globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 28th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): პრაღაში გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ

«Project Syndicat» (აშშ): „ბრექსით“-ის მნიშვნელობა // უნდა შეჩერდეს ნატოს გაფართოების პროცესი, მასში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 28 ივნისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-06-28/6_karasin.html

პრაღაში გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ

სტატიაში გადმოცემულია გუშინ, 27 ივნისს, პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინს შორის გამართული შეხვედრის პერსპექტივები (ავტორი – იური როქსი).

ამას წინათ გამართული ჟენევის კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით, როცა მოლაპარაკების დროს რაიმე მნიშვნელოვანი შედეგები ვერ იქნა მიღწეული, პრაღის შეხვედრაც, ალბათ, რაიმე წინსვლის მომასწავებელი არ უნდა ყოფილიყო.

თუმცა მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში გამართული შეხვედრის შედეგების თაობაზე. „ერთობლივი ძალისხმევით მხარეებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა იმ მოქალქეების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ორივე სახელმწიფოს საპატიმროებში იმყოფებიან… გარდა ამისა, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა განაგრძონ პრაგმატული კურსი ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზების მიზნით“, – ნათქვამია რუსული დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ მასალაში, თუმცა იქვე გამოთქმულია გარკვეული საყვედურებიც მოსკოვის მხრიდან: „ამასთან, მოლაპარაკების დროს რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან რუსეთის მიმართ არამეგობრული რიტორიკა გაისმის, რაც ეწინააღმდეგება ორივე მხარისთვის სასარგებლო პროცესის ნორმალურ წარმართვას“.

„მოლაპარაკების დროს გაგრძელდა მხარეთა კონსტრუქციული დიალოგი კონკრეტული მიმართულებებით, ანუ იმ სფეროებში, სადაც დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში პროგრესი შესაძლებელია – ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარული კონტაქტების სფეროში. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველო-რუსეთს შორის დაფიქსირდა ორმხრივი საქონელთბრუნვის ზრდა. ეს იმას მოწმობს, რომ რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად (მეორე ადგილზე) და მთავარ ბაზრად ქართული ღვინის პროდუქციისათვის. არის პერსპექტივა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პარატების წარმომადგენელთა დაგეგმილი შეხვედრა  კიდევ უფრო განამტკიცებს მოსკოვ-თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობას“. მხარეებმა ასევე აღნიშნეს მნიშვნელოვანი მიღწევები ტრანსპორტის სფეროში: მატულობს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადატანის ტემმპები. ვითარდება კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს სატრანპორტო კომპანიებს შორის, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში (წყარო: http://www.kommersant.ru/doc/3024236).

«Project Syndicat» (აშშ), 27 ივნისი, 2016 წელი

https://www.project-syndicate.org/commentary/meaning-of-brexit-by-jeffrey-d-sachs-2016-06

„ბრექსით“-ის მნიშვნელობა

უნდა შეჩერდეს ნატოს გაფართოების პროცესი, მასში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება

სტატია, რომლის ავტორი აშს-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი გალავთ, გაანალიზებულია „ბრექსითის“ გაკვეთილები, აგრეთვე პერსპექტივა, რომელზეც პოლიტიკოსებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

„ევროპაში უკვე მატულობს იმ მოწოდების მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელიც დიდი ბრიტანეთის დასჯას ითვალისწინებს – „სხვებისთვის რომ ჭკუის სასწავლებელი იყოს“. მომხდარი ფაქტისადმი ასეთი დამოკიდებულება, რასაკვირველია, სისულელეა. პირიქით, ევროკავშირის დანარჩენი წევრები ახლა უნდა დასხდნენ და შეცდომების გამოსწორებაზე უნდა იფიქრონ. დიდი ბრიტანეთის იმით დასჯა, რომ ლონდონს ევროპის ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა აეკრძალოს, შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება ნამდვილად ვერ იქნება, ასეთი ნაბიჯი სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს და ევროკავშირის შემდგომ დაშლას დააჩქარებს.

მაშ რის გაკეთებაა აუცილებელი?

პირველ რიგში ლტოლვილთა ტალღის შეჩერება უნდა მოხდეს, ანუ დაუყონებლივ უნდა შეწყდეს სამხედრო მოქმედებები სირიაში. ეს უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს საუდის არაბეთის მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტ ბასარ ასადის დამხობის მიზნით და ამით საშუალება მისცეს ოფიციალურ დამასკოს (რუსეთისა და ირანის დახმარებით) „ისლამურ სახელმწიფოზე“ გაიმარჯვოს. თუ სირია დაწყნარდება, დაწყნარდება ერაყიც. შესაბამისად, სტაბილური სიტუაცია ხელს შეუწყობს ლტოლვილთა დაბრუნებას.

მეორე – უნდა შეჩერდეს ნატოს გაფართოების პროცესი, ანუ მასში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება. ახალი ცივი ომის დაწყება კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა, რომლის დაშვება ამერიკას შეუძლია, ევროპელ მოკავშირეთა გულუბრყვილობის საფუძველზე. ნატოს გაფართოების შეჩერება თავიდან აგვაცილებს რუსეთთან დაძაბულობის გარღმავებას, შესაბამისად, როცა მოსკოვთთან ურთიერთობა დარეეგულირება, ასეთი ვითარება დადებით გავლენას მოახდენსს უკრაინაზეც. გარეშე პრობლემების მოგვარების შემდეგ ევროოპა მთლიანად გადაერთვება ეკონომიკაზე და საერთოდ, შიდაევროპულ საკითხებზე.

მესამე  – არავითარ შემთხვევაში არავინ იფიქროსს დიდი ბრიტანეთის ე.წ. “დასჯაზე“. ამის ნაცვლად ევროკავშირმა უმჯობესია საზღვრების უფრო მკაცრ კონტროლზე იფიქროს, არალეგალური მიგრაციის აღმოაფხვრელად. ნურავინ ნუ იფიქრებს იმას, რომ ასეთი ქმედება თითქოსდა ქსენოფობიის, რასიზმის ან ფანატიზმის გამოვლინებას წარმოადგენს. ეს არის საღად აზროვნება: ევროპულმა ქვეყნებმა, სადაც სოციალური უზრუნველყოფა მაღალ დონეზეა,  უარი უნდა განუცხადონ ლტოლვილთა მრავალმილიონიან არმიას (სინამდვილეში ისინი ასეულ მილიონობით არიან). იგივე უნდა გააკეთოს ამერიკამაც;

მეოთხე – ევროპამ და საერთოდ, დემოკრატიულმა მსოფლიომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის დონის გაუმჯობესებას. დამატებითი რესურსები უნა მოხმარდეს ეკონომიკურ განვითარებას და არა ომების წარმოებას.. ყურადღება უნდა მიექცეს მსოფლიოს ჩამორჩენილი სახელმწიფოებისადმი დახმარებას, მიგრაციის დიდი ტალღების თავიდან აცილების მიზნით.

მოკლედ, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროპა და ამერიკა ომის სტრატეგიიდან მდგრადი განვითარების სტრატეგიაზე უნდა გადავიდეს. ცხადია, რომ თუ ომები და ძალადობა არ შეწყდება, თუ სიღარიბე, შიმშილი და ავადმყოფობები არ აღმოიფხვრება, ლტოლვილებს ვერანაირი კედელი და მესერი ვერ შეაჩერებს. ეს მხოლოდ გლობალური დონის თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს.

Comments are closed