globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 24th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Frankfurter Rundschau // The Wall Street Journal» (გერმანია//აშშ): საქართ-ველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა: კომენტარები

«Независимая газета» (რუსეთი): რუსეთმა საქართველოს მწვანე შუქი აუნთო // მოსკოვმა თბილისისთვის სავიზო რეჟიმი შეარბილა

——————–

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა:

უცხოური მასმედიის კომენტარები

დღევანდელ, 24 დეკემბრის უცხოურ მასმედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებული მასალების მთავარ თემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა წარმოადგენს. ეს ფაქტი გავ რცელდა როგორც საინფორმაციო სააგენტოების, ასევე რადიოტელეკომპანიების მიერ. მასალები გამოაქვეყნეს „ესოშეითედ პრესმა“ (აშშ), „როიტერმა“ (დიდი ბრიტანეთი), „დოიჩე ველემ“ (გერმანია), გაზეთებმა „უოლ სთრით ჯორნალმა“ (აშშ), „ფრანკფურტერ რუნდშაუმ“ (გერმანია), „ფაინენშელ თაიმსმა“ (დიდი ბრიტანეთი) და სხვებმა.

„სამხრეთავკასიური რესპუბლიკა დასავლეთსა და რუსეთს შორის მანევრირებდა. საით წავა 4,5 მილიონიანი საქართველო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ?“, – ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუდშაუ“-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილულ-გაანალიზებული საქართველოს აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოღვაწეობა. „33 წლის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოულოდნელად გადადგომა გამოაცხადა, თუმცა მას მიზეზები არ დაუზუსტებია. ირაკლი ღარიბაშვილი პროევროპელი პოლიტიკოსია, რომლის მმართველობის დროს საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირსა და ნატოს, იმავდროულად კი თავის ჩრდილოელ მეზობელთან – რუსეთთან დაძაბულობის განეიტრალებას ცდილობდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

„ადგილობრივი მასმედია ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ პროგნოზირებდა მთავრობის ცვლილებებს“, – ნათქვამია სტატიაში. იქვე მოცემულია ოპოზიციის თვალსაზრისიც: „მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა საქართველოს კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, რადგანაც იგი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია“.

წყარო: www.fr-online.de/politik/1472596,32991544.html

როგორც ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნალი“ იუწყება (სააგენტო „ესოშეითედ პრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე), ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომის მიზეზები არ უთქვამს, მაგრამ განცხადებაში საკუთარი საქმიანობის შედეგები მაღალ დონეზე შეაფასა. როგორც ქართული მასმედია ვარაუდობს,  ირაკლი ღარიბაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ სამომავლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც 2016 წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს და, შესაბამისად, მთელ თავის ენერგიას ამ საქმეს მოახმარსო. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მმართველი „ქართული ოცნების“ პოპულარობა ბოლო ხანებში მოსახლეობაში მნიშვნელოვნად კლებულობს, ეკონომიკური სიტუაციის გაურესების ფონზე, ხოლო რიგი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, „ქართულ ოცნებისა“ და  ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ერთმანეთს გაუტოლდა და რიგ შემთხვევებში კიდეც გაუსწრო. სტატიაში მოხსენიებულია აგრეთვე „ნაციონალ“ გიგა ბოკერიას განცხადებაც, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას არანაირი მნიშვბნელობა არ აქვს, რადგან საქართველოში სიტუაციის მართვა ბიძინა ივანიშვილის მიერ კულისებიდან ხდება. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილს თბილისი ხელმძღვანელის ადგილს უმზადებენ – არაა გამორიცხული, რომ იგი დედაქალაქის მერი გახდეს. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, მისი დამტკიცება „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება, რადგან პარლამენტში კოალიცია უმრავლესობას წარმოადგენს“.

წყარო: http://www.wsj.com/articles/georgias-prime-minister-resigns-1450901341

რუსული „კომერსანტიც“ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. როგორც გაზეთის კორესპონდენტს დეპუტატამა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, პრემიერის გადადგომის საკიტყხზე კოალიციაში მსჯელობა არ ყოფილა და, ამდენად, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა მთავრობიდან მისთვის სრულიად მოულოდნელი ფაქტია. „ოპოზიციამ კი ეს ფაქტი მმართველ კოალიციაში არსებული სრული ქაოსის დამადასტურებელ მოვლენად მიიჩნია“, – წერს ჟურნალისტი და გიგა ბოკერიას სიტყვებს იმოწმებს. გარდა ამისა, იგი ესაუბრება ოპოზიციის კიდევ ერთ წარმომადგენელს, პარლამენტის წევრს ხათუნა გოგორიშვილს: „ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეეძლო, მის ნაცვლად ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტდა. აშკარაა, რომ პრემიერის შეცვლაც სწორედ მან ჩაიფიქრა და ჩათვალა, რომ ცვლილების დრო მოვიდაო. ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა მოისურვა, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაცია პრემიერ-მისტრისთვის დაებრალებინა, მაგრამ კრიზისი მთავარი მიზეზი ის სისტემაა, რომელიც სწორედ მან, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა“.

წყარო: http://www.kommersant.ru/doc/2884226

«Независимая газета» (რუსეთი), 24 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-12-24/6_gruzia.html

რუსეთმა საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

მოსკოვმა თბილისისთვის სავიზო რეჟიმი შეარბილა

სტატიაში განხილულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, რომელიც გუშინ, 23 დეკემბერს შევიდა ძალაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული  სავიზო რეჟიმის ისტორია: აღნიშნულია, რომ 2000 წლამდე მეზობლებს შორის უვიზო მიმოსვლა არსებობდა, ხოლო შემდეგ, იმის გამო რომ საქართველოს პანკისის ხეობაში ჩეჩენი ბოევიკები მომრავლდნენ და რუსეთის ტერიტორიაზე მათი უკონტროლოდ გადასვლის საფრთხე შეიქმნა, მოსკოვმა საჭიროდ ჩათვალა სავიზო რეჟიმის შემოღება. აშკარა იყო, რომ რუსლან გელაევის რაზმს ვიზების დაწესება ხელს არ შეუშლიდა, რიგით მოქალაქეებს კი ამ ზომამ ბევრი პრობლემა შეუქმნა.

„2008 წელს სიტუაცია უფრო მეტად გაურესდა: დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ რუსეთმა ისედაც მკაცრი ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა: საჭირო იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამოწმებული დოკუმენტები, რომ საქართველოს მოქალაქეს რუსეთში ნადვილად ჰყავდა ნათესავები და წასვლა შეეძლო. რაც შეეხება ქართულ მხარეს, იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად გააუქმა სავიზო ბარიერები და რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში ჩასვლა უპრობლემოდ გახდა შესაძლებელი. მოსკოვმა იფიქრა, იფიქრა და მოგვიანებით, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, სავიზო რეჟიმი ცოტა გააიოლა. სიტუაციის დადებითად გადაწყვეტას გარკვეულწილად ხელი შეუწყო აგრეთვე „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკების ფორმატმაც“, – ნათქვამია სტატიაში.

„თბილისში სავიზო რეჟიმის გამარტივება თავშეკავებული ოპტიმიზმით აღიქვეს. რასაკვირველია, რუსეთის გადაწყვეტილება ისეთი საზეიმო ილუმინაციებით არ აღნიშნულა, როგორითაც ქართველები ევროკომისიის მიერ რეკომენდებულ ვიზა-ლიბერალიზაციას შეხვდნენ.

სხვათა შორის, ბევრი ქართველი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება სწორედ ბრიუსელის გადაწყვეტილების შედეგია: როგორც ჩანს, რუსეთს საქართველოს დაკარგვა არ სურს. ამასთან, საქართველოში „ყურადღება არ გაუმახვილებიათ“ იმაზე, რომ ევროკავშირის უვიზო რეჟიმისაგან განსხვავებით, რუსული გამარტივებული რეჟიმი ქართველებს მუშაობისა და სწავლის უფლებასაც აძლევს. მოსკოვის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში არსებული განხეთქილება კიდევ უფრო გააღრმავა: ხელისუფლება თითქოსდა კმაყოფილია გადაწყვეტილებით, თუმცა ბუნდოვნად იმაზეც ლაპარაკობს, რომ რუსეთს ყოველ მომენტში შეუძლია თავისი ვიზა-ლიბერალიზება უკან წაიღოსო. იმასაც ამბობენ, რომ ვიზების მიღების გაიოლება არ წყვეტს მთავარ პრობლემას, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს – ესაა „ოკუპირებული ტერიტორიების“ საკითხი. თავის მხრივ, ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობა“ (ყოფილი სახელისუფლებო პარტია) დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ეშმაკობს: რუსეთს უარი არ უთქვამს გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში საქართველოს დაბრუნების გეგმებზე და ახლა ამ მიზნით „მათრახის შეცვლა თაფლაკვერით გადაწყვიტა“.

Comments are closed