globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 26th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независмая газета» (რუსეთი), 26 თებერვალი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-02-26/6_gruzia.html

საქართველო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ

იური როქსი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით,  შეიძლება ამ დღეებში პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართოს, რომელსაც ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ ითხოვს. მოუწოდეს რა პრეზიდენტს ისარგებლოს თავისი კონსტიტუციური უფლებით, „ნაციონალებმა“ სურვილი გამოხატეს, რომ სხდომას პრემიერ-მინისტრიც დაესწროს მთელი თავისი კაბინეტით და კანონმდებლებს აუხსნას ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის მიზეზები. საზოგადოებაში სულ უფრო მეტად ისმის ხმები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, რადგან მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვის უნარს კარგავსო.

საქართველოში შექმნილი სიტუაცია მართლაც კრიზისულია და სულ უფრო უარესდება: ლარი უაფასურდება, ფასები საფუარივით მატულობსდა ისედაც არცთუ მდიდარი მოსახლეობის უმეტესობა სწრაფად ღარიბდება. და ყველაფერი ეს ხდება ხელისუფლების განცხადებების ფონზე, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლდება და არაფერი კატასტროფული არ ხდება.. ადგილობრივი გაზეთები აჭრელებულია ცნობილი საზოგადოებრივი მოღვაწეების მიმართვებით არაფორმალური ლიდერისადმი, რომ დაიწყოს ბოლოს და ბოლოს იმ დაპირებების შესრულება, რასაც იგი წინასაარჩევნოდ აცხადებდა. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობას მოსახლეობა სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს: ხელისუფლება და მთავრობა უმოქმედოდაა. რეგიონებშიც საქმე კარგად არ არის: კოალიცია პოზიციებს კარგავს აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც შიდა დაპირისპირების საფუძველზე „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა. აჭარის მოვლენები პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღალატად მიიჩნია.

რასაკვირველია, მომხდარი ამბებით სარგებლობს ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობა“, რომელმაც, ზემოთ აღნიშნულ პრეზიდენტისადმი მიმართვაში დააფიქსირა, რომ შექმნილ სიტუაცია „მთავრობის არაკომპენეტურობის, არაქმედითუნარიანობის, აბსოლუტურად დამღუპველი ორწლიანი მუშაობის შედეგია.

ხელისუფლების განცხადებებით ჩანს, რომ მთავრობას რაიმე მნიშვნელოვანი ანტიკრიზისული ზომების მიღების გეგმა არ გააჩნია. როგორც ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, საქართველოს პირველ პირებს შორის უკიდურესი დაძაბულობაა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პრემიერ, პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტი ერთამნეთს პრაქტიკულად არ ელაპარაკებიან. ასეთ სიტუაციაში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი, რომელიც მთავრობის შეცვლასაც გამოიწვევს. მოარული ხმების თანახმად, ამ ამ სცენარისაკენ იხრება ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „ქართული ოცნების“ მუშაობისაგან ძალიან უკმაყოფილოა.

საქართველოში დღეს აღარ არის ის კოალიცია, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა: კოალიციის შემადგენლობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომელსაც ტავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს. სულ უფრო მეტად ავლენს დამოუკიდებელი მოქმედების სურვილს რესპუბლიკური პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ ინტელექტუალურ ბირთვს შეადგენს და აშკარაა, შორს აღარაა ის დღე, როცა რესპუბლიკელები საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას პოლიტიკა კოალიციის სხვა წევრებისაგან დამოუკიდებლად განახორციელონ. სხვათა შორის, მათთვის ასეთი სვლა ახალი არაა, ისინი ასე ადრეც მოქცეულან: შედიოდნენ პარლამენტში სხვებთან ალიანსში და მერე ამ ალიანსს ტოვებდნენ. ასეთ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილმა ახალი მოკავშირეების ძიება დაიწყო.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ პარლამენტის ვადამდელი არჩევნების სურვილი იმით აიხსნებოდა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ განადგურება უნდა -  ვაითუ „ნაციონალები“ 2016 წლისათვის ისე გაძლიერდნენ, რომ მათი დამარცხება და ქართული პოლიტიკიდან [გაძევება] ვერარ მოხერხდესო. დღეს კი, ექსპერტთა აზრით, ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა ღრმა კრიზისითაა განპირობებული.

„მოქმედი პოლიტიკური ძალა იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ნდობა ვერანაირად ვერ გამოიყენა, სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისათვის ვერაფერი მნიშვნელოვანი ვერ გააკეთა. დღეს მმართველ კოალიციას ძალიან გაუჭირდებოდა საჭირო ხმების მოგროვება, რომლითაც თავის უფლებამოსილებას დაადსტურებდა“, – განაცხადა „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინტიტუტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რუსეცკიმ. მისი აზრით, პოლიტიკური ძალების გადანაწილების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება იძულებითი შედეგი იქნება. „თუ „ქართული ოცნება“ ასეთ პიკირებას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებით ხელისუფლების „ნაციონალებისადმი“ რეალური ჩაბარების წინაშე, რადგან ქვეყანაში მესამე სერიოზული პოლიტიკური ძალა არ ჩანს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ტახტზე დაბრუნება ქვეყანას მორიგ ტრაგედიად შემოუბრუნდება“, – აღნიშნა ალექსანდრე რუსეცკიმ.

Comments are closed