«Lragir» (სომხეთი): ავლაბრელი სერგეი ლავროვის ტრაგედია
«Комсомольская правда» (რუსეთი): ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „საქართველომ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი დანაშაული უნდა მოინანიოს“
«Zaman» (თურქეთი): თურქეთი და ირანი კავკასიაში: კონკურენტები თუ პარტნიორები?
——————-
«Lragir» (სომხეთი), 26 აგვისტო, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/43899
ავლაბრელი სერგეი ლავროვის ტრაგედია
ნაირა აირუმიანი
რაც უფრო რთულდება სიტუაცია რუსეთში, მით უფრო გაუგებარი ხდება ამ ქვეყნის ხელმძღვანელების პოლიტიკური განცხადებები და მოქმედებანი. მაგალითად, „შავი ორშაბათის“ წინ, როცა რუსულმა რუბლმა დოლართან მიმართებით ანტირეკორდი დაამყარა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „როსიისკაია გაზეტა“-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთსაც მალე იგივე დაემართება, ხოლო ვლადიმირ პუტინი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსიაო.
სერგეი ლავროვის სახეზე ბოლო ხანებში ტრაგიკული დაბნეულობა ჩანს, ხოლო მის ბაგეთაგან სულ უფრო ხშირად ისმის სასოწარკვეთილი წამოძახილები, თითქმის დედის გინება. მან აღარ იცის, რა გააკეთოს და რა თქვას, როცა რუსეთს იმდენი პრობლემა აქვს, მილიონობით დოლარს ხარჯავს ხან სადღაც ჩინეთის საზღვართან მდებარე რეგიონში სამხედრო მანევრებისათვის, ხან კიდევ ესტონეთთან. სერგეი ლავროვისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ვლადიმირ პუტინინს უკვე აღარ შეუძლია ოპონენეტების დაშინება და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაღა დარჩა, რომლებსაც რუსეთის ჰიპოთეტური თავდასხმისა სჯერათ და ეშინიათ.
ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა საქართველო, თუმცა ბოლო ხანს ქართველები ამ შიშისაგან თანდათან თავისუფლდებიან. მოსკოვი ჯერ კიდევ ცდილობს თბილისი დაშინებას, მაგალიტად, აფხაზეთის რკინიგზის გასაწმენდად რატომრაც მოსკოვმა იქ ჯარი გაგზავნა. საქართველომ არ დააყოვნა და პროტესტი განაცხადა და მსოფლიოს გაახსენა, რომ 2008 წლის ომის დროსაც რუსეთმა აფხაზეთში ასევე შეიყვანა თვისი სარკინიგზო სამხედრო ნაწილებიო.
სერგეი ლავროვი თბილისშია დაბადებული, უფრო მეტიც – ავლაბარში. მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მოსკოვის მიერ განხორციელებული მსგავსი ექსპანსიისადმი და რომ საქართველოს ძველებურად აღარ ეშინია. დღეს საქართველო რუსეთისათვის დაკარგულია. ტყუილად კი არ წერენ რუსი ჟურნალისტები – სად გაქრა ასე შეუჩნევლად ბიძინა ივანიშვილიო…
სერგეი ლავროვმა ისიც კარგად უნდა იცოდეს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ სომხეთში რუსეთისადმი: ჯერ-ჯერობით სომხეთი ერთადერთ ქვეყნად რჩება რეგიონში, რომელზეც წარბშეკრულ ვლადიმირ პუტინს გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგრამ ჰოი, საკვირველებავ! 24 აგვისტოს სერჟ სარგსიანმა თავის კოლეგა პეტრო პოროშენკოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 26 აგვისტო, 2015 წელი
http://www.kp.ru/daily/26424/3296970/
ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „საქართველომ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი დანაშაული უნდა მოინანიოს“
რუსეთის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ში გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი საუბრობს „დამოუკიდებლობის დღის“ – - 26 აგვისტოს მნიშვნელობაზე, სამხრეთ ოსეთ-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებზე და სხვა საკითხებზე. მასალაში აღნიშნულია, რომ 26 აგვისტოს აფხაზეთიც დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.
ჟურნალისტ ალექსანდრე გამოვის შეკითხვაზე, რა არის სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზნებიო, ლეონიდ თიბილოვი პასუხობს, რომ „ყველაზე მთავარს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის განმტკიცება წარმოადგენს, ყველა სფეროში, 18 მარტს ხელმოწერილ მეგობრობის, სტარტეგიულიი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების საფუძველზე“. პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას დღეს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა იცავს. „დღეს ჩვენი რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე თავს აბსოლუტურად დაცულად გრძნობს. ისეთი ვითარება არარ არის, როგორც ეს 2008 წლამდე იყო, როცა ყოველდღე ომის დაწყების შიში გვქონდა… ჩვენ რუსეთმა უდიდესი დახმარება გაგვიწია, გადაგვარჩინა და ამისათვის მადლობლები ვართ“.
შეკითხვაზე, როგორია სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვიტარების პერსპექტივები, ლეონიდ თიბილოვი პასუხობს, რომ ეს საკითხი ზალიან აქტუალურია: „ომმა პრაქტიკულად, რესპუბლიკის ეკონომიკური საფუძვლები დაანგრია. ამ სფეროში კვლავ რუსეთი დაგვეხმარა და დღეს საინვესტიციო პროგრამების რეალიზებაზე ვმუშაობთ. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და ნანგრევებისაგან რესპუბლიკა აღვადგინეთ, ამჟამად ვცდილობთ სოციალური სფერო გავაუმჯობესოთ, უმეტესად სასაზღვრო რეგიონებში. დღეს ძნელია ჩვენთან ინვესტორების მოზიდვა, ამ საკითხზე მე პირადად ყოველდღიურად ვმუშაობ. წარმატებებიდან შემიძლია ავღნიშნო 2012 წელს სამკერვალო ფაბრიკის ამუშავება, სადაც ჩვენი მოქალაქეები დასაქმდნენ (530 ადამიანი), ხელფასები 18-დან 22 ათას რუბლამდეა“.
ინტერვიუში საუბარია აგრეთვე რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც სამხრეთ ოსეტის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებისათვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, „როგორ აპირებს ცხინვალი თბილისთან ურთიერთობას იმ ფონზე, როცა საქართველომ ანტირუსული რიტორიკა დააცხრო და როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება და პოზიტიურ მიმართულებას იძენს“, ლეონიდ თიბილოვი პასუხობს:
„ჩვენ პოზიტიურ ცვლილებებს ვერ ვხედავთ. ის განწყობებიც, რომლებიც დღეს თბილისშია, პრაქტიკულად 2008 წლისაგან არაფრით არ განსხვავდება. ამიტომაც ჩვენ თბილისთან არანაირი ურთიერთობა არ გავაქვს. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ უნდა მოინანიოს ჩადენილი დანაშაული და მისცეს სამხრეთ ოსეთს იმის გარანტია, რომ 2008 წლის აგვისტო არასოდეს არ განმეორდება, ანუ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საქართველოსაგან სწორედ ეს სურთ, მაგრამ თბილისი ყველანაირი ხრიკების მეშვეობით თავიდან იცილებს და გაურბის ამ დოკუმენტზე ხელმოწერას. თუ შეთანხმება ხელმოწერილი არ იქნება, ჩვენ არანაირ მოლაპარაკებას და და ურთიერთობებს არ დავთანხმდებით. საქართველო უნდა შეურიგდეს არსებულ რეალიებს და ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროს. მხოლოდ ამის სემდეგ შეიძლება ფიქრი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ნორმალურ დაწყებაზე“.
«Zaman» (თურქეთი), 26 აგვისტო, 2015 წელი
http://www.zaman.com.tr/_turkiye-kafkasyada-iranla-rekabet-edebilir-mi_2312723.html
თურქეთი და ირანი კავკასიაში: კონკურენტები თუ პარტნიორები?
„ირანსა და «5+1» ქვეყნების ჯგუფს (აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი პლუს გერმანია) მიღწეული შეთანხმების შედეგად თეირანი უფრო ეფექტურ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, განსაკუთრებით ეს ეხება კავკასიის რეგიონს, სადაც ირანისათვის, შეიძლება ითქვას, ახალი ერა იწყება“, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორია თურქი მკვლევარი, პოლიტოლოგი მეჰმედ ფათიხ ოზტარსი.
ირანი კავკასიისადმი პრაგმატულ მიდგომას ამჟღავნებს, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის კვალობაზე, „ახალ ერაში“ უპირველესად საკუთარ სარგებლიანობაში გამოიხატება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება თურქეთის ინტერესები. თუ თურქეთი თავის პასიურ პოლიტიკას გააგრძელებს, ეს ირანს უპირატესობას შესძენს. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ირანის რელიგიური ექსპანსიაც, – წერს ავტორი და ცდილობს თეირანის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივა განჭვრიტოს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ.
აზერბაიჯანს და ირანს რელიგიურად ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ რეგიონული თანამშრომლობაც შეუძლიათ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში, გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში ორივესთვის მიუღებელია დასავლური პოლიტიკა რეგიონში. ამასთან, არის ზოგიერთი საკითხი, რომელთა მიმართ ბაქოს და თეირანს სხვადასხვა მიდგომები და პოზიციები აქვთ, ვთქვათ, კასპიის ზღვის შელფის გადანაწილებაში.. ირანს არ სიამოვნებს აზერბაიჯანის საკმაოდ მჭიდრო კავშირები ისრაელთან, აზერბაიჯანს კი, თავის მხრივ, ასევე არ სიამოვნებს თეირანის დამოკიდებულება ჩრდ.ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებისადმი. გარდა ამისა, აზერბაიჯანი პერმანენტულად ეჭვებით უყურებს ირან-სომხეთის კავშირების გააქტიურებას.
მართლაცდა, სომხეთთან ირანი 1990-იანი წლებიდან საკმაოდ მაღალი დონის თანამშრომლობას ახორციელებს. იმ დროს, როცა სომხეთს აღმოსავლეთ-დასავლეთიდან (ანუ აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან) ბლოკადა აქვს გამოცხადებული, მისთვის სამხრეთულ, ირანის მიმართულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სულ რამდენიმე დღის წინათ მხარეებმა წარმატებული მოლაპარაკება გამართეს მესამე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის თაობაზე. ირანი აქტიურად დებს ინვესტიციებს სომხეთის ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. გარდა ამისა, დროდადრო რუსეთსა და სომხეთში გაისმის ხმები ირანის გაწევრიანებაზე ევრაზიულ ეკონომიკური კავშირში. გასათვალისწინებელია, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ დასავლეთში არსებულ სომხურ ლობს შეუძლია ირანსაც დაეხმაროს, საერთაშორისო არენაზე თეირანის იმიჯის გასაუმჯობესებლად.
რაც შეეხება ირანის დამოკიდებულებას საქართველოსთან: თეირანი ცდილობს სარგებელი მიიღოს რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებიდან და საქართველო-დასავლეთის მჭიდრო ურთიერთობიდან. ირანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მას არ სიამოვნებს ნატოსთან და სხვა დასავლურ სტრუქტურებთან საქართველოს აქტიური დაახლოება. ირანისთვის მიუღებელი იყო საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციაც“. თეირანს ისიც კარგად ახსოვს, რომ აშშ-ის გავლენით საქართველომ ირანს საბანკო სექტორში შეზღუდვები დაუწესა და სავიზო რეჟიმი გაუმკაცრა. თუმცა, „ახალი ერის“ დროს, როგორც ჩანს, ირანისა და საქართველოს ურთიერთობა პრაგმატულ ხასიათს შეიძენს. ირანს საქართველოში, ისევე როგორც სომხეთში, უფრო მეტად ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები აინტერესებს. შესაბამისად, ორივე ერთმანეთს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს. მოკლედ, რეგიონული ბალანსი დაცული იქნება.
თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს სამხრეთ კავკასიის მხოლოდ ორ ქვეყანასთან, თუმცა ეს ხელს არ უშლის ანკარას რეგიონული სტრანზიტო დერეფნის როლი შეასრულოს. ირანს ამ პროექტებში ჩართვა შეუძლია. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, საინტერესოა გავიგოთ, დაუჭერს თუ არა რუსეთი მხარს ამ ინიციატივებს.