globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 30th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): რუსეთ-საქართველოს კრიზისის ბუნება და მისი დიაგნოზი

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობა გაეროში ყოველწლიურად იზრდება

«New Statesman» (დიდი ბრიტანეთი): მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი აფხაზეთში, რომლის შესახებ არ გსმენიათ; ტურნირის მონაწილეებს სახელმწიფო არ აქვთ

«The Times» (დიდი ბრიტანეთი): ჩემპიონატის მთავარი მიზანი დავიწყებული ხალხების გახსენება და მხარდაჭერაა

———————–

«Независимая газета» (რუსეთი), 30 მაისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/courier/2016-05-30/11_gruzia.html

რუსეთ-საქართველოს კრიზისის ბუნება და მისი დიაგნოზი

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივის საკითხები ბევრს აინტერესებს. ადამიანებს სურთ ჩასწვდნენ და გაიგონ ის მიზეზები, რომელთა გამო ორი ქვეყნის ურთიერთობის რეაბილიტაცია, 2008 წელს მომხდარი ძმათამკვლელი ომის შემდგომი  პერიოდიდან მოყოლებული, დაბალი ტემპით მიმდინარეობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ასეთი კონფრონტაციის შენარჩუნებით ხარობენ, რადგან მათ  ქართულ-რუსული დაახლოების პროცესი კატეგორიულად არ აწყობთ“, – წერს „ნეზავისიმაია გაზეტაში“ ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი.

ავტორის აზრით, ზოგიერთები კონფლიქტის სურათს არაადექვატურად აღიქვამენ და არასწორ შეფასებებს აკეთებენ, რაც შესაბამისი ლექსიკითაც გამოიხატება. „დისკუსიის დროს  გაისმის რუსოფობიური ან ქართველოფობიური გამონათქვამები, რომლის შედეგად ჩვენ უკვე საქმე გვაქვს ყოვლად მიუღებელი სტერეოტიპული ტერმინების, გამონათქვამების, შესატყვისების მთელ სისტემასთან“, – აღნიშნავს ალექსანდრე რუსეცკი და ამ დებულების დასადასტურებლად იხსენებს ამ დღეებში მომხდარ ინციდენტს, რომელიც მისმა ერთ-ერთმა სტუდენტმა ასე გააჟღერა – „რუსმა მესაზღვრეებმა ზუგდიდში 30 წლის ქართველი ბიჭი მოკლესო“. ამ ამბავმა აუდიტორიაში მწვავე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. აშკარაა, რომ ინფორმაციის გაჟღერებისას სტუდენტმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

პირველი – სტუდენტმა ახსენა არა „რუსეთის“, არამედ „რუსი“ მესაზღვრეები. რუსეთის როგორც სახელმწიფოს მესაზღვრეები შეიძლება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი იყოს, რადგან რუსეთში ბევრი ხალხი ცხოვრობს (ვთქვათ, იაკუტები, უდმურტები, გნებავთ ქართველიც, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული). მაგრამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხომ ეთნიკური რუსი არ არის, მას რუსეთის მოქალაქეობაც არ აქვს. ინციდენტის მეორე დღეს უკვე ამბობდნენ „აფხაზ“ მესაზღვრეზე, მესამე დღეს კი, როცა ეჭვმიტანილის ვინაობა დადგინდა (რაშიდ კანჯი-ოღლი), ლაპარაკი ახალ ფენომენზე დაიწყეს – „ხედავთ, აფხაზი სეპარატისტების მხარეზე თურქებიც ომობენო“; მეორე – ურთიერთშეხების ის ხაზი, სადაც ტრაგედია მოხდა, საზღვარი არ გახლავთ. შესაბამისად, ვინც იქ დგას, მესაზღვრედ არ ითვლება; მესამე შეცდომა: მკვლელობის ადგილად სტუდენტმა ზუგდიდი დაასახელა, თუმცა ინციდენტი სოფელ ხურჩასთან მოხდა, რომელიც ურთიერთშეხების ზონაშია და ქართული მხარის მიერ კონტროლდება.

აუცილებელია აღინინოს, რომ ინციდენტი ვიდეოკამერის მიერაა დაფიქსირებული, თუ როგორ კლავს რაშიდ კაჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას. ანუ ეს ნიშნავს, რომ ტერიტორიია, რომელიც ხელისუფლების მიერ დაცული უნდა იყოს, სინამდვილეში დაცული არ არის. შესაბამისად, მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გამართულ არჩევნებში ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმარჯვებს. საქმე გვაქვს მოვლენათა საინტერესო ურთიერთკავშირთან.

„საზოგადოებრივი კონფლიქტის სუბიექტების კიდევ ერთ, არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს ის, რომ ძალზე პრიმიტიულად ლაპარაკობენ საქართველოს მოსახლეობის დაყოფაზე პროდასავლურებად და პრორუსულებად, ანუ მოსახლეობის ერთი ნაწილი მხარს უჭერს ნატოსთან ინტეგრირებას, მეორე კი რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას. ასეთ შეცდომას ყველაზე ანგაჟირებული უცხოური ორგანიზაციებიც კი უშვებენ ხოლმე, რომლებიც სოციოლოგიურ გამოკითხვებს უკვეთავენ, მაგალითად,  „ენდეაი“ (NDI)- აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.

„ენდეაი“-ს დაკვეთით აპრილის თვეში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საქარტველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი (52%) მხარს უჭერს პროდასავლური საგარეო პოლიტიკის გატარებას, რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით. 16%, პრიქით, პრორსუსული საგარეო პოლიტიკის გატრების მხარდამჭერად გამოვიდა, ნატოსტან და ევროკავშირთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით. 14% მხოლოდ პროდასავლური კურსის მომხრეა, 5% – მხოლოდ პრორუსულის.

პროდასავლური კურსი არ ნიშნავს მხოლოდ ერთმნიშვნელოვან ორიენტირს ნატოსთან. ბევრს მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობა სურს, ნატოს გარეშე. სოციოლოგიურ კვლევებში საკითხის ასეთი სახით დასმა კი არ ხდება. მათში ასახული არაა აფხაზეთისა და სამხრეთ მოსახლეობის თვალსაზრისიც. ამგვარი კვლევებისათვის კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ მიუხედავდ იმისა, რომ შავი ზღვის გაღმა ნაპირზე ნატოს წევრები ბულგარეთი და რუმინეთი არიან, კავკასიაში ნატოს რეალურ წარმომადგენლად თურქეთი ითვლება. საქართველოსთვის და ქართველებისთვის თურქეთი ევროპულ სახელმწიფოდ არ აღიქმება – არც აზროვნებით, არც კულტურული ელემენტებით. ამიტომაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ბევრი მოქალაქისათვის პრაქტიკაში თურქეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ნიშნავს. საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირი კი არაა წარმოდგენილი, არამედ თურქული კომპანიები. ამასთანავე, რუსეთი ბევრი ქართველისათვის „ანტიევროპად“ იდენტიფიცირდება, თუმცა საქართველოში ევროპული კულტურის დიდი ნაკადი სწორედ იმპერიული რუსეთის მეშვეობით შემოვიდა.

ზემოთხსენებულ კვლევაში მთავარია არა იმდენად პროცენტული შეფარდებები, არამედ მოსახლეობის ჯგუფების არსებობა ერთმანეთისაგან განსხვავებული ინტერესებითა და პოზიციებით. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ კვლევიდან მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ჯგუფებია ამოვარდნილი, ეს დისკრიმინაციის ტოლფასია: გამოდის, რომ მათი უფლებები და ინტერესები იგნორირებულია. და თუ მათ უფლებებს საკუთარი სახელმწიფო არ იცავს, მაშინ მათ ასეთ სამსახურს (უფლებების დაცვის უზრუნველყოფას) სხვა სახელმწიფო შესთავაზებს, ანუ როგორც ხშირად ხდება ხოლმე – მეზობელი, რომელსაც მოცემულ ქვეყანაში თავისი ინტერესები აქვს. საქართველო უკვე ყელამდე „მაძღარია“ მსგავსი შეცდომებითა და თავის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს ძალების ყოფნით, შეიარაღებულის ჩათვლით.

2012-2016 წლების ქართულ-რუსული ურთიერთობების „დათბობას“ (ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის რეანიმაციას) ამ ეტაპზე განვითარების ორი შესაძლებელი ტენდენცია აქვს – პოზიტიური და ნეგატიური.

პოზიტიური გამოიხატება ახალი ეკონომიკური პროექტების განვითარებითა და ძველი აპრობირებული ხაზების რესტავრაციით. ამის კარგი მაგალითია საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების ნაკადის ზრდა; ნეგატიური ტენდენცია ისაა, რომ ქართულ-რუსული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბიზნესკავშირების რეანიმაცია ბევრს არ აწყობს. ამ წრეებს თბილის-მოსკოვის ურთიერთობის გამწვავება შეუძლიათ. ასეთ ფონზე უკვე მიღწეული მყიფე მშვიდობისა და თანამშრომლობის შენარჩუნება ძალიან რთულია – მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს „კარასინ-აბაშიძის“ ფორმატი, რომლის მნიშვნელობა საზოგადოებაში ჯეროვნად არაა დაფასებული.

ჩამოვთვალოთ ზოგიერთი ის ჯგუფი ორივე მხრიდან, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივის გაურესებით არიან დაინტერესებულნი.

პირველი ჯგუფი: მასში შედიან ის მოსკოველი პოლიტიკოსები, რომლებიც აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტ.ოლქის დამოუკიდებლობის აღიარების  მხარდამჭერები არიან. თავიანთი პოზიციით ისინი ხელს უწყობენ არა იმდენად ეთნოკრატიული რეჟიმებს, რამდენადაც რუსეთის ხელისუფლების ავტორიტეტის დაცემას. აბა, წარმოიდგინეთ: რუსეთი, რომელსაც პრეტენზია აქვს ზესახელმწიფოს სტატუსზე, მოიხსენიება ნაურუს, ტუვალუს და ვანუატუსთან ერთად. ყველას კარგად ესმის, რომ სანამ საქართველოს ყოფილი ავტონომიებიდან ასი ათასობით დევნილი თავის საცხოვრებელ ადგილს არ დაუბრუნდება, სანამ არ ჩატარდება  დემოკრატიული არჩევნები, მანამდე რუსეთის ყოველი ხელისუფლება სისხლიანი წარსულის მემკვიდრე იქნება. მაგრამ ისევე როგორც კოსოვოში, რუსეთშიც არიან ჯგუფები, რომლებიც სწორედ ასეთ ხაზს ლობირებენ. ეს მავნეა როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისათვის, ასევე თვით რუსეთისთვისაც, სტრატეგიული თვალსაზრისით.

მეორე ჯგუფი: სეცესიონისტები, ანუ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტ.ოლქის საქართველოსაგან გამოყოფის მომხრეები [ანუ აფხაზი და ოსი სეპარატისტები]. ისინი უკიდურესად ეჭვის თვალით უყურებენ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ყოველ ფაქტს, რადგან მათ შეიძლება კომფორტული გარემო დაკარგონ. მათთვის მიუღებელია ის აზრი, რომ რუსეთმა და საქართველომ შეიძლება რაიმე საკითხზე მოილაპარაკონ. ჰოდა, როგორც შედეგი, ბოლო დროს ურთიერთშეხების ხაზთან ახლოს გახშირდა ადამიანების გატაცებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, გამოძალვისა და დაშანტაჟების ფაქტები. ამ ტერიტორიაზე მოქმედებენ როგორც „ოფიციალური“, ასევე კრიმინალური სამყაროს ტრადიციული წარმომადგენლები. მათ აქვთ როგორც საკუთარი, ასევე უფრო „გლობალური“ მიზნები – გააუარესონ ქართულ-რუასული ურთიერთობები, გააგრზელონ ეთნიკური ქართველების გამოდევნის პროცესი აფხაზეთიდან. ამ ფონზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობა „აფხაზი მესაზღვრის“ რაშიდ კანჯი-ოღლის მიერ მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს. მოსკოვი კი, რომელიც კონფლიქტის ზონაში ფსონს მხოლოდ ერთ ეთნიკურ ჯგუფზე დებს და ანტიქართულ პოლიტიკას ატარებს, ამით ძირს უთხრის კავკასიაში თავისი  ყოფნი საფუძვლებს. მაგალითად, აფხაზეთში უკვე შეიმჩნევა ერთდროულად როგორც ანტიქართული, ასევე ანტირუსული სტრატეგია საეკლესიო საკითხში. ამის დადასტურებაა რელიგიურ კონფრონტაციაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ჩართვის მცდელობაც. საერთოდ კი, ეს სხვა არაფერია, თუა არა კონფლიქტის პროვოცირება რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ამის პარალელურად, აფხაზი სეცესიონისტები, მოსკოვის გვერდის ავლით (და ზოგჯერ მისი ხელშეწყობით), ფიზიკურად ანადგურებენ პროქართულ პოლიტიკურ კონკურენტებს და ეძებენ კავშირები დამყარების შესაძლებლობას თურქეთთან, მოსკოვის გავლენის დასუსტების მიზნით.

მესამე ჯგუფი: ქართველი რადიკალური ევროცენტრისტები, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებაში ქვეყნის პროდასავლური ვექტორისადმი მიმართულ საფრთხეს ხედავენ. ისინი მოითხოვენ რუსეთის „რბილი ძალის“ შეზღუდვას და ამ მიზნით არაერთგზის განუცხადებიათ, რომ საქართველოში რუსეთის ტელერადიომაუწყებლობა უნდა შეწყდესო. ამ ჯგუფის საინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანია იმდენად წარმატებული და მოხერხებულია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ახალ პოლიტიკურ გუნდში მხოლოდ ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრეები იქნებიანო. გიორგი კვირიკაშვილის ნათქვამი შეიძლება სხვაგვარად  გავიგოთ: „იმიტომ, რომ ყველა სხვა „მარგინალები“, „აგენტები“ და კრემლის „რბილი ძალის“ წარმომადგენლები არიან“… -  წერს ალექსანდრე რუსეცკი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/june-7-in-un-georgia/3348717.html

საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობა გაეროში ყოველწლიურად იზრდება

თეა თუაშვილი

შვიდ ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეა გაიმართება, სადაც საქართველოს საკითხი გადის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა კენჭი უნდა უყარონ რეზოლუციას, რომლის მთავარი პრინციპი დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებაა საკუთარ მიწა-წყალზე და მათი საკუთრების დაცვა.

აქტიური კონსულტაციები გაეროში გადამწყვეტ ფაზაში შედის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დევნილთა დაბრუნებისთვის და იურისდიქციის აღდგენისთვის კიდევ ერთი სამართლებრივი დოკუმენტის მიღებამდე ათი დღე რჩება. გაიზრდება თუ არა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საქართველოს მიერ გატანილ რეზოლუციას დაუჭერენ მხარს. გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე ოპტიმისტურად არის განწყობილი.

კახა იმნაძე: მთავარი არის ის, რომ რეზოლუცია გავა. ვმუშაობთ, კონსულტაციები მიდის მთელი წლის მანძილზე. რეზოლუცია შარშანაც გავიდა, რეზოლუცია გავა წელსაც. ეს არის სამუშაო პროცესი. ფორმულირება მანდ არ იცვლება, მთავრი არის რომ ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ ხალხის უფლებას, ვინც იძულებით ადგილნაცვალია, რომ დაბრუნდენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. რამდენად კონსოლიდირებული იქნება გაერო საქართველოს საკითხის მიმართ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. მაშინ როცა სირიის კონფლიქტის გამო ლტოლვილების მასობრივი მიგრაცია მოხდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რამაც გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციების ყურადღება გადაიტანა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი საუბრობს“.

დავით ზალკალიანი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსია, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს ამ საფრთხეების მინიმალიზაცია. ეს არის ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტურ უფლებას დაბრუნდენ საკუთარ სახლებში და ჰქონდეთ საკუთრების უფლება. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით მხარდამჭერთა რაოდენობას. მაგრამ მთავარი არის ის, რომ გაერო განიხილავს ჩვენ საკითხს და ყოველწლიურად ვახერხებთ რეზოლუციის მიღებას“.

გასულ წელს, ამგვარი შინაარსის რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა ექვსი ქვეყნით გაიზარდა. რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასაბლეაზე 2008 წლიდან გადის. რუსეთი ყოველთვის რეზოლუციის მიღების წინააღმდეგია. რუსეთი ცდილობს გავლენა იქონიოს აფრიკულ ქვეყნებზეც. ზამბიის ქვეყნის მისიამ გასულ წელს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ხოლო სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკამ თავი შეიკავა.

არიან თუ არა ისინი რუსეთის ზეწოლის ქვეშ?

ზამბიის წარმომადგენელი ჩიბაულა სილვამბა „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ ისინი ხელისუფლების ინსტრუქციებს ექვემდებარებიან. “არ ვფიქრობ ეს რუსეთის ზეწოლა იყოს. ჩვენი ქვეყნის დიპლომატია ასეთია, ჩვენ ყველას მეგობრები ვართ და არავის მტრები. ამიტომ, ასეთ რეზოლუციას მხარს არასდროს ვუჭერთ,” – ამბობს ზამბიელი დიპლომატი.

დეტე კოფი ნარცისე გაეროში სპილოს ძვლის რესპუბლიკას წარმოადგენს. იგი აცხადებს, რომ გაეროში ქართული მისიის წარმომადგენლებთან კონსულტაციები შედგა, რეზოლუციის პროექტს იგი დადებითად აფასებს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2016 წლის რეზოლუცია კენჭისყრაზე 7 ივნისს დადგება. რეზოლუციის შინაარსში გასულ წელს კონფლიქტის ზონებში არსებული მდგომარეობა, მცოცავი ანექსიის საკითხი, ადამიანის უფლებების დარღვევა და რუსი ოკუპანტების მიერ ნაბაკევში გოგა ოთხოზორიას მკვლელობის თემაც შევა.

«New Statesman» (დიდი ბრიტანეთი), 28 მაისი, 2016 წელი

http://www.newstatesman.com/politics/sport/2016/05/world-cup-you-ve-never-heard-where-teams-have-no-state

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი აფხაზეთში, რომლის შესახებ არ გსმენიათ; ტურნირის მონაწილეებს სახელმწიფო არ აქვთ

„ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი და ბრაზილიის ოლიმპიური თამაშები რამდენიმე თვის განმავლობაში დომინირებული მოვლენები იქნება. როგორ გამოვა დიდი ბრიტანტის ნაკრები რიოში? გადაიდება თუ არა ოლიმპიური თამაშები ზიკას ვირუსის გამო? წამოიღებს თუ არა ბრაზილიიდან ინგლისში როი ჰოჯსონი (ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მწრთვნელი – მთარგმნ. შენიშვნა) დიდი ხნის ნანატრ ჯილდოს? მაგრამ სანამ რიოს ოლიმპიადა გაიხსნება, [აფხაზეთში] მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო. მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატი სხვებისაგან განხვავდება: აფხაზეთში არ იქნებიან არც გერმანელები, არც ბრაზილიელები… აქ არ ხდება ის ფინანსური სკანდალები, რომლებიც ფიფას ბოლო წლებში აზანზარებს. ეს ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში Conifa-ს ეგიდით იმართება, რომელიც არაღიარებულ სახელმწიფოების (ტერიტორიების) საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციას წარმოადგენს. ამ ქვეყნების გაურკვეველი სტატუსისი გამო ფიფა კონიფა-ს არ აღიარებს, შესაბამისად, მათ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი ჯორჯ კლარკი).

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული „კონიფას“ პრეზიდენტის ალექსანდრ დიერკოპის ოპტიმისტური განცხადებები ამ არაოფიციალური სპორტული ორგანიზაციის სავარაუდო პერსპექტივაზე, არაღიარებული ქვეყნების წარმატებებზე, ჩემპიონატის მონაწილეებზე (სულ 12 გუნდი).

ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს არაღიარებული სახელმწიფოების სტატუსზე, რომლებმაც დამოუკიდებლად აღიარება პოლიტიკური ბარიერების გამო ვერ შეძლეს. „აფხაზეთსაც მათი მსგავსი პრობლემები აქვს. ეს რეგიონი საქართველოს 1990-იანი წლების დასაწყისში გამოეყო, დღეს კი აფხაზეთი რუსეთის ფინანსური დახმარებით არსებობს. ამის მიუხედავად, ალექსანდრ დიერკოპი ამბობს, ეს ღონისძიება „მხოლოდ საფეხბურთო მინდორზე მიმდინარე პროცესს ასახავს და არა მის ფარგლებს გარეთ მომხდარ მოვლენებს“.

„ბევრი ქვეყანა ჩემპიონატის ორგანიზებას პოლიტიკურ სარჩულს უდებს, მაგრამ ჩვენ აპოლიტიკურები ვართ და მხოლოდ ჰუმანიტარული მიზანი გვამოძრავებს: რატომ უნდა იყვნენ ჩემპიონატის მონაწილეები იზოლირებულნი საეერთაშორისო ფეხბურთისაგან? რატომ არ აქცევენ მათ ყურადღებას? ჩვენი ამოცანაა თითოეულ ქვეყანას რეკლამირება გავუწიოთ და მსოფლიოს მათი უნიკალურობა ვაჩვენოთ“, – ამბობს  არ აქცევენ რარაც პოლიტიკური გარემოებების გამო“, – აცხადებს „კონიფა“-ს პრეზიდენტი.

«The Times» (დიდი ბრიტანეთი), 30 მაისი, 2016 წელი

http://www.thetimes.co.uk/article/its-another-world-as-lost-nations-kick-off-for-cup-8vl2qpdrg

ჩემპიონატის მთავარი მიზანი დავიწყებული ხალხების გახსენება და მხარდაჭერაა

აფხაზეთში დაწყებული არაღიარებული სახელწმიფოების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ეხება ატატია, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „თაიმს“-ში დღეს, 30 მაისს გამოქვეყნდა (ავტორი – ტომ პარფიტი).

ინგლისელი ჟურნალისტი სოხუმში იმყოფება და იქიდან გადმოსცემს რეპორტაჟს ჩემპიონატის დაწყების თაობაზე. „ფეხბურთის იმ გულშემატკივრებმა, რომლებიც შაბათს ტელეკრანს იყვნენ მიჯაჭვულნი და მადრიდში ჩემპიონთა ლიგის ფინალს უყურებდნენ, ვერც კი გაიგეს, რომ მხედველობიდან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება გამორჩათ… ტურნირის ვარსკვლავები არგენტინელი, ინგლისელი ან გერმანელი ფეხბურთელები კი არ არიან, არამედ ქურთისტანელი, პადანიელი და ჩაგოსელი სპორტსმენები. ჩემპიონატი ფიფას ეგიდით კი არ მიმდინარეობს, არამედ „კონიფას“ ხელმძღვანელობით. ეს ყველაფერი ხდება შავი ზღვის მთიან, სუბტროპიკულ რეგიონში – აფხაზეთში, რომელიც საქართველოს 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ომის შედეგად გამოეყო“.

პუბლიკაციაში გამოქვეყნებულ ფოტოზე გამოსახულები არიან ფეხბურთელი ძმები ენოკ და მარიო ბალოტელები, რომელთაგან ერთი, ენოკი, ე.წ. „პადანიის“ ნაკრებში თამაშობს, მეორე კი, მარიო, საფეხბურთო კლუბ “მილანისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელია.

Comments are closed