globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 28 ნოემბერი, 2015 წელი

www.reuters.com/article/2015/11/27/us-nato-georgia-iduskbn0tg1hp20151127#turjipf8z4ovmtbm.97

საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედები: ალიანსის წევრთა თვალსაზრისი გაყოფილია

რობინ ემოტი, ბრიუსელი

(შემოკლებით)

როგორც ევროპის ზოგიერთი ქვეყნის დიპლომატები ამბობენ, საქართველოს [და უკრაინის] ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით ალიანსის წევრების თვალსაზრისი გაყოფილია – ისინი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, თუ როგორი მესიჯი გაუგზავნონ თბილისს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ბევრჯერ გადაიდო და გაჭიანურდა. დიპლომატების თქმით, საქართველოს სურვილს ალიანსის ყველა წევრი მხარს არ უჭერს, რუსეთთან თანამშრომლობის გამო. გარდა ამისა, ორივე ქვეყანას ტერიტორიული დავები აქვს.

როგორც ცნობილია, ნატოს წევრები საქართველოს ალიანსში მიღებას ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე, 2008 წლის აპრილში დაპირდნენ, მაგრამ სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, რუსეთთან საქართველოს დაძაბული ურთიერთობა ომში გადაიზარდა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.

მართალია, საქართველოს ნატოში წევრობის საკითხი შედარებით მეორეხარისხოვანია,  მაგრამ სამშაბათს ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, როცა ჩერნოგორიის მიღების საკითხი იქნება განხილული, ალიანსის წევრებმა თავიანთი პოზიცია თბილისის ევროატლანტიკური ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც  უნდა განსაზღვრონ.

შეერთებული შტატები ნატოს გაფართოებას  რუსეთის წინააღმდეგ იყენებს, ალიანსის ევროპელი წევრები კი ფიქრობენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია – როგორც „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებისათვის, ასევე უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად. ამასთან, ევროპელები ფრთხილად ეკიდებიან ნატოს გაფართოებას, რადგან რუსეთი მას საკუთარი უსაფრთხოების მუქარად აღიქვამს. „ზოგიერთ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ჩერნოგორიის ნატოს წევრად მიღება შეიძლება საქართველომ არასწორად აღიქვას“, – ამბობს ნატოელი დიპლომატი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

საფრანგეთი შიშობს, რომ ჩერნოგორიის მიწვევა ნატოში საქართველოს მოლოდინებს განუმტკიცებს. გერმანია, რომელიც ჩერნოგორიის მიღების მომხრეა, საქართველოს მიღების წინააღმდეგ ისევე გამოდის, როგორც ეს 2008 წლის სამიტზე იყო. სხვები კი, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და დანია, ლოდინს ამჯობინებენ, რათა დაინახონ, თუ როდის იქნება ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწეული.

ნატოს საბაზო ხელშეკრულებაში ჩაწერილია, რომ ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს, ანუ ნატოს ყველა წევრს უსაფრთხოების თანაბარი გარანტიები აქვს. მაგრამ მაშინ როცა რუსეთს ყირიმსა და შავ ზღვაზე თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემები და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები აქვს განლაგებული, საქართველოს ნატოში მიღების შემთხვევაში, მისი დაცვა გართულებული იქნება – გინდ ხმელთაშუა ზღვის აუზის ნატოელი წევრების, გინდ თურქეთის მიერ. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპიდან ნატოს სახმელეთო ჯარები [შავიზღვისპირეთშიც] უნდა განალაგონ.

გარდა ამისა, ნატოს წევრად მიწვევა დამოკიდებულია იმაზეც, არის თუ არა ქვეყანაში მოუგვარებელი ტერიტორიული დავები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვან ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის მიმართაც, რომლის ნაწილის – ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.

ნატოს ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით კი აშშ, აცხადებს, რომ საქართველო ალიანსის ყველაზე ერთგული პარტნიორია, მაგალითად, ავღანეტში მიმდინარე სამშვიდო ოპერაციაში და ამიტომ სურთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი შეუნარჩუნდეს: „მათ არ უნდათ საქართველომ ისე იგულისხმოს, რომ იგი „დაიკიდეს“, – ამბობს ნატოელი დიპლომატი.

საქართველოს, რომლის ტერიტორიაზე უკვე ნატოს საწრთვნელი ცენტრი არსებობს, „მაპ“-ის მიღება სურს, რათა მეტი ფორმალური გარანტია ჰქონდეს ალიანსში გაწევრიანებასთან

Comments are closed