globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 25th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Armenian Interest» (სომხეთი): ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან: აშშ-რუსეთის ურთიერთობის კრიზისის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე // პრორუსული სომხეთი და პროდასავლური საქართველო

«Российская газета» (რუსეთი): გონივრული თუ მავნე? // სკანდალი საქართველოში: როგორ აღმოჩნდნენ ქართველი მოსწავლეები ყირიმის „არტეკში“?

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „ქართული ოცნება“ რუსეთუმე ცეცხლის გამჩაღებლებს ეძებს // ბორჯომის ტყეების ხანძარში სამხრეთ ოსეთიდან შემოპარულ დივერსანტებს ადანაშაულებენ

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ქართული ღვინის გამოფენა ბორდოში: ბრინჯაოს თამადა და ოქროს საწმისი

—————-

«The Armenian Interest» (სომხეთი), 24 აგვისტო, 2017 წელი

http://armenian-interest.com/rus/Post/title/Nyneshniy-krizis-besprecedenten

ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან: აშშ-რუსეთის ურთიერთობის კრიზისის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე // პრორუსული სომხეთი და პროდასავლური საქართველო

სომხურმა გამოცემამ The Armenian Interest-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ პოლიტოლოგთან, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორთან ფრენსის ფუკუიამასთან, რომელშიც იგი საუბრობს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობაზე, სომხეთის საერთაშორისო მდგომარეობასა და რუსეთთან მისი დამოკიდებულების შუქ-ჩრდილებზე. ფრენსის ფუკუაიამა ინტერვიუში მოიხსენიებს საქართველოსაც. გთავაზობთ ამონარიდს:

- რა არის აშშ-ისა და რუსეთის დღევანდელი დაპირისპირების ძირითადი მიზეზები? არსებობს თუ არა ამ კრიზისის დარეგულირების გეგმა?

- ამჟამინდელი კრიზისი უპრეცედენტოა. რა თქმა უნდა, მოსკოვის მოქმედებამ ყირიმის მიტაცებითა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში – დონბასში მიმდინარე ომით დაარღვია რუსეთის ურთიერთობა აშშ-სთან და დასავლეთ ევროპასთან. უცნაური რა არის, იცით? მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში აშშ-ის მთავრობა აღიარებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ამიტომაც გამოუცხადა სანქციები (ეს ჩვეულებრივი მოვლენაა საერთაშორისო ურთიერთობებში), იმავდროულად, როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტს რუსეთი უყვარს – დონალდ ტრამპს ხომ სანქციების პოლიტიკა თავიდანვე არ მოსწონდა. პრეზიდენტის ქცევა გვაფიქრებინებს, რომ იგი რუსეთისადმი შედარებით უფრო კეთილგანწყობას ამჟღავნებს, ვიდრე სხვა სახელწმიფოების დემოკრატიებთან. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი მიუღებელი სიტუაციაა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს აშშ-ის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს. მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ მსგავს შემთხვევას ჩვენი ისტორიიდან. რასაკვირველია, ჩვენ ქვეყნებს შორის დიალოგი აუცილებელია, მაგრამ მე პირადად დონალდ ტრამპს არ ვენდობი. თუმცა ვწუხვარ, რომ ჩვენ რუსეთთან ასეთ მტრულ დამოკიდებულებაში ვართ…

- ახდენს თუ არა გავლენას აშშ-რუსეთის ურთიერთობაში არსებული კრიზისი სომხეთზე, რომელიც რუსეთის ინტეგრაციული პროექტის – ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია? და თუ ახდენს, როგორი სახით?

- აშკარაა, რომ რუსეთის მოქმედების არეალის გაფართოება, ახლო საზღვარგარეთის გაკონტროლების მიზნით, სომხეთისათვის სიკეთის მომტანი არ უნდა იყოს. საქართველოსაგან განსხვავებით, სომხეთი [პრობლემების მოსაგვარებლად] რუსეთთან ინტეგრაციას შეეცადა – ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთის მხარეზე ყოფილიყო. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით თქვენი ქვეყანა [სომხეთი] საქართველოსავით მოწყვლადი არაა. თუ შეერთებული შტატები საქართველოსთვის საიმედო პარტნიორი არ აღმოჩნდება, მაშინ თბილისს პრობლემები გაუჩნდება. ამ თვალსაზრისით თქვენ უფრო მეტად ხართ დაცული. მეორე მხრივ, სომხეთის  დამოუკიდებლობის ხარისხი შედარებით ნაკლებია. თქვენ რუსული პროექტები და რუსული სისტემა აღიარეთ და აქედან გამომდინარე, დასავლეთთან კავშირების გაფართოების ისეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, როგორიც საქართველოს“.

«Российская газета» (რუსეთი), 25 აგვისტო, 2017 წელი

https://rg.ru/2017/08/24/v-gruzii-predlozhili-razrabotat-zakon-ob-osobyh-otnosheniiah-s-rossiej.html

გონივრული თუ მავნე?

სკანდალი საქართველოში: როგორ აღმოჩნდნენ ქართველი მოსწავლეები ყირიმის „არტეკში“?

საქართველოში მოულოდნელი სკანდალი ფართოვდება: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები იძიებენ, თუ როგორ და რატომ ჩავიდნენ ყირიმში მდებარე ბანაკ „არტეკში“ დასასვენებლად თბილისის 146-ე საშუალო სკოლის მოსწავლეები“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ელენა ნოვოსელოვა).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი დიდი ხანია ცნობილია, გაზეთი ადრეც წერდა – მოსწავლეებმა იმ კონკურსში გამარჯვეს, რომელიც რუსეთის ა.პუშკინის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტის ეგიდით გაიმართა. იბადება კითხვა: რატომ ატყდა ასეთი სკანდალი ამჟამად? თბილისის 146-ე სკოლის ხელმძღვანელობა იფიცება, ჩვენ არაფერი ვიცოდითო, თუმცა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე გამოაცხადა, რომ არტეკში მოსწავლეების გაგზავნის გამო ყველა დასჯილი იქნება, მათ შორის ბავშვების მშობლებიც. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პარლამენტისაგან სპეციალური კანონის მიღებაც კი მოითხოვა რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების თაობაზე.

როგორც „არტეკის“ ბანაკში ინსტიტუტის წარმომადგენელი ანდრეი ალიაროვი ამბობს, მასწავლებელი, რომელმაც ქართველი მოსწავლეები ბანაკში ჩამოიყვანა, გაოცებულია და ნაწყენია საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, თითქოსდა სამინისტროში არავინ არაფერი იცოდა კონკურსის შესახებ. „რაც შეეხება თვით ბავშვებს, ისინი ზალზე კმაყოფილები არიან, ტალანტიურობას ამჟღავნებენ, საქართველოს დროშით ხელში კონცერტს ამზადებენ“.

ენა  ადამიანთა ურთიერთობისა და მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ პოლიტიკოსები ენას დანიშნულებას უცვლიან. იმედი გვაქვს, რომ „რუსეთთან ურთიერთობის განსაკუთრებული ხასიათის გამო ქართველი პოლიტიკოსები შურიუსძიებას რუსულ ენის მიმართ არ მოახდენენ, რომელზეც 300 მილიონი ადამიანი საუბრობს.

პუბლიკაციაში გადმოცემულია ვრცელი ინტერვიუ რუსეთის ა.პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორ მარგარიტა რუსეცკაიასთან. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, თუ როგორ ხდება მოსწავლეების საზღვარგარეთ წაყვანა, მათ შორის ისიც, რომ პედაგოგი მშობლებისაგან იღებს ნებართვას, ფორმდება შესაბამისი დოკუმენტები სასწავლო დაწესებულებაში, ბარდება საკონსულო და ა.შ. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი ჩუმად გაკეთდა, ბავშვები ჩუმად წაიყვანეს ყირიმში და არავინ არაფერი იცოდა, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა.

„ინფორმაცია კონკურსის ჩატარების თაობაზე საჯაროდაა ცნობილი თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში. 2016 წლის ბოლოს რუსეთის მთავრობასთან არსებული რუსული ენის საბჭოს დავალებით და რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი რუსული ენის ცოდნის, რუსულ ენაზე დაწერილ თხზულებათა შესახებ. ვინც გაიმარჯვებდა, ისინი არტეკში დასასვნებლად გაიგზავნებოიდნენ. ჩვენ მივიღეთ ათასობით განაცხადაი მსოფლიოს 60 ქვეყნის მოსწავლეებისაგან, რომლებთაგანაც ჟიურიმ 170 შეარჩია – 26 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებიც. ასევე შეირჩა 20 პედაგოგიც.

კონკურსის თაობაზე გავრცელდა პრეს-რელიზები, რომლებიც გამოქვეყნებულია. საქართველოს განათლების სამინისტროში და საქართველოს სკოლებში ამ კონკურსის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. ამიტომაც ძალიან საწყენია, რომ მასწავლებლისაგან დამნაშავეს ქმნიან. სხვათა შორის, მან ყველაფერი მარალპროფესიულად გააკეთა. იგი ამჟამად ისეთ მდგომარეობაშია, ფსიქოლოგის დახმარებაც კი დაჭირდა. პედაგოგს არცერთი ქართული კანონი არ დაურღვევია, არც პროფესიული და არც პოლიტიკურ-ეთიკური რეგლამენტები და კოდექსები. მისი დასჯა უსამართლობა და არაზნეობრივი იქნება. ძალიან ცუდია, როცა რუსული ენის შესწავლაში, როცა ბავშვებს შორის ურთიერთობებში პოლიტიკა იჭრება. რამდენადაც მე ვხვდები, ყირიმთან დაკავშირებით საქართველო და უკრაინა არკვევენ ერთმანეთთან დამოკიდებულებას – ვინ ვისი ერთგულია, ვისადმი ლოიალურია, ვინ როგორ როგორ უყურებს ყირიმის პრობლემას… მაგრამ რა შუაში არიან ამ შემთხვევაში ბავშვები, რომლებიც იქ რუსული ენის შესწავლის გაღრმავების მიზნით ჩავიდნენ? რუსული ენა ხომ საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ენაა?“, – ამბობს ინტერვიუში პროფესორი მარგარიტა რუსეცკაია.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 25 აგვისტო, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3392036

„ქართული ოცნება“ რუსეთუმე ცეცხლის გამჩაღებლებს ეძებს

ბორჯომის ტყეების ხანძარში სამხრეთ ოსეთიდან შემოპარულ დივერსანტებს ადანაშაულებენ

სტატიაში საუბარია ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებულ ვერსიებზე, ვარაუდებზე, განცხადებებზე და მოსაზრებებზე – როგორც პოლიტიკოსების, ასევე ექსპერტების მიერ (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში ასახულია როგორც საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოზიციები.

„რამდენიმე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, კერძოდ, გიორგი ვოლსკიმ მიანიშნა, რომ შესაძლოა ხანძარი მოსკოვის მიერ კონტროლირებული „სამხრეთ ოსეთიდან“ შემოპარულმა დივერსანტებმა გააჩინეს, თუმცა უმაღლესი ხელისუფლება ამგვარი გამონათქვამებისაგან თავს იკავებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არ მიიღო რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადება დახმარების თაობაზე“, – ნათქვამია სტატიაში.

დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტები უფრო კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებენ: „მსგავსი დივერსიების განხორციელება რუსეთის „გრუ“-ს ხელწერას წარმოადგენს“, – განუცხადა „კომერსანტის“ კორესპონდენტს თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის („ჯიპა“) პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს ბორჯომის ტყეებში, ზუსტად დღევანდელი ხანძრის ადგილებში, რუსეთის თვითმფრინავები ცეცხლგამჩენ ბომბებს ყრიდნენ. „ამიტომ რუსეთისაგან დახმარების მიღება ამორალური იქნებოდა“, – ხაზი გაუსვა მან.

საკითხისადმი ამგვარ მიდგომას ეთანხმება ქართული ოპოზიციაც: „საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი რუსეთის გარეშეც გვეხმარებიან“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დეპუტატი სერგო რატიანი. მან ისიც აღნიშნა, რომ პარტიას განზრახული აქვს პარლამენტის სხდომაზე მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს – თუ რატომ აღმოჩნდა ქვეყანა მოუმზადებელი საგაგებო სიტუაციის წინაშე.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 24 აგვისტო, 2017 წელი

http://ru.rfi.fr/stil-zhizni/20170824-vystavka-gruzinskogo-vina-v-bordo-bronzovyi-tamada-zolotoe-runo

ქართული ღვინის გამოფენა ბორდოში: ბრინჯაოს თამადა და ოქროს საწმისი

რადიორეპორტაჟი, რომელიც „საფრანგეთის საერთაშორისო რადიომ“ („რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“) ეთერში 24 აგვისტოს გადასცა, საუბარია ქალაქ ბორდოში („ღვინის ქალაქში“) მოწყობილი გამოფენის თაობაზე, ქართული მეღვინეობისა და ღვინის შესახებ. გამოფენის ორგანიზატორია საფრანგეთის მეღვინეობის კულტურის ფონდი (ავტორი – ჰელია პევზნერი).

გამოფენაზე, რომელიც ბორდოს მუზეუმად გადაქცეულ გემთმშენებელ დოკებში გაიმართა, წარმოდგენილია საქართველოში ღვინის დამზადების ისტორია, ღვინის შესანახი ჭურჭლები (დოქები, ქვევრები და ა.შ.). გამოფენის სტუმრებს მასპინძლობენ კულტურის ფონდის წარმომადგენელი კარინ მერშადური და მუზეუმის თანამშრომელი ქეროლ დესტრიბატი, რომლებიც დამთვალიერებლებს ქართული მეღვინეობის წარსულსა და დღევანდელობას აცნობენ.

გამოფენის ექსპონატები რამდენიმე დარბაზშია განლაგებული, რომლებიც ქართული ღვინის დამზადების რვათასწლოვან ისტორიას გადმოგვცემს. იმ ღონისძიებათა შორის, რომლებსაც ფონდი გამოფენის ეგიდით ახორციელებს, ერთ-ერთი ქართულ სუფრას ეძღვნება. დარბაზში ნამდვილი ქართული სუფრაა გაშლილი. აფიშაზე გამოსახულია თამადის ბრინჯაოს ფიგურა, რომელსაც ხელში ბოკალი უკავია და რომელიც საქართველოს ქალაქ ვანშია ნაპოვნი (თარიღდება მე-7 საუკუნით ჩვენს ერამდე).

როგორც ქეროლ დესტრიბატი ამბობს, ქართულ ღვინოს „საქართველოს ოქროს“ უწოდებენ, თუმცა საქართველო, რომელსაც ადრე კოლხეთი ერქვა, ნამდვილი ოქროთიც იყო ცნობილი. უძველეს პერიოდში მდინარის ქვიშას ცხვრის ტყავებზე რეცხავდნენ. აქედან გაჩნდა თქმულება ოქროს საწმისზე, რომლისთვისაც კოლხედის ნაპირებისაკენ ბერძენი არგონავტები გაემართნენ. გამოფენაზე ოქროს ნივთებიცაა წარმოდგენილი, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასახავენ. გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატია ფიროსმანის ნახატი „კაცი დოქით“, რომელიც ქართულ სუფრასთანაა დაკიდებული. საინტერესოა ფილმების ჩვენებაც, რომელთაგან ერთ-ერთია ოთარ იოსელიანის ფილმი „ფოთოლცვენა“, ასევე მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისისი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოსურათები: ვენახში ყურძნის კრეფა (რთველი), დაწურვა და ყურძნის წვენის ქვევრებში ჩასხმა, ქართული ტრადიციული ქეიფი და სხვა.

Comments are closed