globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 30th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Ноев ковчег» (რუსეთი): ვინ უფრო მეტი რუსეთუმეა საქართველოში? // დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ბრალდებებში ეჯიბრებიან

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციამ კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულა // ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ტყის ხანძარმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა

«Эхо» (აზერბაიჯანი): თანამედროვე აზერბაიჯანის ხალხები და ეთნიკური ჯგუფები // ქართველი ინგილოები აზერბაიჯანში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ

—————-

«Ноев ковчег» (რუსეთი), №9, სექტემბერი, 2017 წელი

http://noev-kovcheg.ru/mag/2017-09/5904.html

ვინ უფრო მეტი რუსეთუმეა საქართველოში?

დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ბრალდებებში ეჯიბრებიან

ირინა ინაშვილი

(შემოკლებით)

ქართველი პოლიტიკური ლიდერები და ქვეყნის მმართველი ძალები, ორიენტაციას იღებდნენ რა დასავლურ და უპირველესად ამერიკულ „დემოკრატიაზე“ უახლესი ისტორიის 25 წლისნ პერიოდში, რუსეთს სხვადასხვანაირი ეპითეტებით ამკობდნენ ხოლმე, მაგრამ ყველაზე კარგად მოსკოვისადმი ბრალდებების არსი ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოხატა, როცა რუსეთს „ოკუპანტი“, აგრესორი“, „№1 მტერი“, „საქართველოსთან ომის დამწყები“ უწოდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას“ აგრძელებს.

დასავლეთს, რასაკვირველია, ამგვარი ბრალდებები ეგემრიელა: შეფასებები იმდენად „ზუსტი და მიზნობრივი“ აღმოჩნდა, რომ მასზე უარის თქმა „ქართული ოცნების“ მთავრობამაც კი ვერ შეძლო, ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე იფიცებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებდა, კონფლიქტებს მოაგვარებდა და განდგომილ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს საქართველოს დაუბრუნდებდა.

მართალია, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, „ნაციონალთა“ ლიდერების ანალოგიურ განცხადებებთან შედარებით, უფრო რბილი და კორექტულია, მაგრამ მათი არსი მაინც იგივე რჩება: რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და, აქედან გამომდინარე, მოსკოვი მსოფლიო საზოგადოებისაგან გაკიცხვა-დაგმობას იმსახურებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მცდელობა – მეტ-ნაკლებად ობიექტურად წარმოსახოს რუსეთთან ურთიერთობის რეალური მნიშვნელობა – „ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების“ მხრიდან მკაცრი კრიტიკის სამიზნე ხდება და ამ ოპოზიციურ სუბიექტებში“ მთავარ როლს კვლავ „ნაციონალები“ და მათი ანასხლეტები – „გარეწარი თანამგზავრ-სატელიტური“ პარტიები წარმოადგენენ. ამგვარი მცდელობების ერთ-ერთი მაგალითი იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგიენკოს განცხადება იმის სესახებ, რომ სამხრეთ ოსეტში „ბორდერიზაცია“ და „მცოცავი ოკუპაცია’ „ნაციონალების“ მიერ მათი მმართველობის წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგიაო.

(…)

საქართველო დასავლეთისაკენ ისწრაფვის, მას „ევროოჯახის“ სრულუფლებიანი წევრობა სურს, თუმცა დასავლეთი თბილისის მიღებას არ ჩქარობს. ყველაზე დიდი, რასაც საქართველომ მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე, ესაა ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის ქვეყნებთან, რომელიც, პრინციპში, რიგი მოთხოვნებით შეზღუდულია (არ ითვალისწინებს შრომით დასაქმებას) და შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში შეჩერდეს და გაუქმდეს კიდეც.

საქართველოს მიერ არჩეული პროდასავლური კურსის მიუხედავად, თბილისის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში რუსეთის როლს მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რაც მუდმივად ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი ხდება – „მოსკოვთან საიდუმლო თანამშრომლობა“, „საიდუმლო ანტიქართული გარიგებები“, „მოსკოვის ხრიკები“ და ა.შ. სხვათა შორის, ამგვარი ბრალდებები მიმართული იყო და ახლაცაა მიმართული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც: ჯერ კიდევ 2008 წელს ოპოზიცია მას რუსეთთან ომში წინასწარგანზრახულად ჩაბმას აბრალებდა, რითაც მან თითქოსდა მოსკოვის დავალება შეასრულა და ამგვარი გზით რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გადასცაო. მოკლედ, ქართველი პოლიტიკოსები ყველანაირად ცდილობენ რუსეთისაგან დაშორებას, მის კრიტიკას, მაგრამ ასეთი მოქმედებით შორს ვერ მიდიან: მოსკოვი კვლავ რჩება მათივე პოლიტიკურ დღის წესრიგში.

——-

შენიშვნა: გაზეთი «Ноев ковчег» რუსეთში არსებული სომხური დიასპორის ბეჭდვითი გამოცემაა, გამოდის ყოველთვიურად.

«Независимая газета» (რუსეთი), 30 აგვისტო, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-08-30/5_7062_georgia.html

საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციამ კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულა

ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ტყის ხანძარმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მიღების მიზნით რუსეთის მიმართა. ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის ხელისუფლება კოლაბორაციონიზმში, უპრინციპობასა და ექსტრემალური სიტუაციის დროს გამოჩენილ უსუსურობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა „ნაციონალებს“ გაახსენეს, რომ ტყეები მათი მმართველობის პერიოდშიც ბევრი იწვოდა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

„ამ ისტორიაში ერთ რამეა გაურკვეველი: რისთვის და რატომ დაჭირდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ამ ფაქტის ჯერ უარყოფა, შემდეგ კი იმის განცხადება, რომ რუსეთმა თვითონ შემოგვთავაზა დახმარება, ჩვენ კი უარი ვთქვითო. თან მთავრობამ მიკიბულ-მოკიბულად დაიწყო ლაპარაკი – ჩვენ გაეროს ვთხოვეთ, გაერომ კი ჩვენი სახელით სხვებს, ანუ რუსეთსაც სთხოვა დახმარებაო და ა.შ. თანაც ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ აღიარა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ამ საკითხზე პირდაპირი კონტაქტი (სატელეფონო საუბარი) მართლაც მოხდა. ქართველი დიპლომატის თქმით, გრიგორი კარასინმა მას დახმარება შესთავაზა, რაც, თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ მთავრობას შეატყობინა. აი, შემდეგ უკვე ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია: აშკარაა, რომ მთავრობამ იფიქრა – თუ ამ ინფორმაციას გავამხელთ, მაშინ ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნე გავხდებით, როგორ თუ დახმარება სთხოვე ოკუპანტსო, ამიტომ გადაწყდა, ხანძარს საკუთარი ძალებით (და რუსეთის გარეშე, სხვების დახმარებით) გაუმკლავდებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერპრეტაციით კი, თბილისმა მოსკოვის შეთავაზების საფუძველზე შესაბამისი ნოტა მოამზადა, შვეიცარიის საელჩოს გადასცა, მაგრამ როცა სხვა სახელმწიფოებმა დახმარება დაიწყეს, რუსეთის დახმარება უკვე საჭირო აღარ გახდა. მოკლედ, სიმართლე ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში ბევრი უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ საქართველომ რუსეთის დახმარებაზე უარი განაცხადა. „ხანძარი ბუნებრივი სტიქიაა, ტყეს კი მთელი პლანეტისთვის მნიშვნელობა აქვს. ამიტომ რა განსხვავებაა, თუ მას ვინ ჩააქრობს?“. ზოგიერთი ყურადღებას ამახვილებს რუსული ავიატექნიკის როლზე ტყის ხანძრების ჩაქრობაში. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთის დახმარებაზე უარის თქმით თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი ხელიდან გაუშვაო.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ – საქართველო მიესალმება რუსეთის მხრიდან დახმარების შემოთავაზებასო, თანაც იმ დროს, როცა ჩვენს შორის რთული ურთიერთობა არისო, ოპოზიციაზე საჭირო ეფექტი ვერ მოახდინა: „ნაციონალებმა“ და მათმა პარტია-სატელიტებმა ხელისუფლებას თითქმის მოღალატეობა დასწამეს. გარდა ამისა, იმავე „ნაციონალების“ მხარდამჭერებმა დაიწყეს საუბარი ტყეში ბენზინის სუნიანი ცარიელი ბიდონების პოვნაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანზარი უცხო მტრული სახელმწიფოს ნახელავი იქნებაო.

„როგორ გაჩნდა ხანძარი ბორჯომის ტყეში – მშრალი და ცხელი ზაფხულის პირობებში გადაგდებული ჩაუმქრალი სიგარეტით თუ სხვა მიზეზით, ამას, ალბათ, გამოძიება გაარკვევს. ჯერ-ჯერობით კი მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია დაიწყო და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიმართ წაყენებულმა სხვადასხვა ბრალდებებმა (და პირიქით) არ უნდა გაგვაკვირვოს“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 27 აგვისტო, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=62155&utm_source=feedburner&utm_medium=email&utm_campaign=Feed%3A+echo%2FWYxU+%28%D0%AD%D0%A5%D0%9E%29

თანამედროვე აზერბაიჯანის ხალხები და ეთნიკური ჯგუფები

ქართველი ინგილოები აზერბაიჯანში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ

სტატიაში გადმოცემულია აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობა და მისი ეთნიკური შემადგენლობა 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით: 10 მილიონ 48090 მცხოვრები. მათგან მამაკაცია 4974348 (49,5%), ქალი კი – 5073742 (50,5%). „ასი წლის მანძილზე აზერბაიჯანის მოსახლეობა ოთხჯერ გაიზარდა. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 51 მლნ. აზერბაიჯანელი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს“, – ნათქვამია მასალაში (ავტორი – გ.სალაევი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, აზერბაიჯანში ამჟამად ძირითადად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ლეზგინები, სომხები და რუსები. გარდა ამისა, არიან თალიშები (3%), ავარები (0,6%), თურქები (0,4%), თათრები (0,3%), უკრაინელები (0,2%), ცახურები (0,1%), ქართველი ინგილოები (0,1%), ქურთები, ებრაელები და ა.შ.

მასალაში დახასიათებულია ყველა ეროვნების წარმომადგენლები, მოცემულია მათი განსახლების არეალი, ისტორია და სხვა ფაქტები.  მაგალითად, რუსები აზერბაიჯანში პირველად 1830-1850 წლებში გამოჩნდნენ, ისინი აზერბაიჯანში ნიკოლოზ I-ის დროს გადმოუსახლებიათ, შემდეგ კი ბევრი რუსი ჩავიდა ნავთობის მრეწველობის განვითარების კვალობაზე. „1920-იან წლებში რუსები, სომხებთან და ებრაელებთან ერთად, აზერბაიჯანის მართვაში საკმაოდ დომინირებდნენ. ასე, მაგალითად, 1923-25 წლებში აზერბაიჯანის კომპარტიის აპარატში რუსები 38%-ს შეადგენდნენ (შედარებისთვის: საქართველოში იმავე პერიოდში პარტაპარატის 75% ქართველები იყვნენ, სომხეტში კი 93% სომხები).

„სომხები

1891 წლის „კავკასიის კალენდრის“ მონაცემებით (ეს პერიოდული სქელტანიანი გამოცემა თბილისში იბეჭდებოდა), ბაქოს გუბერნიაში იმ დროს 119 526 სომეხი ცხოვრობდა, ხოლო 1917 წლის მდგომარეობით, 450 ათასი. 1979 წლის აღწერით, 6 მილიონ 26515 მცხოვრები, 1989 წელს კი – 85 ათასი (ძირითადად, მთიან ყარაბაღში). (…)

ქართველები (ინგილოები) აზერბაიჯანის ერთ-ერთი უძველესი ეთნიკური ჯგუფია. ისინი ცხოვრობენ გახის, ზაგათალის და ბელაქენის რაიონებში. თანამედროვე ინგილოური ენა ქართული ენის აღმოსავლური დიალექტია. ინგილოთა თითქმის სამი მეოთხედი მუსულმანი სუნიტები არიან, დანარჩენები კი – ქრისტიან-მართლმადიდებლები. ინგილოები აზერბაიჯანში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ, რეგიონში გატარებული გაქართველებისა და გაქრისტიანების ასიმილაციური პოლიტიკის შედეგად“, – ნათქვამია სტატიაში.

——–

შენიშვნა: პუბლიკაციაში ქართველების (ინგილოების) შესახებ მონაცემები სომეხთა ჯგუფშია გადმოცემული (შესაძლოა, ეს უბრალო ტექნიკური ლიაფსუსია და მეტი არაფერი).

Comments are closed