globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 31st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Newsweek » (აშშ): საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ოდესის ოლქს უხელმძღვანელებს

უკრაინული და რუსული მასმედია: მიხო უკვე უკრაინის მოქალაქეა // იგორ კოლომოისკი – მიხეილ სააკაშვილის მტერი? // მიხეილ სააკაშვილი – „ამერიკის კაცი“!? // „მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინელთა შეურაცხყოფაა“

———————-

«Newsweek » (აშშ), 30 მაისი, 2015 წელი

http://www.newsweek.com/ex-georgia-president-lead-ukraines-odessa-region-337523

საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ოდესის ოლქს უხელმძღვანელებს

ალექსანდრე გორბაჩოვი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად მუშაობდა მიმდინარე წლის თებერვლიდან, ახლა უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორადაა დანიშნული.

მართალია, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის თაობაზე ჯერ არავის უნახავს, მაგრამ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სანდო წყარო იტყობინება, ბრძანებულება უკვე ხელმოწერილია და მალე პრეზიდენტის ვებ-საიტზე გამოქვეყნდება. გარდა ამისა, როგორც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, შაბათს მიხეილ სააკაშვილი ახალ თანამდებობაზე იქნება წარდგენილი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესისი ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, ჯერ კიდევ პარასკევს გავრცელდა, როცა უკრაინის ეკოლოგიის მინისტრმა იგორ შევჩენკომ თავის ფეისბუქის გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი გამოაქვეყნა და მიაწერა: „უკრაინაში კიდევ ერთი მერიტოკრატი (ნიჭიერი) დაინიშნა ხელმძღვანელ თანამდებობაზე: მიხეილ სააკაშვილი – ოდესის გუბერნატორად!“.

უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, რეგიონულ გუბერნატორებს პრეზიდენტი ნიშნავს მინისტრთა კაბინეტის მიერ კანდიდატურის ოფიციალური წარდგენის შემდეგ.

გაურკვეველია, რატომ გახდა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობის კანდიდატი. გასულ კვირას მან მონაწილეობა მიიღო ოდესაში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც უკრაინის ერთიანობასა და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას მიეძღვნა. ყველას ახსოვს მიხეილ სააკაშვილის ერთი თვისწინანდელი განცხადება, როცა მან აღნიშნა, რომ უარი თქვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე: „ამისათვის უკრაინის მოქალაქეობის მიღება არის საჭირო, მე კი საქართველოს მოქალაქეობის დატოვება არ მინდაო“.

2003 წლის შემოდგომაზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის ლიდერი იყო, რომლის შემდეგ იგი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. იოგი საქართველოს პრეზიდენტად ორი ვადით იქნა არჩეული – 2004 წლიდან 2013 წლამდე, ხოლო პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში “მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის” სტატუსით, ლექციების კითხვა დაიწყო. იგი ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ რაიონში – უილიამსბურგში ცხოვრობდა. (ამჟამად მიხეილ სააკაშვილს საქართველოში სისიხლის სამართლის ბრალდებები აქვს წაყენებული, რომლებსაც იგი უსაფუძვლოდ და მოგონილად მიიჩნევს).

მიხეილ სააკაშვილი თავიდანვე, ევრომაიდნის პერიოდიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის რევოლუციას, რომლის შემდეგ, თებერვალში, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრცევლად იქნა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი ქართველი ექს-ჩინოვნიკი არ არის, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში იქნა მიწვეული: ამჟამად უკრაინის მთავრობაში მუშაობენ ალექსანდრე კვიტაშვილი (ჯანდაცვის მინისტრად), გია გეწაძე (ისტიციის მინისტრის მოადგილედ) და სხვები.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ოდესის ოლქს, მეზობელ რეგიონებთან შედარებით, მაინცდამაინც მწვავედ არ შეხებია, თუმცა იქ გასულ წელს ანტი- და პრორუსულ ჯგუფებს შორის მომხდარმა ქუჩის შეტაკებებმა 48 ადამიანი იმსხვერპლა.

——————

უკრაინული და რუსული მასმედია აქტიურად ავრცელებს სხვადასხვა ინფორმაციებს მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით: კეთდება კომენტარები, პროგნოზები, გამოითქმება თვალსაზრისები და ასე შემდეგ.

მიხო უკვე უკრაინის მოქალაქეა

უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) წევრებმა „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“ მუსტაფა ნაიემმა და სერგეი ლიშენკომ სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ჩანაწერი, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. „მიხო, აბა შენ იცი, ჩვენ მეორე ბათუმი გვინდა ოდესის სახით“.

იგორ კოლომოისკი – მიხეილ სააკაშვილის მტერი?

უკრაინელი ექსპერტების აზრით, რადგან ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან თავის დროზე ოლიგარქ იგორ კოლომოისკის მიერ „დასმული კაცი“ იგორ პალიცა გაათავისუფლეს, ამის შედეგად გამორიცხული არაა, რომ ოლიგაქრი მიხეილ სააკაშვილს მტრად გადაეკიდოს. პოლიტოლოგი ბოგდან ბეზპალკო დარწმუნებულია, რომ იგორ კოლომოისკი გულგრილი არ დარჩება მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის მიმართ: ოდესაში ოლიგარქი დიდ შემოსავალს ღებულობს, მიხეილ სააკაშვილი კი მას ხელს შეუშლის. შესაბამისად, მილიარდერმა შეიძლება ანტიმაიდანი მოაწყოს. „იგორ კოლომოისკი ოდესას თავის მამულად მიიჩნევს, საიდანაც დიდ მოგებას ღებულობს. ამიტომაც იგი სააკაშვილის დანიშვნას მის „ბოსტანში ნასროლ ქვად“ მიიჩნევს. კოლომოისკის რეაქციას წინასწარ ვერ გაიგებ, მაგრამ აშკარაა, რომ კონფლიქტი გარდაუვალია. მილიარდერს შეუძლია უწესრიგობები გამოიწვიოს და უარი თქვას სააკაშვილის განკარგულებების შესრულებაზე, მოაწყოს ანტიმაიდანი დაიწყოს მისი დაფინანსება… იგორ კოლომოისკი არ არის ნაციონალისტური იდეების მხარდამჭერი, მას მხოლოდ მოგება აინტერესებს და იოლად გაურიგდება კიევის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს საკუთარი პრობლემების მოგვარების მიზნით“, – ამბობს ბოგდან ბეზპალკო.

იგორ კოლომოისკიმ უკვე განაცხადა, რომ იგორ პალიცას გუბერნატორის პოსტი თავისი ნებით არ დაუტოვებია, მას წასვლა დააძალეს და არაფერი იცოდა, თუ ახალ გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილს დანიშნავდნენ. „მე ძალიან გაკვირვებული ვარ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით. ვფიქრობ, რომ იგი დროებითი ფიგურაა. ახლა იგი ოდესას რუსებს ჩააბარებს, შემდეგ მისი უკან დაბრუნებისათვის ბრძოლა დაგვჭირდება“, – განაცხადა იგორ კოლომოისკიმ.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირა. მაგალითად, დეპუტატი სერგეი ლიშენკომ თავის სოციალურ ქსელში ასე ჩაწერა: „ჩემთვის გაუგებარია იგორ კოლომოისკის მიერ გამოხატული ირონია მიხეილ სააკაშვილის მიმართ… ვიღაც მაგარი პიროვნება უნდა დანიშნულიყო ოდესის ოლქის ხელმძღვანელად, რომ ოლიგარქის ამბიციები და მადა შეზღუდულიყო. მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქს „ერთ ადგილზე მოაჯენს“. მიშას არ სეშინებია პურინის წინაშე 2008 წელს, მისი კანდიდატურა სწორედ რომ წარმატებულია. ვუსურვებ მიხეილ სააკაშვილს წესრიგის დამყარებას ამ ბანდიტურ-ოლიგარქულ კლონდაიკში.

მიხეილ სააკაშვილი – „ამერიკის კაცი“!?

უკრაინელი ჟურნალისტის ივანე ლიზანის აზრით, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის გუბერნატორად დნეტრისპირეთთან ომს გამოიწვევს. „მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკომ ვაშინგტონის კარნახით დანიშნა. ადრე საქართველოს ექს-პრეზიდენტი უველა ტანამდებობაზე უარს ამბობდა, ახლა კი უცებ იგი გუბერნატორი ხდება, უკრაინის მ,ოქალაქეობაც მიიღო. რაიმე კარგს მისი დანიშვნისაგან არ ველოდები. ქალაქში რეპრესიები დაიწყება, რომლის განხორციელება მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის. ამას ჟვანია დაადასტურებდა, მაგრამ არ შეუძლია. ვფიქრობ, რომ ბატონი სააკაშვილი ნავსადგურებში ამერიკელებს მიიწვევს და, ალბათ, დნესტრისპირეთს [ბლოკადას გამოუცხადებს]“.

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინელთა შეურაცხყოფაა

უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერისა და ვერხოვნა რადას დეპუტატის ოლეგ ლიაშკოს აზრით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორად უკრაინელთან დამცირებას და შეურაცხყოფას ნიშნავს: „45-მილიონიან უკრაინაში განა ერთი ღირსეული მოქალაქე არავინ არის, რომ ოდესის ოლქის ხელმძღვანელად დანიშნულიყო? ალბათ, მალე პრეზიდენტიც საზღვარგარეთიდან უნდა გამოვიწეროთ. ჩემი აზრით, კარგი იქნება დონეცკის ოლქის გუბერნატორად არნოლდ შვარცენეგერი დავნიშნოთ“.

წყაროები:

http://lifenews.ru/news/154786

http://kp.ua/politics/501778-kolomoiskyi-o-naznachenyy-saakashvyly-on-sdast-odessu-russkym-a-potom-prydetsia-ee-opiat-otvoevyvat

http://nahnews.org/241607-ukrainskij-zhurnalist-saakashvili-v-odesse-nuzhen-dlya-vojny-s-pridnestrovem/

http://nahnews.org/241598-lyashko-naznachenie-saakashvili-unizhenie-dlya-ukrainskogo-naroda/

Comments are closed