www.rg.ru/2015/06/22/saakashvili.html

გაქცეული – პროკურორად?

მიხეილ სააკაშვილი ოდესაში თავის რაზმს ქმნის

მაქსიმ მაკარიჩევი

„ყველაზე ლურჯი ზღვის“ ნაპირზე მდებარე ქალაქში სასწაულები ხდება – ოდესისი გუბერნატორის რანგში მიხეილ სააკაშვილი, კორუფციის დასამარცხებლად, კიდევ ერთ არასტანდარტულ ნაბიჯს გეგმავს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომლის თანახმად ამ დღეებში ოდესის პროკურორის პოსტზე ზურაბ ადეიშვილი დაინიშნება. მას საქართველოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მოქმედ „რუხი კარდინალის“ სახელით იცნობენ, რომლის მიმართ 2013 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობის დადაგენილება გამოიტანა (დაუსწრებლად). იმ დროისათვის ეს ყოფილი გენპროკურორი და იუსტიციის ექს-მინისტრი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამქაშებიდან ყველაზე პირველი გაიქცა საქართველოდან, ჯერ ევროპაში მიიმალა, შემდეგ კი კიევში გამოჩნდა და თავშესაფარი „მაიდნურ“ უკრაინაში ჰპოვა. გასაგები იყო, თუ რატომ ჩაალაგა ზურაბ ადეიშვილმა ჩემოდანი: მას იმდენი უკანონობა აქვს ჩადენილი, რომ საკმაოდ დიდი ვადა უნდა ჰქონდეს მისჯილი სამომავლოდ.

ყველაზე „რბილი“ იმ ბრალდებებიდან, რომელიც მას წაუყენეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობაა.  საქართველოში არავისთვის არაა საიდუმლო, რომ სწორედ მისი გენპროკურორობის დროს დაიწყო მ.სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მასობრივი პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრების წამება ციხეებში, განსაკუთრებით ავბედით გლდანის საპყრობილეში. დიდი ხნის განმავლობაში ექს-მინისტრს და პროკურორყოფილს ინტერპოლი ეძებდა, ორი თვის წინ კი გაურკვეველი მიზეზების გამო მასზე გამოცხადებული ძებნა გაუქმდა და იგი, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პოსტმაიდნურ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე „საპატიო სტუმარი“ გახდა.

ოდესის ოლქის პროკურორად ზურაბ ადეიშვილის, ანუ იმ პიროვნების დანიშვნით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს განხორციელებული საიდუმლო ფინანსური სქემების ავტორი იყო, გასაგები ხდება ახალი გუბერნატორის ჭეშმარიტი მიზნები: მას იმდენად კორუფციასთან ბრძოლა არ აინტერესებს, რამდენადაც ოდესის პორტების გაკონტროლება. თავის დროზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის „მამაცი რაზმის“ წევრები მეტ-ნაკლებად მომგებიანი ქართული საწარმოებისა და კომპანიების მიმართ რეიდერულ ოპერაციებს ახორციელებდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მათ გააკოტრეს გავლენიანი „ქართუ-ბანკი“, რომლის ძირითადი ბენეფიციარი ასევე ყველაზე გავლენიანი ბიზნესმ,ენი ბიძინა ივანიშვილი იყო. ზურაბ ადეიშვილის წარმომადგენლები, გამოძიების ვერსიის მიხედვით, იმ ბიზნესმენებთან „მუშაობდნენ“, რომლებთაც „ქართუ ბანკში“ საკრედიტო დავალიანება ჰქონდათ. საქართველოში ეჭვი არავის ეპარება, რომ „ქართუს“ გაკოტრების შეკვეთა პირადად მიხეილ სააკაშვილისაგან მოდიოდა.

ახლა საკითხავი ისაა, გაუვა თუ არა ასეთი ფოკუსი მიხეილ სააკაშვილსა და მის რაზმს ოდესაში, რომელიც, როგორც ცნობილია, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის „ბიზნეს-მამულად“ მიიჩნევა? ამ ლეგენდარულ ქალაქში ჩასული უცხოელისათვის, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის კონტრაბანდული პერიოდში, მთავარი და უპირველესი წესი ის იყო, რომ მას პატივი უნდა ეცა ადგილობრივი კოლორიტულ-სამხრეთული მენტალიტეტისათვის: „უცხოებს“ „ღიმილით“ სთხოვდნენ, რომ ოდესური ტრადიციები არ დაერღვიათ. პეტრო პოროშენკოს ხელდასმით დანიშნული „კავკასიელი სტუმრები“ კი დღეს კორუფციაზე შეტევას მხედრულ-ჯიგიტური სტილით ცდილობენ და ამით ოდესური კრიმინალიტეტის დაუწერელ კანონებს არღვევენ. ასე რომ, ოდესაში ფინანსებისა და ქონებისათვის ბრძოლა სახუმარო არ იქნება, მოსალოდნელია მსხვეპლი.

«The Nation» (ლაჰორი, პაკისტანი), 23 ივნისი, 2015 წელი

http://nation.com.pk/E-Paper/Lahore/2015-06-22/page-6/detail-4

The revolution that wasn’t

რევოლუცია, რომელიც არ ყოფილა

აბდულ მაჯიდ აბიდი

სტატიაში განხილულია მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში მომხდარი ე.წ. „ფერადი რევოლუციები, მათ შორის, ფილიპინებში – 1986 წელს („ყვითელი რევოლუცია“), საქართველოში – 2003 წელს („ვარდების რევოლუცია“), უკრაინაში – 2004 წელს („ნარინჯისფერი რევოლუცია“)… ყველაზე მეტი ყურადღება, ბუნებრივია, დათმობილი აქვს პაკისტანში 2013 წლის მაისში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მღელვარებას, რომელიც ისტორიაში „მილიონთა მარშის“ სახელით შევიდა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან

„ყველა ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ პრინციპი ერთნაირია: არჩევნების შემდეგ წაგებული მხარე აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციასა და ხმების გაყალბებას და ეჭვი შეაქვს გამარჯვებულის გამარჯვებაში, შემდეგ აწყობს მიტინგებს და მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდებს. უმეტეს შემთხვევაში მთავრობაზე შიგნიდან ზეწოლისა და გარედან ზემოქმედების პირობებში ძალოვანი სტრუქტურები (არმია, პოლიცია) პროტესტანტების მხარეზე დგებიან და საბოლოო ჯამში არჩეული ხელისუფლება მუხლებზე ეცემა. ეს ფორმულა პირველად 1986 წელს ფილიპინებზე, „ყვითელი რევოლუციის“ დროს იქნა გამოყენებული, როცა დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი ჩამოაგდეს“.

(…)

„2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა. საქართველომ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა და მას ედუარდ შევარდნაძე მართავდა, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის მრჩეველი იყო. მმართველობის წლებში დაშვებული შეცდომების გამო მას ოპოზიციაში საკუთარი პარტიისა და მთავრობის წევრები ჩაუდგნენ. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში, რომელიც 2002 წელს ცატარდა, მმართველმა პარტიამ მძიმე დამარცხება განიცადა. 2003 წლის ნოემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს ოპოზიციაში გადასული მიხეილ სააკაშვილის პარტია დაუპირისპირდა. ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ წარმატება ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, ედუარდ შევარდნაძის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. საქართველოს დედაქალაქ თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა.

22 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე შეეცადა ახლადარჩეული პარლამენტის სესიის გამართვას, მაგრამ ოპოზიციონერები ქუჩიდან, ვარდებით ხელში, ძალით შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მათ პრეზიდენტს მოხსენება შეაწყვეტინეს და იძულებული გახადეს, პირად დაცვასთან ერთად გაქცეულიყო. მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა, ხოლო შეიარაღებულ ძალებს და პოლიციას მომიტინგეთა დარბევა-გაფანტვა უბრძანა. მაგრამ რადგანაც სამხედრო ნაწილები და პოლიციელები მთავრობას არ დაემორჩილენ, პრეზიდენტი იძულებული გახდა გადამდგარიყო“.

«Առավոտ» (სომხეთი), 22 ივნისი, 2015 წელი

http://ru.aravot.am/2015/06/22/190799/

თბილისის წყალდიდობის გაკვეთილები

არამ დანიელიანი

(შემოკლებით)

სომხური გაზეთის „არავოტის“ (ქართ. „დილა“) რედაქციაში გამართული შეხვედრა-დისკუსიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „კაცობრიობის მდგრადი განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი კარინე დანიელიანი „კლიმატურ-რეკრეაციული და ჰიდრორესურსების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის“ თავმჯდომარეს ტრაელ ვარდანიანს ესაუბრება.

თემა – თბილისში მომხდარი წყალდიდობა.

ტრაელ ვარდანიანი: მოფლიოში კლიმატი თანდათან იცვლება: საშუალო ტემპერატურა მატულობს, რაც ამინდის გლობალურ ცვლილებებს იწვევს. ასევე ცვლილებას განიცდის ეკოსისტემაც. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მოულოდნელი მოვლენების მოწმენი ვხდებით: შეიძლება ტროპიკული თავსხმა წვიმა მოვიდეს, არაა გამორიცხული თოვლი და მკვეთრი აცივება ზაფხულშიც. ერთადერთი, რაც ჩვენს რეგიონს არ ემუქრება, ესაა ცუნამი, რადგან ჩვენ ოკენეებისაგან შორს ვცხოვრობთ. რაც შეეხება თბილისში მომხდარ წყალდიდობას, აშკარაა, რომ ქალაქის განაშენიანების დროს კლიმატის ცვლილების ფაქტორი არ იქნა გათვალისწინებული.

- თქვენი აზრით, რა შეცდომა დაუშვეს ჩვენმა მეზობლებმა?

- ის, რაც უკვე თვითონ აღიარეს – მდინარე ვერე მილებში ჩაკეტეს, ზედ კი ავტომაგისტრალი გაუყვანეს. კოკისპირულმა წვიმამ მეწყერები და ღვარცოფი გამოიწვია, მთის ფერდობებზე ძირფესვიანად მოგლეჯილი ხეები კი წყალმა მილებში გაჭედა.

- რა შეგიძლიათ თქვათ ამ უბედურების ადამიანურ ფაქტორზე?

- რასაკვირველია, მეგობარი ქართველების უბედურება ჩვენი საერთო უბედურებაა. სხვათა შორის, წყალდიდობის დროს ჩვენი თანამემამულეებიც დაიღუპნენ. ბოლო ათწლეულებში დედამიწაზე, არამარტო სომხეთსა და საქართველოში, კატაკლიზმები ძალიანაა გახშირებული. ხშირად ამბობენ, რომ წინათ მასმედია ასეთ ფაქტებს მალავდა და ახლა რომ არ მალავს, ამიტომ ჩანს ბევრიო, მაგრამ ეს ასე არ არის. რეალურად, როგორც ამას ბოლო გამოკვლევები ადასტურებს, ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა რეგიონში ადამიანები სტიქიური უბედურების წინააღმდეგ ბრძოლაში უღონონი არიან, მით უმეტეს, რომ სტიქია სულ უფრო მეტ ზიანს გვაყენებს. მაგრამ ძალიან ხშირად ისევ თვითონ ადამიანია დამნაშავე შექმნილი სიტუაციაში: იგი მუშაობს, ცდილობს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, არღვევს ბუნების ბალანსს, თავდაპირველად თითქოს არაფერი, სიტუაცია ნორმალურია, მაგრამ შემდეგ პირიქით ხდება – ბუნება ძლიერ საპასუხო დარტყმას გვაყენებს.

- კონკრეტულად რომ ვთქვათ – მდინარე რომ „დაატყვევეს“, ეს ცუდია?

- მე ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ამჟამად თბილისის წყალდიდობის მიზეზების შესასწავლად კომისია მუშაობს, თუმცა აშკარაა, რომ მდინარის ხეობაში მშენებლობის დროს რაღაც არასწორად ააშენეს, ან ისეთი რამ ააშენეს, რაც იქ არ უნდა ყოფილიყო.

Comments are closed