globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 26th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 26 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.vestikavkaza.ru/analytics/Sostoitsya-li-vtoroe-prishestvie-Saakashvili.html

რამდენად შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის „მეორედ მოსვლა“?
გიორგი კალატოზიშვილი
(შემოკლებით)
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ რამდენიმე დღის წინათ ფეისბუქის გვერდზე გაკეთებულმა ჩანაწერმა – „მომავალ წელს საქართველოში შევხვდებითო“ – საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
პრინციპში, მსგავს დაბრუნებებზე და გამოცხადებებზე მიხეილ სააკაშვილს ადრეც ბევრჯერ უთქვამს – „ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში“, „ჩვენ დავბრუნდებით ცხინვალში“ და ასე შემდეგ. ამიტომაც, ალბათ, მისი გამონათქვამი სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. მით უმეტეს, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სამშობლოში 4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მეხუთე მზადდება – ზურაბ ჟვანიას უცნაურ სიკვდილთან დაკავშირებული სამხილების ფალსიფიცირების გამო.
მაგრამ ყველა, ვინც კი კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს და მისი ქცევის სტილს, ერთხმად ამტკიცებს, რომ იგი ტყუილუბრალოდ არაფერს არასდროს არ ამბობს და რომ მისი ვითომდა „სპონტანური“ და „ემოციური“ განცხადებები კარგად მოფიქრებულ-გათვლილია და კონკრეტულ მესიჯებს შეიცავს „მიზნობრივი აუდიტორიისათვის“.
ამ შემთხვევაში მის აუდიტორიას მოსახლეობის ის 20% წარმოადგენს, რომელიც თანმიმდევრულად აძლევს ხმას ექს-პრეზიდენტის პარტიას – „ერთიან ეროვნულ მოძრაობას“, აგრეთვე „მოყოყმანე ელექტორატი“, რომელიც მზადაა გვერდით დაუდგეს ძლიერ და თავდაჯერებულ ლიდერს, თუ იგი მოწინააღმდეგეების დამარცხებას შეეცდება.
ქვეყნიდან ფაქტიური გაქცევის შემდეგ, ახალი პრეზიდენტის იანაუგურაციამდე, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დიდხანს არანაირ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდა, არ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც. იგი თავის მტრებს და მხარდამჭერებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიდა, რომ თითქოსდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ნაკლებად აინტერესებდა.
ასეთ ფონზე მიხეილ სააკაშვილი მედიასივრცეში მოულოდნელად ტრიუმფალურად დაბრუნდა, რასაც ხელი შეუწყო სამმა ფაქტორმა:
პირველი – საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. „ამერიკელმა განდეგილმა“ იგრძნო, რომ ნიუ-იორკში ყოფნით „ტანჯულ-წამებული“ და „დევნილი ოპოზიციონერის“ შარავანდედს ვერ შეიქმნიდა. არადა, სამშობლოში დეპორტაციისაგან მას მხოლოდ ასეთი სახელი თუ იხსნიდა – ამერიკელებს არ სჭირდებად ისეთი „ყოფილი პარტნიორი“, გნებავთ დამსახურებული, რომელსაც „აქ, ახლა და ამ წუთში“ თამაში აღარ შეუძლია;
მეორე – დაიწყო უკრაინის მოვლენები, სადაც მიხეილ სააკაშვილი და მისი „ახალგაზრდა რეფორმატორების“ გუნდი ვარსკვლავებად გადაიქცნენ. მათ მუდმივად იწვევენ ყველაზე გავლენიან და ფართო აუდიტორიის მქონე ტელეკომპანიების გადაცემებში, მათგან რჩევებს იღებენ, მათ თანამდებობეს სთავაზობენ მინისტრთა კაბინეტში, ანუ საქართველოშიც ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერების რენომე მატულობს;
მესამე – მიხეილ სააკაშვილი გამხნევებულია მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დასუსტებით, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლითა და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაკეთებული მკვეთრი ანტისამთავრობო განცხადებებით გამოიხატა. ყოველივე ეს „ქართული ოცნების“ ფაქტიურ დაშლაზე მეტყველებს. შესაბამისად, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ამომრჩეველს მმართველ ძალაში დაწყებული მსგავსი შეხლა-შემოხლა არ მოსწონს. აქედან გამომდინარე, სახელისუფლებო კოალიციის რეიტინგი ეცემა, მიხეილ სააკაშვილი კი „დროებით ხელისუფლებადაკარგული ძლიერი ლიდერის“ იმიჯს ღებულობს.
მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლისთვისაა დაგეგმილი, მაგრამ მიშიკოს ამდენი ხნით მოცდა არ შეუძლია. გარდა ამისა, არჩევნები ხომ მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს ვერ გააუქმებს, ეს მხოლოდ რევოლუციითაა შესაძლებელი. ამას წინათ ინტერვიუში ექს-პრეზიდენტმა მოურიდებლად განაცხადა: „დღევანდელი ხელისუფლების შეცვლას კლასიკური დემოკრატიული არჩევნებით ვერ შევძლებთო“. ანუ ეს ნიშნავს, რომ მისი გუნდი ხელისუფლებაში მხოლოდ მორიგი რევოლუციის შედეგად თუ დაბრუნდება, როცა პროკურორისა თუ მოსამართლის ყოველგვარი სამართლებრივი ვერდიქტები თავის აზრს კარგავენ.
ამრიგად, მიშიკო და მისი რაზმი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაშვებულ რაიმე მნიშვნელოვან შეცდომას ან სოციალურ აფეთქებას ელოდებიან, რათა ებრაელთა უძველესი გამოთქმა „მალე ერთმანეთს იერუსალიმში შევხვდებით!“ ქართულად განახორციელონ („მალე ერთმანეთს თბილისში შევხვდებით!“) და ხელისუფლების დამხობის კონკრეტული გეგმის რეალიზება მოახდინონ. ალბათ, ეს იქნება „მშვიდობიანი და უსისხლო“, რადგან „ქართული ოცნების“ მთავრობა, თუ საქმე „თბილისურ მაიდნამდე“ მივა, ძალია გამოყენებას ვერ გარისკავს და „მშვიდად წავა“ ხელისუფლებიდან.
ამგვარი სცენარის თავიდან აცილება მხოლოდ „წინმსწრები“ ნაბიჯით თუ შეიძლება – ხელისუფლებაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით. შემთხვევითი არაა, რომ ქართულ მასმედიაში ფართოდ განიხილავენ მის მიერ ვიწრო წრეში ნათქვამ რეპლიკას – თუ საქმეები ცუდად განვითარდება, იგი „ასეთ შესაძლებლობას [ანუ ხელისუფლებაში დაბრუნებას] არ გამორიცხავს“.

«Независимая газета» (რუსეთი), 26 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.ng.ru/cis/2014-12-26/1_gold.html

საყდრისის „ოქრომ“ ქართველები ერთმანეთს გადაამტერა
თბილისში წინასაახალწლო დღეები სტუდენტური [მცირემასშტაბიანი] გამოსვლებით აღინიშნა – ახალგაზრდები ხელისუფლებისაგან საყდრისის ოქროს უძველესი მაღაროს გადარჩენას ითხოვენ. სტუდენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ადგილზე თანამედროვე მეთოდებით დაწყებული ოქროს მოპოვება უძველესი ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას გამოიწვევს. თუმცა შესაძლოა უკვე გვიანიც კი იყოს, რადგან საყრდრისის ბორცვზე მიმდინარე ასაფეთქებელმა სამუშაოებმა ძველი შურფები უკვე დააზიანა, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
ბოლნისის რაიონში, სადაც საყდრისის მაღარო მდებარეობს, საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, მაისში, რამდენიმე არასამტავრობო ორგანიზაციამ ოქროს მომპოვებელ კომპანია „არემჯი გოლდს“ იმ ადგილის დაუზიანებლად შენარჩუნება მოსთხოვა, სადაც ოქროს მოპოვება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 – მე-3 საუკუნეებით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ საყდრისის ბორცვი უშუალოდ ესაზღვრება დმანისის რაიონს, რომელიც მსოფლიოშია სახელგანთქმული იქ მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგებით: აღმოჩენილმა შრომის იარაღებმა და ადამიანთა საქმიანობის ამსახველი ნაშთებმა კაცობრიობის განვითარების დღემდე არსებულ თეორიას კითხვის ნიშნები დაუსვა.
რაც შეეხება თვით საყდრისის ოქროს უძველეს მაღაროს, ის 2004 წელს გერმანულ-ქართული ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. სამეცნიერო წრეებში დღემდე მიდის დავა იმის შესახებ, თუ რამდენად ფასეულია ისტორიისა და საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობა. ერთნი თვლიან, რომ საყდრისი ფასდაუდებელია და ყველანაირი სამუსაოები ამ კულტურული ძეგლის სიახლოვეს უნდა დაკონსერვდეს, მეორენი კი მის მიმართ უფრო თვშეკავებულნი არიან და ამბობენ, რომ საკმარისია აღმოჩენის დოკუმენტურად დაფიქსირება, ოქმის შედგენა, ანუ მოხდეს ფოტო-ვიდეოგადაღება, ვრცლად აღწერა და ისტორიული ფაქტების რეესტრში შეტანა.
საყდრისის ირგვლივ მიმდინარე მღელვარე პროცესებში პოლიტიკური პარტიებიც ჩაერთვნენ, ზოგი რას სთავაზობდა, ზოგი რას, ეს ყველაფერი ობიექტზეც აისახა – მკვეთრი ინტენსივობიდან პარალიჩამდე. ბოლოს ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას სპეციალური კომისიის ჩამოყალიბების წინადადებით მიმართა, რათა ამ ძეგლის ბედი საბოლოოდ გადაწყვეტილიყო: „თუ უნიკალურია, შთამომავლობას შემოვუნახოთ, თუ არ არის, მაშინ დავანებოთ თავი ხალხის გაბრიყვებას და კომპანია „არემჯი გოლდ“-მა მუშაობა განაგრძოსო“.
საყდრისის მაღაროს საკითხი გუშინ საქართველოს მტავრობის სხდომაზე განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ „არემჯი გოლდი“ ბოლნისის რაიონის ძირითადი დამფინანსებებლია – ბიუჯეტში ეს კომპანია საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს იხდის, მასში ათასობით ადამიანია დასაქმებული და შესაბამისად, კომპანიის საქმიანობის შეჩერება ან შეზღუდვა ქვეყნისათვის ზარალს იწვევს. საპროტესტო აქციებმა რაიონი უკვე დააზარალა – კომპანიამ ბიუჯეტში ფული ვერ შეიტანა, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა დაფინანსება საკუთარ თავზე აეღო და მუნიციპალიტეტს 9 მილიონი ლარი გადაურიცხა.
კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, მაღაროს ტერიტორიაზე ნაპოვნი არტეფაქტები შესაბამისი წესების მკაცრი დაცვით იქნება შენახული და მათ სპეციალისტები ღრმად შეისწავლიან.
ამის მიუხედავად, საყდრისის დამცველი აქტივისტებს ეს ყველაფერი არასაკმარისად მიაჩნიათ, „არემჯი გოლდისაგან“ სამუშაობის შეჩერებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ უძველესი მაღაროების ნაწილი უკვე განადგურებულია. სტუდენტებმა მხარდასაჭერად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც მიმართეს იმ იმედით, რომ ავტორიტეტული ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საყდრისს მფარველობას გაუწევს.
ქართული საზოგადოების ნაწილი ეთანხმება ჟურნალისტ თენგიზ აბლოთიას მიერ გამოხატულ თვალსაზრისს: „პრინციპში, საჭიროა ჩამოვყალიბდეთ, როგორ ვიცხოვროთ: კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენს ყოფილ ძლიერებაზე მოყოლილი ამბებით, კერძოდ, იმით, რომ ქართველთა წინაპრები თურმე მსოფლიოში პირველები ყოფილან ოქროს მოპოვების საკითხში თუ ვიცხოვროთ დღევანდელი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე“.
ამ პოზიციაში ჭეშმარიტების მარცვალი არის: საქართველო უძველესი ქვეყანაა და თითქმის ყოველ ადგილზე და ყოველ სიღრმეზე რაღაც ძველი ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს….

Comments are closed