globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 27th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Kurier» (ავსტრია): „ნატომ და ევროკავშირმა ასე მოქმედება აღარ უნდა გააგრძელონ“: თინათინ ხიდაშელი ნატოსა და ევროკავშირისაგან საქართველოსთან მიმართებით მკაფიო პასუხს მოითხოვს

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): ინტერვიუ ჯონ ჰერბსტთან: „რუსეთის პოლიტიკას საქართველოში მსოფლიო ყურადღებას არ აქცევს“

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ტარიფის მატება დაძაბულობასაც ზრდის //

განმეორდება თუ არა საქართველოში სომხური სცენარი?

——————-

«Kurier» (ავსტრია), 26 ივლისი, 2015 წელი

http://kurier.at/politik/ausland/goergiens-verteidigungsministerin-warnt-vor-reaktionsmodus-gegenueber-russland/143.233.825

„ნატომ და ევროკავშირმა ასე მოქმედება აღარ უნდა გააგრძელონ“: თინათინ ხიდაშელი ნატოსა და ევროკავშირისაგან საქართველოსთან მიმართებით მკაფიო პასუხს მოითხოვს

შტეფან შოხერი

საქართველო ნატოში გაწევრიანება და ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს. ამ მიზნით ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფართო რეფორმები განხორციელდა, რომელიც მოქალაქეებს მძიმე ტვირთად დააწვა… თუმცა მოსალოდნელი დადებითი შედეგები ჯერ-ჯერობით აგვიანებს. რუსეთთან მომხდარი კონფლიქტის მოუხედავად, იგრძობა მასთან ხელახალი დაახლოების დინამიური პროცესი.

თინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრია. „კურიერი“ მას ესაუბრა და ინტერვიუ ჩამოართვა.

- კავკასიაში და უკრაინაში ამჟამად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით – სად ხედავთ საქართველოსთვის ყველაზე დიდ სტრატეგიულ გამოწვევებს?

- გასული წელი ძალიან რთული იყო. რეგიონის ქვეყნები კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ. უკრაინის მოვლენები ოპტიმიზმისათვის მცირე საფუძველს იძლევა. ყველას სურს საუკეთესო არჩევანი გააკეთოს – არა მარტო რეგიონის ქვეყნებს, არამედ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებსაც. მე მგონია, რომ რუსეთი არაფერს ამ ამზადებს არც თბილისის, არც კიევის, ბაქოს ან ერევნის წინააღმდეგ. საკითხი ეხება რუსეთის დაპირისპირებას ვაშინგტონთან, ბრიუსელთან და დასავლეთის სხვა დედაქალაქებთან. ბურთი სწორედ მათ მხარეს არის ნასროლი.

- „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე საკითხი ეხებოდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს და ამით ამ ორგანიზაციას დაუახლოვდნენ. საქართველოც მათ განეკუთვნება. რა შთაბეჭდილება დატოვა რიგის სამიტმა თქვენზე? ცნობილია, რომ საქართველოს სურვილი უვიზო რეჟიმის შესახებ არ განხორციელებულა…

- მე ვიტყოდი, რომ რიგის სამიტი ძალიან დადებითი შედეგების მომტანი იყო. მართალია, საქართველოთვის უვიზო რეჟიმი არ დაწესებულა, მაგრამ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ეს ძალიან მოკლე დროში მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს დადებითია: ჩვენ უკვე გვაქვს მტკიცე ვადა – ვიზა-ლიბერალიზაცია მოხდება 2016 წლის განმავლობაში, დანარჩენი კი უკვე ტექნიკური საკითხებია. ევროკავშირი მზად არის თავისი დაპირება შეასრულოს. ალბათ, ზოგიერთი საკითხი შეიძლებოდა უფრო ადრე, ორი წლის წინათ გადაჭრილიყო, მაგრამ ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ძალიან კარგი და დიდ სამუშაოს ასრულებს.

- შეიძლება ასე ნატოსთან მიმართებითაც ითქვას?

- ნატოსთან მიმართებით გარკვეული განსხვავება არსებობს, ამის უარყოფა არ შეიძლება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ევროკავშირისაგან განსხვავებით, სხვაგვარი ურთიერთობები გვაქვს: ჩვენი მხრიდან ტექნიკური სამუშაოები შესრულებულია და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაღაა საჭირო, რომ საქართველო „მაპ“-ში ჩაერთოს, შემდეგ კი ნატოს წევრი გახდეს, რასაც ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ 2008 წელს.

- ოხდება თუ არა ეს ათი წლის განმავლობაში?

- რეალისტურად თუ ვიმსჯელებთ, ეს შეიძლება 10 წლის შემდეგაც მოხდეს და ერთი წლის შემდეგაც… ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ჩვენ ველოდებით.

- მაგრამ საქართველოს აქვს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა, რომლის გამოც ნატო თავს იკავებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეგიონებში რუსეთის ჯარები დგანან და ისინი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა…

- ნატოში გაწევრიანებისათვის ეს დაბრკოლებაა, მაგრამ „მაპ“-ში ჩართვისათვის პრობლემას ვერ ვხედავ, „მაპ“-ი ხომ კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპით სარგებლობას არ ითვალისწინებს. ამასთან, როგორც ჩანს, რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდება. ნატოს და ევროკავშირი ვეღარ იმოქმედებენ ძველებურად, მხოლოდ რეაგირების რეჟიმში. სამწუცაროდ, საქართველოს შესაძლებლობები შეზღუდულია. თბილისს თავისი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. მომავალ წელს, ნატოს ვარშავის სამიტმა ჩვენ მკაფიოდ პასუხი უნდა გაგვცეს. დადგა მომენტი, რომლის კიდევ ერთხელ გადადება აღარ უნდა მოხდეს.

- უკრაინის ომმა ნატოს სუსტი მხარეები შესამჩნევი გახადა. ამის გათვალისწინებით, მიგაჩნიათ თუ არა მაინც ნატო თქვენი ქვეყნის დამცავ ფაქტორად თუ, შესაძლოა, რისკები არსებობს?

- ეს დამოკიდებულია გარემოებებზე. გააჩნია, როგორი კუთხით შევხედავთ. მოსკოვის თავლსაზრისით, ნატო საბოლოოდ დასუსტებულია, თბილისის კი პირიქით მიაჩნია: დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უფრო აქტიური და ძლიერია, ვიდრე 2008 წელს, როცა ჩვენ რუსეთთან ომი გვქონდა. მაგრამ თუ მოსკოვი დარწმუნებული არ იქნება, რომ ნატო თავის პრინციპებს მტკიცედ შეასრულებს, მაშინ ვინ შეაჩერებს რუსეთს? თუ ნატო „მაპ“-ს მოგვცემს, ეს ალიანსისთვისაც მომგებიანი იქნება, ეს ხელს შეუწყობს თვით ნატოს განმტკიცებასაც. ახლა ნატოს პოლიტიკურად ჩვენ უფრო ვჭირდებით, რუსეთისათვის მისანიშნებლად, ვიდრე ნატო ჩვენ.

- რა მოხდება, თუ საქართველო „მაპ“-ს ვერ მიიღებს?

- ეს არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნებოდა ტრაგედია.

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 27 ივლისი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/john-herbst/2877411.html

ინტერვიუ ჯონ ჰერბსტთან: რუსეთის პოლიტიკას საქართველოში მსოფლიო ყურადღებას არ აქცევს

ია მეურმიშვილი

საქათველოს საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ კრემლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომამდე გაცილებით ადრე დაიწყო, როცა რუსული ბომბები აუხსნელი მიზეზების გამო საქართველოს ტერიტორიაზე ვარდებოდა. ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ასებული მდგომარეობა ამ პოლიტიკის გაგრძელებაა:

„მაისში შიდა დემარკაციის ადგილს ვეწვიე, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს ყოფს. მაშინ საერთაშორისო დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ რუსი მესაზღვრეები ხშირად გადადიოდნენ ტერიტორიაზე, რომელიც სამხერეთ ოსეთს არ ეკუთვნის. ჩემთვის ეს იმის ნიშანი იყო, რომ ისინი სინჯავდნენ თუ რამდენად შორს შეძლებდნენ საზღვრის გადაწევას. ცოტა ხნის წინ საზღვრის ხელახალი გადმოწევა პროვოკაციაა,“ აცხადებს ჰერბსტი.

ყოფილ დიპლომატს მიაჩნია, რომ დასავლეთს გარკვეული წვლილი მიუძღვის იმაში, რაც დღეს საქართველოში ხდება. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთი დაესაჯა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებისთვის, კრემლი პირიქით – დააჯილდოვეს:

„ჩემი აზრით, კრემლის პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ ისე მიმდინარეობს, რომ მსოფლიო ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს. ამის მაგალითი აბსურდული „მისტრალის“ შეთანხმებაა, რომელიც საფრანგეთის მიერ რუსეთის დაჯილდოვება იყო იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად არ შეიჭრა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ საქართველოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წაართვა. ანუ, საერთაშორისო თანამეგობრობა ცუდად გამოეხმაურა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.“

საქართველოს მთავრობა ცდილობს ამ საკითხზე მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს, აცხადებს ყოფილი ელჩი. ერთი რჩევა, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა, საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაპირისპირებაა. მან ასევე დასძინა, რომ საქართველომ ეკონომიკურ განვითარებას უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს:

„ერთადერთი რჩევა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კლასისთვის მაქვს მათ ურთიერთობას ეხება. დაძაბულობა ორ მთავარ ჯგუფს შორის – ბატონი ივანიშვილისა და ბატონი სააკაშვილის ჯგუფებს შორის – ისეთი მწვავე არ უნდა იყოს, როგორიც დღეს არის. კიდევ ერთი რჩევა მაქვს: საქართველოში სავარაუდოდ ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს. ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ რესურსების აღმოჩენისა და ათვისების პროცესს.“

ჰერბსტი ამბობს, რომ უცხოური კომპანიებისთვის ძალიან რთულია საქართველოში ნებართვის აღება ჭაბურღილების ჩადგმაზე იმის დასადგენად აქვს თუ არა ქვეყანს წიაღისეული საწვავი. მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებასთან ერთად, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გააძლიეროს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 27 ივლისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2776796

ტარიფის მატება დაძაბულობასაც ზრდის

განმეორდება თუ არა საქართველოში სომხური სცენარი?

საქართველოს ენერგოკომპანიები, მათ შორის რუსული გიგანტის „ინტერ რაო“-სადმი დაქვემდებარებული ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“, ხელისუფლებისაგან ელექტრონერგიაზე ტარიფების მკვეთრ გაზრდას ითხოვენ. კომპანიებს სურთ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მათ ეროვნული ვალუტის – ლარის გაუფასურებისა და ბუნებრივ გაზზე ფასების გაზრდის გამო განიცადეს. მსგავსმა სიტუაციამ სომხეთში მოსახლეობის მასობრივი მღელვარება გამოიწვია, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ტარიფების მატების კომპენსირება ბიუჯეტიდან მოახდინა, ხოლო „ინტერ რაო“-მ ფიქრი ქვეყნიდან წასვლაზე დაიწყო. თბილისში ოპოზიცია უკვე სომხური სცენარისათვის ემზადება“, – წერს გაზეთი „კომერსანტი“ (სტატიის ავტორები – გიორგი დვალი და ნატალია სკორლიგინა).

საქართველოს ენერგეტიკის ეროვნულმა კომისიამ სამშაბათს უნდა გადაწყვიტოს -  დაეთანხმოს „თელასის“ მოთხოვნას დედაქალაქის აბონენტებისათვის ტარიფის მომატებას თუ უარყოს. „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბრისას „თელასის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანიამ ტარიფის გაზრდაზე განაცხადი უკვე შეიტანადა ითხოვს, რომ ტარიფი ერთ კილოვატსაათზე 0,05 ლარამდე გაიზარდოს ყველა მომხმარებლისათვის.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამის ძირითადი მიზეზია ელექტროენერგიის შესაძენი ფასები მომატება. თავის მხრივ კი ის კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიას ჰყიდიან, აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული ელექტროდენის ფასის გაზრდა ბუნებრივი გაზის ფასის მატებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.

გასულ თვეში თითქმის იგივე სიტუაცია იყო სომხეთში, სადაც იმავე „ინტერ რაოს“ კუთვნილმა „სომხეთის ელექტროქსელებმა“, იგივე მიზეზებით (დრამის გაუფასურება და გაზზე ფასის მატება), ელექტროდენის ფასი ასწია. ყოველივე ამან მოსახლეობის ფართო მასების პროტესტი გამოიწვია. რამდენიმედღიანი ხალხმრავალი აქციის შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და ტარიფის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფარა. თუმცა მიტინგებს რუსული კომპანიისათვის უკვალოდ არ ჩაუვლია: „ინტერ რაომ“ წამგებიანი „სომხეთის ელექტროქსელების“ თავიდან მოცილება გადაწყვიტა და მყიდველის ძებნა დაიწყო.

თბილისში აცნობიერებენ, რომ ტარიფების მატების გამო სოციალური რისკები ძალიან დიდია: „საშუალოსტატიკური ქართველის შემოსავლები მიზერულია, უმუშევრობის ისედაც მაღალი დონე სულ უფრო მატულობს“, – ამბობს „კომესანტთან“ საუბარში ექსპერტი  გია ხუხაშვილი. მისი აზრით. ენერგეტიკული კომპანიებისადმი (მათ შორის „ინტერ რაო“-სადმიც) პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან ელექტროენერგიის ტარიფში გაზის ფასიც შედის. „ხელისუფლებას პასუხი უმუშევრობის დონესა და მოსახლეობის შემოსავლების შემცირებაზე უნდა მოეთხოვოს“. მთავრობამ მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს კომპენსაცია აღუთქვა და ამ მიზნით ბიუჯეტიდან უკვე 20 მილიონი ლარი გამოყო.

ტარიფების მატების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა უკვე ყალიბდება: პარტია „მესამე დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „კომერსანტს“ შეატყობინა, რომ ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ და ხელისუფლებას ულტიმატიური ფორმით მოსთხოვენ ტარიფები არ გადიდდეს. „თუ ჩვენს მოთხოვნაზე უარს მივიღებთ, მაშინ ხელისუფლება მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით დაემხობა“, – გააფრთხილა მთავრობა ჯონდი ბარათურიამ, რომლის აზრით, ტარიფების გაზრდა უასაფუძვლოა. მისი მტკიცებით ელექტროენერგიის გაძვირებას ხელისუფლების უმარლესი პირები ლობირებენ, მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელიც ენერგოობიექტების მფლობელია და ტარიფების გაზრდაში პირადად არის დაინტერესებული. რეზერვები ენერგოკომპანიების შემოსავლებში უნდა ვეძებოთ, დარწმუნებულია ჯონდი ბაღათურია.

Comments are closed