globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 დეკემბერი 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 23rd, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი), 23 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.ng.ru/cis/2014-12-23/6_tbilisi.html

თბილისსა და კიევს შორის შავმა კატამ გაირბინა: საქართველო-უკრაინის სამოკავშირეო ურთიერთობა რთულ ფაზაში შედის
იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი
(შემოკლებით)
საქართველოს ხელისუფლება უკრაინისადმი მიმართვას ამზადებს, რომელშიც უკმაყოფილება იქნება გამოხატული სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების დანიშვნის გამო. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ თემაზე უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს – პეტრო პოროშენკოს და არსენ იაცენიუკს, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველმა ლიდერმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ოფიციალური მიმართვა დასჭირდა. იმავდროულად, თბილისს შესაძლოა მოსკოვთანაც გაუფუჭდეს ურთიერთობა.
ერთი მხრივ, მართლაც, უკრაინის მთავრობაში ისეთი ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა, რომლებიც საქართველოში დანაშაულებრივ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ, გარკვეულ უხერხულობას ქმნის თბილისისას და კიევის ურთიერთობაში. მეორე მხრივ, ქართფველი ექს-ჩინოვნიკები თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში. მათ ისარგებლეს წინადადებით და უკვე კაბინეტებში სხედან. მესამე მხრივ, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას როგორიც უნდა, ისეთ საკადრო პოლიტიკას გაატარებს. თუ კიევს სურს რეფორმები საქართველოს მსგავსად გაატაროს და ამისთვის მას „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების მოსწონს, ნება მისია. ამასთან, ცხადია, საკითხი მრავალასპექტიანია: უკრაინამ, ალბათ, სასურველი იქნება გაიხსენოს, რატომ დამარცხდა საქართველოს ზეწარმატებული „ნაციონალური“ ხელისუფლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში…
კიევის გადაწყვეტილება მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების მიწვევის თაობაზე ოფიციალურ თბილისს თავიდანვე არ მოეწონა, მაგრამ ჯერ ჩუმად იყო. საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რომელიღაც სტრუქტურის ხელმძღვანელად შესაძლოა ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოსო. საქმე იმაშია, რომ სხვა ქართველებისაგან განსხვავებით, რომლებმაც უკრაინის მთავრობაში თანამდებობი მიიღეს, ზურაბ ადეიშვილს ქართულ კანონებთან სერიოზული პრობლემები აქვს: მას, ყოფილ გენპროკურორს და იუსტიციის ექს-მინისტრს, ბრალად ედება კორუფციულ სქემებში მონაწილობა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება.
„მე განვუცხადე უკრაინის ხელისუფლებს, რომ მისი დანიშვნა ჩვენთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იქნებოდა… ვწუხვარ, რომ საქართველოს სამართალდამცველების მიერ ძებნილი პირები უკრაინის მთავრობაში თავს კომფორტულად გრძნობენ, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, – გარდა ამისა, ძალიან ძნელია ქართველ ხალხს აუხსნა ის ფაქტი, რომ „წითელი ციკრულიარით“ ძებნილი პირები ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში სამსახურს იწყებენ“.
სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაერთმნიშვნელოვანია. ზოგიერთი ინფორმირებული წყაროს ცნობის, ეს ყველაფერი ვაშინგტონის ხრიკებია, რომელიც კვლავ განაგრძობს მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მფარველობას. რაც შეეხება თბილისისა და კიევის მართლაც მეგობრულ ურთიერთობას, ახლა მას გამოცდის ჟამი უდგას. აქ საქმე არა მარტო მთავრობაში თანამდებობებზე დანიშვნას, არამედ არანაკლებ სერიოზულ მომენტს – ქართველი დაქირავებულების (მოხალისეების) მონაწილეობას უკრაინის სამთავრობო სამხედრო ფორმირებებში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში.
თავდაპირველად საკითხი ეხებოდა ცალკეულ მოხალისეებს, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის მხარეზე მთელი „ქართული ლეგიონი“ იბრძვის. გაირკვა ისიც, რომ მებრძოლების უკრაინაში გაგზავნის პროცესში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. უფრო მეტიც – ინტერნეტში და უკრაინის მასმედიაში გავრცელდა ვიდეორგოლები პარლამენტის წევრისა და „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის შესახებ, რომელიც ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფებოდა.
საქართველოს ხელისუფლებას საკმაო ხნის განმავლობაში უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან მიმართებით მაქსიმალურად ფრთხილი პოზიცია ეკავა. თბილისი მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ზრუნავდა, ამიტომ საკმაოდ რბილ რეზოლუციებს ღებულობდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხში. დღეს, როგორც ჩანს, ხელისუფლებას დისკომფორტი აქვს და ამ სიტუაციას ცეცხლზე ნავთი დაასხა გასულ კვირა დღეს მომხდარმა სკანდალურმა ფაქტმა…
თბილისში უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში ბრძოლის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ჩამოასვენეს. თავდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ყოფილი ხელისუფლება („ნაციონალები“) დაადანაშაულა, რომლებიც ქართველ მოქალაქეებს უკრაინაში წასასვლელად აგიტაცას უწევენო. მართალია, სამხედრო უწყება შეეცადა ამ განცხადების დეზავუირება მოეხდინა, მაგრამ მან ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია, რომ ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ინიციატივა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიგდო ხელში და თავდაცვის სამინისტროს პირველი პირების გადადგომა მოითხოვა. მოკლედ, ხელისუფლებამ ახალი თავის ტკივილი მიიღო. ალბათ, თბილისს მოუწევს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების გეგემები გადადოს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 23 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2639186

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოპოზიციის წინაშე უკან დაიხია: განცხადება დეზავუირებულია
გიორგი დვალი, თბილისი
(შემოკლებით)
საქართველოში პოლიტიკური სკანდალი დაიწყო პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, მოხალისე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დონბასში მიმდინარე ბრძოლაში დაღუპვასთან დაკავშირებით. სკანდალის მიზეზი გახდა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც გამოხატული იყო მოწოდება ქართველი ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ – არ წასულიყვნენ უკრაინაში საომრად და ის, რომ ამ განცხადებით მოხალისის დღუპვაში პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამოაზრეებს დაეკისრა. „ნაციონალებმა“ თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა მოულოდნელად სამხედრო უწყების ხელმძღვანელს მხარი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაუჭირა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით გამოწვეული სკანდალის გამოსწორება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სცადა. მან აღიარა, რომ განცხადების შინაარსი არც თვითონ არ მოსწონებია – „თავდაცვის სამინისტრო პოლიტიკური განცხადებებით არ უნდა გამოდიოდესო“. მან სამძიმარი გამოხატა დაღუპულის მიმართ და აღნიშნა, რომ ყბადაღებული განცხადება „შეცდომა იყო და ბოდიშის მოხდაა საჭირო“.
პრემიერ-მინისტრის სემდეგ ქართული ტელეეთერით კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრისთვის განცხადების საბოლოო ტექსტი ცნობილი არ იყო, ხოლო დეტალების შეთანხმებას ხელი შეუშალა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ.
თუმცა დაშვებული შეცდომის აღიარებამ და ბოდიშის მოხდამ სკანდალის ტემპერატურის მომატებას ხელი ვერ შეუშალა: მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებმა მინდია ჯანელიძე თანამდებობის შეუფერებლობაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. საინტერესოა, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს მხარი დაუჭირა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა რესპუბლიკურმა პარტიამ (მართალია, მათ მინისტრის გადადგომა არ მოუთხოვიათ, მაგრამ იგი პარლამენტში დაიბარეს ანგარიშის ჩასაბარებლად). ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას „სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა.
ყველასათვის მოულოდნელად, თავდაცვის მინისტრს მხარი დაუჭირა უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის თქმით, „ძალიან ცუდია, რომ მთელი ქვეყანა და პოლიტიკური სპექტრი ერთი ადამიანის წინააღმდეგ გამოდის“ და რომ „ყველა ადამიანს, მათ შორის მინისტრსაც, თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს“.
ქართველი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს სკანდალი ქვეყნის უსაფრთხოებას ერიოზულ უარყოფით შედეგებს მოუტანს. „მოსკოვში შეიძლება იგულისხმონ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია მხარს უჭერს უკრაინის მოხალისეთა მოძრაობას რუსეთის წინააღმდეგ, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში პოლიტოლოგი დავით ავალიშვილი, – ამ შემთხვევაში ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ტანკები თბილისდან 35 კილომეტრის მოშორებით დგანან“.

«Политком» (რუსეთი), 23 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.politcom.ru/18430.html

სამხრეთ კავკასია: 2014 წლის შედეგები
სერგეი მარკედონოვი
(შემოკლებით)
2014 წელს ამიერკავკასიისათვის რაიმე საგრძნობი ცვლილებები არ მოუტანია – რეგიონული დინამიკა უკრაინის კრიზისის გამო გვერდზე „იყო მიგდებული“. არ მომხდარა შთამბეჭდავი დიპლომატიური გარღვევებიც. ზოგადად, სტატუს-ქვო იქნა შენარჩუნებული რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებშიც. 2014 წელს გრძელდებოდა საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირების პროცესი, რომელიც, ცხადია, წინა წლებში დაიწყო: საქართველო და ნაწილობრივ, აზერბაიჯანი – ევროინტეგრაციისაკენ გადაიხარნენ, სომხეთი კი – ევრაზიული ინტეგრაციისაკენ.
და მაინც, გასული წელი სავსე იყო საინტერესო მოვლენებით, რომლებმაც ცალ-ცალკე და ერთობლივად ძველი ტრენდები განამტკიცეს და ახალი სამომავლო პოლიტიკური რისკებიც გამოავლინეს. დღეს ამ რისკების მნიშვნელობას ან შესაბამისი შეფასება არ ეძლევა, ან მათი მნიშვნელობა შემცირებულია.
საქართველო: კურსი დასავლეთისკენ
უკრაინის კრიზისმა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება დააჩქარა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში განხორციელდა. 18 დეკემბერს დოკუმენტის რატიფიცირება ევროპარლამენტმაც მოახდინა. რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, მართალია, უელსის სამიტზე თბილისმა სანატრელი „მაპ“-ი ვერ მიიღო, მაგრამ მისცეს „განსაკუთრებული თანამშრომლობის პაკეტი“. არაა გამორიცხული ისიც, რომ ვაშინგტონმა საქართველოს სამხედრო ვერტმფრენებიც გადასცეს… ასე რომ, ნატოში ფორმალური გაწევრიანების გარეშეც თბილისისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განსაკუთრებული პრივილეგირებული პარტნიორობა“ სრულიად შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაც არსებობს.
მართალია, ამასთან დაკავშირებით პარადოსული სიტუაცია ყალიბდება: დასავლეთითან ინტეგრაციის მოსურნე საქართველო სულ უფრო მეტად შორდება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. სანამ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გარითმული იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, მანამ სოხუმი და ცხინვალი რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცებას შეეცდებიან. ამას ადასტურებს რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება და სამხრეთ ოსეთ-რუსეთის მიერ დაგეგმილი იგივე ღონისძიება. უფრო მეტიც: აფხაზეთთან შედარებით სამხრეთ ოსეთის პრორუსული ინტეგრაცია შესაძლოა ორი ოსეთის გაერთიანებით დასრულდეს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ასეთ პირობებში ორივე რეგიონი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი სუვერენიტეტის ფართო საერთაშორისო აღიარება ვერ მიიღეს, საქართველოსაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ რუსეთ-საქართველოს ნორმალიზების პროცესი კვლავ გრძელდება – ისე ინტენსიურად არა, მაგრამ მაინც – თუმცა მას პოლიტიკური სიკვდილი მრავალჯერ უწინასწარმეტყველეს. გააგრძელეს თავიანთი მუშაობა „აბაშიძე-კარასინის“ და „ჟენევის დისკუსიების“ ფორმატებმა. გარდა ვამისა, რუსულმა მხარემ – პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე გააჟღერეს საქართველოს პრეზიდენტთასნ შეხვედრის საკითხი. ცხადია, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ საქართველო და რუსეთი საერთო შეხების რაღაც წერტილებს იპოვიან, მაგრამ კურსის სხვადასხვაობას საკრალური მნიშვნელობა აღარ მიეცემა.
(სტატიაში განხილულია აგრეთვე 2014 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანში მომხდარი მოვლენები).

Comments are closed