globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 25th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Foreign Policy» (აშშ): კავკასიური უსასრულო არშიყი ნატოსთან // დაპირების მიუხედავად, ნატო თბილისს თავის წევრად არ რებულობს. დროა შემუშავდეს გეგმა „ბ“

«The Wall Street Journal» (აშშ): გახდება თუ არა ჩერნოგორია ნატოს 29-ე წევრი? // საქართველოს ნატოში წევრობა შორეული მომავლის საქმეა

«The Washington Post» (აშშ): ქართველთა საპროტესტო აქცია რუსეთთან კავშირების აღდგენის მოთხოვნით

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თბილისში პრორუსული აქცია გაიმართა // პრორუსული იდეოლოგიის გამზიარებელი ორგანიზაციები საქართველოში პოპულარულობით არ სარგებლობენ

«Независимая газета» (რუსეთი): ქართულ საზოგადოებას ამერიკა აღიზიანებს: „თუ ვაშინგტონი არ მიყვარს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსოფილი ვარ“

«Парламентская газета» (რუსეთი): რუსეთი-საქართველო: ოპტიმისტი ქალების დიალოგი // ვალენტინა მატვიენკომ და ნინო ბურჯანაძემ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაახლოების პერსპექტივებზე იმსჯელეს

—————————

«Foreign Policy» (აშშ), 24 სექტემბერი, 2015 წელი

http://foreignpolicy.com/2015/09/24/natos-endless-caucasian-courtship/

კავკასიური უსასრულო არშიყი ნატოსთან

დაპირების მიუხედავად, ნატო თბილისს თავის წევრად არ რებულობს. დროა შემუშავდეს გეგმა „ბ“

მაიკლ ჩეჩირე,

საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, (ფილადელფია, აშშ)

გასული აგვისტოს ბოლოს ნატომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში წრთვნებისა და შეფასებების ერთობლივი ცენტრი პომპეზურად, საზეიმო ვითარებაში გახსნა. იმის მიუხედავად, რომ ეს ჩრდილოატლანტიკური ალისნსის ვრცელი ინფრასტრუქტურისათვის უმნიშვნელო ელემენტია, მას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რომელიც ნატოში გაწევრიანებისათვის ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მიილტვის. ახალი ცენტრი თბილისისათვის კარგ ნიშანს წარმოადგენს, თუმცა ეს, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ დამამშვიდებელი პრიზია. მართალია, ნატოში გაწევრიანებას საქართველოს 2008 წელს დაპირდნენ, მაგრამ ალიანსის ლიდედრებმა თბილისს იქვე აუხსნეს, რომ მისი წევრობა უახლოეს ხანში არ მოხდებოდა. პრობლემა იმაში კი არაა, რომ ქვეყნის მდგომარეობა ნატოს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, არამედ სხვა საკითხში გამოიხატება.

ნატოს წევრთა სხვადასხვაობა, პოზიციათა რყევა თბილისისათვის მწარე აბის როლს ასრულებს. ეს ძალიან არასასიამოვნოა ისეთი ქვეყნისათვის, რომელმაც ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ალიანსის არაწევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით. ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აგრეთვე ნატოს ეგიდით კოსოვოში, ერაყში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებულ ოპერაციებშიც. საქართველო დემოკრატიულადაც ვითარდება. ევროატლანტიკურ ინტეგრირებასთან ერთად თბილისი პარალელურად პრაგმატულად ატარებს რუსეთთან ეკონომიკურ, კულტურული დაახლოების კურსსაც, ცდილობს რუსეთთან მიმართებით პოლიტიკური რიტორიკა ზომიერი იყოს და 2008 წლის აგვისტოს ომის განმეორების საფრთხე თავიდან აიცილოს.

მიუხედავად ასეთი სოლიდური „სამსახურებრივი წარმატებებისა“, ნატომ უარი განაცხადა საქართველოს წევრობისათვის მკაფიო კრიტერიუმების დადგენაზე და, შესაბამისად, თბილისის სურვილები „ჰაერში დაკიდებული“ დარჩა. ყველაზე მეტ დავასა და კამათს იწვევს ნატოს წესდების მე-5 მუხლი (კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპი), რომლის მიხედვით, არავინ იცის, როგორ დაეხმარებიან ნატოს წევრები საქართველოს, თუ მას, სავარაუდოდ, რუსეთის კვლავ თავს დაესხმება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზოგიერთი წევრი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების არსებობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთთან კონფრონტაციის გამწვავებას გამოიწვევს. სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოს წევრად მიღება, რუსეთის სავარაუდო თავდასხმის გათვალისწინებით, შეცდომა იქნებოდა. არადა, ასეთი მსჯელობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამარცხების მიზეზები საკმაო ბურუსითაა მოცული, თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ხმელეთსა და ჰაერში გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ, ორივე მხარემ თითქმის ერთნაირი დანაკლისი განიცადა. ქართული სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები წარმატებით იგერიებდნენ რუსების მრავალრიცხოვან შეტევებს და ამით ისინი საშუალებას აძლევდნენ თბილისს თავდაცვისათვის მომზადებულიყო. ქართულმა ერთი სეხედვით სუსტმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ რუსული ავიაციის რამდენიმე თავდასხმა მოიგერია და უფრო მეტიც, ტუპოლევის მარკის სტრატეგიული დანიშნულების შორის ბომბდამშენიც ჩამოაგდო. და ეს იყო იმ ფონზე, როცა ომი მოულოდნელად დაიწყო და ქართული არმია ცუდად იყო მომზადებული.

დღეს, შვიდი წლის შემდეგ, დასავლელი ჩინოვნიკების აზრით, საქართველოს შეიარაღებული ძალები უკეთ არიან მომზადებულნი, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის სავარაუდო შეჭრას. საქართველოს არმიამ თანამედროვე ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სარაკეტო სისტემებიც შეიძინა, რომელსაც თავდაცვიას მინისტრმა თინა ხიდაშელმა ამას წინათ, ვაშინგტონში ვიზიტის დროს მარალ დონეზე შეაფასა. დღეს რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს, მისი არმია საშუალო დონეზე – სადღაც რუმინეთისა და ჰოლანდიის არმიების ქვემოთ იქნება, მაგრამ უფრო მაღლა, ვიდრე ბულგარეთია და ნორვეგიისა – ანუ საუკეთესოთა შორის, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობით მთლიან მოსახლეობაში.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, მნიშვნელოვანი ბარიერებია საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ამ შემთხვევაში, თუ ნატო „გაყინულ კონფლიქტებთან“ მიმართებით საფრთხეს ხედავს, ყოველთვის შეიძლება ჩაიწეროს, რომ მე-5 მუხლი საქართველოსთან მიმართებით არ იმოქმედებს მანამ, სანამ ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება, სანამ აღნიშნული პროვინციები საქართველოში შემადგენლობაში არ დაბრუნდებიან. ასე რომ, კოლექტიური უშიშროების პრინციპი ნატოში საქართველოს მიღებას ხელს არ უნდა უშლიდეს. ბოლოს და ბოლოს, ალიანსი ხომ იმისთვის არ შექმნილა, რომ მასში მხოლოდ ძლიერები ყოფილიყვნენ, ხოლო სუსტი ქვეყნები ბედის ანაბარად, მტრის შესაჭმელად  მიეტოვებინათ? საქართველო უადავოდ ევროპული სახელმწიფოა – გეოგრაფიულადაც და კულტურული მემკვიდრეობითაც. საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, მცირე ნაკლის მიუხედავად. და ასეთ ევროპის მოსაზღვრე დემოკრატიულ სახელმწიფოს   რევანშისტული მიზნების მქონე რუსეთი  ემუქრება! საქართველო იდეალური ქვეყანაა იმ კეთილშობილი მიზნების განსახორციელებლად, რომლისთვისაც ნატოა შექმნილი – დაიცვას ძლიერმა სუსტი. მოკლედ, საქართველო ნატოს წევრობას იმსახურებს.

მაგრამ ევროპული პოლიტიკა რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით, თბილისის სურვილსა და მიზნებს თითქმის განუხორციელებელს ხდის. ამ დრო კი საქართველოში მოსახლეობის განწყობა იცვლება – სულ უფრო მატულობს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც მხარს უჭერს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას. ქართველი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბევრი ანტიდასავლელი გაიმარჯვებს, პარლამენტში ანტიდასავლური ფრაქცია ჩამოყალიბდება. ამიტომ საქართველო ნატოში უნდა იქნეს მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, პროდასავლური ამომრჩეველი დემორალიზებული გახდება. „აქ საკითხი მხოლოდ საქართველოში არაა. საქმე ეხება ნატოს მთლიანობაში – არის თუ არა ალიანსი მზად ავტორიტეტის შესანარჩუნებლად რუსეთის ზეწოლის პირობებში“.

თუ ნატო საქართველოს 2016 წელს არაფერს მისცემს, მაშინ თბილისს სათადარიგო გეგმა ესაჭიროება. რუსეთის ჩათვამ უკრაინის მოვლენებში საქართველოს სულის მოთქმის საშუალება მისცა, მოსკოვისაგან საფრთხის ალბათობა შეამცირა. აი, ეს მომენტი უნდა გამოიყენოს დასავლეთმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის, განსაკუთრებით სარეზერვო ძალების მოსამზადებლად. თუ საქართველოს კარგად გაწრთვნილი და მაღალპროფესიული ჯარი ეყოლება, ეს რუსეთის სავარაუდო თავდასხმას შეაყოვნებს. ქართველი პოლიტიკოსები ტრადიციულად სინგაპურის, შვეიცარიისა და ისრაელის სამხედრო მშენებლობის მოდელს იზიარებენ, შესაბამისად, ამ სამი სახელმწიფოს გამოცდილება იქნება გაზიარებული. სხვაგვარად, ნატოს გარეშე, თუ ალიანსი საბოლოოდ უარს იტყვის მიღებაზე, ქართველები იძულებულნი ხდებიან „გმირულად დაიხოცონ“.

ეს რომ არ მოხდეს, საქართველომ ევროანტლანტიკურ სტრუქტურებთან და მის ცალკეულ წევრებთან ორმხრივი ურთიერთობა უნდა გააღრმავოს, განსაკუთრების აშშ-სტან. ვაშინგტონის მხრიდან კარგი ჟესტი იყო ის, რომ საქართველოს „ნატოსგარე ძირითადი მოკავშირის“ სტატუსი მიენიჭა. მართალია, ასეთი ნაბიჯების ხასიათი უმეტესად სიმბოლურია, მაგრამ ქართულ საზოგადოების სულისკვეთებას აამაღლებს.

თბილისმა უნდა განავიტაროს აგრეთვე ურთიერთობა ჩინეთთან, რომელმაც ბოლო ხანებში დაინტერესება გამოხატა საქართველოსადმი – „ახალი აბრეშუმის დიდი გზის“ ინიციატივის ჩარჩოებში. ჩინეთი საქართველოს ენერგეტიკულ და სავაჭრო ტრანზიტულ ქვეყნად განიხილავს. სხვათა შორის, დასავლური სანქციებითა და ენერგოშემცველებზე ფასების დავარდნით შეწუხებული რუსეთიც მზერას პეკინს აპყრობს, მოსკოვი სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული ჩინეთის კეთილგანზყობაზე და ეს მომენტი საქართველომაც უნდა გამოიყენოს: პეკინს თბილისისთვის დახმარების გაწევა შეუძლია, რუსული ავანტიურიზმის თავიდან აცილებაში.

რეალურად, საქართველო მზადაა ნატოში გასაწევრიანებლად, თუმცა თბილისმა კიდევ უფრო მეტად უნდაისარგებლოს სიტუაციით, გადადგას ისეთი დიპლომატიური ნაბიჯები, რომლებიც მის მდგომარეობას, მის სუვერენიტეტს განამტკიცებს, რომლებიც მას ნატოსათვის მიმზიდველ და სასურველ კანდიდატად გადააქცევას. საქართველოს ბედი მოწოდებებითა და პოლიტიკანობით არ გადაწყდება. ქართველებმა თვითონ უნდა აჩვენონ, რომ ისინი მზად არიან საკუთარი თავი დაიცვან – ნატოში ყოფნით თუ ნატოს გარეშე.

«The Wall Street Journal» (აშშ), 24 სექტემბერი, 2015 წელი

http://blogs.wsj.com/brussels/2015/09/24/will-montenegro-become-natos-29th-member/

გახდება თუ არა ჩერნოგორია ნატოს 29-ე წევრი?

საქართველოს ნატოში გაწევრიანება შორეული მომავლის საქმეა

სტატიაში საუბარია აშშ-ის თანხმობაზე ჩერნოგორიის ნატოს წევრად მიღების საკითხში, რაც ამ ოროდე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტმა ჰო ბაიდენმა განაცხადა. მართალია, არაა გამორიცხული, რომ აშშ-ის თანხმობის მიუხედავად, შეიძლება ნატოს სხვა წევრებს სხვა აზრი ჰქონდეთ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა (ავტორი – ჯულიან ბარნსი).

ვაშინგტონი ჩერნოგორიის მიღებზე თავისი თანხმობით აჩვენებს, რომ მოსკოვი ამ საკითხის რეალიზებას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩერნოგორიაში გარკვეული გავლენა და ინტერესები აქვს.

მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია, რომ ნატოს გაფართოება მისი უსაფრთხოებას ემუქრება. მარტალაც, რუსეთის სეჭრამ საქართველოში (2008 წელს) და უკრაინელი სეპარატისტებისადმი მხარდაჭერამ (2014 წელს) ამ ორი ქვეყნის – საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების იმედებს ფაქტიურად ძირი გამოუთხარა.

ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განახადეს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება შორეული მომავლის საქმეა და საერთოდ, საეჭვოა, რომ ეს როდისმე მოხდება. ასევე განუხორციელებელი ჩანს, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს დროში, მაკედონიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ალიანსში მიღების საკითხიც.

«The Washington Post» (აშშ), 25 სექტემბერი, 2015 წელი

https://www.washingtonpost.com/national/georgian-protesters-push-for-renewal-of-ties-with-russia/2015/09/24/304a4e6e-62c5-11e5-8475-781cc9851652_story.html

ქართველთა საპროტესტო აქცია რუსეთთან კავშირების აღდგენის მოთხოვნით

თბილისში 24 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ, რამდენიმე ათელმა მოქალაქემ საპროტესტო აქცია ჩაატარა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ხუთდღიანი ომის შემდეგ იქნა გაწყვეტილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პროდასავლურად განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრემ გიორგი მარგველაშვილმა ხელი შეუწყო მოსკოვთან სავაჭრო კავშირების განახლებას, მაგრამ [დიპლომატიური ურთიერთობა] არ აღადგინა, რაც ქართველებს, სხვა გარემოებებთან ერთად, ვიზების მიღებას ურთულებს.

პროტესტანტები აცხადებდნენ, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწობს აგრეთვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების საქართველოს სემადგენლობაში დაბრუნებას, რომელტა დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წელს აღიარა.

საპროტესტო აქციის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ მიტინგის ჩაშლას და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეებს „მოღალატეები“ უძახეს.

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/pro-russian-rally-in-tbilisi/2977104.html

თბილისში პრორუსული აქცია გაიმართა

პრორუსული იდეოლგიის გამზიარებელი ორგანიზაციები საქართველოში პოპულარულობით არ სარგებლობენ

ნინო დალაქიშვილი

ერეკლე მეორის საზოგადოება ერთ-ერთია იმ ორგანიზაციათა შორის, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ქმედებებს და საქართველოში მათ პოპულარიზაციას ცდილობს. ორგანიზაციის წევრებმა დღეს პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართეს, სადაც გააჟღერეს მოთხოვნა სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე ამბობს: „ნეიტრალიტეტში ვხედავთ იმ გამოსავალს, რომ როდესაც რუსეთს ექნება გარანტია, რომ არ არ იქნება რომელიმე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზა, საშუალება გვექნება დავიწყოთ მშვიდობიანი მოლაპარაკება სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეალურად დეოკუპაციისთვის.“

პრორუსული იდეოლოგიის გამზიარებელი ორგანიზაციები საქართველოში პოპულარულობით არ სარგებლობენ. ამას ადასტურებს აქციის შესახებ გამოხმაურებები სოციალურ ქსელებში, სადაც რუსეთის მილიტარისტული მისწრაფებები ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. უარყოფით დამოკიდებულებებია ასევე მისი ძალისმიერი პოლიტიკის მიმართაც, რომლის შედეგია უკრაინაში მიმდინარე და საქართველოში შვიდი წლის წინანდელი ომი, რომელიც დღემდე გრძელდება მცოცავი ანქესიის სახით.

გარდა ამისა, ერეკლე მეორის საზოგადოების აქტივობას კონტრაქციაც მოჰყვა. „თავისუფალი ზონის“ წევრმა ვანო მაღალაშვილმა აქცია თანამოაზრეებთან ერთად გააპროტესტა. პოლიციამ იგი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.

აქციაზე კომუნისტური პარტიის წევრი ავთანდილ მარგიანიც იმყოფებოდა. მისი თქმით: „რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდება სამუდამო ხელშეკრულება ძმობის, მეგობრობის, კეთილმეზობლობის.  რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, რომელსაც სიმართლე ყოველთვის დაუცვია. განსაკუთრებით, ქართველი ერი ორჯერ აღორძინდა ჩრდილოეთიდან მზის ამოსვლით და მესამედაც აღორძინდება.“

საქართველოს კანონმდებლობაში „თავისუფლების ქარტიაში“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებაა საუბარი. კანონის მიზანია: საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

„ამერიკის ხმასთან” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა: „სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლი კრძალავს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წეს-წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან ძალადობით დამხობისკენ. აქციის მონაწილეების მხრიდან თუ საქართველოს ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ მოწოდებები გაჩნდება, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები უნდა იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი. რაც შეეხება საბჭოთა სიმბოლიკის მატარებელი ატრიბუტიკის გამოყენებას, ზოგადად იკრძალება საბჭოთა, ტოტალიტარული და ფაშისტური ხასიათის სიმბოლიკის განთავსება. ესაა აკრძალული თავისუფლების ქარტიის შესახებ კანონით. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება, კერძოდ, ქარტიის საბჭომ უნდა უზრუნველყოს სიმბოლიკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან გატანა.“

პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო მომავლის განსაზღვრას რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უკავშირებს, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობაა.“ იგი ამჟამადაც პეტერბურგში იმყოფება, მისი პარტიის ვებგვერდზე კი ცნობაა, რომელიც იუწყება, რომ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, ბურჯანაძის ვიზიტები რუსეთის ფედერაციაში სულ უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. პარტიის მთავარი დაპირება კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რომლიც ხორცშესხმასაც მისი იდეოლოგები რუსეთთან კავშირის გაღრმავების გზით მაინც აანონსებენ იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უკვე შვიდი წელია ოფიციალურად ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევს.

«Независимая газета» (რუსეთი), 25 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-09-25/1_georgia.html

ქართულ საზოგადოებას ამერიკა აღიზიანებს: „თუ ვაშინგტონი არ მიყვარს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსოფილი ვარ“

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოებამ“ თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია ჩაატარა და საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ მოთხოვნა წამოაყენა. იქვე შეგროვდნენ პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონის“ წევრებიც (მათი მოქმედების კოორდინირება „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მიერ ხდება). შენობასთან განლაგდნენ აგრეთვე პოლიციის რაზმებიც, გადაკეტილი იყო აქრეთვე რეზიდენციასთან მისასვლელი გზებიც, – ნათქვამია „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

„ეს იყო ქართული საზოგადოების ნაწილის პირველი ღია და საკმაოდ ხისტი გამოსვლა პროდასავლური ვექტორის წინააღმდეგ. მართალია, „ერეკლე მეორის საზოგადოების“ აქტივისტებს პრორუსებს და ეროვნული ინტერესების გამყიდველებს უწოდებენ, მაგრამ ეს აშკარად იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში დასავლური კურსის მოწინააღმდეგეები ნამდვილად არიან. კაცმა რომ თქვას, ისინი ყოველთვის იყვნენ, მაგრამ  მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მათ თავიანთი პოზიცია ასე აქტიურად რომ გამოეხატათ, გასაგებია, სადაც მოხვდებოდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, „ნაციონალებისაგან“ განსხვავებით, ამგვარ გამოსვლებს უფრო ლოიალურად ექცევა.

„ერეკლე მეორის საზოგადოების“ განცხადებით, ნატოში გაწევრიანებაზე უარი და ნეიტრალური სტატუსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება – მეტი შანსი იქნება იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. „დასავლეთი არაფერს აკეთებს. თუ საქართველო ნატოზე უარს იტყვის, მაშინ რუსეთი დაინახავს, რომ საქართველოს მხრიდან მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ ფონზე შესაძლებელი იქნება კონკრეტული მოლაპარაკების დაწყება“.

სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთის ინერტულობის კვალობაზე საქართველოში რუსეთის მომხრეთა რაოდენობა მატულობს და ამის დასადასტურებლად დამოწმებულია თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინტერვიუ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს ეთერში, რომლის დროსაც მან საკმაოდ ემოციურად ისაუბრა საქართველო-ნატოს ურთიერთობის შუქ-ჩრდილებზე, რომ უკვე 21 წელია თბილისი ბრიუსელის კარზე აკაკუნებს, ყველა რეკომენდაციას ვასრულებთ, ვმონაწილეობთ ნატოს ამშვიდობო ოპერაციებში, გამოვცადეთ რუსული აგრესია, ალიანსის დაპირება გაწევრიანობის თაობაზე კი ისევ დაპირებად რჩება. მივესალმებით ჩერნოგორიის მიღებას ნატოს წევრად, მაგრამ რითაა ეს ქვეყანა საქართველოზე კარგი?“.

შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის შეფასებებში რაღაც-რაღაცეები გადაჭარბებული და მიკერძოებულია, მაგრამ მისი ნათქვამში არეკლილია ის განწყობები, რაც ქართულ საზოგადოებაში მართლაც არსებობს. ალბათ, ამის ერთგვარი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ თბილისში არსებული აშშ-ის ექს-პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლს თეთრი საღებავი შეასხურეს (სტატიაში გადმოცემულია ამ ინციდენტის დეტალები).

«Парламентская газета» (რუსეთი), 25 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.pnp.ru/news/detail/99234

რუსეთი-საქართველო: ოპტიმისტი ქალების დიალოგი

ვალენტინა მატვიენკომ და ნინო ბურჯანაძემ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაახლოების პერსპექტივებზე იმსჯელეს

რუსეთის ფედერალური კრების ოფიციალურ ორგანოში – „პარლამენტსკაია გაზეტაში გამოქვეყნებულია ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოსა და საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის შეხვედრის ამსახველი მასალა. მასში აღნიშნულია, რომ ნინო ბურჯანაძე ევრაზიის ქალთა ფორუმში  მონაწილეობს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა. „მასთან საუბარი ყველას სურდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის თვალსაჩინო წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გამწვავების შემდეგ – მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.

გთავაზობთ ამონარიდებს ვ.მატვიენკოსა და ნ.ბურჯანაძის საუბრიდან:

ვალენტინა მატვიენკო: „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში დაძაბულობის გაჩენა ჩვენი ბრალი არ არის. ამ სიტუაციამდე საქმე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა მიიყვანა, რომელიც რუსოფობური და ანტირუსული განწყობით იყო გაჟღენთილი. ამასთან, რუსეთში ყოველთვის დიდი პატივისცემით იყვნენ გამსჭვალულნი საქართველოსა და ქართველების მიმართ – ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო ორ ქვეყანას, ორ ხალხს შორის ნათესაური და ოჯახური ებურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ ეს მოხდა. და ახლა ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ იმ დადებით სიგნალს, რომელიც 2012 წლის შემდეგ გაჩნდა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის კვალობაზე. ჩვენ უკვე გვაქვს პროგრესი სავაჭრო- ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში – რუსეთის ბაზარზე კვლავ დაბრუნდა ქართული პროდუქცია, ნორმალიზებულია ავია- და საავტომობილო მიმოსვლა, მკვეთრად იმატა ვიზების გაცემის რაოდენობამ. ამასთან, ჩვენ გვაღელვებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ხელს უშლის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას. გვაღელვებს საქართველოს ნატოსთან დაახლოება. აქედან გამომდინარე, საჭიროა დიალოგი უფრო აქტიურად გავაგრძელოთ. თქვენი მონაწილეობა ევრაზიის ქალთა ფორუმშიც იმის ნიშანია, რომ უთანხმოების მიუხედავად, ეს დიალოგი აუცილებელია. იცით, მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ურთიერთობის ნორმალიზებას“.

ნინო ბურჯანაძე: „ძალიან ვაფასებ თქვენს ნათქვამს, რომ ჩვენთვისაც და თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების აღდგენა. დიახ, ბევრი რამ არასწორად გაკეთდა, ურთიერთობა ჩიშია შესული, მაგრამ მეც თქვენსავით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ დიალოგის გზით ამ ჩიხიდან გამოვალთ. შიშებს და ფობიებს არავისთვის კარგი არაფერს მოუტანია. მე არ მსურს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, გინდაც ის მეზობელი სახელმწიფო იყოს, ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელები გავაკრიტიკო, მაგრამ მიმაჩნია, რომ მან [საქართველოს ხელისუფლებამ] რუსეთთან დიალოგი აქტიურად უნდა აწარმოოს და დაანგრიოს არსებული სტერეოტიპები. მე ვიცი თქვენი კეთილი დამოკიდებულება საქართველოსთან, ვიცი, რომ თქვენ გულწრფელად გსურთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განახლება და მჯერა, ქართულ-რუსული ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემაზე იქნება დამყარებული“.

ვალენტინა მატვიენკო: რუსებს ქართველებთან ურთიერთობის ნოსტალგია აქვთ. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მაგრამ ხალხის გულში კეთილი განწყობები რჩება. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დიალოგისათვის“.

Comments are closed