globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio France Internationale» (საფრანგეთი): ჩამოშლის თუ არა ლარი ქართულ სახელმწიფოებრიობას?

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): ინტრვიუ ფარიდ ჯაფაროვთან: „საქართველო „სოკარ“-ისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა“

«The Daily Express» (დიდი ბრიტანეთი): ყირიმისა და უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნეში „ასადლანდი“ გამოიკვეთა

————–

«Radio France Internationale» (საფრანგეთი), 27 სექტემბერი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150926-obvalit-li-lari-gruzinskuyu-gosudarstvennost

ჩამოშლის თუ არა ლარი ქართულ სახელმწიფოებრიობას?

ფრანგულ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“) ეთერში საქართველოს შესახებ შაბათს გადაცემულ ტრადიციულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში (ავტორი – გიორგი ლებანიძე) ყურადღება დაეთმო ორ მნიშვნელოვან მოვლენას: ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის მდგომარეობას და  პრეზიდენტის სასახლესთან პრორუსულად განწყობილი ადამიანების მიერ გამართულ ხმაურიან აქციას, რომლის დროსაც მათ საქართველოს ხელისუფლებისაგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და ნეიტრალიტეტის სტატუსი მოითხოვეს.

ა) ლარის კურსის პრობლემა

როგორც რადიომიმოხიოლვაშია აღნიშნული, ბოლო თვეებში საქართველოს მოსახლეობაში, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით უკმაყოფილება მატულობდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მთავრობის წევრმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმაც კი გამოხატა მკვეთრი პროტესტი ასეთი ვითარების მიმართ და განაცხადა, რომ ასეთ დევალვაციას ვერც ქვეყნის ეკონომიკა და ვერც მოსახლეობა ვერ გადაიტანს, გამორიცხული არაა სოციალური აფეთქება მოხდესო (მასალში მითითებულია, რომ ნოდარ ჯავახიშვილი 1995 წელს პირადად მონაწილეობდა ეროვნულ ვალუტად ლარის შემოღებასთან დაკავშირებულ პროცესში).

გამოცდილი მინისტრის არადიპლომატიური, მაგრამ ზუსტი გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდა, რომელიც ბოლო თვეებში „მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მისი შემქმნელის ბიძინა ივანიშვილის თითქმის მთავარ მტრად იყო შერაცხული“. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი გიორგი ქადაგიძეს „ნაცმოძრაობისადმი“ ფარულ სიმპათიებს აბრალებდა, ხოლო მთავრობასთან ეროვნული ბანკის უთანხმოება იმაში გამოიხატებოდა, რომ მას არ სურდა ბანკის სავალუტო რეზერების დახარჯვა ლარის კურსის გასამყარებლად. ღარიბაშვილქადაგიძის შეხვედრიდან დიდ დროს არ გაუვლია, რომ გაცხადდა – ლარის კურსი ამიერიდან ნელ-ნელა გამყარდებოდა სტაბილური გახდებოდა.

მიმოხილვის ავტორი ესაუბრება ქართველ ეკონომიკურ ექსპერტს გია ხუხაშვილს, რომლის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პოზიცია, სავალუტო რეზერვების ეკონომიის საკითხში, სავსებით სწორი იყო, თუმცა იმავდროულად რისკსაც შეიცავდა. „ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვები შეზღუდულია. ისიც აშკარაა, რომ სავალუტო ინტერვენცია რომც მომხდარიყო, ეფექტი მხოლოდ დროებითი იქნებოდა. მთავარია დისბლანსის შემცირება მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის, რაც ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული… რა იქნება შემდეგ, არავინ იცის“, – ამბობს გია ხუხაშვილი ინტერვიუში.

ბ) ნეიტრალური საქართველოსთვის

„სოციალური მდგომარეობის გაურესება საქართველოს მოსახლეობაში პრორუსულ განწყობებს აძლიერებს. საზოგადოების ნაწილს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ერთგვარ პანაცეად მიაჩნია. ამასთან, პრორუსული განწყობა ხშირად ნეიტრალიტეტის მოხოვნითაა შენიღბული“, – ნათქვამია მიმოხილვაში და ამის დამადასტურებლად ავტოს მოჰყავს გასულ კვირას ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლესთან აქციის გამართვის ფაქტი, რომლის დროსაც მომიტინგეებმა პრეზიდენტს სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ ბრძანებულების გამოცემა მოსთხოვეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან საუბარში იხსენებდნენ იმ პერიოდს, როცა 15 მოკავშირე რესპუბლიკა ერთ ოჯახში ცხოვრობდა“, ხოლო „სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს“ რუსეთთან შერიგების ერთ-ერთ გზად მიაჩნიათ.

რადიოეთერში ამ თემაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია: „ამერიკელებიც კი ვერ მალავენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობის 31%-ს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს. ეს ნიშნავს, რომ ხალხი უკვე სხვაგვარად აზროვნებას იწყებს. ბოლო 25-მა წელმა გვაჩვენა, რომ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრირების კურსს დადებითი შედეგები არ მოაქვს, უარყოფიტი კი უამრავი: საქართველო სამ ნაწილადაა გაყოფილი, არარც ეკონომიკა გვაქვს და აღარც სულიერება. მოსახლეობა გრძნობს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ჯერ-ჯერობით ნეიტრალიტეტს საქართველოსთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია, რადგანაც რუსეთია მაში დაინტერესებული. მოსკოვისათვის მთავარია, რომ საქართველოსაგან საფრთხე არ არსებობდეს და აქ ნატოს ბაზები არ იყოს განლაგებული“.

თუმცა ამ აზრს საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციების უმრავლესობა არ იზიარებს. საპარლამენტო პარტიები მხარს უჭერენ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ისინი ცდილობენ, რომ ალიასი ამის აუცილებლობაში დაარწმუნონს. როგორც ამას წინათ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, თუ ვარშავის  სამიტზე საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას  („მაპ“-ს) ვერ მიიღებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ძლიერი „პრორუსული ფრაქცია ჩამოყალიბდებაო“. ამ ფრაქციის ლიდერობის კანდიდატად პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე მოიაზრება, რომელმაც გასულ კვირას რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა და საკმაოდ მაღალ დონეზე იქნა მირებული. ქ-ნ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელისუფლებაში მოვა, შეძლებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მშვიდობის დამყარებაზე მოილაპარაკებს.

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 28 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2815918

ინტრვიუ ფარიდ ჯაფაროვთან: „საქართველო „სოკარ“-ისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა“

რუსეთის პოპულარული ყოველკვირეული ჟურნალის „კომერსანტ-ვლასტ“-ის კორესპონდენტს მარია კუტუზოვას ესაუბრება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარ“-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, შვილობილი კომპანია „სოკარ-რუსეთის“ გენერალური დირექტორი  ფარიდ ჯაფაროვი, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობას დადებით მნიშვნელობას ანიჭებს (მასალის ორიგინალური სათაურია „ინვესტორების ღია და სამართლიანი დაშვება აზერბაიჯანის ნავთობ-გაზის რესურსებთან“) .

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სატრანზიტო დერეფანი აზერბაიჯანის ენერგორესურსების საზღრვარგარეთ გასატანად. ამასტან, საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზისა და ნავთობის 60%-ს წორედ „სოკარი“ უზრუნველყოფს. საქარტველოში ჩვენ გვაქვს ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ჩვენ ვაწარმოებთ გაზის დისტრიბუციას. ყულევის საზღვაო ნავსადგურში „სოკარს“ აქვს საკუთარი ტერმინალი, რომლის ექსპლოატაცია აქტიურად მიმდინარეობს.

1990-იანი წლებში ჩვენმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ქვეყნის ენერგორესურსების (ნავთობ-გაზის) უნიკალური სტრატეგია შეიმუშავა. თუ გახსოვთ, იმ დროს ერთი ბარელი ნავთობის ფასი 20-30 დოლარის დონეზე მერყეობდა, შესაბამისად, ძალიან რთული იყო ეკონომიკურად გამართლებულიყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მშენებლობა, მაგრამ თავისი ბრძნული პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჰეიდარ ალიევმა კასპიისა და ხმელთაშუა ზღვის აუზები დააკავშირა და ამით აზერბაიჯანს კონკურენტუნარიანი ქვეყნის სტატუსი დაუმკვიდრა“.

«The Daily Express» (დიდი ბრიტანეთი), 26 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.express.co.uk/news/politics/607418/Syria-Russia-Vladimir-Putin-Assadland-Marc-Pierni

ყირიმისა და უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნეში „ასადლანდი“ გამოიკვეთა

სტატიაში გადმოცემულია რუსეთის დამოკიდებულება სირიის კონფლიქტთან, ვლადიმირ პუტინის გეგმები ბაშარ ასადის რეჟიმთან მიმართებით და ამ ფონზე გაანალიზებულია რუსეთის საგარეოპოლიტიკური სტრატეგია (ავტორი – გრეგ ჰეფერი).

პუბლიკაციაში გამოყენებულია სირიაში ევროკავშირის ყოფილი ელჩის, ამჟამად კი აშშ-ის კარნეგის ფონის ანალიტიკოსის მარკ პერინის თვალსაზრისი.

„რუსეთის გავლენის გაფართოება ამჟამად სამი მიმართულებით ხორციელდება: სამხედრო შეჭრა და სამხედრო ყოფნის გაძლიერება; უკვე არსებული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება ისტორიულ მოკავშირეებთან და ურთიერთობის გაუმჯობესება მსხვილ რეგიონულ სახელმწიფოებთან.

რუსეთი სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით დღეისათვის ასეთ სიტუაციაშია:

ა) სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმში: რუსეთი მხარს უჭერს დონბასელ სეპარატისტებს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. მოსკოვს ბრალი ედება რეგიონში მძიმე შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის გადაადგილებაში; გარდა ამისა, რუსეთმა მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია და იქ სამხედრო ყოფნა გააძლიერა;

ბ) სამხედრო ყოფნა საქართველოში: რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ფაქტიურად მათი ანექსია მოახდინა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ზაფხულის ომის დასრულების შემდეგ მოსკოვი თვითნებურად წინ სწევს სამხრეთ ოსეთის საზღვარს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ამგვარი ექსპანსიის წყალობით რუსეთი მნიშვნელოვანი ნავთობსადენის გარკვეულ ნაწილსაც აკონტროლებს;

გ) სამხედრო ყოფნა სირიაში: რუსეთი ცდილობს სირიის მმართველი ბაშარ ასადის რეჟიმის დახმარებას და ამ მიზნით ბოლო ხანებში დასავლეთ სირიაში (ლატაკიის პროვინციაში) სამხედრო ყოფნას სწრაფად აფართოებს.

დ) სომხეთი – სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე. სამმილიონიანმა ქვეყანამ უარი თქვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა – ორგანიზაციისა, რომელშიც რუსეთი დომინირებს. ბოლო წლებში რუსეთი აქტიურად გზავნის მძიმე შეიარაღებას სომხეთში;

ე) აზერბაიჯანი – კარგი პარტნიორი: რუსეთი  აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. რასაკვირველია, მოსკოვ-ბაქოს პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას გარკვეულწილად ხელს უშლის მოსკოვ-ერევნის სტრატეგიული კავშირები, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთ-აზერბაიჯანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ფართოვდება;

ვ) ყაზახეთი: რუსეთის მოკავშირე. ცენტრალური აზიის ეს დიდი სახელმწიფო მოხერხებულად ავითარებს თავის კარგ ურთიერთობებს როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან. ყაზახეთი უკრაინის კონფლიქტში ერთ-ერთ შუამავლად განიხილება. ეს ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია და თავისი ენერგორესურსების დიდი ნაწილის ექსპორტს ევროპაში რუსეთის ტერიტორიის მეშვეობით ახდენს;

ზ) ირანი – კარგი პარტნიორი: ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების გაუქმების შსემდეგ მოსკოვმა დრო იხელთა და ამ ყოფილ „გარიყულ სახელმწიფოს“ სწრაფად მიაწოდა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის უახლესი სისტემები. ირანისა და რუსეთის დამოკიდებულება დასავლეთისადმი ერთნაირია, მოსკოვიც და თეირანიც მხარს უჭერენ სირიის დიქტატორს ბაშარ ასადს.

———-

„დეილი ექსპრესი“ დიდი ბრიტანეთის ყოველდღიური გაზეთია. დაარსებულია 1900 წელს, ტირაჟი – 600 ათასზე მეტი ეგზემპლარი.

Comments are closed