«Sudkurier» (გერმანია), 23 ნოემბერი, 2015 წელი
საოცარი ვირტუოზულობა: ჯგუფ „კოლჰიკას“ შთამაგონებელი ქართული მუსიკა
„კოლჰიკა“ – ეს გერმანელებისათვის საკმაოდ უჩვეულო ტერმინია, რომელიც მუსიკალურ ჯგუფს ჰქვია. ამ სახელწოდების ისტორია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის – საქართველოს ორიგინალურ სახელს – კოლხეთს უკავშირდება. ხუთმა ხელოვანმა ერთმანეთი მუსიკის სიყვარულით იპოვა“, – ნათქვამია გაზეთ „ზიუდკურიერ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
პუბლიკაციაში გადმოცემულია გერმანიაში, შვრაცვალდის მხარეში მდებარე სოფელ შონვალდის ეკლესიაში მოქმედი ხუთკაციანი ანსამბლის მოღვაწეობა, რომელიც ქართულ მუსიკალური ინსტრუმენტებზე ფანდურზე, ჭიანურზე, სალამურზე და დუდუკზე უკრავს და მიკროფონ-გამაძლიერებლის გარეშე მღერის. ჩამოთვლილია ანასამბლის წევრებიც: თამაზ ჭიკაიძე, ზაზა გორიშვილი, მათე მარგოშვილი, ლია ხუნწარია და გერმანელი გერჰარდ ფინკბეიერი – ანსამბლის ხელმძღვანელი. „ისინი საოცარი ვირტუოზულობით ასრულებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს. სალამურს ისე უკრავენ, რომ ჩიტების ხმას ბაძავენ… ისმის დუდუკის სულში ჩამწვდომი ხმა“, – აღნიშნულია სტატიაში. განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ლია ხუნწარიას მიერ შესრულებულ მუსიკას: ერთი მხრივ – რბილს და ნაღვლიანს, მეორე მხრივ კი – მამაკაცებთან ერთად, ტემპერამენტულს და კოლორიტულს.
„ტრადიციული ქართული მუსიკა პოლიფონიით გამოირჩევა და, შეიძლება ითქვას, ერთადერთი და განუმეორებელია მსოფლიოში. ქართულ კულტურაში სიმღერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი უნიკალურობა იუნესკომაც აღიარა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა“, – ხაზგასმულია სტატიაში.