«Радио Голос Америки» (აშშ): საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს უერთდება, ქართველი მეომრები მონაწუილეობას გაეროს სამშვიდობო მისიაშიც მიიღებენ
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გზავნილები საქართველოსთვის ობამა-პუტინის შეხვედრიდან
«Московский комсомолец» (რუსეთი): რუსეთი-ბელორუსია: შენგენის ზონის ანალოგი // კონსტანტინე ზატულინი: „ქართველმა ხალხმა აუცილებელი დასკვნები გააკეთა“
————–
«Радио Голос Америки» (აშშ), 30 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.golos-ameriki.ru/content/georgia-joins-nato-rapid-responce-force/2984706.html
საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს უერთდება, ქართველი მეომრები მონაწუილეობას გაეროს სამშვიდობო მისიაშიც მიიღებენ
სტატიაში, რომლის ავტორია რადიო „ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახურის კორესპონდენტი ნესტან ჩარკვიანი, მიმოხილულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მან გაეროში სამშვიდობო მისიების სამიტზე გააკეთა: „საქართველო უერთდება ნატოს სწრაფი რეაგირებს ძალებს და გააგრძელებს გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. ჩვენ ვიქნებით მეოთხე ქვეყანა – ნატოს არაწევრი სახელმწიფო – რომელიც ალიანსის სწრაფი რეგირების ძალწებში მონაწილეობას მიიღებს. ეს მოწმობს საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ჩრდილოატლან-ტიკური ალიანსის შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეს. ამჟამად ამ მიზნით რეზერვში 130 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება“.
ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს აგრეთვე ფინეთი, შვედეთი და უკრაინა. სწრაფი რეაგირების ძალები 2003 წელს შეიქმნა და მისი დანიშნულებაა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწიოლეობა, დახმარების გაწევა სტიქიური უბედურების დროს და კრიზისების ესკალაციის თავიდან აცილება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქართული სამხედრო კონტინგენტი უკვე მონაწილეობს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რომლებიც აფრიკის ქვეყნებშია დისლოცირებული (მალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა). საქართველო ასევე გეგმავს შეუეერთდეს გაეროს სამშვიდობო მისიას, თუმცა მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში. დღეს გაეროს სამშვიდობო კონტიგენტი (ე.წ. „ცისფერი მუზარადები“) დაახლოებით 125 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. „ქართველი მეომრები აგრძელებენ თავისი წვლილის შეტანას სახელმწიფოთაშორისო სამშვიდობო ძალებში. ჩვენ ვამაყობთ მრავალწლიანი ტრადიციებით. ქართველი ჯარისკაცები ყოველთვის დადგებიან მოკავშირეების გვერდით“, – ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა.
„საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში – ეს ისეთი საკითხია, რომლის მიმართ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მსგავსი დამოკიდებულება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, რომელ ქვეყანაში და როდის გაემგზავრებიან ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურმა სპექტრმა ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადა“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში მიმოხილულია ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, რომელსაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც თან ახლავს, მაგალითად, ავღანეთში, სადაც ამ რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთი ქართველი მშვიდობისმყოფელი, 21 წლის ვასილ ყულიჯანიშვილი დაიღუპა. მის ოჯახს სამძიმარი აშშ-ის ელჩმაც გამოუცხადა.
„საქართველოს მთავრობა ყოველთვის აცხადებს, რომ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიმართულ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო საკუთარი დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და დაცვას ცდილობს. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის უსაფრთხოების საიმედო გარანტს წარმოადგენს, რუსეთის აგრესიული ზრახვების საწინააღმდეგოდ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/obama-putin-meet-at-unga/2984217.html
გზავნილები საქართველოსთვის ობამა-პუტინის შეხვედრიდან
გაეროს შტაბ ბინაში ობამასა და პუტინის შეხვედრა გაიმართა. ტერორიზმთან ბრძოლა და კონფლიქტები საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სად გადის წყალგამყოფი ხაზები, რა საკითხების მიმართ შესაძლებელია არსებობდეს ერთიანი მიდგომა და სადაა ფუნდამენტური განსხვავებები ორი ქვეყნის მიერ წარმოებულ პოლიტიკას შორის.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა აქცენტი, რაც ობამასა და პუტინის მოლაპარაკებებიდან ისმის, რადგან საქართველოს ძირითადი ინტერესი – იქცეს დასავლური ოჯახის წევრად ამ ორი ქვეყნის პოლიტიკის განსხავავებულობის ნაწილს წარმოადგენს. პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ობამასა და პუტინის შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ შეხვედრით კიდევ ერთხელ მოინიშნა წითელი ხაზები.
„პუტინს ჰქონდა მკაფიო მესიჯები და მთლიანად მისი ეს ავანტიურა სირიასთან მიმართებით რამდენიმე მიზანს ემსახურება. ეს არაა მოწყვეტილი ჩვენი რეგიონის თემატიკას. ერთის მხრივ, რუსეთს სურს თავისი მნიშვნელობის გაზრდა სირიაში შეიარაღების შეყვანით. ესაა განცხადება იმის თაობაზე, რომ „თქვენ ჩემს გარეშე ამ პრობლემას მაინც ვერ გადაწყვეტთ“. ეს საკმაოდ რადიკალური ნაბიჯია, რადგან ამას აკეთებს იარაღის შეტანით და ბაშარ ასადის ღია მხარდაჭერით. თან ამას ფუთავს ტერორიზმთან ბრძოლის ფორმით. ეს, რა თქმა უნდა, გაუმყარებს პოზიციებს უკრაინაში. რადგან თუ რუსეთი არის ქვეყანა, რომელთანაც თუ უნდა ითანამშრომლოს აშშ-მა სირიის თემაზე, ის იზოლაციის პოლიტიკა, რასაც ადგილი აქვს უკრაინასთან მიმართებით, პრობლემური ხდება. ამიტომ პუტინის გათვლა მის გამოსვლაშიც და ზოგადადაც, ამ პერიოდში არის ის, რომ აღიდგინოს საერთაშორისო მნიშვნელობა სირიისთვის და მეორეს მხრივ, დაიცემენტოს გავლენის სფეროს უკრაინაში, საქართველოში, ჩვენს რეგიონში და შექმნას ევრაზიული კავშირი – ეს თქვა კიდეც, ამის შესახებ მინიშნება გააკეთა პუტინმა გუშინ. „ამ რეგიონში ჰქონდათ თითქოს მცდელობა დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის წინაშე დაეყენებინათ „ქვეყნები და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვებოდა კრიზისიო“ – ეს იყო გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩვენი ბედი გადაწყვეტილია რუსეთისთვის. ის ამბობს, რომ არ გამოვიდა ჩვენი დასავლური ინტეგრაცია – ასეთი კონოტაცია იყო ჩვენს რეგიონთან მიმართებით”, – ამბობს ხოშტარია.
პოლიტოლოგის თქმით, აგრესიული იყო ვლადიმირ პუტინის რიტორიკა ნატოს შესახებაც, “რომ ნატო არათუ არ უნდა ფართოვდებოდეს, არამედ საერთოდ არც უნდა არსებობდეს ეს ორგანიზაცია. ესაა ის საგარეო პოლიტიკური კონსტრუქცია, რაც აქვს რუსეთს: სრული გავლენა, ექსკლუზიური გავლენა ჩვენს რეგიონზე ევრაზიული კავშირის ფორმით და ტერორიზმთან ბრძოლით, როგორც ცივი ომის დროს იყო, თავისი მნიშვნელობის გაზრდა. რუსეთის, როგორც გლობალური მოთამაშის როლის გაძლიერება. აქაა საუბარი იმაზე, რომ ირანი შეიძლება იყოს მოკავშირე სირიასთან ბრძოლაში, რუსეთი ეძებს სხვა მოკავშირეებსაც, რაც გააძლიერებს მის პოზიციას ამერიკასთან მიმართებით. ამ მხრივ ესაა საკმაოდ საშიში, თუმცა არა ახალი კონსტრუქცია.”
ელენე ხოშტარია ვლადიმირ პუტინთან ბარაკ ობამას შეხვედრაზეც საუბრობს: “მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამა დათანხმდა შეხვედრას, ახსენა კიდეც, რომ შესაძლოა ირანთან და რუსეთთან სირიის საკითხზე თანამშრომლობა, თუმცა მან ძალიან მკაფიოდ შემოხაზა წითელი ხაზები. ერთი წითელი ხაზი ესაა ყირიმის თემა, რაც რუსეთს იმედი აქვს, რომ მივიწყებული იქნება. ობამამ თქვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია აშშ-სთვის და აშშ-ს ყოველთვის ექნება რეაცია ამაზე და მეორეს მხრივ, სირიაზე ობაბამ გარკვევით თქვა, რომ თანამშრომლობა ვერ შედგება ასადთან ერთად“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს უდიდესი სამუშაო აქვს საერთაშორისო პლატფორმაზე „ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური უნდა გავხადოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისთვის, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შელახვის პრობლემები წარმოდგენილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე“.
«Московский комсомолец» (რუსეთი), 30 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.mk.ru/politics/2015/09/29/medvedev-poobeshhal-belorussii-analog-shengenskoy-zony.html
რუსეთი-ბელორუსია: შენგენის ზონის ანალოგი
კონსტანტინე ზატულინი: „ქართველმა ხალხმა აუცილებელი დასკვნები გააკეთა“
„ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ რუსეთი, ბელორუსია და უკრაინა იმ სივრცის ნაწილები იყვნენ, რომელსაც „რუსულ სამყაროს“ უწოდებენ. სამწუხაროდ, უკრაინამ მოასწრო და რუსეთი აგრესორად შერაცხა, დიპლომატიური ურთიერთობა სანქციებითაა გაჯერებული, რუსი და უკრაინელი პოლიტიკოსები კი ერთმანეთს ლანძღავენ. თუმცა ეს მინსკს არ ეხება – ბელორუსია თავისი ინტეგრაციული პოლიტიკის ერთგული რჩება და პერსპექტივაში სამოკავშირეო სახელმწიფომ შეიძლება შენგენის ზონის მსგავსი ფუნქციებიც შეიძინოს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – არტურ ავაქოვი).
29 სექტემბერს მოსკოვში რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს მინისტრთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მზადდება შეთანხმება ერთიანი ვიზის შემოღების შესახებ რუსეთისა და ბელორუსიისათვის, რაც, შეიძლება ითქვას, მცირე შენგენის ზონის შექმნას ნიშნავს“.
ამრიგად, აშკარაა, რომ ბოლო ხანებში რუსეთ-ბელორუსიის კავშირები გამყარდა, რუსეთ-უკრაინისა კი – ფაქტიურად ძალიან შესუსტდა. მოიგო თუ არა რუსეთმა, თუ საბოლოო ჯამში წააგო, „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ამ საკითხზე დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორს, პოლიტოლოგ კონსტანტინ ზატულინს ესაუბრა, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა ინტეგრაციული პროცესები და იმავდროულად აღნიშნა, რომ რუსეთმა ყირიმს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს: „ყირიმის შემოერთების ეიფორიამ და „ურა-პატრიოტიზმმა“ უკვე გაიარა, დღის წესრიგშია არსებული პრობლემების მოგვარება – საჭიროა ყირიმის ელექტრონერგიით, საკვები პროდუქტებით, სასმელი წყლით მომარაგება, კორუფციასთან ბრძოლა… ბევრი რამ კეთდება, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო“. კონსტანტინე ზატულინი შეეხო აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ტრანსფორმირების პროცესსაც.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- რამდენად შესაძლებელია, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი თუ არა, პარტნიორი მაინც გახდეს?
- რუსეთმა დსთ-ის ინტეგრირებისთვის მეტი ძალისხმევა უნდა განახორციელოს, სერიოზულად უნდა იბრძოლოს და ამ დროს თავისი კოზირები და მეთოდები გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ იმ [პოლიტიკურ] კაპიტალს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოვიპოვეთ. ხომ მივიღეთ კაპიტალი 2008 წელს საქართველოში? რა თქმა უნდა, ამას პირდაპირი ეფექტი ჰქონდა – საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ქართველმა ხალხმა აუცილებელი დასკვნები გააკეთა და ქვეყნის მართვისათვის ისეთი „მენეჯერები დაიქირავა“, რომლებიც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ქედმაღლურად, გადაწარბებულ თავდაჯერებულად არ იქცევიან და რუსეთის მიმართ უხეშობას არ ავლენენ. ამიტომაც ჩვენ უკრაინას უნდა ვაჩვენოთ – რაც არ უნდა გააკეთოს, რუსეთს მაინც ვერსად წაუვა და რომ უკრაინის კეთილდღეობა რუსეთთან კავშირზეა დამოკიდებული“.