globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 24th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Белорусские новости» (ბელარუსი): ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი თბილისში: პრეზიდენტის „ბოინგი“გარეგნულად მარჯვე მანევრებს აკეთებს, მაგრამ შიგნით ტანკივითაა ჩაყრუებული

«Независимая газета» (რუსეთი): ალექსანდრე ლუკაშენკო – რუსეთ-საქართველოს შემრიგებელ-შუამავალი!?

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ალექსანდრე ლუკაშენკოს სამშვიდობო ინიციატივა: შუამავლობა მოსკოვსა და თბილისს შორის

«Regnum» (რუსეთი): ნიკოლაი მალიშევსკი: „ქურდული მოტივები“ საქართველო-ბელარუსის ურთიერთობაში

«Политком» (რუსეთი): პანკისი: განსაკუთრებული ყურადღების ზონა

———————-

«Белорусские новости» (ბელარუსი), 23 აპრილი, 2015 წელი

http://naviny.by/rubrics/politic/2015/04/22/ic_articles_112_188724/

ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი თბილისში: პრეზიდენტის „ბოინგი“გარეგნულად მარჯვე მანევრებს აკეთებს, მაგრამ შიგნით ტანკივითაა ჩაყრუებული

ალექსანდრ კლასკოვსკი

(შემოკლებით)

კრემლის მოკავშირე ალექსანდრე ლუკაშენკო 22 აპრილს საქართველოში ჩავიდა, ანუ იმ სახელმწიფოში, რომელთანაც რუსეტს რთული ურთიერთობები აქვს. გარდა ამისა, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავ 9 მაისის აღლუმზე, რომელიც მოსკოვში უნდა გაიმართოს, რუსეთის პრეზიდენტი ვალადიმირ პუტინი თავის ბელარუს კოლეგას ვერ ნახავს, რადგან, „ბატკას“ განცხადებით, მას მინსკში თავისი აღლუმი აქვს.

რას ნიშნავს ეს? ნუთუ „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ გარდაიქმნა?

ფაქტია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროპელებისა და მედასავლეთეების თვალში, უკრაინის კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის კვალობაზე, თბილისში ვიზიტით და მოსკოვში მიწვევის უარით კიდევ ერთი ქულა მიიმატა, რაც თვით ევროპელებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: „ევრორადიოს“ ეთერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთის დელეგაციის მეთაურის თადეუშ ივინსკის განცხადებით, „ბევრისთვის ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე აღარაა ის ადამიანი, რომელიც მოსკოვს პრიმიტიულად ექვემდებარებოდა. ბევრმა დაინახა, რომ მას თავისი აზრი ააქვს და გადაწყვეტილებებს თვითონვე იღებს“.

სხვათა შორის, მსგავსი შეფასებები ისმის სხვა პოლიტიკოსებისგან, თუმცა „ბებერი ევროპა“ მთლად ისეთი ბრიყვი არაა, რომ „უკანასკნელი დიქტატორის“ სწრაფი გარდასახვა დაიჯეროს. აქ უფრო მეტად პრაგმატული მოსაზრებებია: ევროპულ ინსტიტუციებს სურთ როგორღაც, რამენაირი სახით წარმოადგინონ მინსკთან ურთიერთობის პროგრესი, კერძოდ კი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში. ბოლოსდაბოლოს, საჭიროა ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი მხარდაჭერა იმ ზეამოცანის შესრულებისათვის, რასაც „შეაჩერეთ პუტინი“ ჰქვია. იგივე აკეთებს თბილისიც, რომელიც, ევროპის დასანახად, წინ სწევს მათთვის მნიშვნელოვან მომენტებს და ბელარუსის მეტარის ვიზიტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხადამჭერ ვიზიტად წარმოსახავს. თუმცა სინამდვილეში ბელარუსის დელეგაციას ძალიან მიწიერი ამოცანები აქვს: საქართველოს ბაზარზე საკუთარი ქვეყნის საწარმოების პროდუქციიდან რაღაც მაინც შეიტანოს. ბელორუსული წარმოების საქონლის რუსულ ბაზარზე გაყიდვა სულ უფრო რთული ხდება.

რასაკვირველია, ამ ვიზიტს თავისი ინტრიგაც აქვს: პირველი – საქართველო თვალს ხუჭავს ლუკაშენკოს რეჟიმის ავტორიტარიზმზე იმის გამო, რომ მინსკმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა და მეორე – საქართველო, ისევე როგორც ბელარუსი, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტის წევრი სახელმწიფოა.

ჰოდა, თბილისის მხრიდან გამოჩენილი ირიბი მხარდაჭერაც კი ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის პირდაპირ მისწრებაა იმ თამშში, რომელსაც ბელარუსი ევროკავშირთან თამაშობს. ბელარუსის პრეზიდენტს არაფრად უღირს კიდევ ერთხელ გაიმეოროს თეზისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე… ეს ხომ ძალზე ადვილია! ჰოდა, აი „ჩათვლის წიგნაკში“ ქულებიც გამოჩნდა. იგივე წესით ხდება ჩათვლების მოპოვება კიევთან მიმართებით. თანაც, შეხედეთ, რა ხდება – საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც უკრაინას, ენა არ უბრუნდება, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოდნავი საყვედური მაინც უთხრას: შე კარგო კაცო, დემოკრატიის დეფიციტი რატომ გაქვს და ადამიანის უფლებებს რატომ არღვევო…მოკკლედ, ამ შემთხვევაში სხვა პრიორიტეტები მუშაობს.

აბა, რა უნდა ქნას თბილისმა, როცა თვით ბრიუსელიც და ვაშინგტონიც მინსკის ბოსტანში ქვებს ძველებურად ხშირად აღარ ისვრიან?

აბა რა უნდა ქნას თბილისმა, როცა თვით ბრიუსელიც და ვაშინგტონიც მინსკის ბოსტანში ქვებს ძველებურად ხშირად აღარ ისვრიან?

ისე, ჩვენში დარჩეს და რატომაა მოსკოვი ჩუმად?

აშკარაა, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობის დიპლომატიური პილოტაჟი „ყირიმის შემდეგ“ საკმაოდ ეფექტური გამოდგა: დასავლეთთან ურთიერთობა მეტ-ნაკლებად უმჯობესდება, თანაც რუსეთთან სერიოზული კონფრონტაცია არ ჩანს.

„რუსეთი ამ შემთხვევაში ბელარუსს ძალიან არ აწვება. მოსკოვისთვის მისაღებია, რომ სანქციების პირობებში ბელარუსიდან რუსეთში ევროპროდუქციის რეექსპორტი ხდება.“, – ამბობს „ბელარუსსკიე ნოვოსტის“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიტოლოგი იური დრაკოხრუსტი, – ალექსანდრ ლუკაშენკო საკმაოდ კარგად მოქმედებს. ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ სახელმწიფო დონეზე მას ვერავინ ვერ შეედავება. იგი რუსეთს აჩვენებს: „მე ალტერნატივა მაქვს. ასე რომ, ჩემით თუ გინდათ ისარგებლოთ, ფასი უნდა გადამიხადოთ“. მოსკოვსაც მეტი რა დარჩენია დღეს – იძულებულია მას დაეთანხმოს“.

თუმცა, რასაკვირველია, რუსეთს მშვენივრად ესმის, რომ ბელარუსი საბოლოო ჯამში ვერსად ვერ გაექცევა. მართალია, ლუკაშენკოს „ბოინგი“ მარჯვედ აკეთებს დიპლომატიური პილოტაჟის ფიგურებს, მაგრამ შიგნით ძველებურად ტანკივითაა ჩაყრუებული.

«Независимая газета» (რუსეთი), 24 აპრილი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-04-24/1_lukashenko.html

ალექსანდრე ლუკაშენკო – რუსეთ-საქართველოს შემრიგებელ-შუამავალი!?

სტატიაში გადმოცემულია ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის პირველი დღის ამსახველი ფაქტები: შეხვედრები, განცხადებები, შეთანხმებებზე ხელმოწერა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პუბლიკაციის ავტორი ანტონ ხოდასევიჩი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზეც და ვრცკლად აღწერს თბილისში, ალ.ლუკაშენკოს ვიზიტის წინ გამართულ ბელორუსულ-ქართულ ბიზნეს-ფორუმის შედეგებსაც.

„ბელარუსის პრეზიდენტი, საქართველოსთან ურთიერთობის განვითარების კვალობაზე, ასევე მზადაა ერთგვარი ხიდის როლი შეასრულოს ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის ურთიერთობებშიც. იგი თავს ამაყად გრძნობს უკრაინის კონფლიქტში შუამავლობის გაწევით და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსაც კარგს საქმეს გაუკეთებს – თბილისს მოსკოვთან შეარიგებს: „ჩვენ [საქართველოს პრეზიდენტთან ერთად] მოვილაპარაკეთ, რომ სახვალიოდ ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომლებიც საქართველოს, ბელარუსს და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს“.

რაც შეეხება თვით ბელარუს-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას, ბოლო წლებში მინსკ-თბილისის დამოკიდებულება რამდენჯერმე შეიცვალა: 2005-2006 წლებში ეს ურთიერთობები საკმაოდ რთული იყო – იმ ხანებში მინსკს ეჭვი ჰქონდა,  რომ თბილისი ბელარუსში „ფერად რევოლუციის“ მსურველებს მხარს დაუჭერდა, მაგრამ უკვე 2008 წლიდან, როცა მინსკმა მოსკოვის ძლიერ ზეწოლას გაუძლო და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა, საქართველო-ბელარუსის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მოახლოებულ სამიტს უკავშირდება. ბელარუსი ენერგიულ მანევრებს აკეთებს დასავლეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. „წინ აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტია, რომელიც რიგაში უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის მოქმედებას აკვირდება და უნდა გამოიცნოს, ვის როგორი ფრენის კურსი აქვს აღებული. საქართველოც „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ მონაწილეობს. შესაბამისად, ბელარუსელი ლიდერის თბილისური ვოიაჟი ამ ვექტორში შეიძლება ჩაეწეროს. მისთვის საქართველოს დადებითი პოზიცია, გნებავთ, ირიბად გამოხატულიც, დღევანდელ სიტუაციაში ძალიან სასარგებლოა“, – ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრ კლასკოვსკი. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ალ.ლუკაშენკოს გეგმებში მოსკოვისადმი „ნიშნის მოგებაც“ შედის: „ვფიქრობ, რომ თბილისში პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვისათვის გამაღიზიანებელია, თუმცა ფორმალურად კრემლი ვერაფერში შეედავება. ლუკაშენკო, ერთი მხრივ, მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსკოვს აბრაზებს და დასავლეთის თვალში ქულებს იწერს“.

ამავე დროს ბევრი სხვა ექსპერტი, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, ამბობს, რომ ვიზიტის მთავარი ამოცანაა ბელარუსლი პროდუქციის შეტანა ქართულ ბაზარზე. როგორც უკვე ვწერდით, მინსკი შეშფოთებულია, რომ მისი პროდუქცია რუსეთში იმდენად აღარ იყიდება, როგორც ადრე იყიდებოდა, შესაბამისად, ბელარუსი გასაღების ახალ ბაზრებს ეძებს. სად უნდა გაყიდოს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ თავისი პროდუქცია, თუ არა იმავე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, სადაც ჯერ კიდევ ახსოვთ ბელარუსული საქონლის ფასი და გემო?’, – აღნიშნულია სტატიაში.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 24 აპრილი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2715193

ალექსანდრე ლუკაშენკოს სამშვიდობო ინიციატივა: შუამავლობა მოსკოვსა და თბილისს შორის

„ბელარუსის პრეზიდენტი მზადაა შუამავლის ფუნქცია იკისროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც დღეს, 24 აპრილს, რუსეთის გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში ვრცლდაა გადმოცემული ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის პირველი დღის ამსახველი ფაქტები: შეხვედრები, განცხადებები, შეთანხმებებზე ხელმოწერა და ასე შემდეგ. „გუშინ, 23 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე ალექსანდრე ლუკაშენკომ მშვიდობისმყოფელის როლის შესრულება გააგრძელა და ქართველებს თავისი სამსახური შესთავაზა – შუამავლის სახით მოსკოვსა და თბილისს შორის. მან რაღაც „კონკრეტულ“ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც ორი ქვეყნის (ანუ საქართველო-რუსეთის) პოზიციების ერთმანეთთან დაახლოებისათვის უნდა გადაიდგას. რაზეა კონკრეტულად საუბარი, მას არ განუმარტავს.

შეხვედრის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკომ თითქოს რაღაც წერილი ჩამოიტანა მოსკოვიდან, რომელშიც ვითომდა რუსეთ-საქართველოს ლიდერების უმაღლესი დონის შეხვედრაზეა საუბარი, თუმცა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა გავრცელებული ხმები უარყო და განაცხადა, რომ ვიზტის მხოლოდ ორმხრივ – საქართველო-ბელარუსის ურთიერთობას მოიცავს. ამავე დროს ქართველი ექსპერტები დარმუნებულნი არიან, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლის როლის შესრულება სწორედ რომ შეეფერება: „იგი პარტიზანულად კი არ მოქმედებს, არამედ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებით, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში დიპლომატიური აკადემიის ექს-რექტორი იოსებ ცინცაძე, – ბელარუსის ლიდერს შუამავლის როლში ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, დანარჩენი კი თბილისზეა დამოკიდებული“.

«Regnum» (რუსეთი), 24 აპრილი, 2015 წელი

http://www.regnum.ru/news/polit/1918553.html

ნიკოლაი მალიშევსკი: „ქურდული მოტივები“ საქართველო-ბელარუსის ურთიერთობაში

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო «Regnum»-მა გამოაქვეყნა ბელორუსი პოლიტოლოგის, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატ ნიკოლაი მალიშევსკის კომენტარი საქართველოში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ.

გთავაზობთ ამონარიდს:

„ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი იმ ინტეგრაციული პროცესების გარეთ ვერ დარჩებიან, რომლებიც „ავტორიტეტული ძმაბიჭების“ მიერ აქვთ დავალებული. ჯერ კიდევ 2010-იანი წლების დასაწყისში საქართველო, სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით, ბელარუსის მესამე პარტნიორი გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთისა და უკრაინის შემდეგ. ქართველ „ავტორიტეტებს“ და მათ მხარდამჭერ პოლიტიკოსებს დიდი ინტერესი აქვთ ბელარუსის საბანკო სფეროში და რუსეთში გასატანი პროდუქციის ტრანზიტში, ბელარუსის გავლით. მათი მისწრაფებას ბელარუსელი პარტნიორები გაგებით ეკიდებიან.

ჩვენებური ტიმოხა გომელსკის (ალექსანდრ ტიმოშენკოს) მსგავსი „კანონიერი ქურდები“, რომლებმაც სხვა ქურდულ კლანებთან რვაწლიან ბრძოლას ეწევიან, აშკარად ქართველი ქურდების მერაბ ჯანგველაძისა და ტარიელ ონიანის მხარზე გადავიდნენ. ამ საფუძველზე ალექსანდრ ტიმოშენკო, რომელიც ფაქტიურად ამ „ანტირუსული ალიანსის“ სლავურ ფრთას ხელმძღვანელობს, შეწყვიტა „მეგობრული ურთიერთობა“ რუს „ძმაბიჭებთან“ – „იაპონჩიკთან“ (ვიაჩესლავ ივანკოვთან) და „დედ ჰასანთან („ბაბუა ჰასანი“ ანუ ჰასან უსოიანი). როცა ასეთი სერიოზული ბიჭები თავს არ იზოგავენ და მთელი ძალით ხელს უწყობენ ქართულ-ბელორუსული მეგობრობის განმტკიცებას, რასაკვირველია, ამ ტენდენციას ორივე სახელმწიფოს პოლიტიკოსები გვერდს ვერ აუვლიან“.

ექსპერტების აზრით, ბელარუსის პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულებით რუსეთში დახურულ კაზინოებს შესაძლებლობა მიეცათ ქართველი „ქურდული ავტორიტეტების“ ჩრდილოვანი კაპიტალი ბელარუსში გადაეტანათ, რის შემდეგაც რესპუბლიკაში კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესდა.

«Политком» (რუსეთი), 24 აპრილი, 2015 წელი

http://www.politcom.ru/18766.html

პანკისი: განსაკუთრებული ყურადღების ზონა

ანალიტიკურმა საიტმა «Политком»-მა გამოაქვეყნა ცნობილი რუსი პოლიტოლოგის სერგეი მარკედონოვის სტატია პანკისის ხეობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე.

პუბლიკაციაში განხილულია შემდეგი საკითხები:

ა) სიტუაცია პანკისის ხეობაში (ხეობის მდებარეობა, მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური შემადგენლობა, პანკისი როგორც ერთადერთი რეზერვუარი, საიდანაც სუფთა ისლამის“ მიმდევართა რეკრუტირება ხდება. პანკისელი ახალგაზრდების მიგრაცია სირიასა და ერაყში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში. პანკისელთა როლი: თარხან ბათირაშვილის მოკლე სამხედრო ბიოგრაფია);

ბ) საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული ვითარება (მოკლედაა მიმოხილული ქვემო ქართლსა და აჭარაში არსებული ვითარება);

გ) საქართველოს ხელისუფლების პოზიცია (რას ნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „ხეობას მაქსიმალური ყურადღებას მივაქცევთო“? თბილისის პოლიტიკის ცვლილებას? რუსეთთან დაახლოებას? – იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხში მოსკოვისა და თბილისი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა?  მხედველობაში ვიქონიოთ, რომ რუსეთისა და საქართველო ის ქვეყნებია, რომელთა პოზიციები პრინციპულად განსხვავდება სხვა პრობლემებთან მიმართებით (ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ა.შ.);

ავტორი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართული სპეცსამსახურების მიერ ლოპოტის ხეობაში განხორციელებულ ოპერაციას, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულთა შორის ზოგიერთი პანკისელი იყო. სწორედ ეს ისტორია ჰქონდა მხედველობაში ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე წინა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა გააკრიტიკა. მართლაცდა, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდი ისლამისტების ჩრდილოკავკასიური მიმართულებით მოქმედებას თვალს შემწყნარებლურად ადევნებდა. მართალია, მათთან ისე აშკარა კოოპერირებას არ ახდენდა, როგორც ჩერქეზულ მოძრაობასთან ან იჩქერიელ ემიგრაციასთან, მაგრამ დევიზი „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“ მაინც არსებობდა, განსაკუთრებით „რუსი კარდინალის“ ვანო მერაბიშვილის გუნდში. შესაბამისად, გასაგებია, თუ რატომ სურდა ვანო მერაბიშვილს პანკისის თემის გამოყენება შიდა პოლიტიკური მიზნებისათვის.

მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილი გარეს სამყაროს მესიჯს უგზავნის: ამერიკის სტრატეგიულმა მოკავშირემ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ („ელის’) თავისი ინტერესებისა და თავისი პარტნიორების ერთ-ერთ პრიორიტეტულ საფრთხედ გამოაცხადა. ანუ, თბილისი მხარდაჭერასა და გაგებას ელოდება.

მაგრამ როგორი კონიუნქტურულიც არ უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია (ამ შემთხვევაში სიტყვა „კონიუნქტურულს“ უარყოფითი დატვირთვა არ აქვს), მაინც უნდა შევნიშნოთ, რომ პანკისის პრობლემა და საერთოდ, რუსეთ-საქართველოს საზღვრიპირეთის პრობლემები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არ შექმნილა. სამართლიანად აღნიშნავს რადიკალური ისლამიზმისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ცნობილი სპეციალისტი მამუკა არეშიძე: „საქართველოს ყოველი ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს – პანკისის ხეობის საქმეები მიშვებულია თვითდინებაზე და ამ პრობლემურ რაიონს დიდი ყურადღება არ ეთმობაო“. სიტყვა თვითდინება“ ამ შემთხვევაში საკვანძო მნიშვნელობისაა. ამას შეიძლება დავამატოთ ის, რომ არ არსებობს სიტუაციის სისტემური და სტრატეგიული ხედვაც.

ავტორი აღნიშნავს, რომმართლაც დიდი ხნის განმავლობაში საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებით იყო დაკავებული, შემდეგ მათ აჭარისა და სამეგრელოს საკითხებიც დაემატა, ამასობაში კი პანკისს კი ყურადღება ნაკლებად ეთმობოდა. პუბლიკაციაში აღწერილია რუსლავ გელაევის დროინდელი პანკისის ხეობის ვითარება, 2000-იანი წლების დასაწყისში იქ განხორციელებული სპეცოპერაცია… ავტორი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, მაგრამ პრობლემები დარჩა და დღესაც ხელისუფლება, ექსპერტების აზრით, ხეობაში სიტუაციას სრულად ვერ აკონტროლებს. „და გინდაც რომ ვითარება გააკონტროლოს, ისმება კითხვა: ვისტან და როგორ დაიჭიროს კავშირი, ან ვის ებრძოლოს, როგორ ანტიტერორისტული სტრატეგია უნდა შემუშავდეს ისე, რომ მოქმედება მხოლოდ „წვერმოშვებულებთან“ ბრძოლით არ შემოიფარგლოს? ეს კითხვები ხელისუფლებისა და ქართველი სამართალდამცველებისთვის სერიოზული რეფლექსიის საბაბი უნდა უნდა გახდეს“, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

Comments are closed