globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 27th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ნაციონალებმა“ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოს კატასტროფა მომხდარიყო“

«Regnum» (რუსეთი): ინტერვიუ სომხეთის თავდაცვის მინისტრთან: „თუ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, ის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება როგორც რუსეთ-სომხეთისათვის, ასევე საქართველოსთვისაც“

«Regnum» (რუსეთი): საქართველო: იმედების კრახი // თბილისის სტრატეგიული ვექტორი ძველებური რჩება – ევროატლანტიკური კურსი

«Lragir» (სომხეთი): ივანიშვილს საქართველოდან გააძევებენ?

«Российская газета» (რუსეთი): «Добрий день! Good morning! გამარჯობა! // ინტერნაციონალისტები უკრაინის ხელისუფლებაში: სამი თვის შემდეგ

————————-

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 26 თებერვალი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/26871549.html

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ნაციონალებმა“ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოს კატასტროფა მომხდარიყო“

ქეთი ბოჭორიშვილი

პრაღაში რამდენიმე საათის წინ დასრულდა რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა.

ჩვენ სტუდიიდან ტელეფონით დავუკავშირდით ბატონ ზურაბ აბაშიძეს და მას შეკითხვები დავუსვით:

ქეთი ბოჭორიშვილი: ბატონო ზურაბ, იმსჯელეთ თუ არა შეხვედრის დროს შვეიცარიის კომპანიის მიერ ტვირთების მონიტორინგის თაობაზე? რა სტადიაში იმყოფება ამ საკითხის გადწყვეტა?

ზურაბ აბაშიძე: დიახ, ეს ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო. ჩვენ ამ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ 2011 წელს, როცა საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მაში მხარეების მიერ მიღწეულ იქნწეა სეთანხმება, რომ შვეიცარიული კომპანია განახორციელებდა იმ ტვირთების მონიტორინგს, რომლებიც გადაიტანება რუსეთიდან საქართველოში და პირიქით, სამი მიმართულების მქონე სავაჭრო დერეფნებით. ამ ხნის განმავლობაში, 2011 წლიდან დაწყებული ჩვენ შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტების ტექსტებზე ვმუშაობდით. ამ კონტრაქტევბბს ხელი მოწერება რუსეთის მხარესთან ერთად. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ ეს პროცესი ცოტა გააჭიანურა, მაგრამ ახლა ფინიშს ვუახლოვდებით, მოსამზადებელ სამუშაოებს ვამთავრებთ და უკვე უნდა მოვილაპარაკოთ იმაზე, სად და როდის უნდა მოვაწეროთ ხელი დოკუმენტებს, როდის დაიწყება მათი ამოქმედება. ამისათვის შვეიცარიაში შეიქმნება სამმხრივი რუსულ-ქართულ-შვეიცარიული კომიტეტი. ამას წინათ ჩვენ, [თბილისმა და ბერნმა], კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა ამ მიმართულებით და ახლა გვინდოდა რუსული მხარის პასუხი გაგვეგო.

ქეთი ბოჭორიშვილი: და რა პასუხი გაგცათ რუსულმა მხარემ, გართულებები არ იქნებაო?

ზურაბ აბაშიძე: რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ისიც ამთავრებს მუშაობას და უახლოეს ხანში მოსკოვიც მზად იქნება ამ შეთანხმების იმპლემეტაციისათვის. ამჟამად რუსული უწყებებეი საბოლოო ანალიზს უკეთებენ დოკუმენტების ტექნიკურ მხარეს და უახლოეს ხანში მუშაობას ყველა ერთად შევუდგებით.

ქეთი ბოჭორიშვილი: იმსჯელეთ თუ არა შეხვედრის დროს აფხაზეთის სატრანზიტო რკინიგზის შესახებ?

ზურაბ აბაშიძე: არა, ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.

ქეთი ბოჭორიშვილი: ბატონო ზურაბ, კიდევ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეთ, ზემოთ დასახელებული გარდა?

ზურაბ აბაშიძე: ჩვენი დღის წესრიგი ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებით შემოიფარგლება, არის სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის ტექნიკური ხასიათისა, რომლებიც საავიაციო მიმოსვლას უკავშირდება, სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობას, ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემები, რომლებიც 2-3 თვის განმავლობაში გროვდება. რადგანაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია,  საელჩოები არც თბილისში და არც მოსკოვში არ მუშაობენ, ამიტომაც ზოგიერთი საკითხის მოგვარება ამ შეხვედრების დროს გვიწევს.

ქეთი ბოჭორიშვილი: ბატონო ზურაბ, უკვე გაისმის ხმები, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრებმა თავისი ფუნქცია ამოწურაო და უფრო მეტიც, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ექს-მოადგილე ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ თქვენი შეხვედრების ფორმატი „ეროვნული ინტერესებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“. რას იტყვით ამ განცხადების თაობაზე?

ზურაბ აბაშიძე: იცით, წინასწარ ბოდიშს მოვიხდი ასეთი ტონისთვის, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის საფრთხის მომტანი თვითონ „ნაციონალური მოძრაობაა“ და არა აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი. „ნაციონალებმა“ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოს კატასტროფა მომხდარიყო. მათ მთლიანად დაანგრიეს და გაანადგურეს რუსეთთან ურთიერთობა, პარალელურად რუსეთს მიჰყიდეს საქართველოს თითქმის ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტი, [„ნაციონალთა“ პოლიტიკის გამო] შექმნილია უამრავი ჰუმანიტარული პრობლემა… და ახლა ეს ხალხი ჩვენ გვასწავლის, როგორ უნდა ვიმუშაოთ და როგორ პოლიტიკა გავატაროთ? ეს უკიდურესად არასერიოზული მოქმედებაა მათი მხრიდან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგი უნდა გააგრძელოს. მე გუშინ ბრიუსელში ვიყავი, ევროკავშირის სტრუქტურებში ჩვენს პარტნიორებს შევხვდი და მათთან საუბარში ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხებიც განვიხილეთ. მათი ძირითადი რჩევა ასეთია: „დიალოგი აუცილებლად უნდა გააგრძელოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს თქვენი ურთიერთობაო“. სხვათა შორის, გუშინვე ასეთივე პოზიცია დააფიქსირა ნატოს სპეცწარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმაც.

ქეთი ბოჭორიშვილი: ბატონო ზურაბ, გვერერდს ვერ ავუვლი თქვენს ბოლო განცხადებებს, რომლებმაც საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რა აუცილებელი იყო ასეთი განცხადებების გაჟღერება ამ დღეებში, რით იყო ეს ნაკარნახევი?

ზურაბ აბაშიძე: ამის არანაირი აუცილებლობა არ ყოფილა. მე, როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს, ჟურნალისტებმა კითხვა დამისვეს, თუ როგორი კომენტარი შემიძლია გავაკეთო ერთი დღის წინ ბატონი სერგეი ლავროვის მიერ გაჟღერებული განცხადების თაობაზე. ანუ მე ლავროვის განცხადებას გავუკეთე კომენტარი და ვთქვი ის, რაც აბსოლუტური სინამდვილეა და რეალობას აბსოლუტურად შეესაბამება.

ქეთი ბოჭორიშვილი: ანუ ეს არ ყოფილა პასუხი რაიმე სხვა სიგნალებზე მოსკოვიდან?

ზურაბ აბაშიძე: მე პასუხი გავეცი ჟურნალისტის შეკითხვას, ხოლო ის პოზიციები, რომლებიც მე პასუხში გავაჟღერე, აბსოლუტურ ჰარმონიაშია ბატონ ჯეიმს აპატურაის გუშინდელ განცხადებებთან, კერძოდ, არანაირი სამხედრო ბაზა საქართველოში არ იქნება, ესაა მხოლოდ საქართველოს კუთვნილი სასწავლო-საწრთვნელი ცენტრი. ამ საკითხის აჟიტირება ხელოვნურად მოხდა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ოპოზიციასთან.

«Regnum» (რუსეთი), 27 თებერვალი, 2015 წელი

http://www.regnum.ru/news/polit/1899768.html

ინტერვიუ სომხეთის თავდაცვის მინისტრთან: „თუ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, ის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება როგორც რუსეთ-სომხეთისათვის, ასევე საქართველოსთვისაც“

ვრცელ ინტერვიუში სომხეთის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოჰანიანი საუბრობს სომხეთის არმიის საკითხებზე, რუსეთთან სამხედრო ურთიერთობაზე, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებზე… იგი ეხება რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ კომუნიკაციებს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის შესაძლო ამოქმედების საკითხსაც.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

შეკითხვა: როგორ შეაფასებდით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას, აფხაზეთის გავლით? რას მიიღებდა სომხეთი ამ სცებარის სესაძლო განხორციელებით?

სეირან ოჰანიანი: ნება მომეცით თავი შევიკავო ამ უმადური საქმისაგან – პროგნოზებისა და შეფასებების გაკეთებისაგან, მით უმეტეს, რომ თქვენი კითხვა ძალიან ფაქიზ თემას ეხება, რომელშიც ერთმანეთშია გადაჯაჭვული სტრატეგიული და რეგიონულ მოთამაშეთა ინტერესები. თუ რკინიგზა საბოლოო ჯამში მაინც გაიხსნება, ის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება როგორც რუსეთისა და სომხეთისათვის, ასევე საქართველოსთვის. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ უპირატესობა მიეცეს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთინტერესებს, ვიდრე პოლიტიკურად წინასწარ შექმნილ ცუდ აზრებს და წყენებს.

«Regnum» (რუსეთი), 27 თებერვალი, 2015 წელი

http://regnum.ru/news/polit/1899752.html

საქართველო: იმედების კრახი

თბილისის სტრატეგიული ვექტორი ძველებური რჩება – ევროატლანტიკური კურსი

სტატიაში, რომლის ავტორია ცნობილი რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი,  განხილულია საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსის მიმართულებები, აქცენტი გადატანილია თბილის-მოსკოვის ურთიერთობაზე დასავლეთთან ურთიერთობის ჭრილში: რა შეიცვალა ქართულ დიპლომატიაში რუსეთთან მიმართებით 2012 წლიდან, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა?

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წასვლამ ქვეყნის პოლიტიკური არენიდან ქართულ-რუსულ ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია, თუმცაღა ამ ცვლილებებს ძირითადად მხოლოდ ტაქტიკური და სელექციური ხასიათი ჰქონდათ (და აქვთ). საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით, საგარეო პოლიტიკაში „ნაციონალების“ სტრატეგიული მიდგომები შეინარჩუნეს, ანუ გააგრძელეს ნატოსტან და ევროკავშირთან ინტეგრაციული კავშირების განმტკიცების კურსი. სწორედ „მეოცნებეებმა“ მოახდინეს ჯერ პარაფირება (2013 წლის ნოემბერში), შემდეგ კი ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას (2014 წლის ივლისში). სხვათა შორის, ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა თვით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც კი პრობლემურ, ძნელად განსახორციელებელ მიზნად იყო მიჩნეული. ახალმა ხელისუფლებამ, რომელმაც ექსტრავაგანტური ლიდერი შეცვალა, გააგრძელა ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა. მართალია, „მეოცნებეებმა“ ნატოსაგან „მაპ“-ის მიღებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაგან „გაფართოებული თანამშრომლობის“ პაკეტის მიღება. აი, კიდევ ერთი დადასტურება „ქართული ოცნების“ დასავლური კურსის ერთგულებისა: სწორედ „მეოცნებეებმა“ განაცხადეს თანხმობა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნის თაობაზე, ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით.

თუმცა აქ არის გარკვეული ნიუანსებიც: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, თავიანთი ტაქტიკა სერიოზულად შეცვალეს. სტრატეგიული მიზნის – ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევა მათ სურთ არა რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების „გადნობა-გამოცოცხლების“ ფონზე (მით უმეტეს, რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების გამო ეს ნაკლებად სავარაუდოა), არამედ „ნორმალიზების“ გზით. ანუ ეს ნიშნავს მკვეთრი რიტორიკის შერბილებას, სოციალურ-ეკონომიკური კოოპერაციის განახლებას და ვიწრო დიპლომატიურ დიალოგს.

ასეა თუ ისე, თბილისის სტრატეგიული ვექტორი, ყოფილი ექსტრავაგანტურობის გაქრობის მიუხედავად, მაინც ძველებური რჩება – ევროატლანტიკური კურსი.

«Lragir» (სომხეთი), 27 თებერვალი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/40903

ივანიშვილს საქართველოდან გააძევებენ?

აკოფ ბადალიანი, მიმომხილველი

გუშინ რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, საქართველოში შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რადგან მმართველი ბლოკის საქმიანობით გამოწვეული უკმაყოფლება მატულობს. ამას ხელს უწყობს ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია, ლარის დევალვირება, რომელმაც სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაამწვავა.

მმართველ ბლოკ „ქართულ ოცნებას“, რომელიც „მოსკოვის კაცმა“, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანა თანდათანობით „ქართული კოშმარისაკენ“ მიჰყავს. ივანიშვილი შეეცადა რუსეთთან ურთიერთობა მოეგვარებინა, დასავლეთმაც ნება დართო და დათანხმდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წასულიყო. პარალელურად, ახალ ხელისუფლებას ხისტი მოთხოვნები წაუყენა. ალბათ, მიზანი ის იყო, რომ ქართული საზოგადოება დარწმუნებულიყო: რუსეთთან ურთიერთობის გაურესება მიხეილ სააკაშვილის ბრალი კი არ იყო, არამედ თვითონ რუსეთია  დამნაშავე. ამის დამადასტურებელია მოსკოვის რეაქცია თბილისის ნაბიჯებზე: საქართველო აცხადებს რომ მზადაა რუსეთთან დიალოგზე, რუსეთი კი მასაც იგივე ვარიანტს სთავაზობს, რაც სომხეთს შესთავაზა – ჩემი ვასალი იყავიო. მოსკოვს არ შეუზღუდავს თავისი ამბიციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართაც – მათი აბსორბცია გრძელდება და შესაბამისად, თბილის-მოსკოვის დიალოგი ჩიხში შევიდა. ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთს საქართველო მხოლოდ ტერიტორიის სახით სჭირდება – ისევე როგორც სომხეთი.

ამ დღეებში რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციული ხელშეკრულების პროექტი გამოაქვეყნა, რაც ნიშნავს, რომ მოსკოვი თბილისთან ურთიერთობაში არსებულ კედელს კიდევ უფრო მაღლა სწევს. საქართველოს ხელისუფლებას ასეთ პირობებში არ შეუძლია იყოს დიალოგის გაგრძელების ერთგული, რადგან ამ შემთხვევაში იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კარგავს და იძულებული იქნება უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზეც.

„ქართული ოცნებისათვის“ ამგვარი ამოცანა ძნელად შესრულებადია, რადგან ეს დასავლეთისაკენ მზერამიპყრობილ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი იქნებოდა. ამჟამინდელმა ტენდენციებმა შეიძლება მოსახლეობაში რევოლუციური განწყობაც ააღორძინოს.

აშკარაა, რომ დასავლეთის გარეშე ოფიციალური თბილისი სიტუაციის სტაბილიზებას ვერ შეძლებს, მაგრამ დასავლეთი საქართველოს მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების სანაცვლოდ დაეხმარება. რაში გამოიხატება კონკრეტული ნაბიჯები? ჩვენ გვახსოვს მოსკოვის განცხადება, რომ ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას იგი ადექვატური ზომებით უპასუხებს, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებს გულისხმობს, ვთქვათ, ჯავახკთან მიმართებით. დღემდე სომხეთის ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად ცდილობდა, რომ ჯავახკი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ინსტრუმენტი არ ყოფილიყო, თუმცაღა რუსეთის არ ცდილობდა სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მოსკოვისათვის სომხეთის რეაქცია უცნობი იყო. მოსკოვს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სომხეთის ფაქტორი არ აკავებს ნაბიჯებისაგან, არის სხვა ფაქტორებიც. რუსეთისთვის სიტუაცია იმითაცაა გართულებული, რომ სომხეთისაგან განსხვავებით, ქართული ოპოზიცია პროდასავლურია და არა პრორუსული.

საქართველოში მოსკოვი უჩვეულო სიტუაციას წააწყდა: კრემლს მოეჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანით მთელ საქართველოს ხელში ჩაიგდებდა (ან ჩაიგდო), მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელში ჩასაგდებად ოპოზიციის დამორჩილებაც საჭიროა. აი, ეს კი მოსკოვს არ გამოსდის.

«Российская газета» (რუსეთი), 26 თებერვალი, 2015 წელი

http://www.rg.ru/2015/02/26/ministry.html

«Добрий день! Good morning! გამარჯობა!

ინტერნაციონალისტები უკრაინის ხელისუფლებაში: სამი თვის შემდეგ

პეტრე ლიხომანოვი

(შემოკლებით)

უკრაინის მთავრობის შემადგენლობა, რომელიც პარლამენტმა სამი თვის წინ დაამტკიცა, იმითა გამორჩეული, რომ მინისტრებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებსა და მრჩევლებს შორის ძალიან ბევრი უცხოელია.

შეიძლება ითქვას, რომ „ღირსების რევოლუციის“ ერთ-ერთი შედეგი, უეჭველია, ისაა, რომ უკრაინელებმა თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის მართვის სადავეები ხელიდან გაუშვეს. მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინა მთლიანად საერთაშორისო სავალუტო ფონდის სრულ კონტროლქვეშ აღმოჩნდა. ეს ყველაფერი მოსახლეობამ კარგად იცის, მაგრამ არსებულ სიტუაციას მაინც დადებითად აფასებენ. იმ შემთხვევაშიც კი, რომ გაზის ტარიფი 280%-ით იზრდება, კომუნალური მომსახურებისა და 70%-მდე. ეს გარდაუვალია, სხვანაირად ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 17 მილიარდ დოლარს ვერ მიიღებს.

საკვირველია, რომ უკრაინელთა გაზრდილი ეროვნული სიამაყე საოცარი ფორმითაა შეთავსებული დასავლეთის წინაშე პირმოთნეობა-ქედმოხრასთან, რაც ფაქტიურად, ქვეყნის მართვის საკითხში უსასოობის აღიარებას ნიშნავს. ვინ არიან ეს „ვარიაგები“, რომლებზეც უკრაინელები, პრეზიდენტთან ერთად, ასეთ დიდ იმედებს ამყარებენ?

ალბათ, ყველაზე ხშირად დასახელებული ფიგურით – ფინანსთა მინისტრ ნატალია იარესკოთი ინდა დავიწყოთ. ჩიკაგოში დაბადებულმა ნატალიამ ჰარვარდი დაამთავრა, 1989 წელს სახელმწიფო დეპარტამენტში გამოჩნდა, 1992 წლიდან კი უკვე კიევში, აშშ-ის საელჩოში მუშაობდა ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელად. მოგვიანებით, ნატალია იარესკო აშშ-ის სახელმწიფო სამსახურიდან წავიდა და უკრაინაში, მეუღლესთან ერთად საინვესტიციო ფონდი დაარსა. ფონდს საინვესტიციო ერქვა, თორემ სინამდვილეში იგი ამერიკელების ფულით უკრაინაში და მოლდოვაში ჩალის ფასად იძენდა დიდ ქონებას. ახლა ყოფილი ქმარი (ისინი ერთმანეთს 2011 წელს დაშორდნენ) ყოფილ ცოლს ფონდის ქონების განიავებაში ადანაშაულებს. სამაგიეროდ, ნატალია დღეს კიევის ახლოს მდებარე 1200 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე უზარმაზარ ვილაში ცხოვრობს. არის ეჭვები, რომ ფინანსთა მინისტრი თავის ადრინდელ საქმიანობას ისევ აგრძელებს – გაიაფებულ აქტივებს ყიდულობს და ამაში მას ჯორჯ სოროსი ეხმარებაო. უკრაინელებს მისი სახელი ჯერე-ჯერობით იმით ახსოვთ, რომ ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნა სეკვეტრირებული სოციალური ხარჯები…

ეკონომიკური განვითარების მინისტრის აივარს აბრომავიჩუსის საქმიანობაც ადრე უკრაინასთან იყო დაკავშირებული. იგი საინვესტიციო ბანკირია, ამერიკაში სწავლობდა, 2008-დან კი უკრაინაში შვედური კომპანიის წარმომედგენლობას ხელმძღვანელობდა, ადგილობრივ ბანკებში წილებს ყიდულობდა. იგი უკრაინელებს სახელმწიფო კომპანიათა  საქმიანობის გამჭვირვალობას დაპირდა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მინისტრი ოლიგარქთა ლობისტების წინააღმდეგობას წააწყდა, კულუარებში ხშირადაა ინტერესთა კონფლიქტებიც.

უკრაინის მთავრობაში ევროპელების ყოფნა, ფაქტიურად, ნატალია იარესკოთი და აივარს აბრომავიჩუსით ამოიწურება. ახლა გადავიდეთ საქართველოს მთავრობის ყოფილ ჩინოვნიკებზე, რომელბიც თავიანთი კარიერის დასაწყისში ხელფასებს ჯორჯ სოსროსის ფონდიდან იღებდნენ. ჯერ-ჯერობით მოწვეულ ქართველებს შორის ყველაზე მღალი ჩინის მქონეა ჰანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. იგი განათლებით ისტორიკოსია, კარიერას „საზოგადოებრივი ხაზით“ იკეთებდა, სამან მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად არ დანიშნა. რაც მან საქართველოში მინისტრის პოსტზე ყოფნისას გააკეთა, ორიოდე წინადადებით შეიძლება ითქვას: საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების პრივატიზება მოახდინა და სამედიცინო მომსახურების დიდი ნაწილი ფასიანი გახადა. იგივეს სთავაზობს კვიტაშვილი უკრაინელებსაც.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ თანამდებობა კიევშიც  იგივე სისტემაში დაიკავა და ხელმძღვანელობს უკრაინის სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურსაც. „მიხეილ სააკაშვილის ბუდის ბარტყები“ არიან ხატია შელია, გია გეწაძე, გიორგი წიკლაური… უკვე შეთხზულია ანეკდოტებიც: „Добрий день! Good morning! გამარჯობა! – ასეთი სიტყვებით იწყებსო მთავრობის სხდომას პრემიერ-მინისტრი არსებ იაცენიუკი“.

შეუძლებელია გვერდი აუარო ეკატერინე ზღულაძეს, რომელიც უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობს. მას საქართველოშიც იგივე თანამდებობა ეკავა. თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჟურნალისტის სპეციალობით, მან ამერიკაში სწავლაც მოასწრო. ქართულ პოლიციაში დანიშვნამდე ეკა ამერიკულ სამთავრობო სააგენტო Millennium Challenge Corporation-ში მთარგმნელად მუშაობდა. შს სამინისტროში თანამდებობა 26 წლის ასაკში მიიღო, იყო პრეს-მდივანი და „ლუსტრატორი“ ერთდროულად, აქტიურად ამცირებდა პოლიციელთა რაოდენობას. ახლა ეს შაგვრემანი ქალბატონი, რომლისთვისაც კიევის „სვეტური“ ცხოვრება უცხო არაა, უკრაინის შს სამინისტროს რეფორმირებას ახორციელებს, არსენ ავაქოვის სადამსჯელო ბატალიონების კონტროლქვეშ…

ზოგიერთი უკრაინელი დამკვირვებლის აზრით, ქართველებიც და ბალტიისპირელებიც უკრაინაში მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციებს ასრულებენ და ამერიკელთა შირმით მუშაობენ. საქმე მარტო უკრაინის უშიშროების სამსახურს არ ეხება, რომლის შესასვლელში აშშ-ის დროშა ჰკიდია – ამერიკელებმა მოკლე დროში უკრაინაში, ქვეყნის თითქმის ყველა დარგში, თავიანთი სტრუქტურების არააფიშირებული ფართო ქსელი შექმნეს.

გასული კვირის ახალი ანეკდოტი: „თბილისიდან მეგობარმა დამირეკა და მეუბნება, სახლიდან გამოსვლა მეშინიაო… ჩვენთან ხალხს პირდაპირ ქუჩაში იჭერენ და უკრაინაში მინისტრებად სამუშაოდ აგზავნიანო“.

Comments are closed