globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lenta.ru» (რუსეთი): ვიქტორია ნულანდი საქართველოში: ვიზიტის ექო

«Lragir» (სომხეთი): პუტინის ულტიმატუმი საქართველოს

«РИА Новости» (რუსეთი): საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა: ნეგატიური შედეგი გარდაუვალია?!

«РИА Новости» (რუსეთი): „ეკა ზღულაძეს რომ მიტინგის დარბევის გარემოებათა გამომკვლევი კომისიის ხელმძღვანელად დანიშნავ, ეს საზოგადოების აბუჩად აგდებაა“

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): უნდა გადაიხადოს თუ არა „ენგურჰესმა“ გადასახადები გალის რაიონისათვის?

———————–

«Lenta.ru» (რუსეთი), 287 თებერვალი, 2015 წელი

http://lenta.ru/articles/2015/02/26/nuland/

ვიქტორია ნულანდი საქართველოში: ვიზიტის ექო

რუსულ პოპულარულ ინტერნეტ-გამოცემა „ლენტა.რუ“-ს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ნიკოლაი ბანინი) განხილულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის ამასწინანდელი დიპლომატიური ტურნე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. იგი აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში 16-და 19 თებერვალის ჩათვლით იმყოფებოდა. ბუნებრივია, ვიქტორია ნულანდმა ადგილობრივ ლიდერებთან  შეხვედრისას ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, დაწყებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიდან, დამთავრებული მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად. ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისადმი ვაშინგტონის პოლიტიკის გარკვეულ ცვლილებებს მოასწავებს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელშიც ვიქტორია ნულანდის თბილისურ შეხვედრებს ასახავს:

საქართველო: რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად

თბილისი ვიქტორია ნულანდს ძალიან თბილად შეხვდა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან საუბრის ლეიტმოტივად შეიძლება მივიჩნიოთ მთავრობის მეთაურის ფრაზა: „საქართველო ყველაფერს გააკეთებს თავის ნომერ პირველ პარტნიორთან ურთიერთობის გასაღრმავებლად“. თავის მხრივ, ვიქტორია ნულანდმა მასპინძლები დაარწმუნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 100%-ით მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს ინტეგრაციას ნატოსთან და ევროკავშირთან, აგრეთვე საქართველოს სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ამერიკული მხარეს განზრახული აქვს თავისი ექსპერტები ჩართოს საქართველოს სამარტალდამცავი ორგანოების რეფორმირებაში. სხვათა შორის, ოპოზიციამ ქართველ სამართალდამცავებს ვიქტორია ნულანდთან უჩივლა, თუმცა არ დავიწყებიათ იმის თქმაც, რომ რუსეთი საქართველოს „მტერია“.

სიმპტომატურია მედიატორის ის როლიც, რომელიც ვაშინგტონმა იკისრა ერთი მხრივ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და მეორე მხრივ, ძებნაგამოცხადებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს შორის. მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრტეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, ქვეყნებს შორის თავი იჩინა ერთგვარმა უნდობლობამ და ურთიერთგაუგებრობამ.

შეიძლება ითქვას, ვიქტორია ნულანდმა ყველა ეჭვი გაფანტა: „უკრაინა რეფორმების გატარების მიზნით გამოცდილ და პროფესიონალ ექსპერტებს და მრჩევლებს საზღვარგარეთ ეძებს. ეს როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფონზე. უკრაინელებსაც და ქართველებს მოვუწოდებ: ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროთ, რადგან თქვენ ერთმანეთს სჭირდებით“.

ჰოდა, სხვა რა გზა იყო, დაუჭირეს. ერთი დღის სემდეგ გამიოქვეყნდა საქართველოს იუსტიცუიის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველო პატივს სცემს უკრაინის გადაწყვეტილებას და გაგებით მოეკიდება კიევის შესაძლო უარს ექს-პრტეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადირებასთან დაკავშირებითო. მოკლედ რომ ვთქვათ, ვიქტორია ნულანდმა საქართველოში საქმეები მოაგვარა და გულდამშვიდებული ერევანს გაემგზავრა.

———–

ვიქტორია ნულანდის სამხრეთკავკასიური ტურნეს შედეგები:

ა) საქართველოში მის ყოფნას ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ძალთა განლაგებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოუწვევია;

ბ) აზერბაიჯანში ვაშინგტონმა, როგორც ჩანს, ფსონი ამჟამინდელ ხელისუფლებაზე გააკეთა, რადგან [გასული წლის უკმაყოფილების მიუხედავად], ოფიციალური ბაქო ჯერ-ჯერობით მაინც მზად არის აშშ-სთან თანამშრომლობაზე საკვანძო გეოპოლიტიკურ საკითხებში;

გ) სომხეთი სიურპრიზებს უნდა ელოდოს: ხელისუფლება პროდასავლურ ოპოზიციას მეტ-ნაკლებად აკონტროლებს, მაგრამ რა იქნება უახლოეს პერსპექტივაში, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

«Lragir» (სომხეთი), 27 თებერვალი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/40920

პუტინის ულტიმატუმი საქართველოს

ნაირა აირუმიანი, მიმომხილველი

ოთხშაბათს პრაღაში რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების – გრიგორი კარასინისა  და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გაიმართა. რუსული მხარის წინასწარი მონაცემებით, მხარეებს აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი უნდა განეხილათ, მაგრამ როგორც შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ამ თემაზე საერთოდ არაფერი თქმულა.

რასაკვირველია, იმსჯელეს სხვა საკითხებზე, მაგალითად, საზღვარზე ტვირთების მოძრაობის თაობაზე. 2011 წელს საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველო ეთანხმებოდა რუსეთის მიღებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. თბილისის „პირობა” იყო ის, რომ ორივე მხარე – საქართველოც და რუსეთიც შვეიცარიულ კომპანიას მიმართავდნენ, რომელიც, თავის მხრივ, მონიტორინგს გაუწევდა საბაჟოების საქმიანობასა და ტვირთების მოძრაობას რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე.

საქართველომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მას უკვე შეუძლია, შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაიწყოს, რუსეთს კი მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია. როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, შვეიცარიული მონიტორინგული კომპანიის საზღვარზე დაშვების სანაცვლოდ, რუსეთი ითხოვს, რომ საქართველომ და აფხაზეთმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას აფხაზეთის რკინიგზის გახსნის თაობაზე. თბილისში საკითხისადმი ასეთი მიდგომა „ვლადიმირ პუტინის ახალ ულტიმატუმად” მიიჩნიეს.

საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისადმი მიცემულ „მთავარ დავალებას” წარმოადგენდა, ივანიშვილს კი „მოსკოვის კაცად” მოიხსენიებენ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ იგი ერევანში ჩამოვიდა და თქვა, რომ რკინიგზის გახსნა ცუდი არ იქნებოდა. ერევანმა იდეა მოიწონა და მხარი დაუჭირა, მაგრამ იდეის რეალიზებისათვის საქართველოს მოუწევდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთისადმი მიერთება ეღიარებინა.

მას შემდეგ რამდენიმე წელმა გაიარა. ითქვა კიდეც, რომ რკინიგზის გახსნა აქტუალური აღარ არისო, მაგრამ ახლა საკითხი „გაცოცხლდა”: ან რუსეთმა იგრძნო, რომ ბიძინა ივანიშვილის [„ქართული ოცნების"] „დღეები დათვლილია”, ან ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ დროა, დავალების შესრულება დაიწყოო.

სომხეთშიც გააქტიურდნენ – ჯავახქური წარმოშობის დეპუტატებმა კვლავ დაიწყეს რკინიგზის გახსნის სიკეთეზე საუბარი. უფრო მეტიც – გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს განზრახული აქვს, რკინიგზის აქციების 25% გაყიდოსო და არაა გამორიცხული, რომ ეს აქციები სომხეთმა ან რუსეთმა შეიძინოს

საქართველოში სიტუაციის განვითარებამ შეიძლება რეგიონში ძალთა ახალი განლაგების მშენებლობაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. თუ რუსეთი შეძლებს და საქართველოს კაპიტულაციაზე წასვლას აიძულებს, მაშინ საქართველო, სომხეთი და მათთან ერთად აზერბაიჯანი საბოლოოდ დაკარგავენ სუვერენიტეტს და რუსეთის იმპერიის ნაწილებად იქცევიან.

მაგრამ თუ საქართველო გაუძლებს და გადარჩება, მასთან ერთად გადარჩება სომხეთიც.

«РИА Новости» (რუსეთი), 28 თებერვალი, 2015 წელი

http://ria.ru/interview/20150227/1050031374.html

საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა: ნეგატიური შედეგი გარდაუვალია?!

რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი მარია კისელევა ესაუბრება ალექსანდრე გრუშკოს – რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენელს ნატოში.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

შეკითხვა: ელოდებიან თუ არა უკრაინას ნატოში? რამდენად შესაძლებელია უახლოეს პერსპექტივაში უკრაინის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში? თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური თამაშია და საინფორმაციო ომის ელემენტი?

ალექსანდრე გრუშკო: ჩვენ, რასაკვირველია, გვახსოვს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ფორმულირება, რომელიც დასკვნით დეკლარაციაშია ჩაწერილი: უკრაინა და საქართველო „ნატოს წევრები გახდებიანო“. ხაზს ვუსვამ: ასე კი არ წერია, რომ „შეიძლება გახდნენ“, არამედ „გახდებიან“. ასეთი კატეგორიული განცხადება უკვე იწვევს სერიოზულ კითხვებს მათ მიმართ, ვისაც უყვარს ხოლმე სახელმწიფოს უფლებებზე ლაპარაკი, რომ ყველას აქვს მისთვის სასურველ ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლებაო. გასაგებია, რომ კიევი დასავლეთის იმ ძალებს უმეგობრდება, რომლებთაც რუსეთი მტრად მიაჩნიათ, თუმცა საღად მოაზროვნე ადამიანებმა კარგად იციან, რომ უკრაინის მიღების პერსპექტივა ზიანს თვით ევროპულ უსაფრთხოებას მოუტანს. მინდა მათ გავახსენო: 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, იგულისხმა, რომ დასავლეთი მას ამიერიდან ყველაფერში მხარს დაუჭერდა და დახმარებას გაუწევდა, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო ავანტიურა დაიწყო. [შედეგი ცნობილია].

«РИА Новости» (რუსეთი), 27 თებერვალი, 2015 წელი

http://ria.ru/radio_brief/20150227/1049976100.html

ეკა ზღულაძეს რომ მიტინგის დარბევის გარემოებათა გამომკვლევი კომისიის ხელმძღვანელად დანიშნავ, ეს საზოგადოების აბუჩად აგდებაა

რუსმა პოლიტოლოგმა, დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდის დირექტორმა მაქსიმ გრიგორიევმა „რადიო სპუტნიკის” ეთერში კომენტარი გაუკეთა კიევში, ეროვნულ ბანკთან მიმდინარე მიტინგის დარბევის ფაქტს. მისი თქმით, „ეს ძალიან ფეთქებადსაშიში მოვლენაა და  უკრაინის ხელისუფლებას მისი სასწრაფოდ „მიჩუმათება” დასჭირდება, სწორედ ამიტომ შექმნა კომისია”. თუმცა ეს ისეთი მეთოდებით ხდება, რომ მთავრობის მოქმედება კითხვებს ბადებს.

„ის, რაც ახალა ხდება, რაღაც ბნელ ირონიას ჰგავს. არსენ ავაქოვმა დარბევის გარემოებების გამომკვლევი კომისია შექმნა და მას სათავეში თავისი მოადგილე ეკა ზღულაძე ჩაუყენა. ეს ქალბატონი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, იგი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს შს მინისტრის მოადგილე იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. სწორედ ეკა ზღულაძის მოადგილეობის დროს ხდებოდა საქართველოში მიტინგების ულმობელი დარბევები, რომელთა შედეგად ადამიანები იღუპებოდნენ; სწორედ ეკა ზღულაძის მოადგილეობის დროს იხოცებოდნენ გლდანის საპყრობილეში პატიმრები, სწორედ მაშინ ყვაოდა „ელიტარული კორუფცია”, ხდებოდა ქონების წართმევის ფაქტები, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ… და ახლა ამ ადამიანის კომისიის ხელმძღვანელად დანიშვნა ან მწარე ირონიაა, ან  საზოგადოების აბუჩად აგდება”, – თქვა მაქსიმ გრიგორიევმა.

ექსპერტის აზრით, მიტინგის დარბევას ფართო რეზონანსი შემთხვევით არ გამოუწვევია, ეს სიტუაცია კიევის ხელისუფლების რამდენიმე სუსტ ადგილს აშიშვლებს: „რაც შეეხება უშუალოდ დარბევას, აქ ორი ტენდენცია გამოიკვეთა: ერთი მხრივ, დღეს კიევის მთავრობა სხვაგვარად აზროვნებას ყველანაირი მეთოდით ებრძვის – პოლიტიკური პატიმრობით, პოლიტიკური მკვლელობებით, ადამიანის გატაცებებით, წამებით. სხვათა შორის, ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ ადამიანთა წამების იმ ახალ ფაქტებს, რომლებიც უკრაინის შს სამინისტრომ და სხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა ჩაიდინეს. მეორე მხრივ, არის ასეთი სპეციფიკური ფორმა – მიდიხარ ქუჩაში, მიტინგზე, გტაცებენ ხელს, წარმოგიდგენენ არმიაში გაწვევის დოკუმენტს და თავს დონბასში გიკრავენ, ფაქტობრივად სასიკვდილოდ ხარ განწირული”.

„საინტერესოა, რომ სწორედ ასეთი მეთოდების გამო აკრიტიკებდა ბატონი არსენ ავაქოვი ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, ახლა კი თვითონ ფაქტობრივად იმავეს იმეორებს. ამიტომ მან სასწრაფოდ დანიშნა გამოძიება და საქმის „მიჩუმათებას” ცდილობს. მიტინგზე ხომ პენსიონერები და სხვა გაჭირვებული ხალხი იდგა, რომლებიც უკრაინაში არსებულმა უმკაცრესმა ეკონომიკურმა კრიზისმა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდო. ამ ადამიანებს არავითარი პოლიტიკური მოთხოვნები არ ჰქონიათ და მათი დარბევა დემოკრატიული მართვის ჩარჩოებში არ თავსდება”, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 28 თებერვალი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/26873354.html

უნდა გადაიხადოს თუ არა „ენგურჰესმა“ გადასახადები გალის რაიონისათვის?

ელენა ზავოდსკაია

(შემოკლებით)

რამდენიმე სურათი გალის რაიონის ცხოვრებიდან: ადგილობრივი ბიუჯეტი და ყველაზე დიდი ენერგეტიკული ობიექტი „ენგურჰესი“.

ვესაუბრებით გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თემურ ნადარაიას.

გალის რაიონის წლიური ბიუჯეტი 2015 წლისათვის 169 მილიონ რუბლს შეადგენს, რაც 40 მილიონით მეტია გასულ წელთან შედარებით. აქედან საკუთარი ბიუჯეტია მხოლოდ 34 მილიონი, დოტაცია რესპუბლიკური ბიუჯეტიდან – 135 მილიონი რუბლი. თემურ ნადარია სიტუაციას ასე გვიხსნის: რაიონის საკუთარი ბიუჯეტის რაოდენობა იმიტომაა ასეთი მცირე, რომ ყველაზე მსხვილი საწარმო – ენგურჰესი“ ყველა გადასახადს, მათ შორის საშემოსავლოს, მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდის, გალის რაიონის ბიუჯეტში კი კაპიკი არ შეაქვს. ჩვენ ახლა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, რომ აფხაზეთის კანონების თანახმად, „ენგურჰესმა“ გადასახადები გალის რაიონშიც უნდა შეიტანოს. ეს მსოფლიო პრაქტიკაა, ყველგან ასეა“.

„ენგურჰესის“ იმ ნაწილში, რომელიც გალის რაიონში მდებარეობს, დაახლოებით 760-მდე ადამიანი მუშაობს, მათგან 600 გალის რაიონის მცხოვრებია, 160 კი – სპეციალისტები საქართველოდან. მათი ხელფასებიდან საქართველოს მიერ 20%-ის ოდენობით სხვადასხვა გადასახადები იქვითება. თემურ ნადარაია ამბობს, რომ ხელფასიდან დაქვითული საშემოსავლო გადასახადის 10% რაიონის ბიუჯეტში უნდა შედიოდეს. „ენგურჰესის“ ყველა თანამშრომლის სახელი, გვარი და მათი ხელფასების ზუსტი მოცულობა რაიონის ადმინისტრაციას უკვე აქვს. თემურ ნადარაიას თქმით, იგი მზადაა გასცეს დეკლარაციები, რომელთა მეშვეობით ქალაქ გალის ბანკის მეშვეობით ფული ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხება. იგი აზუსტებს: „ეს საკითხი ადრეც ბევრჯერ განხილულა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ გადაწყდა, ამჯერად კი უკან აღარ დავიხევთ. რა ზომების მიღება შეგვიძლია? თუ „ენგურჰესში“ მომუშავე ჩვენი მცხოვრებლები გადასახადს არ გადაიხდიან, აფხაზეთის კანონების ძალით, მათ ჯარიმა ემუქრებათ. ჩვენ საზღვარზე აღარ გადმოვუშვებთ იმა თანამშრომლებს, რომლებსაც დავალიანება დაუგროვდებათ“.

თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ „ენგურჰესიდან“ მიღებული გადასახადები რაიონის ბიუჯეტს 12 მილიონ რუბლს შემატებს. ბიუჯეტის შევსება შესაძლებელია აგრეთვე ინვესტიციების მოზიდვით: გალის ცენტრში მდებარე სასტუმრო უკვე იჯარითაა გაცემული, ინვესტორი მის აღდგენას გეგმავს. არის წინადადება ხორცკომბინატის მშენებლობის თაობაზე, სოფლის მეურნეობის პროექტებზე – რესპუბლიკის მთავრობას განზრახული აქვს  თხილის გადადამამუშავებელი საწარმო ააშენოს.

თემურ ნადარაიას იმედი აქვს, რომ რაიონის ეკონომიკას გამოაცოცხლებს: „მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ საქმიანობას გამჭვირვალედ წარვმართავთ, თუ კორუფცია არ იქნება და მე გარწმუნებთ, რომ რაიონის ადმინისტრაციის დონეზე კორუფცია ამოძირკვულია, ხალხი წარმატებებს დაინახავს, მათ ვერ მოატყუებ. ჩვენ ყველას მივმართავთ: „ააშენეთ, შექმენით, აღმოაჩინეთ, ბიზნესი დაიწყეთ, ხელშეწყობა გექნებათ“. არავითარი წილები და „ატკატები“, არავიტარი მექრტამეობა… ჩვენ აქ საკუტარი ჯიბის გასასქელებლად კი არ ვართ, არამედ იმისთვის, რომ მშობლიურ რაიონს დავეხმაროთ, რომ რაიონი აღორძინდეს“.

Comments are closed