globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 27th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი), 27 იანვარი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-01-27/6_gruzia.html

გეოპოლიტიკა და იური ვაზგაშვილის მკვლელობა

საქართველოში პოლიტიკური შტორმი გრძელდება

იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტან გომელაური დანიშნა. როგორც ცნობილია, მისი წინამორბედი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის მიზეზი გახდა არასამთავრობო როგანიზაცია „გადაარჩინე სისცოცხლის“ ლიდერის იური ვაზაგაშვილის სიკვდილი, რომლიც შვილის საფლავზე აფეთქდა. მისმა დაღუპვამ ქართულ საზოგადოებაში მკვეთრი ემოციური მღელვარება გამოიწვია. ბუნებრივია, ამ ფაქტმა გავლენა მოახდინა ქვეყნის მმართველ კოალიციაზე და საერთოდ, პოლიტიკურ ელიტაზეც: აშკარაა, რომ მიმდინარე პროცესები ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ღრმა დაპირისპირების დემონსტრაციას წარმოადგენს.

ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა ცნობილმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ასე შეაფასა: „ჭიკაიძის გადადგომა – ეს ხელისუფლების შეცდომა არ არის, შეცდომა თავის დროზე მისი მინისტრად დანიშვნა იყო… იგი თანამდებობას არცერთი კრიტერიუმით არ შეესაბამებოდა. კი, იგი პატიოსანი კაცია, შეეძლო შეუსვენებლივ ემუშავა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის მინისტრის ფუნქციების შესასრულებლად. თანამდებობიდან წასვლა მისთვის იმ მძიმე ტვირთისაგან გათავისუფლებას ნიშნავს, რომლის ზიდვა მან ვერ შეძლო, მას ამისთვის არც გამოცდილება ჰქონდა და არც პოლიტიკური და პროფესიული კაპიტალი“, – დაასკვნა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და მწვავე კრიტიკა უსამართლო იყო.

ასეთი შეფასების გათვალისწინებით, ალბათ, კანონზომიერი ხდება პარლამენტის „ნაციონალი“ დეპუტატების მოთხოვნა სპეციალური კომისიის შესაქმნელად, რომელიც ქართველი სამართალდამცველების საქმიანობას გააკონტროლებდა (იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების სწორად წარმართვის მიზნით), თუმცა „ნაციონალების“ (უმცირესობის) მოთხოვნას „ქართულმა ოცნებამ“ (უმრავლესობამ) უარით უპასუხა და მას ცინიკურ-ფარისევლური უწოდა: „ვაზაგაშვილის ვაჟის მკვლელობა თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდა, მაგრამ გამოძიება საერთოდ არ მომხდარაო“.

საზოგადოებაში დაძაბულობის შენელების მიზნით განმარტებით გამოვიდა შინაგან საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი ვახტანგ გომელაური და განაცხადა, რომ მალე ყველა ყველაფერს გაიგებს: 2006 წლის მაისში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი მოკლეს, შესაძლოა 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა… ისინი ყველა დამნაშავე ვერ იქნებიან და, შესაბამისად, მათი სამსახურებიდან გათავისუფლება უსამართლობა იქნებოდა.

ამასობაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მიზეზთა საინტერესო, თუმცა არა უდავო ვერსია წარმოადგინა სამხედრო საკითხების ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ: მან თავისი ვერსიის საფუძვლად აიღო მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ადგილი, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს და ის ფაქტი, რომ აფეთქება პროფესიონალურად იქნა განხორციელებული. შესაბამისად, მან არ გამორიცხა, რომ დანაშაულის უკან დგანან ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან „საქართველოში დიდი დესტაბილიზების მოხდენით“.

თბილისის გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვახტანგ მაისაიამ განავითარა აზრი, რომ რუსეთის ყველანაირადაა დაინტერესებული საქართველოში მადესტაბილიზებელი ქმედებები განახორციელოს: აშკარაა, რომ მოსკოვი ირანთან გეოპოლიტიკურ თუ სამხედრო ალიანსს ქმნის, რომელიც აშშ-ისა და ნატოს წინააღმდეგაა მიმართული. „მიმდინარეობს ცივი ომი რუსეთსა და ამერიკას შორის. მოსკოვი თეირანთან თანამშრომლობას აღრმავებს. შესაძლებელია, რომ მომავალში ამ ალიანსის სემადგენლობა გაიზრდება. არაა გამორიცხული, რომ რუსეთს და ირანს ჩინეთი შეუერთდეს ან ისეთი ქვეყნები, რომლებიც პროამერიკული განწყობით არ გამოირჩევიან… რუსეთი და ირანი აპირებენ, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ, ანუ შეიქმნას ღერძი თეირანი -მოსკოვი-დამასკო. ამით დასავლეთი ყოველგვარ ბერკეტს კარგავს, რომ ასადის რეჟიმი დაამხოს“, – თვლის ვახტანგ მაისაია.

სამხედრო ექსპერტის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ამ გეგმის ხელშემშლელი საქართველოა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მოკავშირედ ითვლება. სწორედ მისი ასეთი სტატუსისა და ორიენტაციის შესაცვლელად შეიძლება დესტაბილიზების მრავალი სცენარი შემუშავდეს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 27 იანვარი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2654484?isSearch=True

საქართველოს ხელისუფლება ორცეცხლსშუა აღმოჩნდა

შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად ძველის მოადგილე დაინიშნა

„საქართველოში თანამდებიდან გადამდგარი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ადგილზე უწყების ახალ ხელმძღვანელად მისი ყოფილი პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც უფლებადამცველის იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ გამოიწვია, ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ საკვანძო ძალოვან სტრუქტურაში მემკვიდრეობითობის პრინციპი შეინარჩუნოს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ახალი მინისტრი წარადგინა, მის მიმართ ქება-დიდებას არ იშურებდა: „იგი მაღალი პროფესიონალიზმით, პატიოსნებითა და უანგარობით გამოირჩევაო“, – ასე დაახასიათა მან ახალი მინისტრი.

„კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები თვლიან, რომ ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგაც აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის იოლი არ იქნება პასუხი გაეცეს იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც მთავრობის წინაშე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შედეგად გაჩნდა. როგორც „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, „მთავრობის წინაშე გადაუჭრელი დილემა წარმოიქმნა და მისდამი ნდობის საკითხი, როგორც ჩანს, გაზაფხულისთვის დადგება“. ამასთან, კოალიციის მცდელობა ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნის თაობაზე შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს. თუ სიტუაცია ასეთი სახით განვითარდება, მაშინ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა შეუძლია.

«ТВ Хабар» (ყაზახეთი), 26 იანვარი, 2015 წელი

http://khabar.kz/ru/novosti-50/v-mire/item/11917-v-gruzii-ne-mogut-reshit-vopros-bezrabotitsy

ყაზახეთის ტელევიზია: საქართველოში უმუშევრობის დონე 40 პროცენტს აღწევს

გუშინ, 26 იანვარს, ყაზახეთის ტელეკომპანია „ჰაბარის” ეთერში გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოში არსებული უმუშევრობის დონის შესახებ (ავტორები – აზიზა მაკულბაევა და შალვა სურამელაშვილი).

„საქართველოში უმუშევრობის დონე, ოფიციალური მონაცემებით, 15%-ს შეადგენს, თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, ეს ციფრი საქმის ჭეშმარიტ მდგომარეობას არ ასახავს. პრობლემა არა იმდენად უმუშევრობის დონეშია, რამდენადაც დასაქმების სტრუქტურაში. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, შეიძლება ითქვას, თვითდასაქმებულია, ანუ თავის მიერ მოძებნილი რაღაც სამუშაოთია დაკავებული.

„ჩვენთან ასი მომუშავე ადამიანიდან მხოლოდ 32 მუშაობს დაქირავებულის სტატუსით, დანარჩენი 68 იძულებულია, საკუთარი თავი სამუშაოთი თვითონ უზრუნველყოს”, – ამბობს ექსპერტი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, სანამ ქვეყანაში ყურადღებას მხოლოდ უმუშევრობის დონეს დაუთმობენ და არ დაინტერესდებიან დასაქმების სტრუქტურით, მანამ შრომითი მოწყობის პრობლემა პრაქტიკულად გადაუჭრელი იქნება. ანუ, პროპორცია 32/68 უნდა შეიცვალოს. „მაგალითად , ყახაზეთში დასაქმებულთა თითქმის 70% დაქირავებულის სტატუსი აქვთ, 30% კი თვითდასაქმებულია. ევროპაში ეს პროპორცია უფრო უკეთესია – შესაბამისად 85% და 15%. ესპანეთშიც კი, სადაც უმუშევრობის დონე თითქმის ორჯერ მაღალია, ყოველი ათასი მცხოვრებიდან ორჯერ მეტი ადამიანია დაქირავებული, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, ესპანეთში არსებული უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს და შრომით მიგრანტებად ითვლებიან, – ამბობს სოსო არჩვაძე.

გივი ხადურიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამი წლის წინ დაამთავრა, მიიღო IT-სპეციალისტის პროფესია, მაგრამ მას 30 ათასი ტენგეს ეკვივალენტი ხელფასით (კურსი დაახლოებით – 100 ტენგე = 1 ლარი) ერთი წელიც კი არ უმუშავია – იძულებული გახდა, თვითდასაქმებულთა რიგები შეევსო.

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე სამსახური სპეციალობის მიხედვით დავიწყე, მაგრამ სამუშაო ისეთი მაღალანაზღაურებადი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. სამუშაო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, უმაღლესდამთავრებულები კი ბევრნი არიან. ამიტომაც მე მხოლოდ ერთი წელი ვიმუშავე ჩემი სპეციალობით და შემდეგ სხვა, უფრო მომგებიან სამუშაოზე გადავერთე. მართალია, ახლა უკვე სპეციალობით არ ვმუშაობ, მაგრამ, სამაგიეროდ, შრომის ანაზღაურება უფრო მაღალია”, – აღნიშნავს გივი ხადურია ტელეკომპანია „ჰაბარის” კორესპონდენტებთან საუბარში.

საქართველოში უმუშევრობის დონემ ახალგაზრდებს შორის 50 პროცენტს გადააჭარბა, ამიტომაც ახალგაზრდა სპეციალისტები სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებენ. თუ მხედველობაში მივიღებთ დაქირავებულებისა და თვითდასაქმებულთა რაოდენობის შეფარდებას, გამოდის, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში 15% კი არ არის, როგორც ამას სტატისტიკის სამსახური იტყობინება, არამედ 40%-ია.

Comments are closed