globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 27th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«BuzzFeedMews» (აშშ): მოქალაქეობის არმქონე საქართველოს ექს-პრეზიდენტი ისევ ნიუ-იორკშია

«Foreign Policy»//«Associated Press» (აშშ): საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

«Voice of America»//«Голос Америки» (აშშ): მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი ჩამოართვეს

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქობა ჩამოართვა // საქართველოს ექს-პრეზიდენტის მომავალი საეჭვო გახდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პროდასავლური ლიდერის კრიტიკა დაიწყო

«Деловая столица» (უკრაინა): „მოქალაქე“ მიხეილ სააკაშვილი. რატომ არავინ გაიხსენებს მას სამი კვირის შემდეგ

«Московский комсомолец» (რუსეთი): „მშვიდობით, მიხო!“ // რატომ ჩამოართვეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა

«Комсомольская правда» (რუსეთი): „გაიქეცი, მიშა, გაიქეცი“

—————-

«BuzzFeedMews» (აშშ), 26 ივლისი, 2017 წელი

https://www.buzzfeed.com/johnhudson/stateless-ex-georgian-president-is-headed-to-new-york-city?utm_term=.tsQPJQbyLv#.hppREWZM05

მოქალაქეობის არმქონე საქართველოს ექს-პრეზიდენტი ისევ ნიუ-იორკშია

ჯონ ჰადსონი, რეპორტიორი

(შემოკლებით)

აი, რა შეიძლება დაგემართოს, როცა რუსეთთან ომს წააგებ,  როცა საკუთარ სამშობლოში არაპოპულარული კაცი ხდები, გარბიხარ უკრაინაში, საქართველოს მოქალაქეობას კარგავ, იქაურ მოქალაქეობას იღებ, შემდეგ იმასაც გართმევენ და ბოლოს აშშ-ში მოფრინავ…

უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით,  მოქალაქეობა ჩამოერთვა – თბილისიდან მიწოდებული ახალი დოკუმენტების საფუძველზე.

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მოკავშირე-მეგობარი და ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის საყვარელი კაცი ფართოდ ცნობილი გახდა საქართველოში განხორციელებული ანტიკორუფციული ბრძოლით, პოლიციის წმენდით მისი მმართველობის პერიოდში – 2004-2012 წლებში. 2015 წელს პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა იმ იმედით, რომ იგი შავი ზღვის ამ ნავსადგურში კორუფციას აღმოფხვრიდა.

ამ ორი პოლიტიკოსის „მეგობრობა“, რომელთა ქვეყნებს რუსეთი თავს დაესხა, დიდხანს არ გაგრძელებულა. მიხეილ სააკაშვილი, უტიფარი და თავხედი პოლიტიკოსი, რომელსაც მართვის აგრესიული სტილით გამოირჩეოდა, გასულ წელს გუბერნატორი პოსტიდან გადადგა და პოლიტიკური პარტიის სექმნა დაიწყო, თან პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართული კრიტიკული განცხადებების კეთება დაიწყო – შენი ბრალია, რომ უკრაინაში კორუფცია ჰყვავის და მკაცრ ზომებს არ იღებო.

მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა ზოია რეინერსმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცის თავისი შეფის სამომავლო გეგმებისა და დეტალების შესახებ. კიდევ ერთმა მიხეილ სააკაშვილის ახლობელმა პიროვნებამ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, ექს-პრეზიდენტი აშშ-ში დარჩება თუ არა, ან სხვაგან თუ გაემგზავრება. „არაფერი არ ვიცი“, თქვა მან. აქვე ვიტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი ჰოლანდიელია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში, ბრუკლინში, უილიამსბერგის მყუდრო კვარტალში ცხოვრობდა. უცნობია, იგი ისევ იქ დაბრუნდება თუ სხვაგან აირჩევს საცხოვრებელ ადგილს. ყოველ შემთხვევაში, კუინზი გამორიცხულია: „ქუინსი მთლიანობაში ნიუ-იორკის ანარეკლია“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ნიუ-იორკ თაიმსს“ 2014 წელს.

———

ამ თემაზე სტატიები გამოქვეყნდა აგრეთვე აშშ-ის სხვა გამოცემებშიც, კერძოდ, «Foreign Policy»-ში «Associated Press»-ში მსგავსი სათაურებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს“. პუბლიკაციებში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ბოლო წლების საქმიანობაზე, მის დაპირისპირებაზე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და ა.შ.

„მიხეილ სააკაშვილი იძულებული იქნება თავშესაფარი ამერიკაში ეძებოს და პოლიტიკა დაივიწყოს“, – უთხრა „ესოშეითედ პრესის“ კორესპონდენტს უკრაინელმა დეპუტატმა სერგეი ლეშენკომ. პოლიტოლოგ ვლადიმერ ფესენკოს თქმით კი, პეტრო პოროშენკო ზეწოლას განიცდიდა როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე უკრაინის გავლენიანი პოლიტიკური ძალების მხრიდან: „მიხეილ სააკაშვილმა კორუფციასთან ბრძოლის ველზე უკრაინის მმართველ ელიტაში ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა, კერძოდ, მას შეტაკება მოუხდა შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვთან“, – აღნიშნა ვლადიმერ ფესენკომ.

მასალა გამოქვეყნა რადიო «Voice of America»-ს რუსულმა სამსახურმაც სათაურით „მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი ჩამოართვეს“, რომელშიც, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ისტორიასთან ერთად, საუბარია საქართველოს ოპოზიციის რეაქციაზეც. „ნაციონალთა“ აზრით, ეს არის უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების გარიგების შედეგი: „ამ ნაბიჯით პეტრო პოროშენკო თავის მთავარ ოპონენტს გაუსწორდა. სწორედ ამიტომ შეხვდა იგი ბიძინა ივანიშვილს… უკრაინამ თავისი გადაწყვეტილებით საერთაშორისო კონვენცია დაარღვია და რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიმართავს უფლებების აღსადგენად“.

თავის მხრივ, პარლამენტის წევრი და მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველი რომან გოცირიძე აცხადებს: „ყველა სამართლებრივი ფორმა იქნება გამოყენებული, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოც… ეს უკანონო ნაბიჯია, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპონენტის ჩამოსაშორებლად და მას სერიოზული საერთაშორისო შედგები მოჰყვება. მჯერა, რომ უკრაინის ხელმძღვანელებს წინ კარგი პოლიტიკური ცხოვრება არ ელოდებათ“.

საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს თბილისი მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში. ამასთან, ყოფილი „ნაციონალები“ და ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უარი თქვას მიხეილ სააკაშვილის თბილისში ჩამოყვანის მცდელობებზე, რადგან, მათი აზრით, ამით საქართველოს ინტერესები დაზარალდება. „როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობისათვის მთავარ პრიორიტეტს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა წარმოადგენს, რაცჩვენი ქვეყნისათვის ზიანის მომტანია, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო არენაზე. მთავრობა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწევს, თუ ამას თვითონ მიხეილ სააკაშვილი არ მოისურვებს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

(წყაროები: http://foreignpolicy.com/2017/07/26/georgias-former-president-reportedly-stripped-of-ukrainian-citizenship. // http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_ukraine_saakashvili? site=ap&section= home&template =default // https://www.golos-ameriki.ru/a/ukraine-georgia-saakashvili-/3960930.html

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 27 ივლისი, 2017 წელი

https://www.ft.com/content/8e0fe436-723c-11e7-aca6-c6bd07df1a3c

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქობა ჩამოართვა

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მომავალი საეჭვო გახდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პროდასავლური ლიდერის კრიტიკა დაიწყო

უკრაინამ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის პროდასავლურ ლიდერ პეტრო პოროშენკოსთან დაპირისპირებული ადამიანის პერსპექტივა ეჭვის ქვეშ დადგა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – რომან ოლერჩიკი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის მტავარი მომეწნტები როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში – ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობის პერიოდში.

„საინტერესოა, რომ პეტრო პოროშენკომ გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში უკრაინის ხელისუფლება ჰილარი კლინტონის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მე იმ დროს პეტრო პოროშენკოს ვუთხარი, რომ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს-მეთქი, მაგრამ მან ცალმხრივი მიმართულება აირჩიაო.

მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს ურთიერთობა ბოლო დროს მკვეთრად გამწვავდა; ყოფილ „მეგობარს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი რეფორმების შეჩერებაში ამხელს, პრეზიდენტი კი კრიტიკას უარყოფს. პეტრო პოროშენკო ოლიგარქია, იგი აკონტროლებს მასმედიის საშუალებებს და საკონდიტრო სფეროს კომპანიებს. პეტრო პოროშენკო უკრაინის ლიერად პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ აირჩიეს. დასავლელი მფარველები, ჩვეულებრივ, მხარს უჭერდნენ პეტრო პოროშენკოს, მაგრამ ბოლო ხანებში ისინიც ამჩნევენ, რომ რეფორმების ტემპი შენელდა. მათ ეჭვი გაუჩნდათ – აქვს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფართოდ გავრცელებული კორუფციასთან ბრძოლის ნება და სურვილი.

ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე ზრუნავს, მუშაობდა, იგი გარს იკრებს ანტიკოუფციულად განწყობილ აქტივისტებს და ჟურნალისტებს, დეპუტატებს. მას სემდეგ, რაც მას მოქალაეობა ჩამოართვეს, მიხეილ სააკასვილმა ფფეისბუქში დაწერა; „პეტრო პოროშენკო სერიოზულ შეცდომებს უშვებს. მას ეშინია ახალი პოლიტიკური ძალისა და იმ პოლიტიკოსების კონსოლიდაციისა, რომელიც მისი ხელისუფლების მოდელს აკრიტიკებენ“.

«Деловая столица» (უკრაინა), 27 ივლისი, 2017 წელი

http://www.dsnews.ua/politics/grazhdanin-saakashvili-pochemu-o-nem-cherez-tri-nedeli-uzhe-26072017182400

მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. რატომ არავინ გაიხსენებს მას სამი კვირის შემდეგ

სარედაქციო სტატიაში განხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გარემოებები და მიზეზები – როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.  გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ინფორმაციამ მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ „ქარიშხალი ჭიქა წყალში“ გამოიწვია. თუმცა არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება ბევრს აწყობს. და სხვათა შორის, თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც.

ექსპერტები დიდი ხანია მიუთითებდნენ, რომ თბილის-კიევს შორის ურთიერთობის „აცივება“ გამოიწვია არა იმდენად საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის ოპონენტების მოსვლამ, რამდენადაც იმ ფაქტმა, რომ ქვეყნიდან გაქცეულმა ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და შემდეგ ოდესის ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა. სამშობლოში მიხეილ სააკაშვილს ბევრ დანაშაულში ამხელენ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რამდენჯერმე გაგზავნა მიმართვა კიევში ექს-პრეზიდენტის ექსტრადიციის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ – უკრაინის ხელისუფლება უარს აცხადებდა.

საქმის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრა პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს დაემთხვა. ამასთან დაკავშირებით მთელი კონსპიროლოგიური სცენარები შეითხზა – უკრაინის პრეზიდენტი სპეციალურად ჩავიდაო აჭარაში, რათა იქ მყოფ ბიძინა ივანიშვილთან (ყველაზე გავლენიან ადამიანთან) მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი განეხილა“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ვრცლადაა განხილული საქართველოს პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები (სისიხლის სამართლის კოდექსისი მიხედვით).

„მიხეილ სააკაშვილის კაზუსის“ გადაწყვეტა – ეს მრავალსვლიანი მოქმედებაა არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მხრიდან, არამედ აშშ-ის მონაწილეობითაც. ფაქტია, რომ კიევი უარები თბილისის თხოვნებზე ხელს უშლიდა ორი სახელმწიფოს ურთიერთობას – იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან შავი ზღვის რეგიონში. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მოიძებნა ისეთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ყველას აწყობს: უკრაინა ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობას ართმევს (თანაც მატყუარა კაცის დაღით) და ასეთი მოქმედებით წყვეტს საქართველოში მისი ექსტრადირების საკითხს. მიხეილ სააკაშვილი წინასწარ აშშ-ში მიემგზავრება და იქ რჩება. საქართველოს ხელისუფლება „კმაყოფილია“ და ყველაფერს ივიწყებს: აბა, თბილისი ხომ არ დაიწყებს ვაშინგტონში მიმართვების გზავნას, გადმომეცი გაქცეული ექს-პრეზიდენტიო…

რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, მასაც აწყობს მოვლენათა ასეთი განვითარება. უკრაინაში მისი საქმეები წინ რატომღაც ვერ მიდიოდა: ოდესის გუბერნატორობიდან წავიდა (თუ მოხსნეს, ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა); მისი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ („რუხ ნოვიხ სილ“) სოციალური ქსელების დონიდან ვერ გამოვიდა; ტელეპროგრამას, რომელიც მას მიჰყავდა, დაფინანსება აღარ აქვს, თანამზრახველთა გუნდს კი „ჩამოგდებული მფრინავების“ და „ჩაძირული გემების სასაფლაოს“ უწოდებენ. ახლა კი იჯდება მშვიდად აშშ-ში, დაუბრუნდება ლექციების კითხვას „რეფორმების“ შესახებ, ზოგჯერ უკრაინის ხელისუფლებას გააკრიტიკებს, მაგრამ მისთვის ასეთი მდგომარეობა უფრო კარგია, ვიდრე უკრაინაში მუდმივ კლოუნად ყოფნა.

არ ღირს მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველებზე დარდიც. თუ დავით საყვარელიძემ და გიზო უგლავამაც თავიანთ საქმეში რაიმე მოიტყუეს, მათაც პატრონის ბედი ელოდებათ. შეიძლება ამ წუთში არა, მაგრამ მოგვიანებით, შესაბამისი შემოწმების შემდეგ. რაც შეეხება იმათ, ვინ უკვე მოასწრო და „ახალი ძალების მოძრაობას“ მიეწება, ან სურვილი ჰქონდათ, მათ შამპანური უნდა გახსნან იმის აღსანიშნავად, რომ ასეთი გუდურასაგან  განთავისუფლდნენ. შეიძლება მათ დაიწყონ ყვირილი, რომ „მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის მსხვერპლიაო“ (დავით საყვარელიძეს, როგორც ჩანს, აქვს ამისაკენ მიდრეკილება), მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა იმ საყვარელიძეებისათვის, ნალივაიჩენკოების, გრიშენკოების, დერევიანკოების, სადოვოებისა და სხვებისათვის უფრო სასარგებლო და მომგებიანია წინ მიხეილ სააკაშვილის გარეშე იარონ (თუ შეუძლიათ). თავს უფრო თავისუფლად იგრძნობენ.

და ბოლოს, უსაფუძვლო ხმების შესახებ, რომელთა თანახმად, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება უკრაინას ლეონიდ ჩერვონეცკის გადასცემსო. არაფერი ამის მსგავსი არ მოხდება. საქართველო მას დროებით სადღაც წასვლას შესთავაზებს, მაგალითად, ისრაელში, რომელიც  ექს-მერს უკრაინას არ გადასცემს. კიევსა და თბილისს „მიხეილ სააკაშვილის კაზუსის“ შემდეგ „ლეონიდ ჩერვონეცკის კაზუსი“ აღარ დაჭირდებათ.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 27 ივლისი, 2017 წელი

http://www.mk.ru/politics/2017/07/26/proshhay-obdolbannyy-mishka-za-chto-saakashvili-lishili-ukrainskogo-grazhdanstva.html

„მშვიდობით, მიხო!“

რატომ ჩამოართვეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა

მარინა პერევოზკინა

(შემოკლებით)

საქართველოდან გაქცეულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს: „ქართული მოხეტიალე ცირკ-შაპიტოს დირექტორის გასტროლები უკვე დასრულდა. მშვიდობით, მიხო, მშვიდობით!“ – ასეთ კომენტარებს დღეს უკრაინაის ბევრ გამოცემასა თუ სოციალურ ქსელებში წაიკითხავთ.

მკითხველებს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან [პრეზიდენტობის ვადის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე] აშშ-ში გაიქცა, გარკვეულ ხანს იგი დიპლომატი ბიძის ფრთებქვეშ ცხოვრობდა, შემდეგ კი უკრაინაში მაიდნის მოვლენების დროს ჩავიდა, გახდა „ძველი მეგობრის“, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველი, რომელმაც მოგვიანებით, 2015 წელს, მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მუშაობა ვერ ააწყო, მაგრამ დაუდეგარი მიხო მაინც არ ისვენებდა: პირიქით დაუწყო მთავრობას და პრეზიდენტს კრიტიკა – ხელს მიშლიან მუშაობაში და აბა, ასე რას გავაკეთებდიო. მერე გადადგა და პარტია ჩამოაყალიბა… ამასობაში საქართველო უკრაინას თხოვნას თხოვნაზე უგზავნიდა: თუ ძმები ხართ, გადმოგვეცით ეგ კაცი, ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილიო, მაგრამ კიევი თბილისის მიმართვებს უარით პასუხობდა.

რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ნეგატიურად მოქმედებდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. პირდაპირ ვთქვათ: სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის დონე მინიმუმამდე შემცირდა: მიხეილ სააკაშვილი ხომ საქართველოს ფაქტიური მმართველის – ბიძინა ივანიშვილის პირადი მოძულე იყო.

არაა გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტ – ექს-გუბერნატორის ბედი პეტრო პოროშენკოს თბილისში ვიზიტის დროს გადაწყდა. კიევის მხრიდან სერიოზული ნაბიჯი იქნა გადადგმული: მიხოს ჯერ კიდევ მტკიცე „კრიშა“ აქვს დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში. ალბათ, სწორედ ამ წრეებმა გაგზავნეს იგი თავის დროზე პატრო პოროშენკოსთან „მაყურებლის“ სტატუსით… თუმცა, მიხოს მთავარ „ნათლიას“, სენატორ ჯონ მაკკეინს ახლა „ნათლულისათვის“ – „საოცარი ქართველისათვის“ ნამდვილად არ აქვს დრო, ავადმყოფობის გამო.

ყველაზე საინტერესო ისაა, გადასცემს თუ არა კიევი თბილისს მიხეილ სააკაშვილს, ან როგორ გადასცემს? ძალიან საეჭვოა. თუმცა ერთი რამ აშკარაა: ის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში პოლიტიკური მომავალი არარ აქვს, უკვე სამედიცინო ფაქტად უნდა ჩავთვალოთ. სწორედ ეს იყო პეტრო პოროშენკოს მთავარი მიზანი.

———

მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე სტატიები გამოქვეყნდა სხვა რუსულ გამოცემებშიც, კერძოდ, გაზეთ «Комсомольская правда»-ში სათაურით „გაიქეცი, მიშა, გაიქეცი“ (წყარო: https://www.kp.ru/daily/26709/3734938).

Comments are closed