globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 25th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«EurasiaNet» (აშშ): რამდენად გავლენიანია რუსული „რბილი ძალა“ საქართველოში?

«The Washington Post» (აშშ): უკრაინისა და რუსეთის პრობლემებმა ქართველებიც დააზარალა

———————-

«EurasiaNet» (აშშ), 25 მარტი, 2015 წელი

http://russian.eurasianet.org/node/61931

რამდენად გავლენიანია რუსული „რბილი ძალა“ საქართველოში?

პოლ რიმპლი, თბილისი

დასავლეთში ცოტა თუ ვინმე ეჭვობს, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კურსი მტკიცედ აქვს აღებული, მაგრამ ქართული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, რომელმაც რესპუბლიკის მყიფე ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, სულ უფრო მეტად გაისმის ხმები საქართველოს ნმოსახლეობის დასარწმუნებლად – გადახედონ თავიანთ შეხედულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობასთან მიმართებით.

კრიტიკული თავდასხმების სამიზნე სუ უფრო მეტად ხდება ნატო, რომლის სასწავლო ცენტრი საქართველოში მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაიხსნას. უკრაინის კრიზისის ფონზე, როცა რუსეთი, ნატოსთან ინტეგრირების მსურველი კიევის საწინააღმდეგოდ, მხარს პრორუსულ  დონბასს უჭერს, ქართველების პოზიცია შესაძლოა გასაგებიც იყოს, მაგრამ ნატოს მოწინააღმდეგენი საკითხს ეკონომიკური ჭრილით უდგებიან: მათთვის უმჯობესია ვაჭრობის გაფართოება რუსეთთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან. მათი აზრით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის გადასარჩენად.

ნატოს ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგეა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, „ლუდის ბარონად“ წოდებული, 74 წლის მრეწველი გოგი თოფაძე. თუმცა იგი თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ისეთ თვალსაზრისს გამოხატავს, რომელიც ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისაგან რადიკალურად განხვავდება: აკრიტიკებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და დადებითად აფასებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს. მისი თქმით, ნატო სამხედრო ორგანიზაციაა და მასში გაწევრიანება საქართველოს უფრო მოწყვლადს გახდის [ზოგიერთი მეზობელის მხრიდან].

როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა EurasiaNet-თან საუბარში, დეპუტატ გოგი თოფაძის თვალსაზრისი მთავრობის პოზიციას არ ასახავს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების „ნატოსკენ სწრაფვა – ეს არის ბილეთი ერთი მამართულებით“ – ალიანსში გაწევრიანების მიზნით. ირაკლი სესიაშვილმა არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ქართულ საზოგადოებაში ნატოსადმი კრიტიკული დამოკიდებულება მატულობს და რომ დასავლეთი საქართველოს დაპირებების გარდა არაფერს აძლევს. „ჩვენ თვალს ვადევნებთ უკრაინაში და მოლდოვაში მიმდინარე პროცესებს. იგივე ხდება საქართველოშიც“, – ამბობს იგი.

საქართველოში ბოლო დროს თავი წამოჰყვეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებთაც „ნატოსაკენ აღებული ბილეთის“ გაუქმება სურთ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა „ერეკლე მეორის საზოგადოება“, რომელსაც ნატოში გაწევრიანების საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარება სურს (2008 წლის რეფერენდუმის შედეგებით, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ ჰქონდა, ქართველების 70%-მა ნატოში ინტეგრირებას მხარი დაუჭირა).

არსებობს აგრეთვე ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“, რომელიც „ქართული ფესვების მქონე რუსი ბიზნესმენების“ მიერ ფინანსდება. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე უარყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია „ევრაზიის ინსტიტუტს“ და სხვა მსგავს არასამთავრობოებს ნატოს საწინააღმდეგო კამპანიისათვის იყენებს. „პირიქით, ჩემი მოქმედებით მე საქართველოს ინტერესებს ვიცავ“, – ამბობს რცხილაძე და ხაზს უსვამს, რომ ამერიკული ინსტიტუტების მიერ დაკვეთილი გამოკითხვების შედეგები სარწმუნო არ არის – ისინი აშშ-ის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. „ხშირად დავდივარ რაიონებში, თბილისს გარეთ და ვიცი, რომ მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის განახლება სურს“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისია და რუსი ჯარისკაცები ცხინვალის ხელისუფლებას ეხმარებიან საქართველოსთან საზღვრების დაცვაში, ბევრი ქართველი გულბაათ რცხილაძის პოზიციას მაინც მხარს უჭერს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ცხრა თვე გავიდა, შედეგეი კი ჯერ-ჯერობით არაფერია. „ევროპა შორსაა… ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელები საქართველოში თავისუფლად ჩამოდიან, კომპანიებს ხსნიან, ფულს აკეთებენ, ჩვენ კი იქ წასვლა არ შეგვიძლია“, – დაიჩივლა 54 წლის ტაქსისტმა ნიკა ჯავახიშვილმა EurasiaNet-თან საუბარში.

როგორც ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს (იგი ოდესღაც პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე იყო), „სიტუაციას რეალურად უნდა შევხედოთ: როგორ უნდა შევიდეთ ნატოში, როცა რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება? რატომ ვაგრძელებთ ერთიდაიგივეზე საუბარს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გვეუბნება, რომ [ნატოში თქვენი გაწევრიანება] შეუძლებელიაო? საკითხი ობიექტურად უნდა შევაფასოთ: ჩვენ ვერც ნატოს წევრი ვერ გავხდებით, არც უვიზო რეჟიმს არ მოგვცემენ. ევროკავშირი გაფართოებისათვის მზადა არ არის, არც საქართველოა მზად წევრობისათვის“.

როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძის პოზიციას სულ უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება. მართალია, მისი რეიტინგი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ერთ პროცენტამდე დაეცა, მაგრამ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნინო ბურჯანაძემ ხმების 10% მაინც მოაგროვა. თითქმის იგივე შედეგს მიაღწია მისმა პარტიამ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროსაც.

მართალია, კრიტიკოსები ნინო ბურჯანაძეს და მსგავსი თვალსაზრისის მქონე სხვა ქართველ პოლიტიკოსებს ხშირადკრემლის პოლიტიკის გამტარებლად წარმოსახავენ, მაგრამ როგორც სტარტეგიული კვლევების ქართული ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ამბობს, „ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე საგრძნობი წარმატების არქონას“ მართლაც შეუძლია გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ აზრზე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში. მისი თქმით, კრემლი ამით სარგებლობს და დიდი ყურადღებას აქცევს „რბილი ძალის“ სტრუქტურებით (ანუ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციებით) მუშაობას, რომლის მეშვეობით დასავლეთი „ჩვენი ტრადიციული ფასეულობების“ მოწინააღმდეგედაა წარმოჩენილი.

„ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს სიტყვის თავისუფლებას, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი, – არ მოგვწონს, რომ ადამიანები რუსეთის ინტერესებს ლობირებენ, მაგრამ ამის გამო მათ ვერ დავაპატიმრებთ“.

«The Washington Post» (აშშ), 25 მარტი, 2015 წელი

http://www.washingtonpost.com/business/georgians-hit-by-fallout-from-trouble-in-russia-ukraine/2015/03/21/b28cf9ee-cfa9-11e4-8730-4f473416e759_story.html

უკრაინისა და რუსეთის პრობლემებმა ქართველებიც დააზარალა

მიხეილ ჯინჯიხაშვილი, „ესოშეითედ პრესი“

სტატიაში თანამედროვე საქართველოს ცხოვრების ამსახველი მწარე სინამდვილეა გადმოცემული: ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელთა გამო ისედაც გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისათვის ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა.

პუბლიკაციაში საუბარია ერთ-ერთ წვრილ მოვაჭრეზე – პენსიონერ მარიამ მათიაშვილზე, რომელიც ბაზრობაზე რუს და უკრაინელ ტურისტებს შესაძენად იაფფასიან ნივთებს სთავაზობდა ხოლმე. „ადრე ვაჭრობა მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო, ახლა კი, როცა  ტურისტთა ნაკადმა მოიკლო, მარიამ მათიაშვილი, ფაქტიურად, მხოლოდ 150-ლარიან პენსიის იმედზეღა დარჩა, რომელიც წამლებისთვისაც არ ყოფნის“, – აღნიშნულია მასალაში.

„საქართველო, კავკასიის მთიანი ქვეყანა, რომელიც ძირითადად ღვინისა და სურსათის ექსპორტზე, აგრეთვე ტურიზმზე იყო დამოკიდებული, მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა ელიტის დასასვენებელ პრივილეგირებულ ადგილს წარმოადგენდა. ბოლო ხანებში ქართული ვალუტის 20%-იანმა გაუფასურებამ ტურისტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია“, – აღნიშნავს ავტორი და იქვე შედარებას აკეთებს: უფრო მეტად დაეცა უკრაინული გრივნისა და რუსული რუბლის კურსი, შესაბამისად 60 და 50%-ით.

„ეკონომიკური სიძნელეების გამო ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შაბათს, თბილისი ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და ხელისუფლებას შორის მწვავე პოლიტიკური უთანხმოება არსებობს, დემონსტრაცია მშვიდობიანად ჩაიარა. აქციაზე გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ მათ იმედები გაუცრუვდათ, ეკონომიკურმა პრობლემებმა იმატა: „მე ბოლო არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას მივეცი, რადგან მათი დაპირებები მომეწონა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მათ თითქმის არაფერი არ შეუსრულებიათ“, – ამბობს თინა ხომერიკი, 35 წლის მასწავლებელი.

ამის მიუხედავად, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მომხრე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კრიზისს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები საკუთარი ინტერესებისათვის იყენებენ და რომ შექმნილი მდგომარეობა მთავრობის სტრატეგიული შეცდომებით არაა გამოწვეული. „მე ვფიქრობ, რომ ეს ისტერია ხელოვნურადაა შექმნილი მასმედიის საშუალებებით“, – განაცხადა მან, – ჩვენ გვჭირდება სიტუაციის დამშვიდება, სტაბილიზაცია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ძალიან მალე გამოსწორდეს მდგომარეობა“.

თითქმის 25 წლის წინათ, ანუ იმ დროიდან, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანა მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან და უკრაინასთან, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების, ნავთობის გაიაფების და სხვა მიზეზების წყალობით ამ ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური კავშირები დაირღვა – ქვეყანამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. მხოლოდ ქართული ღვინის ექსპორტმა რუსეთში 85%-ით, ხოლო უკრაინაში – ორი მესამედით მოიკლო.

როგორც ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი პაატა შეშელიძე ამბობს, ეკონომიკური პრობლემები სახელმწიფოს მიერ გატარებულმა პოლიტიკამაც გააღრმავა – სხვადასხვა ინსტრუქციებმა და გადასახადებმა კერძო სექტორი შეზღუდა. ლარის გაუფასურება ძირითადად ფულის მასის გადიდებამ გამოიწვია, რათა ბიუჯეტის ხარჯები დაფარულიყო.

ლარის რყევამ განსაკუთრებით დააზარალა ის მოქალაქეები, რომლებთაც ბანკიდან კრედიტები დოლარებით ჰქონდათ აღებული: იგორ ხუჭუამ, საცხობის ასაშენებლად, საბანკო კრედიტი რომ მიეღო, თავისი ბინა ჩადო, ახლა კი მას, როგორც ჩანს, უსახლკარობა ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა კრედიტის რესტრუქტურირება შესთავაზა, იგორ ხუჭუა გამოსავალს მაინც ვერ ხედავს: „მე ბინას უკვე დაკარგულად ვთვლი. კრედიტი ბიზნესის დაწყების მიზნით ავიღე, მაგრამ ლარის კურსის დაცემამ უარყოფითი გავლენა მოახდინა… ვერავის ვერ დავადანაშაულებ, მე თვითონ გავრისკე, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაცია ლარის კურსის ვარდნამ გამიუარესა“.

Comments are closed